Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მეთოდებით ასწავლიან მენეჯმენტს თანამედროვე ბიზნეს სკოლებში
რა მეთოდებით ასწავლიან მენეჯმენტს თანამედროვე ბიზნეს სკოლებში

მე­ნე­ჯმენ­ტი, რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბა და პრო­ფე­სია, გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში ამე­რი­კა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და, როცა გი­გან­ტუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი და კორ­პო­რა­ცი­ე­ბი შე­იქ­მნა და ათი­ა­თა­სო­ბით თა­ნამ­შრომ­ლის მარ­თვა გარ­თულ­და. 21–ე სა­უ­კუ­ნე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მე­ნე­ჯე­რე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია და ეს პრო­ფე­სია სულ უფრო მე­ტად მო­თხოვ­ნა­დია.

მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მე­ნე­ჯმენ­ტის სკო­ლე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მხრივ, ერთ–ერთი ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნია. მე­ნე­ჯმენ­ტის სწავ­ლი­სათ­ვის მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სხვა­დას­ხვა მე­თო­დებს იყე­ნე­ბენ. წარ­მო­გიდ­გენთ მსოფ­ლი­ოს ხუთ უნი­ვერ­სი­ტეტს, რომ­ლე­ბიც მე­ნე­ჯმენ­ტის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სწავ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩევ­ნი­ან.

University of Michigan

აშშ–ში მდე­ბა­რე მი­ჩი­გა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი კვლე­ვის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. სწავ­ლის პრო­ცე­სის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თვის, და­ახ­ლო­ე­ბით, 1500 კლუ­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ­სე­ბობს, რაც ახა­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბა­სა და შე­ძე­ნი­ლის გა­ზი­ა­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. სტუ­დენ­ტე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ის გა­საზ­რდე­ლად უნი­ვერ­სი­ტე­ტი ხში­რად გა­მოს­ცემს პუბ­ლი­კა­ცი­ებს. მე­ტიც, სტუ­დენ­ტებს აქვთ სა­კუ­თა­რი პე­რი­ო­დუ­ლი გა­მო­ცე­მა, Michigan Journal of Business, რო­მელ­შიც მე­ნე­ჯმენ­ტის, ბიზ­ნე­სის, ფი­ნან­სე­ბის, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სის­ტე­მე­ბის შე­სა­ხებ სტუ­დენ­ტე­ბი­სა­ვე სტა­ტი­ე­ბი იბეჭ­დე­ბა, რაც მათს სა­მეც­ნი­ე­რო და პრაქ­ტი­კულ უნა­რებს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ავი­თა­რებს.

The Hong Kong University of Science and Technology

ჰონგ–კონ­გის მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ნე­ჯმენ­ტის სკო­ლა ცხრა­ჯერ და­სა­ხელ­და მსოფ­ლი­ო­ში ნო­მერ პირ­ვე­ლად. აქ სწავ­ლე­ბის დროს ხში­რად მი­მარ­თა­ვენ ინო­ვა­ცი­ურ მე­თო­დებს, ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ას, რათა სტუ­დენ­ტებ­ში კრე­ა­ტი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბა გა­ნა­ვი­თა­რონ. უნი­ვერ­სი­ტეტს მას­შტა­ბუ­რი ლექ­ცი­ე­ბის­თვის 10 დიდი დარ­ბა­ზი აქვს, სა­დაც სტუ­დენ­ტებს მრა­ვალ­ფე­რო­ვან აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლურ მა­სა­ლას უჩ­ვე­ნე­ბენ. გარ­და ამი­სა, ჰონგ–კონ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ხში­რად მარ­თა­ვენ სე­მი­ნა­რებს, სა­დაც სტუ­დენ­ტე­ბი ერ­თმა­ნეთ­სა და ლექ­ტო­რებს თა­ვი­ანთ კვლე­ვებს უზი­ა­რე­ბენ. შე­დე­გად, ყვე­ლა­ზე ჯან­საღ უკუ­კავ­შირს იღებს, რაც ხა­რის­ხი­ა­ნი სწავ­ლე­ბის ერთ–ერთი ნა­წი­ლია.

Warsaw management university

ვარ­შა­ვის მე­ნე­ჯმენ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი წარ­მა­ტე­ბით თა­ნამ­შრომ­ლობს აშშ-ს, გერ­მა­ნი­ის, საფ­რან­გე­თის, დიდი ბრი­ტა­ნე­თის, სლო­ვა­კე­თის, უკ­რა­ი­ნის, თურ­ქე­თის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან. უკვე მე-4 წე­ლია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­შიც ახორ­ცი­ე­ლებს ერ­თერთ სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა­სა და ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში რე­ა­ლი­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე. აკა­დე­მი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ქო­უ­ჩინ­გი­სა და მენ­ტო­რინ­გის პრინ­ცი­პე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. სწავ­ლე­ბა მო­ი­ცავს რო­ლურ თა­მა­შებს, სი­ტუ­ა­ცი­უ­რი ქე­ი­სე­ბის შეს­წავ­ლას ანა­ლი­ზი­სა და სინ­თე­ზის მე­თო­დით. სტუ­დენ­ტე­ბი ლექ­ტო­რებ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლა­ვენ ინო­ვა­ცი­ურ იდე­ებს და რე­ა­ლუ­რი ბიზ­ნესპრო­ექ­ტე­ბის შე­საქ­მნე­ლად კვა­ლი­ფი­ცი­ურ რჩე­ვებს იღე­ბენ. სწავ­ლო­ბენ ძი­რი­თა­დად ქარ­თულ ენა­ზე, თუმ­ცა მე­ო­რე სე­მესტრის ფარ­გლებ­ში ინ­ტენ­სი­ურ სა­ლექ­ციო კურსს გა­დი­ან ვარ­შა­ვა­ში. სა­მა­გის­ტრო ნაშ­რო­მებ­საც ინ­გლი­სუ­რად იცა­ვენ ვარ­შა­ვის მე­ნე­ჯმენ­ჯე­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კო­მი­სი­ის შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. მი­ი­ღეთ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია ვარ­შა­ვის მე­ნე­ჯმენ­ტის უნი­ვერ­სტი­ტე­ტის შე­სა­ხებ ან გა­ი­ა­რეთ რე­გის­ტრა­ცია.

Copenhagen Business School

კო­პე­ნ­ჰა­გე­ნის ბიზ­ნე­სის სკო­ლა­ში წამ­ყვა­ნი ად­გი­ლი თე­ო­რი­ულ სწავ­ლე­ბას უჭი­რავს, თუმ­ცა ისე, რომ სწავ­ლე­ბა არ წყდე­ბა რე­ა­ლო­ბას და სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი ამო­ცა­ნე­ბის გა­დაჭ­რის­თვის ამ­ზა­დებს სტუ­დენ­ტებს. სწავ­ლე­ბა კვლე­ვა­სა და ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბას ეფუძ­ნე­ბა. პე­და­გო­გე­ბი სტუ­დენ­ტებს ას­წავ­ლი­ან არამ­ხო­ლოდ იმას, რო­გორ აწარ­მო­ონ კვლე­ვა, ასე­ვე იმა­საც, თუ რო­გორ უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ კვლე­ვის შე­დე­გე­ბი საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ანუ კო­პე­ნ­ჰა­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თე­ო­რია და პრაქ­ტი­კა ერ­წყმის ერ­თმა­ნეთს და სტუ­დენ­ტებს აქ­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის­თვის ამ­ზა­დებს.

ESSEC Business School

ESSEC–ის ბი­ზე­სის სკო­ლა საფ­რან­გეთ­ში მდე­ბა­რე­ო­ბის და მე­ნე­ჯმენ­ტის შეს­წავ­ლის მსურ­ვე­ლებს უნი­კა­ლურ პე­და­გო­გი­ურ მიდ­გო­მას სთა­ვა­ზობს, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია რე­ა­ლუ­რი ცოდ­ნის მი­ცე­მა­სა და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე, რაც ამავდრო­უ­ლად, უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის მე­თო­დე­ბის და­ნერგვას უწყობს ხელს. რაც შე­ე­ხე­ბა აკა­დე­მი­ურ მხა­რეს, ლექ­ცი­ებს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ლექ­ტო­რე­ბი ატა­რე­ბენ, სტუ­დენ­ტე­ბი კი წამ­ყვან კომ­პა­ნი­ებ­ში და­საქ­მე­ბის პერ­სპექ­ტი­ვით 18–თვი­ან სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მებს გა­დი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

რა მეთოდებით ასწავლიან მენეჯმენტს თანამედროვე ბიზნეს სკოლებში

რა მეთოდებით ასწავლიან მენეჯმენტს თანამედროვე ბიზნეს სკოლებში

მენეჯმენტი, როგორც მეცნიერება და პროფესია, გასულ საუკუნეში ამერიკაში ჩამოყალიბდა, როცა გიგანტური კომპანიები და კორპორაციები შეიქმნა და ათიათასობით თანამშრომლის მართვა გართულდა. 21–ე საუკუნე კვალიფიციური მენეჯერების გარეშე წარმოუდგენელია და ეს პროფესია სულ უფრო მეტად მოთხოვნადია.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით მენეჯმენტის სკოლები სტუდენტების რაოდენობის მხრივ, ერთ–ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია. მენეჯმენტის სწავლისათვის მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ. წარმოგიდგენთ მსოფლიოს ხუთ უნივერსიტეტს, რომლებიც მენეჯმენტის მაღალი ხარისხის სწავლებით გამოირჩევნიან.

University of Michigan

აშშ–ში მდებარე მიჩიგანის უნივერსიტეტი კვლევის მაღალი სტანდარტებით გამოირჩევა. სწავლის პროცესის ხარისხის გაუმჯობესებისა და მრავალფეროვნებისთვის, დაახლოებით, 1500 კლუბი და საზოგადოება არსებობს, რაც ახალი ცოდნის მიღებასა და შეძენილის გაზიარებას ისახავს მიზნად. სტუდენტების მოტივაციის გასაზრდელად უნივერსიტეტი ხშირად გამოსცემს პუბლიკაციებს. მეტიც, სტუდენტებს აქვთ საკუთარი პერიოდული გამოცემა, Michigan Journal of Business, რომელშიც მენეჯმენტის, ბიზნესის, ფინანსების, ინფორმაციული სისტემების შესახებ სტუდენტებისავე სტატიები იბეჭდება, რაც მათს სამეცნიერო და პრაქტიკულ უნარებს მნიშვნელოვნად ავითარებს.

The Hong Kong University of Science and Technology

ჰონგ–კონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლა ცხრაჯერ დასახელდა მსოფლიოში ნომერ პირველად. აქ სწავლების დროს ხშირად მიმართავენ ინოვაციურ მეთოდებს, ვიზუალიზაციას, რათა სტუდენტებში კრეატიული აზროვნება განავითარონ. უნივერსიტეტს მასშტაბური ლექციებისთვის 10 დიდი დარბაზი აქვს, სადაც სტუდენტებს მრავალფეროვან აუდიოვიზუალურ მასალას უჩვენებენ. გარდა ამისა, ჰონგ–კონგის უნივერსიტეტში ხშირად მართავენ სემინარებს, სადაც სტუდენტები ერთმანეთსა და ლექტორებს თავიანთ კვლევებს უზიარებენ. შედეგად, ყველაზე ჯანსაღ უკუკავშირს იღებს, რაც ხარისხიანი სწავლების ერთ–ერთი ნაწილია.

Warsaw management university

ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტი წარმატებით თანამშრომლობს აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, სლოვაკეთის, უკრაინის, თურქეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. უკვე მე-4 წელია, რაც საქართველოშიც ახორციელებს ერთერთ სამაგისტრო პროგრამას, რომელიც ორიენტირებულია სტუდენტებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ცოდნის პრაქტიკაში რეალიზების შესაძლებლობაზე. აკადემიური განათლების მიღება ქოუჩინგისა და მენტორინგის პრინციპებით მიმდინარეობს. სწავლება მოიცავს როლურ თამაშებს, სიტუაციური ქეისების შესწავლას ანალიზისა და სინთეზის მეთოდით. სტუდენტები ლექტორებთან ერთად განიხილავენ ინოვაციურ იდეებს და რეალური ბიზნესპროექტების შესაქმნელად კვალიფიციურ რჩევებს იღებენ. სწავლობენ ძირითადად ქართულ ენაზე, თუმცა მეორე სემესტრის ფარგლებში ინტენსიურ სალექციო კურსს გადიან ვარშავაში. სამაგისტრო ნაშრომებსაც ინგლისურად იცავენ ვარშავის მენეჯმენჯეტის უნივერსიტეტის კომისიის შეფასების საფუძველზე. მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია ვარშავის მენეჯმენტის უნივერსტიტეტის შესახებ ან გაიარეთ რეგისტრაცია.

Copenhagen Business School

კოპენჰაგენის ბიზნესის სკოლაში წამყვანი ადგილი თეორიულ სწავლებას უჭირავს, თუმცა ისე, რომ სწავლება არ წყდება რეალობას და სამსახურეობრივი ამოცანების გადაჭრისთვის ამზადებს სტუდენტებს. სწავლება კვლევასა და ურთიერთთანამშრომლობას ეფუძნება. პედაგოგები სტუდენტებს ასწავლიან არამხოლოდ იმას, როგორ აწარმოონ კვლევა, ასევე იმასაც, თუ როგორ უნდა გამოიყენონ კვლევის შედეგები საქმიანობაში, ანუ კოპენჰაგენის უნივერსიტეტში თეორია და პრაქტიკა ერწყმის ერთმანეთს და სტუდენტებს აქტიური სამსახურეობრივი ცხოვრებისთვის ამზადებს.

ESSEC Business School

ESSEC–ის ბიზესის სკოლა საფრანგეთში მდებარეობის და მენეჯმენტის შესწავლის მსურველებს უნიკალურ პედაგოგიურ მიდგომას სთავაზობს, რომელიც დაფუძნებულია რეალური ცოდნის მიცემასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებაზე, რაც ამავდროულად, უწყვეტი განათლების მეთოდების დანერგვას უწყობს ხელს. რაც შეეხება აკადემიურ მხარეს, ლექციებს კვალიფიციური ლექტორები ატარებენ, სტუდენტები კი წამყვან კომპანიებში დასაქმების პერსპექტივით 18–თვიან სტაჟირების პროგრამებს გადიან.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის