პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იგეგმება თუ არა "რუსთავი 2"-ში ფინანსური პრობლემების გამო შემცირება - "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თანამშრომლებმა ხელფასები მიიღონ"
იგეგმება თუ არა "რუსთავი 2"-ში ფინანსური პრობლემების გამო შემცირება - "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თანამშრომლებმა ხელფასები მიიღონ"

ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პა­ა­ტა სა­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბით ტე­ლე­ვი­ზი­ის თა­ნამ­რომ­ლე­ბის­თვის ხელ­ფა­სის მი­ცე­მა რთუ­ლი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, რო­გორც სა­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, უკვე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა იმა­ზე, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ხელ­ფა­სე­ბი მი­ი­ღონ.

„მე არ ვი­სა­უბ­რებ ახლა რი­ცხვებ­ზე და რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. თუმ­ცა, ვმუ­შა­ობთ და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ხელ­ფა­სე­ბი მი­ი­ღონ. არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბით ალ­ბათ, რთუ­ლი იქ­ნე­ბა ამის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, დღე­ი­დან, ხვა­ლი­დან ვმუ­შა­ობთ ამ თე­მებ­ზე, რომ ეს არ მოხ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ამ ეტაპ­ზე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, არც შემ­ცი­რე­ბე­ბია და­გეგ­მი­ლი.

„ვთქვით, რომ სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებს არ ვა­პი­რებთ. იმე­დია, არც რა­ი­მე მოხ­დე­ბა ისე­თი, რომ ეს და­ვა­პი­როთ. ჩვენ მო­ვე­დით იმ გან­ზრახ­ვით, რომ არხი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, რო­გორც წარ­მა­ტე­ბუ­ლი, რე­ი­ტინ­გუ­ლი კომ­პა­ნია. გავ­ზარ­დოთ მისი რე­ი­ტინ­გი და ყვე­ლა ძა­ლის­ხმე­ვა მივ­მარ­თოთ ამის­კენ. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გან­წყო­ბას, მათი გან­წყო­ბაა, რომ ეს არის ერთი შეკ­რუ­ლი გუნ­დი და მათ სურთ, რომ „რუს­თა­ვი 2“ იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია. და­ნარ­ჩენ­ზე ვფიქ­რობ, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბაც ამ ჭრილ­ში წა­რი­მარ­თე­ბა. როცა მიზ­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ემ­თხე­ვა, არ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ორი დღეა რაც მო­ვე­დი და საკ­მა­ოდ კონ­სტუქ­ცი­უ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს ყვე­ლა­ფე­რი. პი­რა­დად მე კმა­ყო­ფი­ლი ვარ იმ გა­რე­მო­თი, რაც არის. ვმუ­შა­ობთ იმა­ზე, რომ ყვე­ლა სიძ­ნე­ლე, რაც არის, გა­დავ­ლა­ხოთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, ამას გა­ვა­კე­თებთ. ამ ეტაპ­ზე, არ დგას სა­კი­თხი შემ­ცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს იმის­თვის, რომ ეს პრობ­ლე­მე­ბი არ იყოს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოგ­ვი­ვა“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლი­ამ.

კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი „რუს­თა­ვი 2" - ის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საბ­ჭოს შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, „რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად გა­ფარ­თო­ე­ბულ ფორ­მატ­ში, ხვალ ისა­უბ­რებს. დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე, მისი თქმით, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა.

"ეს სა­კი­თხი დღეს არ დას­მუ­ლა. ჩვენ „რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად შე­ვარ­ჩი­ეთ უფრო ვრცე­ლი ფორ­მა­ტი, ვიდ­რე დღეს გვქონ­და, ხვალ გვექ­ნე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უ­ბა­რი. და­ახ­ლო­ე­ბით 14:00 სა­ათ­ზე შევ­ხვდე­ბით, გა­ვივ­ლი ამ სა­კითხს "რუს­თა­ვი 2" -ის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად და შემ­დეგ უკვე გაც­ნო­ბებთ ამის შე­სა­ხებ", - გა­ნა­ცხა­და სა­ლი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „რუს­თა­ვი 2“-ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ახალ მფლო­ბელს და გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის გეგ­მა შეს­თა­ვა­ზეს. გეგ­მა სამი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა.

„პირ­ვე­ლი პუნ­ქტი - მე­დი­ი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან შე­იქ­მნას „რუს­თა­ვი 2“-ის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საბ­ჭო შემ­დე­გი შე­მად­გენ­ლო­ბით: „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო“ - ეკა გი­გა­უ­რი; საია - სულ­ხან სა­ლა­ძე; „სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა“ - გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძე; „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი“ - მი­ხე­ილ ბე­ნი­ძე; “ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტია“ - ნატა ძვე­ლიშ­ვი­ლი; მე­დია მკვლე­ვა­რი ნინო და­ნე­ლია, ჟურ­ნა­ლის­ტი ზვი­ად ქო­რი­ძე, მე­დი­ა­ექ­სპერ­ტი ლაშა ტუ­ღუ­ში და კი­დევ თქვენ მიერ შერ­ჩე­უ­ლი ორი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი ნდო­ბი­თა და რე­პუ­ტა­ცი­ით სარ­გებ­ლობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

ამ საბ­ჭოს გან­ხილ­ვი­სა და და­დას­ტუ­რე­ბის გა­რე­შე „რუს­თა­ვი 2“-ის ახალ­მა მე­ნე­ჯმენ­ტმა ვერ უნდა შეძ­ლოს იმ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­ღე­ბა და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც ქმნი­ან და აგე­ბენ პა­სუხს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ კონ­ტენტზე. მათ შო­რის წამ­ყვა­ნე­ბი, სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და პრო­დი­უ­სე­რე­ბიც იგუ­ლის­ხმე­ბი­ან.

მე­ო­რე - და­წეს­დეს მო­რა­ტო­რი­უ­მი ნე­ბის­მი­ერ სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ამ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საბ­ჭოს შექ­მნამ­დე.

მე­სა­მე - არ­ხის ახალ­მა მე­ნე­ჯმენ­ტმა აი­ღოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს რა­ი­მე ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც ხელს შე­უშ­ლის არ­ხის მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი გა­და­ცე­მე­ბის მომ­ზა­დე­ბა­სა და ეთერ­ში გაშ­ვე­ბას. არ შეც­ვა­ლოს იმ გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბის წამ­ყვა­ნე­ბი და სა­რე­დაქ­ციო გუნ­დი, რო­მე­ლიც ფორ­მა­ტით გა­სარ­თო­ბი ხა­სი­ა­თი­საა, თუმ­ცა სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის. ეს არის „რუს­თა­ვი 2“-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი მი­მარ­თვა არ­ხის ახა­ლი მფლო­ბე­ლი­სა და დი­რექ­ტო­რი­სად­მი“, - გა­ნა­ცხა­დეს „რუს­თა­ვი 2-ის“ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

იგეგმება თუ არა "რუსთავი 2"-ში ფინანსური პრობლემების გამო შემცირება - "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თანამშრომლებმა ხელფასები მიიღონ"

იგეგმება თუ არა "რუსთავი 2"-ში ფინანსური პრობლემების გამო შემცირება - "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თანამშრომლებმა ხელფასები მიიღონ"

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, არსებული რესურსებით ტელევიზიის თანამრომლებისთვის ხელფასის მიცემა რთული იქნება. თუმცა, როგორც სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ ტელევიზიის თანამშრომლებმა ხელფასები მიიღონ.

„მე არ ვისაუბრებ ახლა რიცხვებზე და რაოდენობაზე. თუმცა, ვმუშაობთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებმა ხელფასები მიიღონ. არსებული რესურსებით ალბათ, რთული იქნება ამის გაკეთება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეიდან, ხვალიდან ვმუშაობთ ამ თემებზე, რომ ეს არ მოხდეს“, - განაცხადა სალიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ტელევიზიაში, ფინანსური პრობლემების გამო, არც შემცირებებია დაგეგმილი.

„ვთქვით, რომ საკადრო ცვლილებებს არ ვაპირებთ. იმედია, არც რაიმე მოხდება ისეთი, რომ ეს დავაპიროთ. ჩვენ მოვედით იმ განზრახვით, რომ არხი შევინარჩუნოთ, როგორც წარმატებული, რეიტინგული კომპანია. გავზარდოთ მისი რეიტინგი და ყველა ძალისხმევა მივმართოთ ამისკენ. რაც შეეხება თანამშრომლების განწყობას, მათი განწყობაა, რომ ეს არის ერთი შეკრული გუნდი და მათ სურთ, რომ „რუსთავი 2“ იყოს წარმატებული ტელევიზია. დანარჩენზე ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობაც ამ ჭრილში წარიმართება. როცა მიზნები ერთმანეთს ემთხევა, არ გაგვიჭირდება საერთო ენის გამონახვა. მოგეხსენებათ, ორი დღეა რაც მოვედი და საკმაოდ კონსტუქციულად მიმდინარეობს ყველაფერი. პირადად მე კმაყოფილი ვარ იმ გარემოთი, რაც არის. ვმუშაობთ იმაზე, რომ ყველა სიძნელე, რაც არის, გადავლახოთ. დარწმუნებული ვართ, ამას გავაკეთებთ. ამ ეტაპზე, არ დგას საკითხი შემცირებასთან დაკავშირებით. ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს პრობლემები არ იყოს და დარწმუნებული ვარ, ეს აუცილებლად გამოგვივა“, - განაცხადა სალიამ.

კომპანიის გენერალური მდივანი „რუსთავი 2" - ის საზოგადოებრივი საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით, „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებთან ერთად გაფართოებულ ფორმატში, ხვალ ისაუბრებს. დღევანდელ შეხვედრაზე, მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

"ეს საკითხი დღეს არ დასმულა. ჩვენ „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებთან ერთად შევარჩიეთ უფრო ვრცელი ფორმატი, ვიდრე დღეს გვქონდა, ხვალ გვექნება ამასთან დაკავშირებით საუბარი. დაახლოებით 14:00 საათზე შევხვდებით, გავივლი ამ საკითხს "რუსთავი 2" -ის თანამშრომლებთან ერთად და შემდეგ უკვე გაცნობებთ ამის შესახებ", - განაცხადა სალიამ.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა ახალ მფლობელს და გენერალურ დირექტორს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გეგმა შესთავაზეს. გეგმა სამი ნაწილისგან შედგება.

„პირველი პუნქტი - მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შეიქმნას „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივი საბჭო შემდეგი შემადგენლობით: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ეკა გიგაური; საია - სულხან სალაძე; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ - გიორგი მშვენიერაძე; „სამართლიანი არჩევნები“ - მიხეილ ბენიძე; “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ - ნატა ძველიშვილი; მედია მკვლევარი ნინო დანელია, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში და კიდევ თქვენ მიერ შერჩეული ორი წარმომადგენელი, რომელიც მაღალი ნდობითა და რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში.

ამ საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე „რუსთავი 2“-ის ახალმა მენეჯმენტმა ვერ უნდა შეძლოს იმ თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება, რომლებიც ქმნიან და აგებენ პასუხს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე. მათ შორის წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტები და პროდიუსერებიც იგულისხმებიან.

მეორე - დაწესდეს მორატორიუმი ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე ამ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე.

მესამე - არხის ახალმა მენეჯმენტმა აიღოს ვალდებულება და არ განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის მაღალრეიტინგული გადაცემების მომზადებასა და ეთერში გაშვებას. არ შეცვალოს იმ გასართობი გადაცემების წამყვანები და სარედაქციო გუნდი, რომელიც ფორმატით გასართობი ხასიათისაა, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის. ეს არის „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების ერთობლივი მიმართვა არხის ახალი მფლობელისა და დირექტორისადმი“, - განაცხადეს „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ