პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ისთვის ევროპელ ან ამერიკელ მედია-მენეჯერს ეძებს
ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ისთვის ევროპელ ან ამერიკელ მედია-მენეჯერს ეძებს

"რუს­თა­ვი 2"-ის 100%-ანი წი­ლის მფლო­ბე­ლი ქი­ბარ ხალ­ვა­ში, "მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის და დიდი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ევ­რო­პელ ან ამე­რი­კელ მე­დია-მე­ნე­ჯერს" ეძებს. ამის შე­სა­ხებ ქი­ბარ ხალ­ვა­შის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­დაც „რუს­თა­ვი 2“-ის მფლო­ბე­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამს ბოლო პე­რი­ოდ­ში არ­ხის ეთერ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო.

ხალ­ვა­ში მი­იჩ­ნევს, რომ ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი სწო­რედ იმ პრინ­ცი­პებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, რა­საც სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლო ეფუძ­ნე­ბა.

"რამ­დე­ნი­მე დღე გა­ვი­და არა მხო­ლოდ ჩვენ­თვის, არა­მედ მთე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­დან, რო­მელ­მაც ყვე­ლას და­ა­ნა­ხა, რომ სა­მარ­თა­ლი, შე­იძ­ლე­ბა გვი­ან, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად აღ­სრულ­დე­ბა.

რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც ჩვე­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვით, მშვი­დად და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლად ვცდი­ლობთ გან­ვაგ­რძოთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

18 ივ­ლისს, სტრას­ბურ­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე გა­ვა­კე­თე გან­ცხა­დე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ არხზე ყვე­ლას შე­ეძ­ლო დარ­ჩე­ნა და რომ ახა­ლი მე­ნე­ჯმენ­ტი მზად იყო, ემუ­შა­ვა უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელ­თან, ნიკა გვა­რა­მი­ას გარ­და.

ასე­ვე, მე ხაზ­გას­მით ვთქვი, რომ სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და და­ცუ­ლი.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩემს მიერ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ეთე­რი­დან ამ რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბევ­რი რამ მო­ვის­მი­ნეთ ისე­თი, რაც სწო­რედ იმ პრინ­ცი­პებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, რა­საც სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლო ეფუძ­ნე­ბა.

ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე შო­კის­მომ­გვრე­ლი არის ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ მი­მარ­თუ­ლია ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს და მისი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ი­სა­კენ და უნი­სონ­შია ჩემს მიერ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბებ­თან. ვში­შობ, რომ ამ­გვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აღ­ვი­ვებს ან­ტი­და­სავ­ლურ გან­წყო­ბებს. ეს კი დიდი ალ­ბა­თო­ბით უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა არ­ხის პო­პუ­ლა­რო­ბა­სა და რე­ი­ტინგზე. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არ ხდე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვენ მშვი­დად ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას და ჩემს მიერ და­ნიშ­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რი, კონ­სულ­ტან­ტებ­თან ერ­თად, პრაქ­ტი­კუ­ლად 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ეც­ნო­ბა კომ­პა­ნი­ა­ში ვი­თა­რე­ბას, რო­მე­ლიც, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ურ­თუ­ლე­სია.

ჩვენ უნდა დავძლი­ოთ ეს კრი­ზი­სი და უზ­რუნ­ველ­ვყოთ არ­ხის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბა.

ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც, ერ­თის მხრივ, კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი მაქ­სი­მა­ლურ ძა­ლის­ხმე­ვას მი­მარ­თავს არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­სა­წყვე­ტად, ხოლო, მე­ო­რეს მხრივ, ეთე­რი­დან გვეს­მის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აც­დე­ნი­ლია არ­ხის მიერ დეკ­ლა­რი­რე­ბულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რო­დე­საც, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ, ხდე­ბა და­სავ­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია, ვფიქ­რობ, რომ კომ­პა­ნი­ას აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა სწო­რედ და­სავ­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე მე­დია-მე­ნე­ჯე­რი, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა არხს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი, კრი­ტი­კუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­დუქ­ტის შექ­მნა­ში.

მე და­წყე­ბუ­ლი მაქვს შე­სა­ბა­მი­სი კად­რის მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სი. სა­ვა­რა­უ­დოდ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­ირ­ჩე­ვა და და­ი­ნიშ­ნე­ბა მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის და დიდი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ევ­რო­პე­ლი ან ამე­რი­კე­ლი მე­დია-მე­ნე­ჯე­რი.

მე, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­კუ­თა­რი სი­ტყვის ერ­თგუ­ლი ვრჩე­ბი და კი­დევ ერთხელ ვა­დას­ტუ­რებ, რომ სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა აქვე მინ­და ყვე­ლას ვუ­თხრა, რომ სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა არ ნიშ­ნავს ვინ­მეს ახი­რე­ბე­ბის და კაპ­რი­ზე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, დესტრუქ­ცი­უ­ლი ამო­ცა­ნე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის გე­მოვ­ნე­ბა­ზე მორ­გე­ბას და მათი ეთი­კის ჩარ­ჩო­ებ­ში ოპე­რი­რე­ბას. სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი რე­ა­ლი­ზე­ბა მხო­ლოდ სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი მე­დი­ას­ტან­დარ­ტე­ბის პი­რო­ბებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მი­მაჩ­ნია, რომ ჩვე­ნი სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა და ჟურ­ნა­ლის­ტთა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა უნდა გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს იმ სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი პრინ­ცი­პე­ბი­დან, რომ­ლებ­საც ეფუძ­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მე­დია. ესაა ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სი­უ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მიღ­წე­უ­ლი მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბა და გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სი­ზუს­ტე, რა­მაც სან­დო­ო­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს; ამა­ვე დროს, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა იმგვა­რად უნდა იყოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, რომ არ მი­ა­ყე­ნოს ზი­ა­ნი ან შე­უ­რა­ცხყო­ფა აუ­დი­ტო­რი­ას, და­იც­ვას ეთი­კუ­რი სტან­დარ­ტი და არ და­უშ­ვას შეგ­ნე­ბუ­ლად სიც­რუ­ის და ცი­ლის­წა­მებ­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, ყვე­ლა მხა­რეს უნდა მი­ე­ცეს აზ­რის და პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ზე­მო­თჩა­მოთ­ვლი­ლი პრინ­ცი­პე­ბი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის ახა­ლი არაა და მჯე­რა, რომ ამ პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვით შევ­ძლებთ ერ­თობ­ლივ მუ­შა­ო­ბას. სწო­რედ ამ პრინ­ცი­პე­ბის და სტან­დარ­ტე­ბის გა­ნუხ­რე­ლად დაც­ვის ხელ­შე­სა­წყო­ბად ვარ­ჩევთ მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ი­სა და დიდი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე უცხო­ელ მე­დია-მე­ნე­ჯერს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ არხზე ამ­ჟა­მად მო­მუ­შა­ვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი იო­ლად გა­მო­ნა­ხა­ვენ მას­თან სა­ერ­თო ენას“, - ნათ­ქვა­მია ქი­ბარ ხალ­ვა­შის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ისთვის ევროპელ ან ამერიკელ მედია-მენეჯერს ეძებს

ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ისთვის ევროპელ ან ამერიკელ მედია-მენეჯერს ეძებს

"რუსთავი 2"-ის 100%-ანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში, "მაღალი რეპუტაციის და დიდი სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელ ან ამერიკელ მედია-მენეჯერს" ეძებს. ამის შესახებ ქიბარ ხალვაშის განცხადებაშია აღნიშნული, სადაც „რუსთავი 2“-ის მფლობელი უკმაყოფილებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში არხის ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო.

ხალვაში მიიჩნევს, რომ ეს განცხადებები სწორედ იმ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რასაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ეფუძნება.

"რამდენიმე დღე გავიდა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ქართული საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებიდან, რომელმაც ყველას დაანახა, რომ სამართალი, შეიძლება გვიან, მაგრამ აუცილებლად აღსრულდება.

რამდენიმე დღეა, რაც ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევით, მშვიდად და ცივილიზებულად ვცდილობთ განვაგრძოთ თანამშრომლობა.

18 ივლისს, სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ არხზე ყველას შეეძლო დარჩენა და რომ ახალი მენეჯმენტი მზად იყო, ემუშავა უკლებლივ ყველა თანამშრომელთან, ნიკა გვარამიას გარდა.

ასევე, მე ხაზგასმით ვთქვი, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნებოდა დაცული.

სამწუხაროდ, ჩემს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაბრუნებული ტელეკომპანიის ეთერიდან ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, ბევრი რამ მოვისმინეთ ისეთი, რაც სწორედ იმ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რასაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ეფუძნება.

ჩემთვის ყველაზე შოკისმომგვრელი არის ის განცხადებები, რომლებიც პირდაპირ მიმართულია ევროპული სასამართლოს და მისი მოსამართლეების დისკრედიტაციისაკენ და უნისონშია ჩემს მიერ გათავისუფლებული გენერალური დირექტორის განცხადებებთან. ვშიშობ, რომ ამგვარი დამოკიდებულება აღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს. ეს კი დიდი ალბათობით უარყოფითად აისახება არხის პოპულარობასა და რეიტინგზე. იმედს ვიტოვებ, რომ ეს მიზანმიმართულად არ ხდება.

მიუხედავად ამისა, ჩვენ მშვიდად ვაგრძელებთ მუშაობას და ჩემს მიერ დანიშნული დირექტორი, კონსულტანტებთან ერთად, პრაქტიკულად 24 საათიან რეჟიმში ეცნობა კომპანიაში ვითარებას, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ურთულესია.

ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს კრიზისი და უზრუნველვყოთ არხის გამართული მუშაობა.

ასეთ ვითარებაში, როდესაც, ერთის მხრივ, კომპანიის დირექტორი მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს არსებული პრობლემების გადასაწყვეტად, ხოლო, მეორეს მხრივ, ეთერიდან გვესმის ჟურნალისტების აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადებები, რომლებიც აცდენილია არხის მიერ დეკლარირებულ ღირებულებებს, როდესაც, ნებსით თუ უნებლიედ, ხდება დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია, ვფიქრობ, რომ კომპანიას აუცილებლად სჭირდება სწორედ დასავლური გამოცდილების მქონე მედია-მენეჯერი, რომელიც დაეხმარება არხს მაღალი ხარისხის, ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისი, კრიტიკული სატელევიზიო პროდუქტის შექმნაში.

მე დაწყებული მაქვს შესაბამისი კადრის მოძიების პროცესი. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში შეირჩევა და დაინიშნება მაღალი რეპუტაციის და დიდი სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერი.

მე, ბუნებრივია, საკუთარი სიტყვის ერთგული ვრჩები და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული. თუმცა აქვე მინდა ყველას ვუთხრა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას, დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებას. სარედაქციო დამოუკიდებლობის სრულფასოვანი რეალიზება მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული მედიასტანდარტების პირობებშია შესაძლებელი.

მიმაჩნია, რომ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა და ჟურნალისტთა დამოუკიდებლობა უნდა გამომდინარეობდეს იმ საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებიდან, რომლებსაც ეფუძნება თანამედროვე ცივილიზებული მედია. ესაა ჟურნალისტის პროფესიული თავისუფლების პირობებში მიღწეული მიუკერძოებლობა და გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე, რამაც სანდოობა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხი უნდა უზრუნველყოს; ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლება იმგვარად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ არ მიაყენოს ზიანი ან შეურაცხყოფა აუდიტორიას, დაიცვას ეთიკური სტანდარტი და არ დაუშვას შეგნებულად სიცრუის და ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელება, ყველა მხარეს უნდა მიეცეს აზრის და პოზიციის გამოხატვის საშუალება.

ზემოთჩამოთვლილი პრინციპები, დარწმუნებული ვარ, ჟურნალისტებისთვის ახალი არაა და მჯერა, რომ ამ პრინციპების დაცვით შევძლებთ ერთობლივ მუშაობას. სწორედ ამ პრინციპების და სტანდარტების განუხრელად დაცვის ხელშესაწყობად ვარჩევთ მაღალი რეპუტაციისა და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე უცხოელ მედია-მენეჯერს და დარწმუნებული ვართ, რომ არხზე ამჟამად მომუშავე პროფესიონალები იოლად გამონახავენ მასთან საერთო ენას“, - ნათქვამია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ