პოლიტიკა
კონფლიქტები

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენსა და ჩვენ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ქიბარ ხალვაში" - დვალი და აქიმიძე განცხადებას ავრცელებენ
"ჩვენსა და ჩვენ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ქიბარ ხალვაში" - დვალი და აქიმიძე განცხადებას ავრცელებენ

„რუს­თა­ვი 2“-ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი - ჯარ­ჯი აქი­მი­ძე და და­ვით დვა­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ. გან­ცხა­დე­ბა­ში აქი­მი­ძე და დვა­ლი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ დღეს მათ­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას შო­რის, მათ­სა და მათ მი­ერ­ვე და­ფუძ­ნე­ბულ ტე­ლე­ვი­ზი­ას შო­რის ერთი ადა­მი­ა­ნი დგას და ის არ არის ქი­ბარ ხალ­ვა­ში.

ამას­თან, არ­ხის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ „რუს­თა­ვი 2“-მა უნდა მო­ა­ხერ­ხოს პარ­ტი­უ­ლი ზე­გავ­ლე­ნის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რათა აღიდ­გი­ნოს გა­მოკ­ვე­თი­ლად კრი­ტი­კუ­ლი და ჩა­საფ­რე­ბუ­ლი მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი მეთ­ვალ­ყუ­რის (ე.წ. ვოჩ­დო­გის), მე­ო­თხე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფლაგ­მა­ნის ფუნ­ქცია.

„2004 წელს ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი. მან ძა­ლა­დო­ბი­თა და ყა­ჩა­ღო­ბით მი­ით­ვი­სა ჩვენს სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“, რი­თაც ფეხ­ქვეშ გა­თე­ლა ფუნ­და­მენ­ტუ­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­გო­რიც არის სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სა­კუთ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა და რაც მთა­ვა­რია, მო­ქა­ლა­ქის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ღირ­სე­ბა.

დღეს „რუს­თა­ვი 2“-ის ირ­გვლივ დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა, არ­სე­ბულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა სი­ტუ­ა­ცი­ამ დაგ­ვა­ყე­ნა იმ ფაქ­ტის წი­ნა­შე, რომ შე­იძ­ლე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლოს მე­დი­ა­ლან­დშაფ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მა­შინ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შტო­ე­ბის და­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მი, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს არა­ჯან­სა­ღი პრო­ცე­სე­ბი და ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში ხდე­ბა რუ­სუ­ლი მტრუ­ლი ძა­ლე­ბის ინ­ფილტრა­ცია, ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მიგ­ვაჩ­ნია, რომ „რუს­თა­ვი 2“-მა მო­ა­ხერ­ხოს პარ­ტი­უ­ლი ზე­გავ­ლე­ნის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რათა აღიდ­გი­ნოს გა­მოკ­ვე­თი­ლად კრი­ტი­კუ­ლი და ჩა­საფ­რე­ბუ­ლი მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი მეთ­ვალ­ყუ­რის (ე.წ. ვოჩ­დო­გის), მე­ო­თხე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფლაგ­მა­ნის ფუნ­ქცია.

რო­გორც არ უნდა დამ­თავ­რდეს „რუს­თა­ვი 2“-ის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე პე­რი­პე­ტი­ე­ბი, ჩვენ, ტე­ლე­ვი­ზი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი და ამ საქ­მის მთა­ვა­რი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი, კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღებ­ლად მი­ვიჩ­ნევთ სა­ხელ­მწი­ფოს უმოქ­მე­დო­ბა­სა და გვერ­დზე გად­გო­მის მცდე­ლო­ბას და ჩვე­ნი ერთი კერ­ძო პი­რის კე­თი­ლი ნე­ბის ანა­ბა­რა და­ტო­ვე­ბას. ჩვენ გან­ვაგ­რძობთ უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლას სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის - სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია და­იც­ვას ჩვე­ნი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უხე­შად დარ­ღვე­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბი.

დღეს ჩვენ­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას შო­რის, ჩვენ­სა და ჩვენ მი­ერ­ვე და­ფუძ­ნე­ბულ ტე­ლე­ვი­ზი­ას შო­რის ერთი ადა­მი­ა­ნი დგას და ის არ არის ქი­ბარ ხალ­ვა­ში. ვი­მე­ო­რებთ, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგე­ბა მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც „რუს­თა­ვი 2“ და­უბ­რუნ­დე­ბა მის დამ­ფუძ­ნებ­ლებს“, - ნათ­ქვა­მია ჯარ­ჯი აქი­მი­ძი­სა და და­ვით დვა­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ჩვენსა და ჩვენ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ქიბარ ხალვაში" - დვალი და აქიმიძე განცხადებას ავრცელებენ

"ჩვენსა და ჩვენ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ქიბარ ხალვაში" - დვალი და აქიმიძე განცხადებას ავრცელებენ

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აქიმიძე და დვალი აღნიშნავენ, რომ დღეს მათსა და სამართლიანობის აღდგენას შორის, მათსა და მათ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ქიბარ ხალვაში.

ამასთან, არხის დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ „რუსთავი 2“-მა უნდა მოახერხოს პარტიული ზეგავლენისგან გათავისუფლება, რათა აღიდგინოს გამოკვეთილად კრიტიკული და ჩასაფრებული მიუკერძოებელი მეთვალყურის (ე.წ. ვოჩდოგის), მეოთხე ხელისუფლების ფლაგმანის ფუნქცია.

„2004 წელს ჩვენ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული. მან ძალადობითა და ყაჩაღობით მიითვისა ჩვენს საკუთრებაში არსებული სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, რითაც ფეხქვეშ გათელა ფუნდამენტური დემოკრატიული ღირებულებები, როგორიც არის სიტყვის თავისუფლება, საკუთრების ხელშეუხებლობა და რაც მთავარია, მოქალაქის თავისუფლება და ღირსება.

დღეს „რუსთავი 2“-ის ირგვლივ დატრიალებულმა მოვლენებმა, არსებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ დაგვაყენა იმ ფაქტის წინაშე, რომ შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს მედიალანდშაფტი საქართველოში.

მაშინ, როდესაც ქვეყანაში არ ფუნქციონირებს ხელისუფლების შტოების დაყოფის მექანიზმი, სასამართლო სისტემაში მიმდინარეობს არაჯანსაღი პროცესები და ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრების ყველა სფეროში ხდება რუსული მტრული ძალების ინფილტრაცია, ქვეყნის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ „რუსთავი 2“-მა მოახერხოს პარტიული ზეგავლენისგან გათავისუფლება, რათა აღიდგინოს გამოკვეთილად კრიტიკული და ჩასაფრებული მიუკერძოებელი მეთვალყურის (ე.წ. ვოჩდოგის), მეოთხე ხელისუფლების ფლაგმანის ფუნქცია.

როგორც არ უნდა დამთავრდეს „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პერიპეტიები, ჩვენ, ტელევიზიის დამფუძნებლები და ამ საქმის მთავარი დაზარალებულები, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ სახელმწიფოს უმოქმედობასა და გვერდზე გადგომის მცდელობას და ჩვენი ერთი კერძო პირის კეთილი ნების ანაბარა დატოვებას. ჩვენ განვაგრძობთ უკომპრომისო ბრძოლას სამართლიანობისთვის - სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების უხეშად დარღვეული უფლებები.

დღეს ჩვენსა და სამართლიანობის აღდგენას შორის, ჩვენსა და ჩვენ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ქიბარ ხალვაში. ვიმეორებთ, სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“ დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს“, - ნათქვამია ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის განცხადებაში.

თენგიზ სიგუა გარდაიცვალა

"ვხუმრობ ხოლმე, შტანგისტმა ძალოსნობის გამო ხელში ცოცხი ავიღეთქო" - გაიცანით 19 წლის მეეზოვე, რომელიც სპორტითა და ხატწერით არის დაკავებული

"უყვარს ბუნება, ცხოველები და არაჩვეულებრივ ნამუშევრებს ქმნის" - ცოტნე ივანიშვილი მხატვრის ამპლუაში და ფოტოები პირადი "ინსტაგრამიდან"