სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენების დეტალები, რომელიც დავით დვალმა "ინტერპრესნიუსს" მიაწოდა
ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენების დეტალები, რომელიც დავით დვალმა "ინტერპრესნიუსს" მიაწოდა

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბის ეპი­ზო­დის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­ვით დვალ­მა მი­ა­წო­და, 2004 წელს „რუს­თა­ვი 2“-ის მფლო­ბე­ლე­ბის შეც­ვლის სა­კი­თხი და­ხუ­რულ თათ­ბირ­ზე გა­და­წყდა, რო­მელ­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

„შეხ­ვედ­რა ეხე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­კი­თხებს, მათ შო­რის სა­ტე­ლე­ვი­ზიო კომ­პა­ნი­ებს, პრე­ზი­დენ­ტის აზ­რით, შე­საძ­ლოა „რუს­თა­ვი 2“-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლი გამ­ხდა­რი­ყო, ამის­თვის, სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან მი­ვი­ღეთ და­ვა­ლე­ბა, დაგ­ვე­წყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი დამ­ფუძ­ნებ­ლებ­თან წილ­თა გას­ხვი­სე­ბის შე­სა­ხებ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ჩვე­ნე­ბა­ში.

ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბით, მფლო­ბე­ლე­ბის და­ყო­ლი­ე­ბის შემ­დეგ, წი­ლე­ბი უნდა გა­ფორ­მე­ბუ­ლი­ყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბილ ბიზ­ნეს­მენ­ზე.

„და­სას­რულს სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო რაც შე­იძ­ლე­ბა მალე, ინ­ფორ­მა­ცია ცნო­ბი­ლი არ უნდა გამ­ხდა­რი­ყო ფარ­თო მა­სე­ბის­თვის“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ჩვე­ნე­ბა­ში.

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბის ეპი­ზო­დის მი­ხედ­ვით, ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე მას ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა და ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა უთხრეს, რომ აქი­მი­ძე და დვა­ლი „რუს­თა­ვი 2“-ის წი­ლის გას­ხვი­სე­ბა­ზე უარს აცხა­დებ­დნენ და მათ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით შე­დეგს ვერ მი­აღ­წევ­დნენ.

„მათი გან­მარ­ტე­ბით, სა­ჭი­რო იყო გარ­კვე­უ­ლი ხერ­ხე­ბით მათ­თვის ეი­ძუ­ლე­ბი­ნათ ტე­ლე­ვი­ზი­ის წი­ლე­ბის დათ­მო­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად იძუ­ლე­ბის რა ხერ­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას აპი­რებ­დნენ ჩემ­თვის არ უთ­ქვამთ… ივ­ნის­ში შეხ­ვედ­რი­სას მათ მი­თხრეს, რომ მათ­მა ჩა­ნა­ფიქ­რმა გა­ა­მარ­თლა და მათი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად დვა­ლი და აქი­მი­ძე თა­ნახ­მა იყ­ვნენ წი­ლე­ბის გას­ხვი­სე­ბა­ზე. სა­ჭი­რო იყო ახა­ლი მფლო­ბე­ლის მო­ძებ­ნა. აქი­მი­ძი­სა და დვა­ლის მიერ წი­ლე­ბის გა­და­ფორ­მე­ბის შემ­დეგ, ჩვენ­სა და დამ­ფუძ­ნებ­ლებს შო­რის შეხ­ვედ­რა მოხ­და ჩემს სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში. ადე­იშ­ვილ­მა და მე­რა­ბიშ­ვილ­მა უთხრეს, რომ შე­ეძ­ლოთ თა­ვი­სუფ­ლად გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ მათი ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა და ამის შემ­დეგ მათ აღა­რა­ვინ შე­ე­ხე­ბო­და“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ჩვე­ნე­ბა­ში.

ჩვე­ნე­ბის ეპი­ზო­დის მი­ხედ­ვით, "რუს­თა­ვი 2"-ის წი­ლე­ბის დათ­მო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვილ­თან უშუ­ა­ლოდ აწარ­მო­ებ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბას, აქი­მი­ძეს­თან და დვალ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს კი, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი აწარ­მო­ებ­დნენ.

„ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე ადე­იშ­ვილ­მა და მე­რა­ბიშ­ვილ­მა მი­თხრეს, რომ აქი­მი­ძე და დვა­ლი წი­ლის გას­ხვი­სე­ბა­ზე უარს აცხა­დებ­დნენ და მათ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით შე­დეგს ვერ მი­აღ­წევ­დნენ.

მათი გან­მარ­ტე­ბით, სა­ჭი­რო იყო გარ­კვე­უ­ლი ხერ­ხე­ბით მათ­თვის ეი­ძუ­ლე­ბი­ნათ ტე­ლე­ვი­ზი­ის წი­ლე­ბის დათ­მო­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად იძუ­ლე­ბის რა ხერ­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას აპი­რებ­დნენ ჩემ­თვის არ უთ­ქვამთ… ივ­ნის­ში შეხ­ვედ­რი­სას მათ მი­თხრეს, რომ მათ­მა ჩა­ნა­ფიქ­რმა გა­ა­მარ­თლა და მათი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად დვა­ლი და აქი­მი­ძე თა­ნახ­მა იყ­ვნენ წი­ლე­ბის გას­ხვი­სე­ბა­ზე. სა­ჭი­რო იყო ახა­ლი მფლო­ბე­ლის მო­ძებ­ნა. აქი­მი­ძი­სა და დვა­ლის მიერ წი­ლე­ბის გა­და­ფორ­მე­ბის შემ­დეგ, ჩვენ­სა და დამ­ფუძ­ნებ­ლებს შო­რის შეხ­ვედ­რა მოხ­და ჩემს სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში. ადე­იშ­ვილ­მა და მე­რა­ბიშ­ვილ­მა უთხრეს რომ შე­ეძ­ლოთ თა­ვი­სუფ­ლად გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ მათი ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა და ამის შემ­დეგ მათ აღა­რა­ვინ შე­ე­ხე­ბო­და.

კი­თხვა: რა შე­გიძ­ლი­ათ თქვათ გა­კოტ­რე­ბის საქ­მის შე­სა­ხებ?

პა­სუ­ხი: რო­გორც ავღ­ნიშ­ნე, დვა­ლი და აქი­მი­ძე თავ­და­პირ­ვე­ლად უარს აცხა­დებ­დნენ წი­ლე­ბის გას­ხვი­სე­ბა­ზე. ამის­თვის, ადე­იშ­ვილს და მე­რა­ბიშ­ვილს სჭირ­დე­ბო­დათ გარ­კვე­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი მათ და­სა­ყო­ლი­ებ­ლად. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, „რუს­თა­ვი 2“-ის გა­კოტ­რე­ბის საქ­მე ერას­ტიმ წა­მო­ი­წყო ადე­იშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბით და ეს და­მა­ტე­ბი­თი ბერ­კე­ტი იყო დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის­თვის წი­ლე­ბის და­სათ­მო­ბად“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ჩვე­ნე­ბა­ში.

ჩვე­ნე­ბის თა­ნახ­მად, ოქ­რუ­აშ­ვილ­მა ვერ გა­იხ­სე­ნა, თუ რო­გორ და რა ფორ­მით მოხ­და თან­ხის გა­დახ­და აქი­მი­ძი­სა და დვა­ლი­სათ­ვის.

და­ვით დვალ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მი­ა­წო­და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მიერ პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბის ეპი­ზო­დი, რო­მე­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს „რუს­თა­ვი 2“-ის მფლო­ბე­ლე­ბის შეც­ვლას ეხე­ბა. და­ვით დვა­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩვე­ნე­ბა ოქ­რუ­აშ­ვილ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რას 2014 წლის 1 აპ­რილს მის­ცა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენების დეტალები, რომელიც დავით დვალმა "ინტერპრესნიუსს" მიაწოდა

ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენების დეტალები, რომელიც დავით დვალმა "ინტერპრესნიუსს" მიაწოდა

ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენების ეპიზოდის მიხედვით, რომელიც „ინტერპრესნიუსს“ დავით დვალმა მიაწოდა, 2004 წელს „რუსთავი 2“-ის მფლობელების შეცვლის საკითხი დახურულ თათბირზე გადაწყდა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი ესწრებოდნენ.

„შეხვედრა ეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე საკითხებს, მათ შორის სატელევიზიო კომპანიებს, პრეზიდენტის აზრით, შესაძლოა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პოლიტიკა ხელისუფლებისთვის საფრთხის შემცველი გამხდარიყო, ამისთვის, სააკაშვილისგან მივიღეთ დავალება, დაგვეწყო მოლაპარაკებები დამფუძნებლებთან წილთა გასხვისების შესახებ“, - აღნიშნულია ჩვენებაში.

ჩვენების მიხედვით, სააკაშვილის მითითებით, მფლობელების დაყოლიების შემდეგ, წილები უნდა გაფორმებულიყო საზოგადოებისთვის ცნობილ ბიზნესმენზე.

„დასასრულს სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ტელევიზიის ხელში ჩაგდება უნდა მომხდარიყო რაც შეიძლება მალე, ინფორმაცია ცნობილი არ უნდა გამხდარიყო ფართო მასებისთვის“, - აღნიშნულია ჩვენებაში.

ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენების ეპიზოდის მიხედვით, ერთ-ერთ შეხვედრაზე მას ზურაბ ადეიშვილმა და ვანო მერაბიშვილმა უთხრეს, რომ აქიმიძე და დვალი „რუსთავი 2“-ის წილის გასხვისებაზე უარს აცხადებდნენ და მათთან მოლაპარაკების გზით შედეგს ვერ მიაღწევდნენ.

„მათი განმარტებით, საჭირო იყო გარკვეული ხერხებით მათთვის ეიძულებინათ ტელევიზიის წილების დათმობა. კონკრეტულად იძულების რა ხერხების გამოყენებას აპირებდნენ ჩემთვის არ უთქვამთ… ივნისში შეხვედრისას მათ მითხრეს, რომ მათმა ჩანაფიქრმა გაამართლა და მათი ძალისხმევის შედეგად დვალი და აქიმიძე თანახმა იყვნენ წილების გასხვისებაზე. საჭირო იყო ახალი მფლობელის მოძებნა. აქიმიძისა და დვალის მიერ წილების გადაფორმების შემდეგ, ჩვენსა და დამფუძნებლებს შორის შეხვედრა მოხდა ჩემს სამუშაო კაბინეტში, საქართველოს შსს-ს ცენტრალურ ოფისში. ადეიშვილმა და მერაბიშვილმა უთხრეს, რომ შეეძლოთ თავისუფლად გაეგრძელებინათ მათი ბიზნეს საქმიანობა და ამის შემდეგ მათ აღარავინ შეეხებოდა“, - აღნიშნულია ჩვენებაში.

ჩვენების ეპიზოდის მიხედვით, "რუსთავი 2"-ის წილების დათმობასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილი ეროსი კიწმარიშვილთან უშუალოდ აწარმოებდა მოლაპარაკებას, აქიმიძესთან და დვალთან მოლაპარაკებებს კი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი აწარმოებდნენ.

„ერთ-ერთ შეხვედრაზე ადეიშვილმა და მერაბიშვილმა მითხრეს, რომ აქიმიძე და დვალი წილის გასხვისებაზე უარს აცხადებდნენ და მათთან მოლაპარაკების გზით შედეგს ვერ მიაღწევდნენ.

მათი განმარტებით, საჭირო იყო გარკვეული ხერხებით მათთვის ეიძულებინათ ტელევიზიის წილების დათმობა. კონკრეტულად იძულების რა ხერხების გამოყენებას აპირებდნენ ჩემთვის არ უთქვამთ… ივნისში შეხვედრისას მათ მითხრეს, რომ მათმა ჩანაფიქრმა გაამართლა და მათი ძალისხმევის შედეგად დვალი და აქიმიძე თანახმა იყვნენ წილების გასხვისებაზე. საჭირო იყო ახალი მფლობელის მოძებნა. აქიმიძისა და დვალის მიერ წილების გადაფორმების შემდეგ, ჩვენსა და დამფუძნებლებს შორის შეხვედრა მოხდა ჩემს სამუშაო კაბინეტში, საქართველოს შსს-ს ცენტრალურ ოფისში. ადეიშვილმა და მერაბიშვილმა უთხრეს რომ შეეძლოთ თავისუფლად გაეგრძელებინათ მათი ბიზნეს საქმიანობა და ამის შემდეგ მათ აღარავინ შეეხებოდა.

კითხვა: რა შეგიძლიათ თქვათ გაკოტრების საქმის შესახებ?

პასუხი: როგორც ავღნიშნე, დვალი და აქიმიძე თავდაპირველად უარს აცხადებდნენ წილების გასხვისებაზე. ამისთვის, ადეიშვილს და მერაბიშვილს სჭირდებოდათ გარკვეული მექანიზმები მათ დასაყოლიებლად. ჩემი ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის გაკოტრების საქმე ერასტიმ წამოიწყო ადეიშვილის მითითებით და ეს დამატებითი ბერკეტი იყო დამფუძნებლებისთვის წილების დასათმობად“, - აღნიშნულია ჩვენებაში.

ჩვენების თანახმად, ოქრუაშვილმა ვერ გაიხსენა, თუ როგორ და რა ფორმით მოხდა თანხის გადახდა აქიმიძისა და დვალისათვის.

დავით დვალმა „ინტერპრესნიუსს“ მიაწოდა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენების ეპიზოდი, რომელი სააკაშვილის ხელისუფლების დროს „რუსთავი 2“-ის მფლობელების შეცვლას ეხება. დავით დვალის ინფორმაციით, ჩვენება ოქრუაშვილმა პროკურატურას 2014 წლის 1 აპრილს მისცა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს