საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალვაში იყო ხელის ბიჭი, გასაქცევად აქეთ-იქით, „რუსთავი 2“ მეკუთვნოდა მაშინაც და ხვალაც იქნება ჩემი" - ირაკლი ოქრუაშვილი
"ხალვაში იყო ხელის ბიჭი, გასაქცევად აქეთ-იქით, „რუსთავი 2“ მეკუთვნოდა მაშინაც და ხვალაც იქნება ჩემი" - ირაკლი ოქრუაშვილი

„რუს­თა­ვი 2“ ყო­ველ­თვის იყო ჩემი და ხალ­ვა­ში იყო ნო­მი­ნა­ლუ­რი ფი­გუ­რა, ხალ­ვა­ში იყო ხე­ლის ბიჭი და ფი­გა­რო გა­საქ­ცე­ვად აქეთ-იქით, დამ­თავ­რე­ბუ­ლია! „რუს­თა­ვი 2“ მე­კუთ­ვნო­და მა­ში­ნაც და ხვა­ლაც იქ­ნე­ბა ჩემი, - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს საფ­რან­გე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ოქ­რუ­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, დღეს ის „რუს­თა­ვი2“-ის ჟურ­ნა­ლის­ტებს შეხ­ვდე­ბა და კუთ­ვნილ 80%-ს მათ უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცემს.

„თქვენ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ გან­ცხა­დე­ბა შე­ვი­და ყა­და­ღის მო­თხოვ­ნა­ზე, ათი დღე გვაქვს იმის­თვის, რომ სარ­ჩე­ლი სრულ­ყო­ფი­ლი სა­ხით შე­ვი­ტა­ნოთ სა­სა­მარ­თლო­ში და ამას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებთ, მაგ­რამ ეს არ არის მთა­ვა­რი, მთა­ვა­რი არის ერთი რამ, ივა­ნიშ­ვილს სულ ტყუ­ი­ლად მი­აჩ­ნია, რომ ეს ქვე­ყა­ნა არის ჩა­ლით და­ხუ­რუ­ლი, ის „რუს­თა­ვი 2“-ის წა­ღე­ბით თა­ვის მდგო­მა­რე­ო­ბას ვერ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სებს და მი­თუ­მე­ტეს, „რუს­თა­ვი 2“-ს სრულ­ყო­ფი­ლად ვერ წა­ი­ღებს. მე ვა­პი­რებ შევ­ხვდე ათამ­დე ჟურ­ნა­ლისტს და ჩემი მო­თხოვ­ნის, იმ კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნის, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო­ში წარ­ვად­გი­ნე, 80% პი­რო­ბი­თად, ციფ­რებ­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი, გა­დავ­ცე მათ უსას­ყიდ­ლოდ, იმის­თვის, რომ მათ გა­აგ­რძე­ლონ დავა“, - გა­ნა­ცხა­და ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.

„რუს­თა­ვი 2“-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პა­ა­ტა სა­ლი­ას გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ხელთ არ­სე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი არის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი, თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი აცხა­დებს, რომ ეს სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

„ამ დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, მე­სა­მე წე­ლია უკევ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ვდა­ობ ფი­ნან­სურ ნა­წილ­ზე, რაც ვალი აქვს ჩემი და არ აბ­რუ­ნებს. ამ დო­კუ­მენ­ტის ეჭ­ვის სა­კი­თხი უკვე დად­გა სა­სა­მარ­თლო­ში 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ვის შე­დე­გად, 8 თვეა, ხალ­ვა­ში არ ცხად­დე­ბა ექ­სპერ­ტი­ზა­ში ხელ­მო­წე­რის ნი­მუ­შის და­სად­გე­ნად, არ ცხად­დე­ბა ერთი მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, ეს ხე­ლო­მო­წე­რა ეკუთ­ვნის მას და ამ ამ­ბავს ვერ გა­ექ­ცე­ვა, რაც არ უნდა მო­ი­გო­ნოს. სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზა­ში სა­სა­მარ­თლომ 8 თვის წინ გა­აგ­ზავ­ნა დო­კუ­მენ­ტი, ხალ­ვა­შის გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის გამო ექ­სპერ­ტი­ზა ვერ შედ­გა, ჩემ­გან რას ელო­დე­ბით, 3 ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა მაქვს მი­ტა­ნი­ლი და­მა­ტე­ბით. მათ მო­ი­თხო­ვეს ექ­სპერ­ტი­ზა, მი­ვუ­ტა­ნე ორი­გი­ნა­ლი, გა­აგ­ზავ­ნეს სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­რო­ში, არ მი­დის ხალ­ვა­ში 8 თვეა.

ამ დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, არ­სე­ბობს ორი სა­კი­თხი, ერთი არის ფი­ნან­სუ­რი დავა, მას აქვს ჩემი ვალი და უნდა და­აბ­რუ­ნოს. მე­ო­რე არის, „რუს­თვაი 2“-ის სა­კი­თხი. ფი­ნან­სურ და­ვა­ზე ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვადა დამ­დგა­რი მქონ­და, იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მა­შინ, 2016 წელს შე­მე­ტა­ნა. „რუს­თა­ვი 2“-თან და­კავ­ში­რე­ბით, ამის უფ­ლე­ბა არ მქონ­და, ვიდ­რე ის არ გახ­დე­ბო­და კა­ნო­ნი­ე­რი მე­სა­კუთ­რე. კა­ნო­ნი­ე­რი მე­სა­კუთ­რე ის გახ­და გუ­შინ­წინ, ამის შე­დე­გად და­ვი­წყე დავა“, - გა­ნა­ცხა­და ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პა­ა­ტა სა­ლი­ას გან­ცხა­დე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ოქ­რუ­აშ­ვილ­მა უნდა და­ა­სა­ბუ­თოს, თუ სა­ი­დან იშო­ვა მან მი­ნის­ტრო­ბის დროს მი­ლი­ო­ნე­ბი.

„პა­სუხს გავ­ცემ, როცა გახ­დე­ბა პრო­კუ­რო­რი, ან სა­ფი­ნან­სო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი. თა­ვის კლი­ენტს უთხრას მი­ვი­დეს სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­რო­ში და და­ტო­ვოს ხელ­მო­წე­რის ნი­მუ­შე­ბი, რომ ექ­სპერ­ტი­ზა დას­რულ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, იქ­ნებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ეთ­ქვა, თუ სა­ი­დან ჰქონ­და მას ის თან­ხა, რო­მე­ლიც ქი­ბარ ხალ­ვაშს ასეს­ხა, ოქ­რუ­აშ­ვილ­მა ასე უპა­სუ­ხა: „ბე­ბი­ათ­ქვენ­მა და­მი­ტო­ვა“.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა მისი დაც­ვის წევ­რის, კობა კო­შა­ძის და­კა­ვე­ბას და აღ­ნიშ­ნა, რომ მას ია­რა­ღი ერ­თა­დერ­თი მიზ­ნით ჩა­უ­დეს, რომ მას­ზე მო­ეხ­დი­ნათ ზე­გავ­ლე­ნა.

კი­თხვა­ზე, ხომ არ ელო­დე­ბა, რომ მა­საც და­ა­კა­ვე­ბენ, აცხა­დებს, რომ „მათ თავ­ში რა მო­ი­ხარ­შე­ბა“ არ იცის.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ფაქტს, აპი­რებს თუ არა, 20-21 ივ­ნისს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მო­კი­თხვა­ზე მის­ვლას, ის აცხა­დებს, რომ ჯერ არა­ვის და­უ­ბა­რე­ბია ის.

„ჯერ არა­ვის არ და­უ­ძა­ხია და რა­ტომ უნდა მი­ვი­დე“, - გა­ნა­ცხა­და ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.

ავტორი:

"ხალვაში იყო ხელის ბიჭი, გასაქცევად აქეთ-იქით, „რუსთავი 2“ მეკუთვნოდა მაშინაც და ხვალაც იქნება ჩემი" - ირაკლი ოქრუაშვილი

"ხალვაში იყო ხელის ბიჭი, გასაქცევად აქეთ-იქით, „რუსთავი 2“ მეკუთვნოდა მაშინაც და ხვალაც იქნება ჩემი" - ირაკლი ოქრუაშვილი

„რუსთავი 2“ ყოველთვის იყო ჩემი და ხალვაში იყო ნომინალური ფიგურა, ხალვაში იყო ხელის ბიჭი და ფიგარო გასაქცევად აქეთ-იქით, დამთავრებულია! „რუსთავი 2“ მეკუთვნოდა მაშინაც და ხვალაც იქნება ჩემი, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.

როგორც ოქრუაშვილი აცხადებს, დღეს ის „რუსთავი2“-ის ჟურნალისტებს შეხვდება და კუთვნილ 80%-ს მათ უსასყიდლოდ გადასცემს.

„თქვენთვის ცნობილია, რომ განცხადება შევიდა ყადაღის მოთხოვნაზე, ათი დღე გვაქვს იმისთვის, რომ სარჩელი სრულყოფილი სახით შევიტანოთ სასამართლოში და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარი არის ერთი რამ, ივანიშვილს სულ ტყუილად მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა არის ჩალით დახურული, ის „რუსთავი 2“-ის წაღებით თავის მდგომარეობას ვერ გაიუმჯობესებს და მითუმეტეს, „რუსთავი 2“-ს სრულყოფილად ვერ წაიღებს. მე ვაპირებ შევხვდე ათამდე ჟურნალისტს და ჩემი მოთხოვნის, იმ კანონიერი მოთხოვნის, რომელიც სასამართლოში წარვადგინე, 80% პირობითად, ციფრებში გამოხატული, გადავცე მათ უსასყიდლოდ, იმისთვის, რომ მათ გააგრძელონ დავა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ოქრუაშვილის ხელთ არსებული დოკუმენტი არის გაყალბებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

„ამ დოკუმენტის თანახმად, მესამე წელია უკევ საქალაქო სასამართლოში ვდაობ ფინანსურ ნაწილზე, რაც ვალი აქვს ჩემი და არ აბრუნებს. ამ დოკუმენტის ეჭვის საკითხი უკვე დადგა სასამართლოში 3 წლის განმავლობაში დავის შედეგად, 8 თვეა, ხალვაში არ ცხადდება ექსპერტიზაში ხელმოწერის ნიმუშის დასადგენად, არ ცხადდება ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს ხელომოწერა ეკუთვნის მას და ამ ამბავს ვერ გაექცევა, რაც არ უნდა მოიგონოს. სამხარაულის ექსპერტიზაში სასამართლომ 8 თვის წინ გააგზავნა დოკუმენტი, ხალვაშის გამოუცხადებლობის გამო ექსპერტიზა ვერ შედგა, ჩემგან რას ელოდებით, 3 ექსპერტიზის დასკვნა მაქვს მიტანილი დამატებით. მათ მოითხოვეს ექსპერტიზა, მივუტანე ორიგინალი, გააგზავნეს სამხარაულის ბიუროში, არ მიდის ხალვაში 8 თვეა.

ამ დოკუმენტის მიხედვით, არსებობს ორი საკითხი, ერთი არის ფინანსური დავა, მას აქვს ჩემი ვალი და უნდა დააბრუნოს. მეორე არის, „რუსთვაი 2“-ის საკითხი. ფინანსურ დავაზე ხანდაზმულობის ვადა დამდგარი მქონდა, იძულებული ვიყავი მაშინ, 2016 წელს შემეტანა. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ამის უფლება არ მქონდა, ვიდრე ის არ გახდებოდა კანონიერი მესაკუთრე. კანონიერი მესაკუთრე ის გახდა გუშინწინ, ამის შედეგად დავიწყე დავა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა პაატა სალიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოქრუაშვილმა უნდა დაასაბუთოს, თუ საიდან იშოვა მან მინისტრობის დროს მილიონები.

„პასუხს გავცემ, როცა გახდება პროკურორი, ან საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი. თავის კლიენტს უთხრას მივიდეს სამხარაულის ბიუროში და დატოვოს ხელმოწერის ნიმუშები, რომ ექსპერტიზა დასრულდეს“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნებ საზოგადოებისთვის ეთქვა, თუ საიდან ჰქონდა მას ის თანხა, რომელიც ქიბარ ხალვაშს ასესხა, ოქრუაშვილმა ასე უპასუხა: „ბებიათქვენმა დამიტოვა“.

ის ასევე გამოეხმაურა მისი დაცვის წევრის, კობა კოშაძის დაკავებას და აღნიშნა, რომ მას იარაღი ერთადერთი მიზნით ჩაუდეს, რომ მასზე მოეხდინათ ზეგავლენა.

კითხვაზე, ხომ არ ელოდება, რომ მასაც დააკავებენ, აცხადებს, რომ „მათ თავში რა მოიხარშება“ არ იცის.

რაც შეეხება იმ ფაქტს, აპირებს თუ არა, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე მისვლას, ის აცხადებს, რომ ჯერ არავის დაუბარებია ის.

„ჯერ არავის არ დაუძახია და რატომ უნდა მივიდე“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ