ავტორი:

"ბიძინა, გამოდი, დაგვთვალე" - პარლამენტთან აქციაზე შეკრებილებს დანომრილი ფურცლები დაურიგეს

"ბიძინა, გამოდი, დაგვთვალე" - პარლამენტთან აქციაზე შეკრებილებს დანომრილი ფურცლები დაურიგეს

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს დანომრილი ფურცლები დაურიგეს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, დანომრილი ფურცლები შეკრებილებს იმ მიზეზით დაურიგეს, რომ ამგვარად დაითვალონ რამდენი ადამიანი მივიდა აქციაზე.

„ბიძინა, გამოდი დაგვთვალე", - მიმართა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.

საკანონმდებო ორგანოს წინ შეკრებილებილი მოქალაქეები უკვე ერთი თვეა აქციას მართავენ მოთხოვნით თანამდებობა დატოვოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

"ერთი თვე გავიდა გავრილოვის საბედისწერო ღამიდან. ეს პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე არ გადადგება გიორგი გახარია. ამ მოთხოვნის შესრულებას თავს ყველანაირად არიდებენ",- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.

საპროტესტო აქციას "ევროპული საქართველო" მხარდამჭერებთან ერთად შეუერთდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები