პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოქრუაშვილის 5 წლის წინანდელი ჩვენების ეპიზოდი, რომელიც სააკაშვილის დროს "რუსთავი 2"-ის მფლობელების შეცვლას ეხება - რა ინფორმაცია მიაწოდა დავით დვალმა "ინტერპრესნიუსს"
ოქრუაშვილის 5 წლის წინანდელი ჩვენების ეპიზოდი, რომელიც სააკაშვილის დროს "რუსთავი 2"-ის მფლობელების შეცვლას ეხება - რა ინფორმაცია მიაწოდა დავით დვალმა "ინტერპრესნიუსს"

და­ვით დვალ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მი­ა­წო­და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მიერ პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბის ეპი­ზო­დი, რო­მე­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს „რუს­თა­ვი 2“-ის მფლო­ბე­ლე­ბის შეც­ვლას ეხე­ბა. და­ვით დვა­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩვე­ნე­ბა ოქ­რუ­აშ­ვილ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რას 2014 წლის 1 აპ­რილს მის­ცა.

კერ­ძოდ, დვა­ლის მიერ „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მო­წო­დე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბის ეპი­ზოდ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 2004 წლის აპ­რილ­ში ან მა­ის­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჩა­ტარ­და და­ხუ­რუ­ლი შეხ­ვედ­რა, რო­მელ­საც ეს­წრე­ბოდ­ნენ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, ადე­იშ­ვი­ლი და მე­რა­ბიშ­ვი­ლი.

„შეხ­ვედ­რა ეხე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­კი­თხებს, მათ შო­რის სა­ტე­ლე­ვი­ზიო კომ­პა­ნი­ებს, პრე­ზი­დენ­ტის აზ­რით, შე­საძ­ლოა „რუს­თა­ვი 2“-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლი გამ­ხდა­რი­ყო, ამის­თვის, სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან მი­ვი­ღეთ და­ვა­ლე­ბა, დაგ­ვე­წყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი დამ­ფუძ­ნებ­ლებ­თან წილ­თა გას­ხვი­სე­ბის შე­სა­ხებ. მისი გან­მარ­ტე­ბით, ის უშუ­ა­ლოდ აწარ­მო­ებ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ერას­ტი კიწ­მა­რიშ­ვილ­თან. დვა­ლა­თან და აქი­მი­ძეს­თან მე მქონ­და და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, მო­ლა­პა­რა­კე­ბა და­ე­ვა­ლათ ადე­იშ­ვილს და მე­რა­ბიშ­ვილს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ჩვე­ნე­ბა­ში.

ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბით, მფლო­ბე­ლე­ბის და­ყო­ლი­ე­ბის შემ­დეგ, წი­ლე­ბი უნდა გა­ფორ­მე­ბუ­ლი­ყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბილ ბიზ­ნეს­მენ­ზე.

„და­სას­რულს სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო რაც შე­იძ­ლე­ბა მალე, ინ­ფორ­მა­ცია ცნო­ბი­ლი არ უნდა გამ­ხდა­რი­ყო ფარ­თო მა­სე­ბის­თვის. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დვა­ლი და აქი­მი­ძე თავ­და­პირ­ვე­ლად უარს აცხა­დებ­დნენ წი­ლე­ბის გას­ხვი­სე­ბა­ზე, ისე რომ, მათ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცე­სი გა­ი­წე­ლა რამ­დე­ნი­მე კვი­რის მან­ძილ­ზე. ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე ადე­იშ­ვილ­მა და მე­რა­ბიშ­ვილ­მა მი­თხრეს, რომ აქი­მი­ძე და დვა­ლი წი­ლის გას­ხვი­სე­ბა­ზე უარს აცხა­დებ­დნენ და მათ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით შე­დეგს ვერ მი­აღ­წევ­დნენ.

მათი გან­მარ­ტე­ბით, სა­ჭი­რო იყო გარ­კვე­უ­ლი ხერ­ხე­ბით მათ­თვის ეი­ძუ­ლე­ბი­ნათ ტე­ლე­ვი­ზი­ის წი­ლე­ბის დათ­მო­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად იძუ­ლე­ბის რა ხერ­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას აპი­რებ­დნენ ჩემ­თვის არ უთ­ქვამთ… ივ­ნის­ში შეხ­ვედ­რი­სას მათ მი­თხრეს, რომ მათ­მა ჩა­ნა­ფიქ­რმა გა­ა­მარ­თლა და მათი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად დვა­ლი და აქი­მი­ძე თა­ნახ­მა იყ­ვნენ წი­ლე­ბის გას­ხვი­სე­ბა­ზე. სა­ჭი­რო იყო ახა­ლი მფლო­ბე­ლის მო­ძებ­ნა. აქი­მი­ძი­სა და დვა­ლის მიერ წი­ლე­ბის გა­და­ფორ­მე­ბის შემ­დეგ, ჩვენ­სა და დამ­ფუძ­ნებ­ლებს შო­რის შეხ­ვედ­რა მოხ­და ჩემს სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში. ადე­იშ­ვილ­მა და მე­რა­ბიშ­ვილ­მა უთხრეს რომ შე­ეძ­ლოთ თა­ვი­სუფ­ლად გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ მათი ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა და ამის შემ­დეგ მათ აღა­რა­ვინ შე­ე­ხე­ბო­და.

კით­ვა: რა შე­გიძ­ლი­ათ თქვათ გა­კოტ­რე­ბის საქ­მის შე­სა­ხებ?

პა­სუ­ხი: რო­გორც ავღ­ნიშ­ნე, დვა­ლი და აქი­მი­ძე თავ­და­პირ­ვე­ლად უარს აცხა­დებ­დნენ წი­ლე­ბის გას­ხვი­სე­ბა­ზე. ამის­თვის, ადე­იშ­ვილს და მე­რა­ბიშ­ვილს სჭირ­დე­ბო­დათ გარ­კვე­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი მათ და­სა­ყო­ლი­ებ­ლად. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუს­თა­ვი 2-ის გა­კოტ­რე­ბის საქ­მე ერას­ტიმ წა­მო­ი­წყო ადე­იშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბით და ეს და­მა­ტე­ბი­თი ბერ­კე­ტი იყო დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის­თვის წი­ლე­ბის და­სათ­მო­ბად“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ჩვე­ნე­ბა­ში.

ჩვე­ნე­ბის თა­ნახ­მად, ოქ­რუ­აშ­ვილ­მა ვერ გა­იხ­სე­ნა, თუ რო­გორ და რა ფორ­მით მოხ­და თან­ხის გა­დახ­და აქი­მი­ძი­სა და დვა­ლი­სათ­ვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ოქრუაშვილის 5 წლის წინანდელი ჩვენების ეპიზოდი, რომელიც სააკაშვილის დროს "რუსთავი 2"-ის მფლობელების შეცვლას ეხება - რა ინფორმაცია მიაწოდა დავით დვალმა "ინტერპრესნიუსს"

ოქრუაშვილის 5 წლის წინანდელი ჩვენების ეპიზოდი, რომელიც სააკაშვილის დროს "რუსთავი 2"-ის მფლობელების შეცვლას ეხება - რა ინფორმაცია მიაწოდა დავით დვალმა "ინტერპრესნიუსს"

დავით დვალმა „ინტერპრესნიუსს“ მიაწოდა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენების ეპიზოდი, რომელი სააკაშვილის ხელისუფლების დროს „რუსთავი 2“-ის მფლობელების შეცვლას ეხება. დავით დვალის ინფორმაციით, ჩვენება ოქრუაშვილმა პროკურატურას 2014 წლის 1 აპრილს მისცა.

კერძოდ, დვალის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ჩვენების ეპიზოდში აღნიშნულია, რომ 2004 წლის აპრილში ან მაისში სააკაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა დახურული შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ოქრუაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი.

„შეხვედრა ეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე საკითხებს, მათ შორის სატელევიზიო კომპანიებს, პრეზიდენტის აზრით, შესაძლოა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პოლიტიკა ხელისუფლებისთვის საფრთხის შემცველი გამხდარიყო, ამისთვის, სააკაშვილისგან მივიღეთ დავალება, დაგვეწყო მოლაპარაკებები დამფუძნებლებთან წილთა გასხვისების შესახებ. მისი განმარტებით, ის უშუალოდ აწარმოებდა მოლაპარაკებებს ერასტი კიწმარიშვილთან. დვალათან და აქიმიძესთან მე მქონდა დაძაბული ურთიერთობა და შესაბამისად, მოლაპარაკება დაევალათ ადეიშვილს და მერაბიშვილს“, - აღნიშნულია ჩვენებაში.

ჩვენების მიხედვით, სააკაშვილის მითითებით, მფლობელების დაყოლიების შემდეგ, წილები უნდა გაფორმებულიყო საზოგადოებისთვის ცნობილ ბიზნესმენზე.

„დასასრულს სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ტელევიზიის ხელში ჩაგდება უნდა მომხდარიყო რაც შეიძლება მალე, ინფორმაცია ცნობილი არ უნდა გამხდარიყო ფართო მასებისთვის. ჩემი ინფორმაციით, დვალი და აქიმიძე თავდაპირველად უარს აცხადებდნენ წილების გასხვისებაზე, ისე რომ, მათთან მოლაპარაკების პროცესი გაიწელა რამდენიმე კვირის მანძილზე. ერთ-ერთ შეხვედრაზე ადეიშვილმა და მერაბიშვილმა მითხრეს, რომ აქიმიძე და დვალი წილის გასხვისებაზე უარს აცხადებდნენ და მათთან მოლაპარაკების გზით შედეგს ვერ მიაღწევდნენ.

მათი განმარტებით, საჭირო იყო გარკვეული ხერხებით მათთვის ეიძულებინათ ტელევიზიის წილების დათმობა. კონკრეტულად იძულების რა ხერხების გამოყენებას აპირებდნენ ჩემთვის არ უთქვამთ… ივნისში შეხვედრისას მათ მითხრეს, რომ მათმა ჩანაფიქრმა გაამართლა და მათი ძალისხმევის შედეგად დვალი და აქიმიძე თანახმა იყვნენ წილების გასხვისებაზე. საჭირო იყო ახალი მფლობელის მოძებნა. აქიმიძისა და დვალის მიერ წილების გადაფორმების შემდეგ, ჩვენსა და დამფუძნებლებს შორის შეხვედრა მოხდა ჩემს სამუშაო კაბინეტში, საქართველოს შსს-ს ცენტრალურ ოფისში. ადეიშვილმა და მერაბიშვილმა უთხრეს რომ შეეძლოთ თავისუფლად გაეგრძელებინათ მათი ბიზნეს საქმიანობა და ამის შემდეგ მათ აღარავინ შეეხებოდა.

კითვა: რა შეგიძლიათ თქვათ გაკოტრების საქმის შესახებ?

პასუხი: როგორც ავღნიშნე, დვალი და აქიმიძე თავდაპირველად უარს აცხადებდნენ წილების გასხვისებაზე. ამისთვის, ადეიშვილს და მერაბიშვილს სჭირდებოდათ გარკვეული მექანიზმები მათ დასაყოლიებლად. ჩემი ინფორმაციით, რუსთავი 2-ის გაკოტრების საქმე ერასტიმ წამოიწყო ადეიშვილის მითითებით და ეს დამატებითი ბერკეტი იყო დამფუძნებლებისთვის წილების დასათმობად“, - აღნიშნულია ჩვენებაში.

ჩვენების თანახმად, ოქრუაშვილმა ვერ გაიხსენა, თუ როგორ და რა ფორმით მოხდა თანხის გადახდა აქიმიძისა და დვალისათვის.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები