სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი უძლურების მკურნალია მადლი ღვთისა..." - რა გაიხსენა დღეს პატრიარქმა
"ჩვენი უძლურების მკურნალია მადლი ღვთისა..." - რა გაიხსენა დღეს პატრიარქმა

ღვთის მად­ლი არის დიდი ძალა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის, ჩვენ ეს მად­ლი უნდა გვქონ­დეს გულ­ში, სულ­ში და გო­ნე­ბა­ში, - ასე მი­მარ­თა მრევ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას.

"ძა­ლი­ან ხში­რად ტა­ძარ­ში ლოც­ვე­ბის დროს ის­მის სი­ტყვე­ბი - "შეგ­ვე­წი­ენ", "გვა­ცხოვ­ნენ", "შეგ­ვი­წყა­ლენ" და "დაგ­ვლო­ცენ ღმერ­თო ჩვე­ნი­თა მად­ლი­თა". მახ­სენ­დე­ბა სე­მი­ნა­რი­ა­ში და აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლის პე­რი­ო­დი. ჩვენ რექ­ტო­რი გვას­წავ­ლი­და, რომ როცა ტა­ძარ­ში ხარ და ამ ლოც­ვას მო­ის­მენ, აუ­ცი­ლებ­ლად პირ­ჯვა­რი უნდა და­ი­წე­რო, რათა ღვთი­სა­გან გად­მო­სუ­ლი მად­ლი შე­გე­ხოს. ადა­მი­ა­ნი ბო­ლომ­დე ვერ ახ­სნის, რა არის ეს, მაგ­რამ ის კი ვი­ცით, რომ ღვთი­სა­გან გა­მო­სუ­ლია. როცა ეკურ­თხე­ბა დი­ა­კო­ნი მღვდე­ლი ან ეპის­კო­პო­სი, იქ ამ­ბობს პატ­რი­ა­ქი: მად­ლი ღვთი­სა უძ­ლურ­თა მკურ­ნა­ლი, ნაკ­ლუ­ლე­ბა­თა აღ­მავ­სე­ბე­ლი - ესე იგი ჩვე­ნი უძ­ლუ­რე­ბის მკურ­ნა­ლია მად­ლი ღვთი­სა და ნათ­ლის აღ­მავ­სე­ბე­ლი. ეს არის დიდი ძალა რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის. ჩვენ გულ­ში უნდა გვქონ­დეს ეს მად­ლი, სულ­ში უნდა გვქონ­დეს, გო­ნე­ბა­ში უნდა გვქონ­დეს. მე მახ­სენ­დე­ბა ერთი ებ­რა­ე­ლი მო­ხუ­ცე­ბუ­ლი კაცი, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და: თუ შენ და­კარ­გე სიმ­დიდ­რე, შენ არა­ფე­რი არ და­გი­კარ­გავს, თუ შენ და­კარ­გე ჯან­მრთე­ლო­ბა, შე­იძ­ლე­ბა ცო­ცხა­ლი დარ­ჩე, მაგ­რამ იყო ავად­მყო­ფი, მაგ­რამ თუ შენ და­კარ­გე მად­ლი ღვთი­სა, ყვე­ლა­ფე­რი და­კარ­გუ­ლია. ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს და ღმერ­თმა ინე­ბოს, რომ არ დავ­კარ­გოთ მად­ლი ღვთი­სა. და­ლოც­ვი­ლი იყა­ვით, გა­ხა­რე­ბუ­ლი იყა­ვით. ვინც მო­ი­პო­ვებს მადლსა ღვთი­სა­სა, ის მო­ი­პო­ვებს სიყ­ვა­რულს, ის მო­ი­პო­ვებს სი­ხა­რულს. ასე ერ­თმა­ნეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლია სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბა. და­ლოც­ვი­ლი იყა­ვით წყა­ლო­ბამ ღვთი­სა არ დაგ­ტო­ვოთ თქვენ და და სა­ქარ­თვე­ლო", - მი­მარ­თა მრევლს პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები
ავტორი:

"ჩვენი უძლურების მკურნალია მადლი ღვთისა..." - რა გაიხსენა დღეს პატრიარქმა

"ჩვენი უძლურების მკურნალია მადლი ღვთისა..." - რა გაიხსენა დღეს პატრიარქმა

ღვთის მადლი არის დიდი ძალა, რომელიც აუცილებელია ყოველი ადამიანისათვის, ჩვენ ეს მადლი უნდა გვქონდეს გულში, სულში და გონებაში, - ასე მიმართა მრევლის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

"ძალიან ხშირად ტაძარში ლოცვების დროს ისმის სიტყვები - "შეგვეწიენ", "გვაცხოვნენ", "შეგვიწყალენ" და "დაგვლოცენ ღმერთო ჩვენითა მადლითა". მახსენდება სემინარიაში და აკადემიაში სწავლის პერიოდი. ჩვენ რექტორი გვასწავლიდა, რომ როცა ტაძარში ხარ და ამ ლოცვას მოისმენ, აუცილებლად პირჯვარი უნდა დაიწერო, რათა ღვთისაგან გადმოსული მადლი შეგეხოს. ადამიანი ბოლომდე ვერ ახსნის, რა არის ეს, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ღვთისაგან გამოსულია. როცა ეკურთხება დიაკონი მღვდელი ან ეპისკოპოსი, იქ ამბობს პატრიაქი: მადლი ღვთისა უძლურთა მკურნალი, ნაკლულებათა აღმავსებელი - ესე იგი ჩვენი უძლურების მკურნალია მადლი ღვთისა და ნათლის აღმავსებელი. ეს არის დიდი ძალა რომელიც აუცილებელია ყოველი ადამიანისათვის. ჩვენ გულში უნდა გვქონდეს ეს მადლი, სულში უნდა გვქონდეს, გონებაში უნდა გვქონდეს. მე მახსენდება ერთი ებრაელი მოხუცებული კაცი, რომელიც ამბობდა: თუ შენ დაკარგე სიმდიდრე, შენ არაფერი არ დაგიკარგავს, თუ შენ დაკარგე ჯანმრთელობა, შეიძლება ცოცხალი დარჩე, მაგრამ იყო ავადმყოფი, მაგრამ თუ შენ დაკარგე მადლი ღვთისა, ყველაფერი დაკარგულია. ღმერთმა დაგვიფაროს და ღმერთმა ინებოს, რომ არ დავკარგოთ მადლი ღვთისა. დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით. ვინც მოიპოვებს მადლსა ღვთისასა, ის მოიპოვებს სიყვარულს, ის მოიპოვებს სიხარულს. ასე ერთმანეთზე დამოკიდებულია სულიერი ცხოვრება. დალოცვილი იყავით წყალობამ ღვთისა არ დაგტოვოთ თქვენ და და საქართველო", - მიმართა მრევლს პატრიარქმა ილია მეორემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ