სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემქაზე ერთ-ერთი ოჯახის დაყაჩაღების ბრალდებით 3 პირი დააკავეს - მათ შორისაა 30 წლის მამაკაცი, რომელმაც "ქარვასლასთან" პოლიციას ცეცხლი გაუხსნა
თემქაზე ერთ-ერთი ოჯახის დაყაჩაღების ბრალდებით 3 პირი დააკავეს - მათ შორისაა 30 წლის მამაკაცი, რომელმაც "ქარვასლასთან" პოლიციას ცეცხლი გაუხსნა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 20 ივ­ლისს თემ­ქა­ზე მომ­ხდა­რი ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტი გახ­სნეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის სა­მი­ვე წევ­რი: 1964 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.კ. 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.კ. და 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ჟ. თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ში აც­ნო­ბეს. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 12 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ თემ­ქის და­სახ­ლე­ბა­ში, ერთ-ერთი ოჯა­ხის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა უკა­ნო­ნოდ შე­აღ­წი­ეს და ბი­ნა­ში მყო­ფი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ცივი ია­რა­ღის მუ­ქა­რით და­ა­ყა­ჩა­ღეს. ოჯა­ხის და­ყა­ჩა­ღე­ბის შემ­დეგ თავ­დამ­სხმე­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ მი­მალ­ვას, რა დრო­საც იმა­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში მცხოვ­რებ­მა პირ­მა შეძ­ლო ერთ-ერთი თავ­დამ­სხმე­ლის ვ.კ.-ს შე­ჩე­რე­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი ორი პირი მი­ი­მა­ლა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა ვ.კ. ამო­ღე­ბულ იქნა ბი­ნი­დან გა­ტა­ცე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი და ნი­ღა­ბი, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბულს ყა­ჩა­ღო­ბი­სას ეკე­თა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა უმოკ­ლეს დრო­ში და­ად­გი­ნეს და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე დაჯ­გუ­ფე­ბის სხვა წევ­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა. სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ „ქარ­ვას­ლას“ მიმ­დე­ბა­რედ ზ.ჟ.-მ „მა­კა­რო­ვი“-ის სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ცე­ცხლი გახ­სნა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს. მომ­ხდა­რის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. და­კა­ვე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბულ იქნა ზ.ჟ.-ს კუთ­ვნი­ლი პის­ტო­ლე­ტი, მჭი­დი და ვაზ­ნე­ბი, ასე­ვე ფული, მათ შო­რის ყა­ჩა­ღო­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი თან­ხის ნა­წი­ლი. პო­ლი­ცი­ამ 21 ივ­ლისს ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვა მე­სა­მე პი­რიც - 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.კ. რო­მე­ლიც აღი­ა­რებს ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს.

ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბას, სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმის, ასე­ვე ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 353 პრი­მა მუხ­ლე­ბის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლე­ბით,179-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ბ" და მე­სა­მე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

თემქაზე ერთ-ერთი ოჯახის დაყაჩაღების ბრალდებით 3 პირი დააკავეს - მათ შორისაა 30 წლის მამაკაცი, რომელმაც "ქარვასლასთან" პოლიციას ცეცხლი გაუხსნა

თემქაზე ერთ-ერთი ოჯახის დაყაჩაღების ბრალდებით 3 პირი დააკავეს - მათ შორისაა 30 წლის მამაკაცი, რომელმაც "ქარვასლასთან" პოლიციას ცეცხლი გაუხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 20 ივლისს თემქაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი დაჯგუფების სამივე წევრი: 1964 წელს დაბადებული ვ.კ. 1992 წელს დაბადებული ე.კ. და 1989 წელს დაბადებული ზ.ჟ. თბილისში დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში აცნობეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში ბრალდებულებმა უკანონოდ შეაღწიეს და ბინაში მყოფი ოჯახის წევრები ცივი იარაღის მუქარით დააყაჩაღეს. ოჯახის დაყაჩაღების შემდეგ თავდამსხმელები ცდილობდნენ მიმალვას, რა დროსაც იმავე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებმა პირმა შეძლო ერთ-ერთი თავდამსხმელის ვ.კ.-ს შეჩერება, ხოლო დანარჩენი ორი პირი მიიმალა. შემთხვევის ადგილზე პოლიციამ დააკავა ვ.კ. ამოღებულ იქნა ბინიდან გატაცებული ნივთები და ნიღაბი, რომელიც დაკავებულს ყაჩაღობისას ეკეთა.

სამართალდამცველებმა უმოკლეს დროში დაადგინეს დანაშაულში მონაწილე დაჯგუფების სხვა წევრების ვინაობა. სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ მიმდებარედ ზ.ჟ.-მ „მაკაროვი“-ის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა პოლიციელების მიმართულებით, მაგრამ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ის ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ზ.ჟ.-ს კუთვნილი პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები, ასევე ფული, მათ შორის ყაჩაღობის შედეგად მოპოვებული თანხის ნაწილი. პოლიციამ 21 ივლისს ბრალდებულის სახით დააკავა მესამე პირიც - 1992 წელს დაბადებული ე.კ. რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას, სამსახურეობრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის, ასევე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 353 პრიმა მუხლების პირველი ნაწილებით,179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ჭიათურაში შეიარაღებულმა პირებმა ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს - წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი

ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - შსს კადრებს ავრცელებს

დაპირისპირება ახალქალაქში - გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი