ავტორი:

პოლიციამ ქვემო ქართლში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან 2 კილომდე ჰეროინი ამოიღო

პოლიციამ ქვემო ქართლში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან  2 კილომდე ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ო.რ., ასევე ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული შ.ბ. და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული რ.ნ. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, სამართალდამცველებმა შ.ბ. თბილისში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ, ნახევარი კილო ჰეროინი ამოიღო.

რაც შეეხება ო.რ.-ს, რუსთავის პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 10 შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილოზე მეტი ჰეროინი.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე რ.ნ. სამართალდამცველებმა რუსთავში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, 700 გრამამდე ნარკოტიკული საშუალებაა ამოღებული.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ