კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთავი 2"-ის ახალმა გენერალური დირექტორის განმარტება ჟურნალისტებისთვის უარის თქმაზე - რაზე ისაუბრა პაატა სალიამ შეხვედრის შემდეგ
"რუსთავი 2"-ის ახალმა გენერალური დირექტორის განმარტება ჟურნალისტებისთვის უარის თქმაზე - რაზე ისაუბრა პაატა სალიამ შეხვედრის შემდეგ

გარ­კვე­უ­ლი ეჭ­ვე­ბი არ­სე­ბობს, იარ­სე­ბებს და მე ვი­მუ­შა­ვებ, რომ ეს ეჭ­ვე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­ქარ­წყლდეს და ამა­ში დავ­რწმუნ­დე­ბით, - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი2“-ის ახალ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა „კუ­რი­ე­რი­სა“ და „პოსკრიპ­ტუ­მის“ გუნდთან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და. პა­ა­ტა სა­ლი­ამ გან­მარ­ტა, თუ რა­ტომ უთხრეს უარი ჟურ­ნა­ლის­ტებს მათი მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე.

“შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რაც ჰქონ­დათ არ იქნა მი­ღე­ბუ­ლი მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა იყოს რა­მის გა­რან­ტია. მით უმე­ტეს იმ ფონ­ზე, რა ში­შე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი. ამ დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რა არა­ნა­ირ გა­რან­ტი­ას არ ქმნის. ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ იმა­ზე, რომ ნდო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას გარ­კვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა. ვფიქ­რობ, რომ ნდო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და კომ­პა­ნი­ის ეფექ­ტურ მარ­თვა­ში ამ­გვარ საბ­ჭოს მხო­ლოდ და მხო­ლოდ შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ეფექ­ტი ექ­ნე­ბა და სხვა არა­ფე­რი.

მე­სა­მე მო­თხოვ­ნა­ზე, სა­დაც იყო სა­უ­ბა­რი, რომ უნდა იქ­ნას უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი გა­და­ცე­მე­ბის და მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ისე­თი ობი­ექ­ტუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს სხვა­დას­ხვა დროს, რა­მაც გარ­კვე­უ­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს და ეს იქ­ნე­ბა მუდ­მი­ვი, გა­უ­თა­ვე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის და დრო­ის კარ­გვის სა­ფუძ­ვე­ლი. ჩვენ არ გვინ­და, მე პი­რა­დად არ მინ­და ამ გუნდთან მქონ­დეს ეს ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ რა­ღა­ცა მე­სა­მე პი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ვე­ლა­პა­რა­კოთ ერ­თმა­ნეთს.

მე ვცდი­ლობ და­ვა­ნა­ხო ამ ადა­მი­ა­ნებს, რომ აქ ვარ მო­სუ­ლი იმის­თვის, რომ კომ­პა­ნია უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი, რე­ი­ტინ­გუ­ლი და ძლი­ე­რი იყოს და იმე­დი მაქვს, რომ დღი­თი­დღე ამ ნდო­ბას გან­ვამ­ტკი­ცებ და იმე­დი მაქვს, რომ მათ­გა­ნაც ანა­ლო­გი­უ­რი პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა. რა თქმა უნდა გარ­კვე­უ­ლი ეჭ­ვე­ბი არ­სე­ბობს, იარ­სე­ბებს და მე ვი­მუ­შა­ვებ, რომ რომ ეს ეჭ­ვე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­ქარ­წყლდეს და ამა­ში დავ­რწმუნ­დე­ბით“,-აცხა­დებს სა­ლია.

მი­სი­ვე თქმით, მან თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან ბევ­რი არ­გუ­მენ­ტი მო­ის­მი­ნა, თუმ­ცა პა­ა­ტა სა­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, არც ერთი მათ­გა­ნი არ იყო იმგვა­რი, რო­მე­ლიც გა­და­არ­წმუ­ნებ­და, რომ კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა უფრო ეფექ­ტუ­რი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო.

„ცუდი გან­ზრახ­ვით ვინ­მე რომ იყოს მო­სუ­ლი აქ, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ბორ­დი იქ­ნე­ბა, თუ არ იქ­ნე­ბა. ცუდი გან­ზრახ­ვა ნე­ბის­მი­ე­რი წე­რი­ლო­ბი­თი გა­რან­ტი­ის შემ­თხვე­ვა­შიც შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს და ამი­ტომ, არ არის ეს გა­რან­ტია. გვაქვს უამ­რა­ვი შეხ­ვედ­რა, ვმუ­შა­ობთ სა­კი­თხებ­ზე და ვფიქ­რობთ, რომ ყვე­ლა დარ­წმუნ­დე­ბა, რომ რა­საც ითხო­ვენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და არა­ნა­ი­რი გა­რან­ტია, გარ­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და ნდო­ბი­სა, სა­ჭი­რო აღარ იქ­ნე­ბა“, - აცხა­დებს პა­ა­ტა სა­ლია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „რუს­თა­ვი 2“-ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ახალ მფლო­ბელს და გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის გეგ­მა შეს­თა­ვა­ზეს. გეგ­მა სამი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა.

„პირ­ვე­ლი პუნ­ქტი - მე­დი­ი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან შე­იქ­მნას „რუს­თა­ვი 2“-ის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საბ­ჭო შემ­დე­გი შე­მად­გენ­ლო­ბით:

„სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო“ - ეკა გი­გა­უ­რი;

საია - სულ­ხან სა­ლა­ძე;

„სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა“ - გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძე;

„სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი“ - მი­ხე­ილ ბე­ნი­ძე;

“ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტია“ - ნატა ძვე­ლიშ­ვი­ლი;

მე­დია მკვლე­ვა­რი ნინო და­ნე­ლია, ჟურ­ნა­ლის­ტი ზვი­ად ქო­რი­ძე, მე­დი­ა­ექ­სპერ­ტი ლაშა ტუ­ღუ­ში და კი­დევ თქვენ მიერ შერ­ჩე­უ­ლი ორი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი ნდო­ბი­თა და რე­პუ­ტა­ცი­ით სარ­გებ­ლობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

ამ საბ­ჭოს გან­ხილ­ვი­სა და და­დას­ტუ­რე­ბის გა­რე­შე „რუს­თა­ვი 2“-ის ახალ­მა მე­ნე­ჯმენ­ტმა ვერ უნდა შეძ­ლოს იმ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­ღე­ბა და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც ქმნი­ან და აგე­ბენ პა­სუხს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ კონ­ტენტზე. მათ შო­რის წამ­ყვა­ნე­ბი, სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და პრო­დი­უ­სე­რე­ბიც იგუ­ლის­ხმე­ბი­ან.

მე­ო­რე - და­წეს­დეს მო­რა­ტო­რი­უ­მი ნე­ბის­მი­ერ სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ამ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საბ­ჭოს შექ­მნამ­დე.

მე­სა­მე - არ­ხის ახალ­მა მე­ნე­ჯმენ­ტმა აი­ღოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს რა­ი­მე ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც ხელს შე­უშ­ლის არ­ხის მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი გა­და­ცე­მე­ბის მომ­ზა­დე­ბა­სა და ეთერ­ში გაშ­ვე­ბას. არ შეც­ვა­ლოს იმ გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბის წამ­ყვა­ნე­ბი და სა­რე­დაქ­ციო გუნ­დი, რო­მე­ლიც ფორ­მა­ტით გა­სარ­თო­ბი ხა­სი­ა­თი­საა, თუმ­ცა სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის. ეს არის „რუს­თა­ვი 2“-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი მი­მარ­თვა არ­ხის ახა­ლი მფლო­ბე­ლი­სა და დი­რექ­ტო­რი­სად­მი“, - გა­ნა­ცხა­დეს „რუს­თა­ვი 2-ის“ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"რუსთავი 2"-ის ახალმა გენერალური დირექტორის განმარტება ჟურნალისტებისთვის უარის თქმაზე - რაზე ისაუბრა პაატა სალიამ შეხვედრის შემდეგ

"რუსთავი 2"-ის ახალმა გენერალური დირექტორის განმარტება ჟურნალისტებისთვის უარის თქმაზე - რაზე ისაუბრა პაატა სალიამ შეხვედრის შემდეგ

გარკვეული ეჭვები არსებობს, იარსებებს და მე ვიმუშავებ, რომ ეს ეჭვები, რაც შეიძლება სწრაფად გაქარწყლდეს და ამაში დავრწმუნდებით, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა „კურიერისა“ და „პოსკრიპტუმის“ გუნდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პაატა სალიამ განმარტა, თუ რატომ უთხრეს უარი ჟურნალისტებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

“შემოთავაზება, რაც ჰქონდათ არ იქნა მიღებული მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს შემოთავაზება არ შეიძლება იყოს რამის გარანტია. მით უმეტეს იმ ფონზე, რა შიშებიც შეიძლება ჰქონდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან დასაქმებულები. ამ დოკუმენტზე ხელმოწერა არანაირ გარანტიას არ ქმნის. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ნდობის ჩამოყალიბებას გარკვეული დრო სჭირდება. ვფიქრობ, რომ ნდობის ჩამოყალიბებაში და კომპანიის ეფექტურ მართვაში ამგვარ საბჭოს მხოლოდ და მხოლოდ შემაფერხებელი ეფექტი ექნება და სხვა არაფერი.

მესამე მოთხოვნაზე, სადაც იყო საუბარი, რომ უნდა იქნას უზრუნველყოფილი მაღალრეიტინგული გადაცემების და მაღალი რეიტინგის შენარჩუნება, შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი ობიექტური გარემოებები შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა დროს, რამაც გარკვეული ინტერპრეტაციების საშუალება მისცეს და ეს იქნება მუდმივი, გაუთავებელი კომენტარების და დროის კარგვის საფუძველი. ჩვენ არ გვინდა, მე პირადად არ მინდა ამ გუნდთან მქონდეს ეს ურთიერთობა, რომ რაღაცა მესამე პირების საშუალებით ველაპარაკოთ ერთმანეთს.

მე ვცდილობ დავანახო ამ ადამიანებს, რომ აქ ვარ მოსული იმისთვის, რომ კომპანია უფრო წარმატებული, რეიტინგული და ძლიერი იყოს და იმედი მაქვს, რომ დღითიდღე ამ ნდობას განვამტკიცებ და იმედი მაქვს, რომ მათგანაც ანალოგიური პასუხი იქნება. რა თქმა უნდა გარკვეული ეჭვები არსებობს, იარსებებს და მე ვიმუშავებ, რომ რომ ეს ეჭვები, რაც შეიძლება სწრაფად გაქარწყლდეს და ამაში დავრწმუნდებით“,-აცხადებს სალია.

მისივე თქმით, მან თანამშრომლებისგან ბევრი არგუმენტი მოისმინა, თუმცა პაატა სალიას განცხადებით, არც ერთი მათგანი არ იყო იმგვარი, რომელიც გადაარწმუნებდა, რომ კომპანიის თანამშრომლების შეთავაზება უფრო ეფექტური შეიძლება ყოფილიყო.

„ცუდი განზრახვით ვინმე რომ იყოს მოსული აქ, არ აქვს მნიშვნელობა ბორდი იქნება, თუ არ იქნება. ცუდი განზრახვა ნებისმიერი წერილობითი გარანტიის შემთხვევაშიც შეიძლება განხორციელდეს და ამიტომ, არ არის ეს გარანტია. გვაქვს უამრავი შეხვედრა, ვმუშაობთ საკითხებზე და ვფიქრობთ, რომ ყველა დარწმუნდება, რომ რასაც ითხოვენ ჟურნალისტები, არის შესრულებული და არანაირი გარანტია, გარდა ჩვენი ურთიერთობისა და ნდობისა, საჭირო აღარ იქნება“, - აცხადებს პაატა სალია.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა ახალ მფლობელს და გენერალურ დირექტორს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გეგმა შესთავაზეს. გეგმა სამი ნაწილისგან შედგება.

„პირველი პუნქტი - მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შეიქმნას „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ეკა გიგაური;

საია - სულხან სალაძე;

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ - გიორგი მშვენიერაძე;

„სამართლიანი არჩევნები“ - მიხეილ ბენიძე;

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ - ნატა ძველიშვილი;

მედია მკვლევარი ნინო დანელია, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში და კიდევ თქვენ მიერ შერჩეული ორი წარმომადგენელი, რომელიც მაღალი ნდობითა და რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში.

ამ საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე „რუსთავი 2“-ის ახალმა მენეჯმენტმა ვერ უნდა შეძლოს იმ თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება, რომლებიც ქმნიან და აგებენ პასუხს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე. მათ შორის წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტები და პროდიუსერებიც იგულისხმებიან.

მეორე - დაწესდეს მორატორიუმი ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე ამ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე.

მესამე - არხის ახალმა მენეჯმენტმა აიღოს ვალდებულება და არ განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის მაღალრეიტინგული გადაცემების მომზადებასა და ეთერში გაშვებას. არ შეცვალოს იმ გასართობი გადაცემების წამყვანები და სარედაქციო გუნდი, რომელიც ფორმატით გასართობი ხასიათისაა, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის. ეს არის „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების ერთობლივი მიმართვა არხის ახალი მფლობელისა და დირექტორისადმი“, - განაცხადეს „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს