პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი დეპუტატ ენზელ მკოიანს სექსუალურ შევიწროებასა და ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს
ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი დეპუტატ ენზელ მკოიანს სექსუალურ შევიწროებასა და ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

ნი­ნოწ­მინ­დის ბა­ღე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დი­რექ­ტო­რი ნა­რი­ნე გი­ნო­სი­ა­ნი, რო­მელ­საც გა­მო­ძი­ე­ბა სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა­სა და გაფ­ლან­გვას ედა­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს, დე­პუ­ტატ ენ­ზელ მკო­ი­ანს სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­სა და ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ნა­რი­ნე გი­ნო­სი­ა­ნის ად­ვო­კატ­მა მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, გი­ნო­სი­ა­ნის მი­მართ ბრალ­დე­ბა სა­სა­ცი­ლოა და აღ­ნიშ­ნულ­ში დე­პუ­ტა­ტის ინ­ტე­რე­სე­ბი იკ­ვე­თე­ბა. ად­ვო­კა­ტი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა და პრო­კუ­რა­ტუ­რა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს, ენ­ზელ მკო­ი­ანს ხელს აფა­რებს.

„ჩვენ ამა­ზე არა­ერ­თხელ დავ­წე­რეთ გან­ცხა­დე­ბა, ჩა­ვა­ბა­რეთ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­საც და სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რა­საც. ვუ­თხა­რით, რომ არა­ერ­თგზის იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა, მკო­ი­ა­ნი ნა­რი­ნე გი­ო­ნო­სი­ა­ნის პი­რად ინ­ტი­მურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე და­ყო­ლი­ე­ბას ცდი­ლობ­და და რო­დე­საც ქალ­ბა­ტონ­მა უარი გა­ნა­ცხა­და, დე­პუ­ტა­ტი მკო­ი­ა­ნი და­ე­მუქ­რა ან­გა­რიშს­წო­რე­ბით და მას შემ­დეგ და­ი­წყო ეს პრობ­ლე­მე­ბი. ამი­ტომ მო­ვი­თხო­ვეთ რე­ა­გი­რე­ბა.

ჩვენ გან­ცხა­დე­ბით მივ­მარ­თეთ მა­ნამ­დე, სა­ნამ გი­ნო­სი­ა­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბამ­დე მი­ვი­დო­და საქ­მე. რო­გორც კი გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, და­ვი­კი­თხეთ და შე­სა­ბა­მი­სად, ეს ქალ­ბა­ტონ­მა ნა­რი­ნემ აღიქ­ვა მუ­ქა­რის გაგ­რძე­ლე­ბად. და­კი­თხვის დროს­ვე დავ­წე­რეთ, რომ დე­პუ­ტა­ტი ემუქ­რე­ბო­და და მთე­ლი ეს კამ­პა­ნია იყო არა სა­მარ­თლებ­რი­ვი, არა­მედ ან­გა­რიშს­წო­რე­ბი­თი. ეს პირ­ვე­ლი­ვე და­კი­თხვის დროს დავ­წე­რეთ. რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყვა, შემ­დეგ უკვე თუ არ ვცდე­ბი, 5 ივ­ნისს შე­ვი­ტა­ნეთ გან­ცხა­დე­ბა. რე­ა­გი­რე­ბა რომ არ იყო, 19 ივ­ნის­საც შე­ვი­ტა­ნეთ და არც წე­რი­ლო­ბი­თი პა­სუ­ხი გვა­ღირ­სეს და არც რამე რე­გი­რე­ბა ყო­ფი­ლა. პრო­კუ­რა­ტუ­რას აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ როცა და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებ­ზე უთი­თებს ადა­მი­ა­ნი, უნდა მო­ახ­დი­ნოს რე­ა­გი­რე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­დის, რომ დამ­ნა­შა­ვეს ხელს აფა­რე­ბენ. არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ ყო­ფი­ლა და სა­ნაც­ვლოდ მი­ვი­ღეთ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა“, - აცხა­დებს მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე.

ნი­ნოწ­მინ­დის ბა­ღე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დი­რექ­ტო­რი, ნა­რი­ნე გი­ნო­სი­ა­ნი და მისი ბუ­ღალ­ტე­რი ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში 19 ივ­ლისს მის­ცა. დი­რექ­ტორ­სა და ბუ­ღალ­ტერს ბრა­ლი სსკ–ს 182–ე მუხ­ლით ედე­ბათ, რაც მით­ვი­სე­ბა­სა და გაფ­ლან­გვას გუ­ლის­ხმობს.

ნა­რი­ნე გი­ნო­სი­ა­ნის ად­ვო­კა­ტის თქმით, რო­გორც საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან ირ­კვე­ვა სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლი 2017-2019 წლის პე­რი­ოდს უკავ­ში­რე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ბრალ­დე­ბა სა­სა­ცი­ლოა. ამას­თან, ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბი უნდა და­ი­წყოს ნი­ნოწ­მინ­დის საკ­რე­ბუ­ლოს მი­სა­მარ­თი­თაც.

„ბრალ­დე­ბა არის სა­სა­ცი­ლო. რო­დე­საც თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან მი­დი­ან და ხდე­ბო­და მე­ო­რე თა­ნამ­შრომ­ლის მი­ღე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ამ თა­ნამ­შრომ­ლის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი ხელ­ფა­სის გა­და­ნა­წი­ლე­ბა ხდე­ბო­და იმ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის, ვინც ას­რუ­ლებ­დნენ მის მო­ვა­ლე­ო­ბას. ეს არის ბაღი და ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი რომ წა­ვი­დეს შე­საძ­ლოა ბავ­შვებს ავნო, რად­გან თუ არ შეს­რულ­და ის საქ­მე მში­ე­რი და მო­მა­რა­გე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვო ბავ­შვე­ბი.ბი­უ­ჯე­ტი­დან არ­ცერ­თი თეთ­რი ზედ­მე­ტი თან­ხა არ გა­მო­ყო­ფი­ლა. რაც იყო ბა­ღე­ბის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ზუს­ტად იმ თან­ხის გა­და­თა­მა­შე­ბა ხდე­ბო­და იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე ვინც ას­რუ­ლებ­და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას.

არის კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა, მთე­ლი საკ­რე­ბუ­ლოა და­სა­ჭე­რი. საკ­რე­ბუ­ლომ ჩემს წე­რილ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხი მომ­წე­რა, რომ არა­ნა­ი­რი ბა­ღე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა იუ­რი­დი­უ­ლად არ არ­სე­ბობ­და. ქალ­ბა­ტო­ნი ნა­რი­ნე გო­ნო­სი­ა­ნი, რო­მე­ლიც იყო ერთი ბა­ღის დი­რექ­ტო­რი ას­რუ­ლებ­და 10 ბა­ღის დი­რექ­ტო­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას. ბა­ღე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა არ არ­სე­ბობს, იუ­რი­დი­უ­ლი პა­სუ­ხი მაქვს ჩა­ვი­ბა­რე. სა­სა­ცი­ლო ის იყო, რომ პრო­ცეს­ზე, როცა მი­ვი­ტა­ნე პრო­კუ­რა­ტუ­რა იძა­ხა, რომ არ არ­სე­ბობს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და ერთი ბა­ღის სა­ფუძ­ველ­ზე ას­რუ­ლებ­და 10 ბა­ღის დი­რექ­ტო­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას. ხელ­ფასს ერთი დი­რე­ქოტ­რი­სას იღებ­და, ხოლო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას 10-ის და ეს გრძელ­დე­ბა წლე­ბია. ახლა მო­ად­გნენ და ედა­ვე­ბი­ან. ყვე­ლა­ფე­რი შე­ა­მოწ­მეს და მეტი რომ აღა­რა­ფე­რი დარ­ჩათ სა­მარ­ცხვი­ნოა ყვე­ლა­ფე­რი, რაც იქ წე­რია“,-აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი დეპუტატ ენზელ მკოიანს სექსუალურ შევიწროებასა და ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი დეპუტატ ენზელ მკოიანს სექსუალურ შევიწროებასა და ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი ნარინე გინოსიანი, რომელსაც გამოძიება საბიუჯეტო თანხების მითვისებასა და გაფლანგვას ედავება საქართველოს პარლამენტის წევრს, დეპუტატ ენზელ მკოიანს სექსუალურ შევიწროებასა და ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნარინე გინოსიანის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ განუცხადა, გინოსიანის მიმართ ბრალდება სასაცილოა და აღნიშნულში დეპუტატის ინტერესები იკვეთება. ადვოკატი ირწმუნება, რომ გამოძიება და პროკურატურა პარლამენტის წევრს, ენზელ მკოიანს ხელს აფარებს.

„ჩვენ ამაზე არაერთხელ დავწერეთ განცხადება, ჩავაბარეთ გენერალურ პროკურატურასაც და საოლქო პროკურატურასაც. ვუთხარით, რომ არაერთგზის იყო ასეთი შემთხვევა, მკოიანი ნარინე გიონოსიანის პირად ინტიმურ ურთიერთობაზე დაყოლიებას ცდილობდა და როდესაც ქალბატონმა უარი განაცხადა, დეპუტატი მკოიანი დაემუქრა ანგარიშსწორებით და მას შემდეგ დაიწყო ეს პრობლემები. ამიტომ მოვითხოვეთ რეაგირება.

ჩვენ განცხადებით მივმართეთ მანამდე, სანამ გინოსიანის პასუხისმგებლობამდე მივიდოდა საქმე. როგორც კი გამოძიება დაიწყო, დავიკითხეთ და შესაბამისად, ეს ქალბატონმა ნარინემ აღიქვა მუქარის გაგრძელებად. დაკითხვის დროსვე დავწერეთ, რომ დეპუტატი ემუქრებოდა და მთელი ეს კამპანია იყო არა სამართლებრივი, არამედ ანგარიშსწორებითი. ეს პირველივე დაკითხვის დროს დავწერეთ. რეაგირება არ მოჰყვა, შემდეგ უკვე თუ არ ვცდები, 5 ივნისს შევიტანეთ განცხადება. რეაგირება რომ არ იყო, 19 ივნისსაც შევიტანეთ და არც წერილობითი პასუხი გვაღირსეს და არც რამე რეგირება ყოფილა. პროკურატურას აქვს ვალდებულება, რომ როცა დანაშაულის ნიშნებზე უთითებს ადამიანი, უნდა მოახდინოს რეაგირება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ დამნაშავეს ხელს აფარებენ. არანაირი რეაგირება არ ყოფილა და სანაცვლოდ მივიღეთ პასუხისგებაში მიცემა“, - აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნარინე გინოსიანი და მისი ბუღალტერი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში 19 ივლისს მისცა. დირექტორსა და ბუღალტერს ბრალი სსკ–ს 182–ე მუხლით ედებათ, რაც მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს.

ნარინე გინოსიანის ადვოკატის თქმით, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა სავარაუდო დანაშაული 2017-2019 წლის პერიოდს უკავშირება. მისივე თქმით, ბრალდება სასაცილოა. ამასთან, ადვოკატის განცხადებით, სამართლებრივი პროცესები უნდა დაიწყოს ნინოწმინდის საკრებულოს მისამართითაც.

„ბრალდება არის სასაცილო. როდესაც თანამშრომლები სამსახურებიდან მიდიან და ხდებოდა მეორე თანამშრომლის მიღება, ჩვეულებრივად ამ თანამშრომლისთვის გამოყოფილი ხელფასის გადანაწილება ხდებოდა იმ თანამშრომლებისთვის, ვინც ასრულებდნენ მის მოვალეობას. ეს არის ბაღი და ერთი თანამშრომელი რომ წავიდეს შესაძლოა ბავშვებს ავნო, რადგან თუ არ შესრულდა ის საქმე მშიერი და მომარაგების გარეშე დატოვო ბავშვები.ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი ზედმეტი თანხა არ გამოყოფილა. რაც იყო ბაღებისთვის გათვალისწინებული, ზუსტად იმ თანხის გადათამაშება ხდებოდა იმ ადამიანებზე ვინც ასრულებდა უფლებამოსილებას.

არის კიდევ ერთი პრობლემა, მთელი საკრებულოა დასაჭერი. საკრებულომ ჩემს წერილზე ოფიციალური პასუხი მომწერა, რომ არანაირი ბაღების გაერთიანება იურიდიულად არ არსებობდა. ქალბატონი ნარინე გონოსიანი, რომელიც იყო ერთი ბაღის დირექტორი ასრულებდა 10 ბაღის დირექტორის უფლებამოსილებას. ბაღების გაერთიანება არ არსებობს, იურიდიული პასუხი მაქვს ჩავიბარე. სასაცილო ის იყო, რომ პროცესზე, როცა მივიტანე პროკურატურა იძახა, რომ არ არსებობს გაერთიანება და ერთი ბაღის საფუძველზე ასრულებდა 10 ბაღის დირექტორის უფლებამოსილებას. ხელფასს ერთი დირექოტრისას იღებდა, ხოლო პასუხისმგებლობას 10-ის და ეს გრძელდება წლებია. ახლა მოადგნენ და ედავებიან. ყველაფერი შეამოწმეს და მეტი რომ აღარაფერი დარჩათ სამარცხვინოა ყველაფერი, რაც იქ წერია“,-აცხადებს ადვოკატი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ