პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იულია სუსლიაკს  საქართველოში  შემოსვლაზე კვლავ უარი უთხრეს - პროკურატურის განმარტება
იულია სუსლიაკს  საქართველოში  შემოსვლაზე კვლავ უარი უთხრეს - პროკურატურის განმარტება

იუ­ლია სუს­ლი­აკს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მოს­ვლა­ზე კვლავ უარი უთხრეს. რო­გორც, სუს­ლი­ა­კის ად­ვო­კატ­მა ზურა თო­დუ­ამ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, მას დად­გე­ნი­ლე­ბა წა­რუდ­გი­ნეს, სა­დაც სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ იუ­ლია სუს­ლი­ა­კი სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბას და მარ­თლწეს­რიგს ხელს უშ­ლის, ამი­ტომ მისი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მოს­ვლა იკ­რძა­ლე­ბა.

რო­გორც ზურა თო­დუ­ამ გა­ნა­ცხა­და ის ხვალ და­გეგ­მილ ბრი­გინგზე დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რებს მომ­ხდარ­ზე.

“მე უკვე წა­მო­ვე­დი სა­ზღვრი­დან, იუ­ლია სუს­ლი­ა­კი სა­ბო­ლო­ოდ არ შე­მო­უშ­ვეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. მი­ი­ღეს დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ თურ­მე იუ­ლია სუს­ლი­ა­კი საფრ­თხეს უქ­მნის სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბას და მარ­თლწეს­რიგს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მოქ­მე­დო გეგ­მას, ხვალ 13:00 სა­ათ­ზე მექ­ნე­ბა ბრი­ფინ­გი და ვი­ლა­პა­რა­კებ ყვე­ლა­ფერ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

იუ­ლი­სა სუს­ლი­ა­კი სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. ის აზერ­ბა­ი­ჯან­ში მი­აბ­რუ­ნეს.

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა იუ­ლია სუს­ლი­ა­კის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბებს აკე­თებს. გან­ცხა­დე­ბა პრო­კუ­რორ­მა მა­რი­ამ გო­გო­რე­ლი­ან­მა გა­ა­კე­თა.

“სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­მე­ო­რე­ბით გან­მარ­ტავს, რომ იუ­ლია სუს­ლი­ა­კის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს­თან შე­თან­ხმე­ბით გა­დაგ­ზავ­ნი­ლი იქნა უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. მას შემ­დეგ, რაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის­თვის საქ­მის გა­დაგ­ზავ­ნის თა­ო­ბა­ზე, უკვე აღარ არ­სე­ბობ­და იუ­ლია სუს­ლი­ა­კის მი­მართ აღ­მკვე­თი ღი­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი, რის შემ­დე­გაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი იუ­ლია სუს­ლი­ა­კის პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე. ამის შე­სა­ხებ მი­მარ­თუ­ლი იყო სა­სა­მარ­თლოს­თვის და სუს­ლი­ა­კი გა­თა­ვი­სუფ­ლდა პა­ტიმ­რო­ბი­დან. ამის შემ­დეგ მას მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ე­ტო­ვე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც მისი შვი­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან.

თუმ­ცა, რამ­დე­ნა­დაც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, მან სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია არა უკ­რა­ი­ნის, არა­მედ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ტო­ვა. ქარ­თულ­მა მხა­რემ უკ­რა­ი­ნულ კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებს არა­ერ­თხელ მი­მარ­თა უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის გად­მო­ცე­მის თა­ო­ბა­ზე, რაც ხელს შე­უ­წყობ­და სწრაფ და ეფექ­ტუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხირ­ცი­ე­ლე­ბას, თუმ­ცა ამ ეტა­პის­თვის ქარ­თულ მხა­რეს უკ­რა­ი­ნი­დან არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ მი­უ­ღია. ასე­ვე, სა­გუ­ლის­ხმოა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის ეტა­პი­დან­ვე ქარ­თუ­ლი მხა­რე არას­რულ­წოვ­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მოქ­მე­დებ­და, რის გა­მოც, მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნულ­მა მხა­რემ მოგ­ვმარ­თა არას­რულ­წლოვ­ნე­ბის უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის­თვის გა­და­ცე­მის თა­ო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შეხ­ვედ­რა შედ­გა გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლეს, შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელ­სა და სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნელს შო­რის, რა დრო­საც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სი გა­რან­ტი­ე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, არას­რულ­წლოვ­ნე­ბის უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის­თვის გა­და­ცე­მის თა­ო­ბა­ზე.

კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტავ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბავ­შვე­ბის ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნის მეშ­ვე­ო­ბით მო­ნი­ტო­რინგს უწევ­და არას­რულ­წლოვ­ნე­ბის რო­გორც ფი­ზი­კურ, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­ურ მსგო­მა­რე­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ გა­აჩ­ნდა მათ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით”, - აცხა­დებს პრო­კუ­რო­რი მა­რი­ამ გო­გო­რე­ლი­ა­ნი.

რაც შე­ე­ხე­ბა სუს­ლი­ა­კის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ შე­მოშ­ვე­ბას, პრო­კუ­რო­რის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი შსს-ს კომ­პე­ტენ­ცი­აა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან არა­ნა­ი­რი მო­თხოვ­ნა არ ყო­ფი­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

იულია სუსლიაკს  საქართველოში  შემოსვლაზე კვლავ უარი უთხრეს - პროკურატურის განმარტება

იულია სუსლიაკს  საქართველოში  შემოსვლაზე კვლავ უარი უთხრეს - პროკურატურის განმარტება

იულია სუსლიაკს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე კვლავ უარი უთხრეს. როგორც, სუსლიაკის ადვოკატმა ზურა თოდუამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მას დადგენილება წარუდგინეს, სადაც საუბარია იმაზე, რომ იულია სუსლიაკი საქართველოს უსაფრთხოებას და მართლწესრიგს ხელს უშლის, ამიტომ მისი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა იკრძალება.

როგორც ზურა თოდუამ განაცხადა ის ხვალ დაგეგმილ ბრიგინგზე დეტალურად ისაუბრებს მომხდარზე.

“მე უკვე წამოვედი საზღვრიდან, იულია სუსლიაკი საბოლოოდ არ შემოუშვეს საქართველოში. მიიღეს დადგენილება, რომ თურმე იულია სუსლიაკი საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას და მართლწესრიგს. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, ხვალ 13:00 საათზე მექნება ბრიფინგი და ვილაპარაკებ ყველაფერზე“, - განაცხადა ადვოკატმა.

იულისა სუსლიაკი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე იმყოფებოდა. ის აზერბაიჯანში მიაბრუნეს.

საქართველოს გენერალური პროკურატურა იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. განცხადება პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა გააკეთა.

“საქართველოს გენერალური პროკურატურა განმეორებით განმარტავს, რომ იულია სუსლიაკის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე ქართული კანონმდებლობის და საერთაშორისო კონვენციების გათვალისწინებით, უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით გადაგზავნილი იქნა უკრაინის გენერალურ პროკურატურაში. მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული უკრაინული მხარისთვის საქმის გადაგზავნის თაობაზე, უკვე აღარ არსებობდა იულია სუსლიაკის მიმართ აღმკვეთი ღინისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული იულია სუსლიაკის პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე. ამის შესახებ მიმართული იყო სასამართლოსთვის და სუსლიაკი გათავისუფლდა პატიმრობიდან. ამის შემდეგ მას მიეცა შესაძლებლობა, დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია უკრაინის მიმართულებით, სადაც მისი შვილები იმყოფებიან.

თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მან საქართველოს ტერიტორია არა უკრაინის, არამედ აზერბაიჯანის მიმართულებით დატოვა. ქართულმა მხარემ უკრაინულ კომპეტენტურ ორგანოებს არაერთხელ მიმართა უკრაინაში არსებული მტკიცებულებების ქართული მხარისთვის გადმოცემის თაობაზე, რაც ხელს შეუწყობდა სწრაფ და ეფექტური მართლმსაჯულების განხირციელებას, თუმცა ამ ეტაპისთვის ქართულ მხარეს უკრაინიდან არანაირი მტკიცებულება არ მიუღია. ასევე, საგულისხმოა ის გარემოება, რომ გამოძიების დაწყების ეტაპიდანვე ქართული მხარე არასრულწოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდა, რის გამოც, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა მხარემ მოგვმართა არასრულწლოვნების უკრაინული მხარისთვის გადაცემის თაობაზე საქართველოს პროკურატურაში შეხვედრა შედგა გენერალური პროკურორის მოადგილეს, შს მინისტრის მოადგილეს, უკრაინის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელსა და საელჩოს წარმომადგენელს შორის, რა დროსაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, შესაბამისი გარანტიების მიღების შემდეგ, არასრულწლოვნების უკრაინული მხარისთვის გადაცემის თაობაზე.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ბავშვების ყოფნის პერიოდში უკრაინული მხარე საელჩოს წარმომადგენის მეშვეობით მონიტორინგს უწევდა არასრულწლოვნების როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ მსგომარეობას საქართველოს ტერიტორიაზე და უკრაინულ მხარეს არანაირი პრეტენზია არ გააჩნდა მათ მდგომარეობასთან დაკავშირებით”, - აცხადებს პროკურორი მარიამ გოგორელიანი.

რაც შეეხება სუსლიაკის საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოშვებას, პროკურორის თქმით, აღნიშნული შსს-ს კომპეტენციაა. მისივე განმარტებით, ამის შესახებ პროკურატურის მხრიდან არანაირი მოთხოვნა არ ყოფილა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს