პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედია, სადღაც არის და უბრალოდ ამნეზია აქვს" - ტო­ბა­ვარჩხი­ლის ხე­ო­ბა­ში 4 წლის წინ გაუჩინარებულ ბიჭს დედა დღემდე ეძებს
"იმედია, სადღაც არის და უბრალოდ ამნეზია აქვს" - ტო­ბა­ვარჩხი­ლის ხე­ო­ბა­ში 4 წლის წინ გაუჩინარებულ ბიჭს დედა დღემდე ეძებს

ჩხო­რო­წყუ­ში, ტო­ბა­ვარჩხი­ლის ხე­ო­ბა­ში ოთხი წლის წინ და­კარ­გულ ერ­თა­დერთ შვილს დედა ამ დრომ­დე ეძებს. 33 წლის გი­ორ­გი მუ­ჩი­აშ­ვი­ლი 2015 წლის აგ­ვის­ტოს გა­უ­ჩი­ნარ­და, თუმ­ცა ინგა ვე­კუ­ას იმე­დი აქვს, რომ შვილს ცო­ცხალს და უვ­ნე­ბელს იპო­ვის. ამ იმე­დით ის შვი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკვე მე­ო­თხე წე­ლია ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ინგა ვე­კუა AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, გი­ორ­გი ტო­ბა­ვარჩხილ­ზე სა­ლაშ­ქროდ მე­გობ­რებ­თან ერ­თად იყო წა­სუ­ლი. თუმ­ცა მან ჯგუ­ფის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად მე­ო­რე ტბის­კენ წას­ვლა არ მო­ი­სურ­ვა და მათ უთხრა, რომ გზად და­ე­ლო­დე­ბო­და. ვე­კუა ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლი დაბ­რუ­ნე­ბულ მე­გობ­რებს იმ ად­გი­ლას არ დახ­ვდათ, სა­დაც და­ტო­ვეს.

"ოთხი წე­ლია ვე­ძებთ, ვერც ცო­ცხა­ლი და ვერც მკვდა­რი ვერ ვი­პო­ვეთ. ასე ხომ არ შე­იძ­ლე­ბა, სა­დღაც ხომ უნდა იყოს? ოთხი წლის წინ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სა­ლაშ­ქროდ წა­ვი­და. ფეხ­საც­მე­ლი უჭერ­და და მათ­თვის უთ­ქვამს, რომ მე­ო­რე ტბამ­დე ვერ წა­ვი­დო­და და პირ­ველ ტბას­თან და­ე­ლო­დე­ბო­და. პირ­ვე­ლი­დან მე­ო­რე ტბამ­დე რვა სა­ა­თის შუ­ა­ლე­დია. მობ­რუ­ნე­ბულ მე­გობ­რებს იგი ად­გილ­ზე არ დახ­ვდათ. მა­შინ ტო­ბა­ვარჩხი­ლის ტბის მიმ­დე­ბა­რედ სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ეძებ­დნენ. მე რო­გორც ვიცი, სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ასამ­დე ადა­მი­ა­ნი იყო ჩარ­თუ­ლი. მად­ლო­ბე­ლი ვარ მათი, მაგ­რამ ყო­ველ წელს ვი­თხოვ დახ­მა­რე­ბას. გუ­ში­ნაც და­ვა­რი­გე გი­ორ­გის ფო­ტო­ე­ბი თბი­ლის­ში, ყიფ­ში­ძის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, "აგ­რო­ჰაბ­ში", "კარ­ფურ­ში"... იმე­დი მაქვს, სა­დღაც არის და უბ­რა­ლოდ ამ­ნე­ზია აქვს. მე ვე­სა­უბ­რე ფსი­ქო­ლო­გებ­საც და მი­თხრეს, რომ რო­დე­საც ადა­მი­ანს ეში­ნია, ამ­ნე­ზია ემარ­თე­ბა. ცოტა მში­შა­რაც იყო. სხვა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბა. ჩემი შვი­ლი სხვა­ნა­ი­რად არ მო­მექ­ცე­ო­და", - ამ­ბობს დედა.

ინგა ვე­კუ­ას თქმით, შვი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას მა­ნამ არ შე­წყვეტს, სა­ნამ მის კვალს არ მი­აგ­ნებს. ოთხი წლის წინ და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდას სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მაშ­ვე­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ნა­დი­რე­ე­ბი და ვერ­ტმფრე­ნი იყო ჩარ­თუ­ლი.

ავტორი:

"იმედია, სადღაც არის და უბრალოდ ამნეზია აქვს" - ტო­ბა­ვარჩხი­ლის ხე­ო­ბა­ში 4 წლის წინ გაუჩინარებულ ბიჭს დედა დღემდე ეძებს

"იმედია, სადღაც არის და უბრალოდ ამნეზია აქვს" - ტო­ბა­ვარჩხი­ლის ხე­ო­ბა­ში 4 წლის წინ გაუჩინარებულ ბიჭს დედა დღემდე ეძებს

ჩხოროწყუში, ტობავარჩხილის ხეობაში ოთხი წლის წინ დაკარგულ ერთადერთ შვილს დედა ამ დრომდე ეძებს. 33 წლის გიორგი მუჩიაშვილი 2015 წლის აგვისტოს გაუჩინარდა, თუმცა ინგა ვეკუას იმედი აქვს, რომ შვილს ცოცხალს და უვნებელს იპოვის. ამ იმედით ის შვილის შესახებ ინფორმაციას უკვე მეოთხე წელია ავრცელებს.

როგორც ინგა ვეკუა AMBEBI.GE-ს უყვება, გიორგი ტობავარჩხილზე სალაშქროდ მეგობრებთან ერთად იყო წასული. თუმცა მან ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად მეორე ტბისკენ წასვლა არ მოისურვა და მათ უთხრა, რომ გზად დაელოდებოდა. ვეკუა ამბობს, რომ მისი შვილი დაბრუნებულ მეგობრებს იმ ადგილას არ დახვდათ, სადაც დატოვეს.

"ოთხი წელია ვეძებთ, ვერც ცოცხალი და ვერც მკვდარი ვერ ვიპოვეთ. ასე ხომ არ შეიძლება, სადღაც ხომ უნდა იყოს? ოთხი წლის წინ, მეგობრებთან ერთად, სალაშქროდ წავიდა. ფეხსაცმელი უჭერდა და მათთვის უთქვამს, რომ მეორე ტბამდე ვერ წავიდოდა და პირველ ტბასთან დაელოდებოდა. პირველიდან მეორე ტბამდე რვა საათის შუალედია. მობრუნებულ მეგობრებს იგი ადგილზე არ დახვდათ. მაშინ ტობავარჩხილის ტბის მიმდებარედ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ეძებდნენ. მე როგორც ვიცი, სამძებრო ღონისძიებაში ასამდე ადამიანი იყო ჩართული. მადლობელი ვარ მათი, მაგრამ ყოველ წელს ვითხოვ დახმარებას. გუშინაც დავარიგე გიორგის ფოტოები თბილისში, ყიფშიძის ტერიტორიაზე, "აგროჰაბში", "კარფურში"... იმედი მაქვს, სადღაც არის და უბრალოდ ამნეზია აქვს. მე ვესაუბრე ფსიქოლოგებსაც და მითხრეს, რომ როდესაც ადამიანს ეშინია, ამნეზია ემართება. ცოტა მშიშარაც იყო. სხვანაირად არ შეიძლება. ჩემი შვილი სხვანაირად არ მომექცეოდა", - ამბობს დედა.

ინგა ვეკუას თქმით, შვილის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მანამ არ შეწყვეტს, სანამ მის კვალს არ მიაგნებს. ოთხი წლის წინ დაკარგული ახალგაზრდას სამძებრო ღონისძიებებში მაშველების რამდენიმე ჯგუფი, ადგილობრივი მონადირეები და ვერტმფრენი იყო ჩართული.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ