მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ჟურნალისტებიდან ვინმე ირაკლი ოქრუაშვილთან შევიდოდა გარიგებაში - რას პასუხობს პაატა სალია ირაკლი ოქრუაშვილს
არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ჟურნალისტებიდან ვინმე ირაკლი ოქრუაშვილთან შევიდოდა გარიგებაში - რას პასუხობს პაატა სალია ირაკლი ოქრუაშვილს

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა, სა­ნამ რა­მე­ზე ლა­პა­რაკს და­ი­წყებს, ის უნდა ახ­სნას, რო­გორ ასეს­ხა ქი­ბარ ხალ­ვაშს, წარ­მა­ტე­ბულ ბიზ­ნეს­მენს, ჩი­ნოვ­ნიკ­მა შვი­დი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მა­შინ, როცა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი იყო. თუ არ ვცდე­ბი, იმ პე­რი­ოდ­ში გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი იყო, რო­გორ იყი­და „რუს­თა­ვი 2“-ის წი­ლე­ბი, - ამის შე­სა­ხებ „რუს­თა­ვი2“-ის ახალ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა პა­ა­ტა სა­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. ამით ის ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

პა­ა­ტა სა­ლი­ას თქმით, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი იყე­ნებს გა­ყალ­ბე­ბულ დო­კუ­მენტს და ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტით გარ­კვე­უ­ლი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

„ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა თქვა, რომ გარ­კვე­უ­ლი ბერ­კე­ტე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ ესეც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გან­ცხა­დე­ბაა, რო­დე­საც ჩი­ნოვ­ნი­კი იყე­ნებს ბერ­კე­ტებს, რომ პი­რა­დი სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღოს. ის ამ­ბობს, რომ მი­სია „რუს­თა­ვი2“ და მისი ფუ­ლით იქნა შე­ძე­ნი­ლი და მან ეს ფული გარ­კვე­უ­ლი ბერ­კე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მო­ი­პო­ვა. ალ­ბათ, ჯერ ამ კი­თხვებს უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი და შემ­დეგ ვი­ლა­პა­რა­კოთ და­ნარ­ჩენ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა სა­ლი­ამ.

სა­ლი­ამ ისა­უბ­რა ოქ­რუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბის ექპ­სერ­ტი­ზის ნა­წილ­ზეც და აღ­ნიშ­ნა, რომ ქი­ბარ ხალ­ვა­ში მზად არის ექ­სპერ­ტი­ზა­ზე მი­ვი­დეს.

„რაც შე­ე­ხე­ბა იმ არ­გუ­მენტს, რო­მელ­საც აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ, რომ ქი­ბარ ხალ­ვა­ში ამ­დე­ნი ხანი არ მი­სუ­ლა ექ­სპერ­ტი­ზა­ზე. გე­ტყვით, რომ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ასე­ვე სამ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე აპე­ლი­რებს, რო­მე­ლიც ჩა­ა­ტა­რა , სა­მი­ვე ექ­სპერ­ტი­ზა გა­ყალ­ბე­ბულ ოკუ­მენ­ტებ­ზე არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ექ­სპერ­ტი­ზას, რო­მე­ლიც სამ­ხა­რულ­შია და­ნიშ­ნუ­ლია, მო­თხოვ­ნი­ლია სა­სა­მარ­თლო­ში ჩემს მიერ ქი­ბარ ხალ­ვაშ­თან შე­თან­ხმე­ბით და ქი­ბარ ხალ­ვა­ში უნდა მი­ვი­დეს ექ­სპერ­ტი­ზა­ზე ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის და ჩემი თან­დას­წრე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ნამ საქ­მე გა­და­იგ­ზავ­ნა, იყო თა­რი­ღე­ბის შე­თან­ხმე­ბა, რამ­დენ­ჯერ­მე ვერ შევ­თან­ხმდით თა­რიღ­ზე, იყო წმინ­და ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად მივა. მზად არის აქაც, სა­ზღვარ­გა­რე­თაც, სა­დაც არის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა და დავ­რწმუნ­დე­ბით, რომ ეს არის ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტი. ვი­ზუ­ა­ლუ­რად თქვენც თუ შე­ა­და­რებთ ნო­ტა­რი­ულ დო­კუ­მენტზე, ბოლო გვერ­დზე არ­სე­ბულ ხელ­მო­წე­რას, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად არის ნო­ტა­რი­უ­სის მიერ და­მოწ­მე­ბუ­ლი 50 ათას დო­ლარ­თან და­კავ­ში­რე­ბით და შე­ა­და­რებთ თით­ქოს­და ქი­ბარ ხალ­ვა­შის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ხელ­მო­წე­რას „რუს­თა­ვი 2“-თან და შვიდ მი­ლი­ონ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეგ­რე­თწო­დე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, თვალ­ნათ­ლივ ნა­ხავთ, რომ ძა­ლი­ან დი­დია გან­სხვა­ვე­ბაა“, - აცხა­დებს პა­ა­ტა სა­ლია.

პა­ა­ტა სა­ლია ჟურ­ნა­ლის­ტებს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ესა­უბ­რა, რომ­ლის მი­ხე­დივ­თაც ის ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ჟურ­ნა­ლის­ტებს შეხ­ვდა.

„ჩემი აზ­რით, რაც ყვე­ლა­ზე მნიშნ­ვე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის, ჟურ­ნა­ლის­ტებს ასე­თი რამ არ უთ­ქვამთ და და­ვი­წყებ აქე­დან. მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია თუ გაჟ­ღერ­და, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­კი­თხავ, მაგ­რამ არ მგო­ნია, ეგ იყოს სი­მარ­თლე. არ ვფიქ­რობ,რომ ჩვე­ნი გუნ­დი­დან, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­დან ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­თან­ვინ­მე შე­ვი­დო­და გა­რი­გე­ბა­ში“, - აცხა­დებს სა­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ჟურნალისტებიდან ვინმე ირაკლი ოქრუაშვილთან შევიდოდა გარიგებაში - რას პასუხობს პაატა სალია ირაკლი ოქრუაშვილს

არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ჟურნალისტებიდან ვინმე ირაკლი ოქრუაშვილთან შევიდოდა გარიგებაში - რას პასუხობს პაატა სალია ირაკლი ოქრუაშვილს

ირაკლი ოქრუაშვილმა, სანამ რამეზე ლაპარაკს დაიწყებს, ის უნდა ახსნას, როგორ ასესხა ქიბარ ხალვაშს, წარმატებულ ბიზნესმენს, ჩინოვნიკმა შვიდი მილიონი დოლარი მაშინ, როცა მაღალი თანამდებობის პირი იყო. თუ არ ვცდები, იმ პერიოდში გენერალური პროკურორი იყო, როგორ იყიდა „რუსთავი 2“-ის წილები, - ამის შესახებ „რუსთავი2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

პაატა სალიას თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი იყენებს გაყალბებულ დოკუმენტს და ყალბი დოკუმენტით გარკვეული სარგებლის მიღებასთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

„ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა, რომ გარკვეული ბერკეტები ჰქონდა, მაგრამ ესეც ძალიან საინტერესო განცხადებაა, როდესაც ჩინოვნიკი იყენებს ბერკეტებს, რომ პირადი სარგებელი მიიღოს. ის ამბობს, რომ მისია „რუსთავი2“ და მისი ფულით იქნა შეძენილი და მან ეს ფული გარკვეული ბერკეტების გამოყენებით მოიპოვა. ალბათ, ჯერ ამ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი და შემდეგ ვილაპარაკოთ დანარჩენზე“, - განაცხადა პაატა სალიამ.

სალიამ ისაუბრა ოქრუაშვილის განცხადებების ექპსერტიზის ნაწილზეც და აღნიშნა, რომ ქიბარ ხალვაში მზად არის ექსპერტიზაზე მივიდეს.

„რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომელსაც აქტიურად იყენებენ, რომ ქიბარ ხალვაში ამდენი ხანი არ მისულა ექსპერტიზაზე. გეტყვით, რომ ოქრუაშვილი ასევე სამ ექსპერტიზაზე აპელირებს, რომელიც ჩაატარა , სამივე ექსპერტიზა გაყალბებულ ოკუმენტებზე არის ჩატარებული. რაც შეეხება ექსპერტიზას, რომელიც სამხარულშია დანიშნულია, მოთხოვნილია სასამართლოში ჩემს მიერ ქიბარ ხალვაშთან შეთანხმებით და ქიბარ ხალვაში უნდა მივიდეს ექსპერტიზაზე ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის და ჩემი თანდასწრებით. შესაბამისად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სანამ საქმე გადაიგზავნა, იყო თარიღების შეთანხმება, რამდენჯერმე ვერ შევთანხმდით თარიღზე, იყო წმინდა ტექნიკური საკითხები, მაგრამ აუცილებლად მივა. მზად არის აქაც, საზღვარგარეთაც, სადაც არის კვალიფიციური ექსპერტიზა და დავრწმუნდებით, რომ ეს არის ყალბი დოკუმენტი. ვიზუალურად თქვენც თუ შეადარებთ ნოტარიულ დოკუმენტზე, ბოლო გვერდზე არსებულ ხელმოწერას, რომელიც ნამდვილად არის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული 50 ათას დოლართან დაკავშირებით და შეადარებთ თითქოსდა ქიბარ ხალვაშის მიერ განხორციელებულ ხელმოწერას „რუსთავი 2“-თან და შვიდ მილიონთან დაკავშირებით ეგრეთწოდებულ ხელშეკრულებას, თვალნათლივ ნახავთ, რომ ძალიან დიდია განსხვავებაა“, - აცხადებს პაატა სალია.

პაატა სალია ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ესაუბრა, რომლის მიხედივთაც ის ტელეკომპანიის ჟურნალისტებს შეხვდა.

„ჩემი აზრით, რაც ყველაზე მნიშნველოვანია ჩემთვის, ჟურნალისტებს ასეთი რამ არ უთქვამთ და დავიწყებ აქედან. მსგავსი ინფორმაცია თუ გაჟღერდა, აუცილებლად მოვიკითხავ, მაგრამ არ მგონია, ეგ იყოს სიმართლე. არ ვფიქრობ,რომ ჩვენი გუნდიდან, ჟურნალისტებიდან ირაკლი ოქრუაშვილთანვინმე შევიდოდა გარიგებაში“, - აცხადებს სალია.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები