პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მასტერშეფის" ყველაზე პატარა მონაწილე ია ძაგანია - "იმდენჯერ მქონდა იმუნიტეტი, რომ ძალიან ბევრი საინტერესო დავალება ვერ შევასრულე“
"მასტერშეფის" ყველაზე პატარა მონაწილე ია ძაგანია - "იმდენჯერ მქონდა იმუნიტეტი, რომ ძალიან ბევრი საინტერესო დავალება ვერ შევასრულე“

„მას­ტერ­შე­ფის“ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მხო­ლოდ ხუთი კონ­კურ­სან­ტი დარ­ჩა. მათ შო­რი­საა შოუს ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მო­ნა­წი­ლე, ია ძა­გა­ნია, რო­მელ­მაც კას­ტინ­გის დღეს­ვე მო­ი­პო­ვა „მას­ტერ­შე­ფის“ აღ­მო­ჩე­ნის ტი­ტუ­ლი. ია ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და ბევ­რჯერ ლი­დე­რიც ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ბოლო ტურ­ში აუთ­სა­ი­დე­რებ­ში აღ­მოჩ­ნდა.

იმ­სა­ხუ­რებ­და თუ არა აუთ­სა­ი­დე­რებ­ში დგო­მას, რო­მელ მო­ნა­წი­ლეს და­აბ­რუ­ნებ­და შო­უ­ში და ვის კერ­ძებს შე­ი­ტან­და თა­ვი­სი რეს­ტორ­ნის მე­ნი­უ­ში - ამის შე­სა­ხებ ია ძა­გა­ნია თა­ვად გვე­სა­უბ­რა.

- რო­გორ შე­იც­ვა­ლე "მას­ტერ­შე­ფის" გან­მავ­ლო­ბა­ში?

- კუ­ლი­ნა­რი­ის მხრივ განვვი­თარ­დი და პი­როვ­ნუ­ლა­დაც გა­ვი­ზარ­დე. რად­გან "მას­ტერ­შეფ­ში" სი­თა­მა­მე ფა­სობს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გავ­ხდი და ყვე­ლა რის­კზე მივ­დი­ო­დი. ხან კარგ შე­დეგს ვი­ღებ­დი, ხან - არც ისე კარ­გს და ეს ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბებ­ზეც აი­სა­ხე­ბო­და, მაგ­რამ მათი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, ნე­გა­ტი­უ­რი თუ და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩემ­თვის.

- შენი აზ­რით, რა­ტომ აღ­მოჩ­ნდი აუთ­სა­ი­დე­რებ­ში?

- ამ კონ­კურ­სში თი­თო­ე­უ­ლი კერ­ძი გან­სა­ზღვრავს კონ­კურ­სან­ტის ბედს. ალ­ბათ, ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩემი თა­ვი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის კარ­გად გა­მოვ­ლე­ნა ვერ მო­ვა­ხერ­ხე. ვა­ღი­ა­რებ, რომ ჩემს კერძს ბევ­რი ხარ­ვე­ზი ჰქონ­და, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კონ­კურ­სში დავ­რჩი. აუთ­სა­ი­დე­რებ­ში ყოფ­ნა ძა­ლი­ან რთუ­ლი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ამან კი არ წა­მაქ­ცია, პი­რი­ქით, უფრო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გამ­ხა­და, რომ უფრო კარ­გი კერ­ძე­ბი მო­ვამ­ზა­დო, დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი გა­მო­ვას­წო­რო და ჟი­უ­რი ჩემს შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში და­ვარ­წმუ­ნო.

- ჟი­უ­რის რო­მელ წევ­რს გა­მო­არ­ჩევ­დი?

- რთუ­ლია რო­მე­ლი­მეს გა­მორ­ჩე­ვა. მა­გა­ლი­თად, ჩემ­თვის ლე­ვა­ნი ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი შე­ფია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ქარ­თულ კუ­ლი­ნა­რი­ა­ზეა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბას ავი­თა­რებს, რაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

კონ­სტან­ტი­ნე­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მიყ­ვარს, რომ კუ­ლი­ნა­რი­ა­ში სა­ზღვრებს არ ცნობს და შე­უძ­ლია შე­უ­სა­ბა­მო რა­ღა­ცე­ბის ერ­თმა­ნეთ­ში შე­რე­ვა.

ლუ­კას კუ­ლი­ნა­რი­ის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან დიდი ცოდ­ნა აქვს, თა­მა­მია და თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ზა­რე­უ­ლოს ავი­თა­რებს.

- შენი მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად რომ­ლით ამა­ყობ?

- კორ­კო­ტის სუ­პით. ყვე­ლა­ზე ბევ­რი და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა სწო­რედ მას მოჰ­ყვა.

- შენს რო­მე­ლი­მე კერძზე თუ გა­გი­ფიქ­რე­ბია, ამას აღა­რა­სო­დეს გა­ვა­კე­თე­ბო?

- არა, არა­სო­დეს. ვთვლი, რომ ყვე­ლა კერძს, რო­მე­ლიც ამა თუ იმ მი­ზე­ზის გამო არც ისე კარ­გია, უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა, რომ კარ­გი გახ­დეს. ბოლო ტურ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძიც ასე­თია.

- ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის პირ­ველ ტურ­ში თევ­ზის ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა შენი იდეა იყო, თუ თი­ნა­სი?

- ორი­ვეს იდეა იყო. სა­ერ­თოდ, გვიყ­ვარს, როცა კერ­ძში რა­ღაც აზრი დევს. ამ შემ­თხვე­ვა­ში გვინ­დო­და გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ ის ნარ­ჩე­ნე­ბი, რა­საც ხალ­ხი არც კი უყუ­რებს, თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა კერ­ძში გა­მო­ი­ყე­ნო. იდეა კარ­გი იყო, მაგ­რამ მცი­რე დრო­ის გამო კერ­ძის ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტის ტექ­ნი­კუ­რად სწო­რად მომ­ზა­დე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ და ბო­ლოს ის არ გა­მო­ვი­და, რაც გვინ­დო­და.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი ტუ­რის და­ვა­ლე­ბა გა­გი­ჭირ­და?

- იმ­დენ­ჯერ მქონ­და იმუ­ნი­ტე­ტი, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო და­ვა­ლე­ბა ვერ შე­ვას­რუ­ლე, მაგ­რამ იმ ტუ­რე­ბი­დან, რომ­ლებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე, ყვე­ლა­ზე მე­ტად ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა გა­მი­ჭირ­და, რად­გან რა­ღაც ნი­უ­ან­სებ­ზე სწო­რად ვერ მო­ვახ­დი­ნე კონ­ცენ­ტრა­ცია.

- ხში­რად ხუმ­რო­ბენ, რომ სულ "m კვად­რა­ტის" ოთახ­ში ხარ და "ის­ვე­ნებ"...

- ერთხელ კარ­გია "დას­ვე­ნე­ბა", მაგ­რამ მერე უკვე იმ­დე­ნად მო­სა­წყე­ნი იყო იქ ყოფ­ნა, რომ ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან, მერ­ჩივ­ნა მეც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ბო­ლოს და ბო­ლოს, ამ კონ­კურ­სში კერ­ძის მო­სამ­ზა­დებ­ლად და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­სავ­ლე­ნად მო­ვე­დი!

- რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ­დი კონ­კურ­სში დარ­ჩე­ნილ სა­უ­კე­თე­სო ხუ­თე­ულს?

- თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს აქვს ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი. მა­გა­ლი­თად, თინა ძა­ლი­ან აზ­რი­ა­ნად ამ­ზა­დებს და ზუს­ტად იცის, რო­დის, რა უნდა გა­ა­კე­თოს.

თა­თია ძა­ლი­ან მებ­რძო­ლი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლია. არა­სო­დეს ნებ­დე­ბა, შრო­მის­მოყ­ვა­რეა და სულ ცდი­ლობს, რომ კარ­გი კერ­ძი მო­ამ­ზა­დოს. იმ­დე­ნად უნდა ამ საქ­მის კე­თე­ბა და თან პო­ტენ­ცი­ა­ლიც აქვს, ვფიქ­რობ, მალე ძა­ლი­ან კარგ შე­დე­გებს მი­ი­ღებს.

მან­ჯის ის თვი­სე­ბა მომ­წონს, რომ ყვე­ლა­ფერს პრო­ცეს­ში წყვეტს, იმ­პო­ვი­ზა­ცი­ას მი­მარ­თავს და ბოლო მო­მენ­ტშიც შე­უძ­ლია კერ­ძში რა­ღა­ცე­ბი შეც­ვა­ლოს, ახა­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტი და­ა­მა­ტოს ან რა­ღაც სა­ერ­თოდ ამო­ი­ღოს.

მა­კას ისე­თი დახ­ვე­წი­ლი კერ­ძე­ბი აქვს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ანს მო­ე­წო­ნე­ბა. ორ­მა­გად და­სა­ფა­სე­ბე­ლია, რო­გორ ახერ­ხებს ამას, მით უმე­ტეს, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი არ არის და კუ­ლი­ნა­რია ჰო­ბის დო­ნე­ზე აქვს.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად ვის გაგ­დე­ბა­ზე დაგ­წყდა გული?

- რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ზე დამ­წყდა გული, რად­გან ყვე­ლა ძლი­ე­რი იყო, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით შა­ი­ნი­ნას გა­მოვ­ყოფ­დი, რად­გან ერ­თად ვი­დე­ქით და ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებ­და კვლავ შო­უ­ში ყოფ­ნას.

- სა­შუ­ა­ლე­ბა რომ გქონ­დეს, ათე­უ­ლის რო­მელ წევ­რს და­აბ­რუ­ნებ­დი შო­უ­ში?

- გა­მი­ჭირ­დე­ბა ამის თქმა, მაგ­რამ, ალ­ბათ, გი­ორ­გი ჯაჭვლი­ანს, რად­გან თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ჩვე­ნე­ბა ვერ მო­ას­წრო.

- "მას­ტერ­შე­ფის" მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­დან ვის შეს­თა­ვა­ზებ­დი სამ­სა­ხურს შენს რეს­ტო­რან­ში?

- ალ­ბათ, ვლა­დი­მერს. ძა­ლი­ან მომ­წონს მისი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და იდე­ე­ბი.

- კონ­კურ­სან­ტე­ბი­დან რო­მე­ლი­მეს კერძზე თუ გი­ფიქ­რია, ნე­ტავ, ეს ჩემს რეს­ტო­რან­ში მქონ­დე­სო?

- იყო რამ­დე­ნი­მე, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­მე­წო­ნა. მა­გა­ლი­თად, მა­კას შქმე­რუ­ლი ტარ­ხუ­ნით, ვლა­დი­მე­რი­სა და შა­ი­ნი­ნას სუ­პე­ბი, მან­ჯის ქათ­მის ფრთე­ბი და, რა თქმა უნდა, თი­ნას სე­ვი­ჩე, რო­მე­ლიც ჩვენს რეს­ტო­რან­შიც გვექ­ნე­ბა.

- შენი და თი­ნას რეს­ტო­რა­ნი რით იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი?

- მე და თინა ყო­ველ­თვის ახა­ლი გე­მო­ე­ბის ძი­ე­ბა­ში ვართ. ამ მიზ­ნით ძა­ლი­ან ბევ­რს ვმოგ­ზა­უ­რობთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ყვე­ლა­ზე მე­ტად სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სამ­ზა­რე­უ­ლო გვა­ინ­ტე­რე­სებს, რად­გან ნაკ­ლე­ბად შეს­წავ­ლი­ლია.

ტრა­დი­ცი­ულ გე­მო­ებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ახა­ლი გემო - ამას ვთა­ვა­ზობთ რეს­ტო­რან "ის­ტო­რი­ის" სტუმ­რებს. რა თქმა უნდა, მე­ნი­უ­ში "მას­ტერ­შეფ­ში" მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბიც შე­ვი­ტა­ნეთ. რეს­ტო­რა­ნი მალე გა­იხ­სნე­ბა, მა­ნამ­დე კი რამ­დე­ნი­მე სა­ღა­მოს ვგეგ­მავთ, სა­დაც სამ­კერ­ძი­ან მე­ნი­უს შევ­თა­ვა­ზებთ ჩვენს სტუმ­რებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მასტერშეფის" ყველაზე პატარა მონაწილე ია ძაგანია - "იმდენჯერ მქონდა იმუნიტეტი, რომ ძალიან ბევრი საინტერესო დავალება ვერ შევასრულე“

"მასტერშეფის" ყველაზე პატარა მონაწილე ია ძაგანია - "იმდენჯერ მქონდა იმუნიტეტი, რომ ძალიან ბევრი საინტერესო დავალება ვერ შევასრულე“

„მასტერშეფის“ სამზარეულოში მხოლოდ ხუთი კონკურსანტი დარჩა. მათ შორისაა შოუს ყველაზე პატარა მონაწილე, ია ძაგანია, რომელმაც კასტინგის დღესვე მოიპოვა „მასტერშეფის“ აღმოჩენის ტიტული. ია ექსპერიმენტების ჩატარებით გამოირჩევა და ბევრჯერ ლიდერიც ყოფილა, მაგრამ ბოლო ტურში აუთსაიდერებში აღმოჩნდა.

იმსახურებდა თუ არა აუთსაიდერებში დგომას, რომელ მონაწილეს დააბრუნებდა შოუში და ვის კერძებს შეიტანდა თავისი რესტორნის მენიუში - ამის შესახებ ია ძაგანია თავად გვესაუბრა.

- როგორ შეიცვალე "მასტერშეფის" განმავლობაში?

- კულინარიის მხრივ განვვითარდი და პიროვნულადაც გავიზარდე. რადგან "მასტერშეფში" სითამამე ფასობს, ამ მიმართულებით უფრო თავდაჯერებული გავხდი და ყველა რისკზე მივდიოდი. ხან კარგ შედეგს ვიღებდი, ხან - არც ისე კარგს და ეს ჟიურის შეფასებებზეც აისახებოდა, მაგრამ მათი შთაბეჭდილება, ნეგატიური თუ დადებითი შეფასებებიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

- შენი აზრით, რატომ აღმოჩნდი აუთსაიდერებში?

- ამ კონკურსში თითოეული კერძი განსაზღვრავს კონკურსანტის ბედს. ალბათ, ამ შემთხვევაში ჩემი თავისა და შესაძლებლობების კარგად გამოვლენა ვერ მოვახერხე. ვაღიარებ, რომ ჩემს კერძს ბევრი ხარვეზი ჰქონდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსში დავრჩი. აუთსაიდერებში ყოფნა ძალიან რთული ყოფილა, მაგრამ ამან კი არ წამაქცია, პირიქით, უფრო მოტივირებული გამხადა, რომ უფრო კარგი კერძები მოვამზადო, დაშვებული შეცდომები გამოვასწორო და ჟიური ჩემს შესაძლებლობებში დავარწმუნო.

- ჟიურის რომელ წევრს გამოარჩევდი?

- რთულია რომელიმეს გამორჩევა. მაგალითად, ჩემთვის ლევანი ერთ-ერთი წამყვანი შეფია საქართველოში. ქართულ კულინარიაზეა კონცენტრირებული, ძალიან თანამედროვე მიმართულებას ავითარებს, რაც ჩვენი ქვეყნის გასტრონომიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

კონსტანტინეში ყველაზე მეტად ის მიყვარს, რომ კულინარიაში საზღვრებს არ ცნობს და შეუძლია შეუსაბამო რაღაცების ერთმანეთში შერევა.

ლუკას კულინარიის ყველა მიმართულებით ძალიან დიდი ცოდნა აქვს, თამამია და თანამედროვე სამზარეულოს ავითარებს.

- შენი მომზადებული კერძებიდან ყველაზე მეტად რომლით ამაყობ?

- კორკოტის სუპით. ყველაზე ბევრი დადებითი გამოხმაურება სწორედ მას მოჰყვა.

- შენს რომელიმე კერძზე თუ გაგიფიქრებია, ამას აღარასოდეს გავაკეთებო?

- არა, არასოდეს. ვთვლი, რომ ყველა კერძს, რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო არც ისე კარგია, უფრო მეტი ყურადღება სჭირდება, რომ კარგი გახდეს. ბოლო ტურში მომზადებული კერძიც ასეთია.

- ზღვის პროდუქტების პირველ ტურში თევზის ყველა კომპონენტის გამოყენება შენი იდეა იყო, თუ თინასი?

- ორივეს იდეა იყო. საერთოდ, გვიყვარს, როცა კერძში რაღაც აზრი დევს. ამ შემთხვევაში გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ის ნარჩენები, რასაც ხალხი არც კი უყურებს, თამამად შეიძლება კერძში გამოიყენო. იდეა კარგი იყო, მაგრამ მცირე დროის გამო კერძის ყველა კომპონენტის ტექნიკურად სწორად მომზადება ვერ მოვახერხეთ და ბოლოს ის არ გამოვიდა, რაც გვინდოდა.

- ყველაზე მეტად რომელი ტურის დავალება გაგიჭირდა?

- იმდენჯერ მქონდა იმუნიტეტი, რომ ძალიან ბევრი საინტერესო დავალება ვერ შევასრულე, მაგრამ იმ ტურებიდან, რომლებშიც მონაწილეობა მივიღე, ყველაზე მეტად ზღვის პროდუქტების დავალების შესრულება გამიჭირდა, რადგან რაღაც ნიუანსებზე სწორად ვერ მოვახდინე კონცენტრაცია.

- ხშირად ხუმრობენ, რომ სულ "m კვადრატის" ოთახში ხარ და "ისვენებ"...

- ერთხელ კარგია "დასვენება", მაგრამ მერე უკვე იმდენად მოსაწყენი იყო იქ ყოფნა, რომ ამ გადმოსახედიდან, მერჩივნა მეც სამზარეულოში ვყოფილიყავი. ბოლოს და ბოლოს, ამ კონკურსში კერძის მოსამზადებლად და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსავლენად მოვედი!

- როგორ დაახასიათებდი კონკურსში დარჩენილ საუკეთესო ხუთეულს?

- თითოეულ ჩვენგანს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. მაგალითად, თინა ძალიან აზრიანად ამზადებს და ზუსტად იცის, როდის, რა უნდა გააკეთოს.

თათია ძალიან მებრძოლი და მიზანდასახულია. არასოდეს ნებდება, შრომისმოყვარეა და სულ ცდილობს, რომ კარგი კერძი მოამზადოს. იმდენად უნდა ამ საქმის კეთება და თან პოტენციალიც აქვს, ვფიქრობ, მალე ძალიან კარგ შედეგებს მიიღებს.

მანჯის ის თვისება მომწონს, რომ ყველაფერს პროცესში წყვეტს, იმპოვიზაციას მიმართავს და ბოლო მომენტშიც შეუძლია კერძში რაღაცები შეცვალოს, ახალი ინგრედიენტი დაამატოს ან რაღაც საერთოდ ამოიღოს.

მაკას ისეთი დახვეწილი კერძები აქვს, რომ ნებისმიერი გემოვნების ადამიანს მოეწონება. ორმაგად დასაფასებელია, როგორ ახერხებს ამას, მით უმეტეს, რომ პროფესიონალი არ არის და კულინარია ჰობის დონეზე აქვს.

- ყველაზე მეტად ვის გაგდებაზე დაგწყდა გული?

- რა თქმა უნდა, ყველაზე დამწყდა გული, რადგან ყველა ძლიერი იყო, მაგრამ განსაკუთრებით შაინინას გამოვყოფდი, რადგან ერთად ვიდექით და ნამდვილად იმსახურებდა კვლავ შოუში ყოფნას.

- საშუალება რომ გქონდეს, ათეულის რომელ წევრს დააბრუნებდი შოუში?

- გამიჭირდება ამის თქმა, მაგრამ, ალბათ, გიორგი ჯაჭვლიანს, რადგან თავისი შესაძლებლობების ჩვენება ვერ მოასწრო.

- "მასტერშეფის" მონაწილეებიდან ვის შესთავაზებდი სამსახურს შენს რესტორანში?

- ალბათ, ვლადიმერს. ძალიან მომწონს მისი კულინარიული შესაძლებლობები და იდეები.

- კონკურსანტებიდან რომელიმეს კერძზე თუ გიფიქრია, ნეტავ, ეს ჩემს რესტორანში მქონდესო?

- იყო რამდენიმე, რომელიც განსაკუთრებულად მომეწონა. მაგალითად, მაკას შქმერული ტარხუნით, ვლადიმერისა და შაინინას სუპები, მანჯის ქათმის ფრთები და, რა თქმა უნდა, თინას სევიჩე, რომელიც ჩვენს რესტორანშიც გვექნება.

- შენი და თინას რესტორანი რით იქნება გამორჩეული?

- მე და თინა ყოველთვის ახალი გემოების ძიებაში ვართ. ამ მიზნით ძალიან ბევრს ვმოგზაურობთ საქართველოში. ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთის სამზარეულო გვაინტერესებს, რადგან ნაკლებად შესწავლილია.

ტრადიციულ გემოებზე დამყარებული ახალი გემო - ამას ვთავაზობთ რესტორან "ისტორიის" სტუმრებს. რა თქმა უნდა, მენიუში "მასტერშეფში" მომზადებული კერძებიც შევიტანეთ. რესტორანი მალე გაიხსნება, მანამდე კი რამდენიმე საღამოს ვგეგმავთ, სადაც სამკერძიან მენიუს შევთავაზებთ ჩვენს სტუმრებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ