პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ოქრუაშვილი - "ვაპირებ "რუსთავი 2"-ის წილის 80% გადავცე ათამდე მებრძოლ ჟურნალისტს და მათ გააგრძელონ დავა ხალვაშთან"
ირაკლი ოქრუაშვილი - "ვაპირებ "რუსთავი 2"-ის წილის 80% გადავცე ათამდე მებრძოლ ჟურნალისტს და მათ გააგრძელონ დავა ხალვაშთან"

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი "რუს­თა­ვი 2"-ის დაბ­რუ­ნე­ბას და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის 80%-იანი წი­ლის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის გა­და­ფორ­მე­ბას გეგ­მავს.

რო­გორც თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი გან­მარ­ტავს, თა­ვის დრო­ზე სწო­რედ ის იყო ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის რე­ა­ლუ­რი მფლო­ბე­ლი, რო­მელ­მაც წილი ნო­მი­ნა­ლუ­რად ქი­ბარ ხალ­ვაშს გა­და­უ­ფორ­მა და რა­საც შე­სა­ბა­მი­სი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაც ადას­ტუ­რებს. ოქ­რუ­აშ­ვი­ლის თქმით, და­ვას ის ტექ­ნი­კუ­რად ვერ იწყებ­და იქამ­დე, ვიდ­რე კომ­პა­ნია ხალ­ვაშს არ გა­და­ე­ცე­მო­და.

"მას არა­სო­დეს ეკუთ­ვნო­და „რუს­თა­ვი2“. ის იყო ყო­ველ­თვის ნო­მი­ნა­ლუ­რი ფი­გუ­რა და წარ­მო­ად­გენ­და სხვას. ამ შემ­თხვე­ვა­ში წარ­მო­მად­გენ­და მე. ეს არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბა­ში, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მე ვდა­ობ, მაგ­რამ ეს არ არის სა­ინ­ტე­რე­სო.

კარ­გად მეს­მის, რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს „რუს­თა­ვი2“-ის იმ ფორ­მა­ტით არ­სე­ბო­ბას, რო­გო­რი­თაც არ­სე­ბობ­და დღემ­დე. იმის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა­ში იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­რე­მო და ქვე­ყა­ნა­ში ის­მო­დეს თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვა. მაგ­რამ იმის გამო, რომ ძა­ლი­ან ბევ­რს შე­იძ­ლე­ბა კი­თხვა უჩ­ნდე­ბო­დეს, მე ვა­პი­რებ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი რა­მის გა­კე­თე­ბას. ვა­პი­რებ, რომ ჩემი მო­თხოვ­ნის და რა­ზეც ვდა­ვობ, ჩემი მო­თხოვ­ნის 80% გა­დავ­ცე ათამ­დე და­მო­უ­კი­დე­ბელ მებ­რძოლ ჟურ­ნა­ლისტს სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ და მათ გა­აგ­რძე­ლონ დავა ხალ­ვაშ­თან, ამ შემ­თხვე­ვა­ში ხალ­ვაშ­თან, თო­რემ ივა­ნიშ­ვი­ლი დგას ამ ყვე­ლაფ­რის უკან რე­ა­ლუ­რად, იმის­თვის რომ "რუს­თა­ვი2" არ წა­ი­ღოს ივა­ნიშ­ვილ­მა და სა­ქარ­თვე­ლო არ და­ემ­სგავ­სოს ჩრდი­ლო კო­რე­ას.

ამა­ღამ ჩა­მოვ­დი­ვარ და ხვალ უკვე ვა­პი­რებ ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რას, მო­ნა­ხა­ზი მაქვს, ვის შე­იძ­ლე­ბა ვე­სა­უბ­რო ამ თე­მა­ზე, შევ­თა­ვა­ზებ ჩემს პი­რო­ბებს. მათი მხრი­დან მზა­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათ გა­და­ვუ­ფორ­მებ ამ ყვე­ლა­ფერს - და­ახ­ლო­ე­ბით 80%,-ს“-ამ­ბობს ოქ­რუ­აშ­ვი­ლი „კუ­რი­ერ­თან“ სა­უ­ბარ­ში.

მისი თქმით, ქი­ბარ ხალ­ვაშს აქვს მისი ვალი უკვე დიდი ხა­ნია, დავა მიმ­დი­ნა­რე­ობს ფი­ნან­სურ ნა­წილ­ზე, თუმ­ცა ქი­ბარ ხალ­ვა­ში დო­კუ­მენტს აცხა­დებს ყალ­ბად და არ ცხად­დე­ბა სამ­ხა­რა­ულ­ში, რომ დად­გინ­დეს დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რის ნამ­დვი­ლო­ბა.

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ქი­ბარ ხალ­ვა­ში ვერ შეძ­ლებს ამ დო­კუ­მენ­ტის ყალ­ბად გა­მო­ცხა­დე­ბას. მისი თქმით, ეს დავა აუ­ცი­ლებ­ლად დას­რულ­დე­ბა მის სა­სარ­გებ­ლოდ და იმ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ ვის­თვი­საც აპი­რებს ამ წი­ლის გა­და­ცე­მას. ამ­გვა­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბას კი ხალ­ვა­შის ად­ვო­კა­ტი და "რუს­თა­ვი2"-ის ახა­ლი დი­რექ­ტო­რი გა­მო­რი­ცხავს და მას ყალბს უწო­დებს.

ავტორი:

ირაკლი ოქრუაშვილი - "ვაპირებ "რუსთავი 2"-ის წილის 80% გადავცე ათამდე მებრძოლ ჟურნალისტს და მათ გააგრძელონ დავა ხალვაშთან"

ირაკლი ოქრუაშვილი - "ვაპირებ "რუსთავი 2"-ის წილის 80% გადავცე ათამდე მებრძოლ ჟურნალისტს და მათ გააგრძელონ დავა ხალვაშთან"

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი "რუსთავი 2"-ის დაბრუნებას და ტელეკომპანიის 80%-იანი წილის ჟურნალისტებისთვის გადაფორმებას გეგმავს.

როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი განმარტავს, თავის დროზე სწორედ ის იყო ტელეკომპანიის რეალური მფლობელი, რომელმაც წილი ნომინალურად ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა და რასაც შესაბამისი ხელშეკრულებაც ადასტურებს. ოქრუაშვილის თქმით, დავას ის ტექნიკურად ვერ იწყებდა იქამდე, ვიდრე კომპანია ხალვაშს არ გადაეცემოდა.

"მას არასოდეს ეკუთვნოდა „რუსთავი2“. ის იყო ყოველთვის ნომინალური ფიგურა და წარმოადგენდა სხვას. ამ შემთხვევაში წარმომადგენდა მე. ეს არის დადასტურებული შეთანხმებაში, რომლის მიხედვითაც მე ვდაობ, მაგრამ ეს არ არის საინტერესო.

კარგად მესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს „რუსთავი2“-ის იმ ფორმატით არსებობას, როგორითაც არსებობდა დღემდე. იმის შენარჩუნება, რომ ქვეყანაში იყოს თავისუფალი გარემო და ქვეყანაში ისმოდეს თავისუფალი სიტყვა. მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან ბევრს შეიძლება კითხვა უჩნდებოდეს, მე ვაპირებ ძალიან მარტივი რამის გაკეთებას. ვაპირებ, რომ ჩემი მოთხოვნის და რაზეც ვდავობ, ჩემი მოთხოვნის 80% გადავცე ათამდე დამოუკიდებელ მებრძოლ ჟურნალისტს სრულიად უსასყიდლოდ და მათ გააგრძელონ დავა ხალვაშთან, ამ შემთხვევაში ხალვაშთან, თორემ ივანიშვილი დგას ამ ყველაფრის უკან რეალურად, იმისთვის რომ "რუსთავი2" არ წაიღოს ივანიშვილმა და საქართველო არ დაემსგავსოს ჩრდილო კორეას.

ამაღამ ჩამოვდივარ და ხვალ უკვე ვაპირებ ამ ჟურნალისტებთან შეხვედრას, მონახაზი მაქვს, ვის შეიძლება ვესაუბრო ამ თემაზე, შევთავაზებ ჩემს პირობებს. მათი მხრიდან მზაობის შემთხვევაში, მათ გადავუფორმებ ამ ყველაფერს - დაახლოებით 80%,-ს“-ამბობს ოქრუაშვილი „კურიერთან“ საუბარში.

მისი თქმით, ქიბარ ხალვაშს აქვს მისი ვალი უკვე დიდი ხანია, დავა მიმდინარეობს ფინანსურ ნაწილზე, თუმცა ქიბარ ხალვაში დოკუმენტს აცხადებს ყალბად და არ ცხადდება სამხარაულში, რომ დადგინდეს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობა.

ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ქიბარ ხალვაში ვერ შეძლებს ამ დოკუმენტის ყალბად გამოცხადებას. მისი თქმით, ეს დავა აუცილებლად დასრულდება მის სასარგებლოდ და იმ ჟურნალისტების სასარგებლოდ ვისთვისაც აპირებს ამ წილის გადაცემას. ამგვარი ხელშეკრულების არსებობას კი ხალვაშის ადვოკატი და "რუსთავი2"-ის ახალი დირექტორი გამორიცხავს და მას ყალბს უწოდებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები