სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედის" აღმასრულებელ დირექტორად "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი დაინიშნა
"იმედის" აღმასრულებელ დირექტორად "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი დაინიშნა

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტო­რად ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი ცხვი­ტა­ვა და­ი­ნიშ­ნა. ბო­ლოს ის "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ანა­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მის - "ახა­ლი კვი­რის" სამ­ხედ­რო კო­რეს­პონ­დენ­ტი იყო.

რო­გორც ცხვი­ტა­ვამ AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, მუ­შა­ო­ბა ამ ეტაპ­ზე "იმე­დის" სა­ერ­თო სტრუქ­ტუ­რის შე­სა­ხებ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ყვე­ლა გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას თა­ვის ად­გი­ლას. ვმუ­შა­ობთ სა­ერ­თო სტრუქ­ტუ­რა­ზე. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა არ იგეგ­მე­ბა. სამი დღეა რაც "იმედ­ში" მო­ვე­დი. იქამ­დე, გარ­კვე­უ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გვქონ­და. შე­მო­თა­ვა­ზე­ბა პი­რა­დად გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის­გან მი­ვი­ღე" - გა­ნა­ცხა­და ცხვი­ტა­ვამ.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ შე­იც­ვა­ლა და გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცია ელ­დარ მდი­ნა­რა­ძემ და­ი­კა­ვა, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე-9 არ­ხის ერთ-ერთ ხელ­მძღვა­ნე­ლად მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ კი ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის კუთ­ვნილ ტე­ლე­კომ­პა­ნია “მზე­ში” დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე. ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ცხვი­ტა­ვამ AMBEBI.GE-ს კი­თხვას ასე უპა­სუ­ხა:

"მდი­ნა­რა­ძე და­ი­ნიშ­ნა სამი თვის წინ. ეს ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობ­და "მზე­ში", იყო "მზის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი. ალ­ბათ "მე­ცხრე არხშიც" მუ­შა­ობ­და ადრე. ამ შე­კი­თხვე­ბით მას და­უ­კავ­შირ­დით. მე არა­ნა­ირ კი­თხვას არ გა­ვურ­ბი­ვარ აბ­სო­ლუ­ტუ­რად. მზად ვარ ნე­ბის­მი­ერ კი­თხვას ვუ­პა­სუ­ხო" - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ცხვი­ტა­ვამ.

"იმე­დის" ახ­ლად­და­ნიშ­ნუ­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი სხვა­დას­ხვა დროს მუ­შა­ობ­და ჟურ­ნა­ლის­ტად ტე­ლე­კომ­პა­ნია "სა­ქარ­თვე­ლო­სა" და "პირ­ველ არხში" სამ­ხედ­რო სა­კი­თხე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ბო­ლოს ის "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტი იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"იმედის" აღმასრულებელ დირექტორად "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი დაინიშნა

"იმედის" აღმასრულებელ დირექტორად "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი დაინიშნა

ტელეკომპანია "იმედის" აღმასრულებელ დირექტორად ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა დაინიშნა. ბოლოს ის "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ანალიტიკური გადაცემის - "ახალი კვირის" სამხედრო კორესპონდენტი იყო.

როგორც ცხვიტავამ AMBEBI.GE-ს განუცხადა, მუშაობა ამ ეტაპზე "იმედის" საერთო სტრუქტურის შესახებ მიმდინარეობს.

"ყველა განაგრძობს მუშაობას თავის ადგილას. ვმუშაობთ საერთო სტრუქტურაზე. ტელეკომპანიაში არანაირი მნიშვნელოვანი ცვლილება არ იგეგმება. სამი დღეა რაც "იმედში" მოვედი. იქამდე, გარკვეული მოლაპარაკებები გვქონდა. შემოთავაზება პირადად გენერალური დირექტორისგან მივიღე" - განაცხადა ცხვიტავამ.

ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობა რამდენიმე კვირის წინ შეიცვალა და გენერალური დირექტორის პოზიცია ელდარ მდინარაძემ დაიკავა, რომელიც წლების წინ ბიძინა ივანიშვილის მე-9 არხის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობდა, შემდეგ კი ვანო ჩხარტიშვილის კუთვნილ ტელეკომპანია “მზეში” დირექტორის პოზიციაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით ცხვიტავამ AMBEBI.GE-ს კითხვას ასე უპასუხა:

"მდინარაძე დაინიშნა სამი თვის წინ. ეს ადამიანი მუშაობდა "მზეში", იყო "მზის" გენერალური დირექტორი. ალბათ "მეცხრე არხშიც" მუშაობდა ადრე. ამ შეკითხვებით მას დაუკავშირდით. მე არანაირ კითხვას არ გავურბივარ აბსოლუტურად. მზად ვარ ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო" - განაცხადა გიორგი ცხვიტავამ.

"იმედის" ახლადდანიშნული აღმასრულებელი დირექტორი სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალისტად ტელეკომპანია "საქართველოსა" და "პირველ არხში" სამხედრო საკითხების მიმართულებით. ბოლოს ის "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი იყო.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ