ავტორი:

"არ ვიცი, როგორ შევიდნენ ისინი ობიექტზე..." - რას ჰყვება 16 წლის მუშის საქმეზე დაკავებული დირქტორი, რომელსაც პატიმრობა შეუფარდეს

"არ ვიცი, როგორ შევიდნენ ისინი ობიექტზე..." - რას ჰყვება 16 წლის მუშის საქმეზე დაკავებული დირქტორი, რომელსაც პატიმრობა შეუფარდეს

საერთოდ არ ვარ დამნაშავე - ამის შესახებ დოლაბაურის ქუჩაზე 16 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულმა სამშენებლო კომპანიის დირექტორმა შიშუ პალ ბურდაკმა განაცხადა.

ბრალდებულმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, როგორ მოხვდნენ მუშები ობიექტზე, როცა მას არავითარი შეთანხმება არ ჰქონია სამუშაოების წარმოებაზე.

"მე არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია. არ ვიცი, როგორ შევიდნენ ისინი ობიექტზე. მე არავითარი ნებართვა არ მიმიცია დემონტაჟის", - განაცხადა ბრალდებულმა.

შიშუ პალ ბურდაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის 30 ათას ლარიანი გირაოს გამოყენების თაობაზე. ბურდაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ დოლაბაურის ქუჩაზე ლიფტის დემონტაჟისას 16 წლის მუშა დაიღუპა.

ბაგებში მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულ ორი პირს პატიმრობა შეეფარდა

დაპირისპირება ემზარ კვიციანსა და ერთ-ერთ ოჯახს შორის - ადგილზე პოლიცია გამოიძახეს

პოლიციამ დააკავა 20 წლის ახალგაზრდა, რომელმაც მოქალაქებს "ფეისბუქი" გაუტეხა და მათ მეგობრებს თანხა მოტყუებით ჩაარიცხინა