პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ლიეტუვის ქართველი ვარ!" - გაიცანით 23 წლის ბიჭი, რომელიც ვილნიუსიდან თბილისისკენ ფეხით მოემართება
"მე ლიეტუვის ქართველი ვარ!" - გაიცანით 23 წლის ბიჭი, რომელიც ვილნიუსიდან თბილისისკენ ფეხით მოემართება

ლი­ე­ტუ­ვა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი 23 წლის ქარ­თვე­ლი ბიჭი - ნიკო ამირ­გუ­ლაშ­ვი­ლი ვილ­ნი­უ­სი­დან თბი­ლი­სის­კენ ფე­ხით მო­ე­მარ­თე­ბა. 9 ივ­ნისს მან პრო­ექ­ტი Building Bridges: Vilnius-Tbilisi (ავა­შე­ნოთ ხიდი: ვილ­ნი­უ­სი-თბი­ლი­სი) და­ი­წყო და უკვე 1000 კი­ლო­მეტრზე მეტი მან­ძი­ლი გა­ი­ა­რა, რომ მე­ო­რე სამ­შობ­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში ჩა­აღ­წი­ოს.

ნი­კომ უკვე გა­ი­რა პო­ლო­ნე­თი, ამ­ჟა­მად კი და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც ქა­ლა­ქებ­ში - ტერ­ნო­პილ­სა და ლვოვ­ში ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და ჟურ­ნა­ლის­ტებს შეხ­ვდა. მოგ­ზა­უ­რი ყო­ველ­დღი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 35 კი­ლო­მეტრს გა­დის და პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში 2000 კი­ლო­მეტ­რის და­ფარ­ვას აპი­რებს.

მოგ­ზა­უ­რო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ნიკო ამირ­გუ­ლაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში მცხოვ­რებ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა, თამ­თა გუ­გუშ­ვილ­მა ჩა­წე­რა:

- რო­გორ გა­და­წყვი­ტეთ ესე­თი მას­შტა­ბუ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა წა­მო­გე­წყოთ? რით და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი?

- მე ვარ ლი­ე­ტუ­ვის ქარ­თვე­ლი! და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე ვილ­ნი­უს­ში, ჩემი მშობ­ლე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად მეც, სა­ქარ­თვე­ლო­დან ვართ წარ­მო­შო­ბით, კერ­ძოდ კა­ხე­თი­დან. მა­მა­ჩე­მი ლი­ე­ტუ­ვა­ში ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მოს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეა. მე ბავ­შვო­ბი­დან ვხე­დავ, რო­გორ ცდი­ლობს ის ხელი შე­უ­წყოს უფრო მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბას და მე­გობ­რო­ბის გაღ­რმა­ვე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­სა და ლი­ე­ტუ­ვას შო­რის.

როცა გა­ვი­ზარ­დე, მქონ­და არ­ჩე­ვა­ნი - და­მე­ტო­ვე­ბი­ნა ფაქ­ტად, რომ ლი­ე­ტუ­ვის ქარ­თვე­ლი ვარ, ან მექ­ცია ეს კრე­ა­ტი­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის წი­ნა­პი­რო­ბად. რო­გორც ხე­დავთ, ავირ­ჩიე მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი და გა­დავ­წყვი­ტე მე­გობ­რო­ბის ხიდი ავა­შე­ნო ორ ქვე­ყა­ნას შო­რის.

ნიკო მშობ­ლებ­თან და ძმას­თან ერ­თად

- რა­ტომ აირ­ჩი­ეთ მოგ­ზა­უ­რო­ბის ასე­თი რთუ­ლი ფორ­მა?

- ჩემი ჰო­ბია ლაშ­ქრო­ბა. ბევ­რს ვმოგ­ზა­უ­რობ, ვი­ყა­ვი ეს­პა­ნეთ­ში, გა­ვი­ა­რე ლე­გენ­და­რუ­ლი გზა Camino de Santiago. ჩემ­თვის ლაშ­ქრო­ბა არის ცხოვ­რე­ბის მე­ტა­ფო­რა და უზარ­მა­ზა­რი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო! ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემი ჰო­ბის და სურ­ვი­ლის ასე­თი კარ­გი სი­ნერ­გია მოხ­და და შედ­გა ეს პრო­ექ­ტი. მე­გობ­რო­ბის ხი­დის ფე­ხით აშე­ნე­ბის იდეა თე­ბერ­ვლის ბო­ლოს მო­მი­ვი­და. მე­ო­რე დღეს­ვე დავ­რე­კე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში და მო­ვუ­ყე­ვი ჩემი ჩა­ნა­ფიქ­რის შე­სა­ხებ. შე­ვუ­დე­ქით დე­ტა­ლე­ბის გან­ხილ­ვას.

ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ლი­ე­ტუ­ვას შო­რის მე­გობ­რო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის მიზ­ნით გა­დავ­წყვი­ტე. მე ვა­შე­ნებ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის და მე­გობ­რო­ბის ხიდს, რო­მე­ლიც იმე­დია არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის­თვის გახ­დე­ბა შთა­გო­ნე­ბის წყა­რო. მე არ ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ ყვე­ლამ 2 000 კი­ლო­მეტ­რი უნდა გა­ი­ა­როს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვა­კე­თოთ ის, რაც ერთი შე­ხედ­ვით შე­უძ­ლებ­ლად გვეჩ­ვე­ნე­ბა. მე ვუთ­მობ ამ მოგ­ზა­უ­რო­ბას სამ თვეს, ყო­ველ­დღე სა­შუ­ა­ლოდ 35 კი­ლო­მეტრს გავ­დი­ვარ. რო­გო­რი ამინ­დიც არ უნდა იყოს - სი­ცხე იქ­ნე­ბა თუ წვი­მა, გზას მა­ინც ვაგ­რძე­ლებ, რათა სიმ­ბო­ლუ­რი ხიდი ავა­შე­ნო.

- თვე­ზე მე­ტია მოგ­ზა­უ­რობთ და ამ მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ყვე­ლა­ზე მე­ტად შთამ­ბეჭ­და­ვი რა გახ­სენ­დე­ბათ?

- ხალ­ხი! არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა, რო­გორ მხვდე­ბი­ან ყველ­გან, სა­დაც არ უნდა ვიყო - პო­ლო­ნეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში... შევ­დი­ვარ კა­ფე­ში, აინ­ტე­რე­სებთ ვინ ვარ, მე­კი­თხე­ბი­ან ყვე­ლა­ფერს, ყვე­ლა ცდი­ლობს გა­მი­მას­პინ­ძლდეს, გა­მო­მე­ლა­პა­რა­კოს. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში 26 კომ­პა­ნია გახ­და ჩემი პარტნი­ო­რი, ისი­ნი მა­ფი­ნან­სე­ბენ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით, ფი­ნან­სე­ბით. ბევ­რი მაძ­ლევს რჩე­ვებს, რო­გორ გა­ვი­ა­რო ეს გზა ისე, რომ ჩემს ორ­გა­ნიზმს ზი­ა­ნი არ მი­ვა­ყე­ნო. ჩემს გარ­შე­მო უკვე შე­იკ­რა ადა­მი­ა­ნე­ბის წრე, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბი­ან. ჩვენ მივ­დი­ვართ ერთი მიზ­ნის­კენ - თბი­ლი­სის­კენ!

- თქვენ უკვე გა­ი­ა­რეთ 1000 კი­ლო­მეტრზე მეტი. ეს და­გეგ­მი­ლი მარ­შუ­ტის ნა­ხე­ვა­რია და გრა­ფიკს უკვე წინ უს­წრებთ. ფი­ზი­კუ­რად რო­გორ მო­ემ­ზა­დეთ ამ მოგ­ზა­უ­რე­ბის­თვის?

- ფი­ზი­კუ­რად მომ­ზა­დე­ბა და­ვი­წყე მა­შინ, როცა გა­დავ­წყვი­ტე მოგ­ზა­უ­რო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. თვე­ნა­ხე­ვა­რი ინ­ტენ­სი­უ­რად დავ­დი­ო­დი სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში, მყავ­და ტრე­ნე­რი. სპორ­ტით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი და ასე­თი გრძე­ლი მარ­შრუ­ტის გავ­ლა ფე­ხით ბუ­ნებ­რი­ვია, ფი­ზი­კუ­რად რთუ­ლია, მაგ­რამ მო­რა­ლუ­რად ძა­ლი­ან დიდი მხარ­და­ჭე­რა მაქვს ხალ­ხის მხრი­დან, ამი­ტომ ყო­ველ დღე მაქვს შთა­გო­ნე­ბა - გა­ვაგ­რძე­ლო გზა სა­ქარ­თვე­ლოს­კენ!

- ეს არის გზა ოც­ნე­ბის­კენ? თქვე­ნი ოც­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოა?

- რთუ­ლი შე­კი­თხვაა. სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ჩემს გულ­ში. წარ­მო­შო­ბით ვარ ქარ­თვე­ლი, იქ მყავს ნა­თე­სა­ვე­ბი, მე­გობ­რე­ბი... ყო­ველ წელს ჩავ­დი­ვარ, მაგ­რამ ფე­ხით პირ­ვე­ლად მივ­დი­ვარ. სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ჩემს რა­დარ­ში, სა­დაც არ უნდა ვიყო.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში 25 აგ­ვის­ტოს იქ­ნე­ბით. ვი­ცით, რომ თან მი­გაქვთ მხარ­და­ჭე­რის წე­რი­ლე­ბი...

- დიახ, ვილ­ნი­უ­სის მერ­მა მის­წე­რა წე­რი­ლი თბი­ლი­სის მერს, ქა­ლაქ ტრა­კა­ი­დან კი მო­მაქვს წე­რი­ლი მცხე­თა­ში. ლვო­ვის მერ­მა და­უ­წე­რა წე­რი­ლი თბი­ლი­სის მერს. ჩემი მე­გობ­რე­ბი ხში­რად ხუმ­რო­ბით ამ­ბო­ბენ, რომ ეს ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტია არა მხო­ლოდ იმი­ტომ რომ ორი ათა­სი კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი სიმ­ბო­ლუ­რი ხიდი შენ­დე­ბა ფე­ხით, არა­მედ იმი­ტომ რომ, ეს წე­რი­ლე­ბი მო­აქვს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ნელ ფოს­ტა­ლი­ონს.

სპე­ცი­ა­ლუ­რად AMBEBI.GE-სთვის უკ­რა­ი­ნი­დან, თამ­თა გუ­გუშ­ვი­ლი

ავტორი:

"მე ლიეტუვის ქართველი ვარ!" - გაიცანით 23 წლის ბიჭი, რომელიც ვილნიუსიდან თბილისისკენ ფეხით მოემართება

"მე ლიეტუვის ქართველი ვარ!" - გაიცანით 23 წლის ბიჭი, რომელიც ვილნიუსიდან თბილისისკენ ფეხით მოემართება

ლიეტუვაში დაბადებული 23 წლის ქართველი ბიჭი - ნიკო ამირგულაშვილი ვილნიუსიდან თბილისისკენ ფეხით მოემართება. 9 ივნისს მან პროექტი Building Bridges: Vilnius-Tbilisi (ავაშენოთ ხიდი: ვილნიუსი-თბილისი) დაიწყო და უკვე 1000 კილომეტრზე მეტი მანძილი გაიარა, რომ მეორე სამშობლოს დედაქალაქში ჩააღწიოს.

ნიკომ უკვე გაირა პოლონეთი, ამჟამად კი დასავლეთ უკრაინაში იმყოფება, სადაც ქალაქებში - ტერნოპილსა და ლვოვში ქალაქის ხელმძღვანელობას და ჟურნალისტებს შეხვდა. მოგზაური ყოველდღიურად საშუალოდ 35 კილომეტრს გადის და პროექტის ფარგლებში 2000 კილომეტრის დაფარვას აპირებს.

მოგზაურობის შთაბეჭდილებების შესახებ ნიკო ამირგულაშვილმა AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც უკრაინაში მცხოვრებმა ჟურნალისტმა, თამთა გუგუშვილმა ჩაწერა:

- როგორ გადაწყვიტეთ ესეთი მასშტაბური მოგზაურობა წამოგეწყოთ? რით დაიწყო ყველაფერი?

- მე ვარ ლიეტუვის ქართველი! დავიბადე და გავიზარდე ვილნიუსში, ჩემი მშობლები და შესაბამისად მეც, საქართველოდან ვართ წარმოშობით, კერძოდ კახეთიდან. მამაჩემი ლიეტუვაში ქართული სათვისტომოს ორგანიზაციის თავმჯდომარეა. მე ბავშვობიდან ვხედავ, როგორ ცდილობს ის ხელი შეუწყოს უფრო მჭიდრო კომუნიკაციის დამყარებას და მეგობრობის გაღრმავებას საქართველოსა და ლიეტუვას შორის.

როცა გავიზარდე, მქონდა არჩევანი - დამეტოვებინა ფაქტად, რომ ლიეტუვის ქართველი ვარ, ან მექცია ეს კრეატიული პროექტების განხორციელების წინაპირობად. როგორც ხედავთ, ავირჩიე მეორე ვარიანტი და გადავწყვიტე მეგობრობის ხიდი ავაშენო ორ ქვეყანას შორის.

ნიკო მშობლებთან და ძმასთან ერთად

- რატომ აირჩიეთ მოგზაურობის ასეთი რთული ფორმა?

- ჩემი ჰობია ლაშქრობა. ბევრს ვმოგზაურობ, ვიყავი ესპანეთში, გავიარე ლეგენდარული გზა Camino de Santiago. ჩემთვის ლაშქრობა არის ცხოვრების მეტაფორა და უზარმაზარი შთაგონების წყარო! ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ჰობის და სურვილის ასეთი კარგი სინერგია მოხდა და შედგა ეს პროექტი. მეგობრობის ხიდის ფეხით აშენების იდეა თებერვლის ბოლოს მომივიდა. მეორე დღესვე დავრეკე საქართველოს საელჩოში და მოვუყევი ჩემი ჩანაფიქრის შესახებ. შევუდექით დეტალების განხილვას.

ამ პროექტის განხორციელება საქართველოსა და ლიეტუვას შორის მეგობრობის გაღრმავების მიზნით გადავწყვიტე. მე ვაშენებ კომუნიკაციის და მეგობრობის ხიდს, რომელიც იმედია არაერთი ადამიანისთვის გახდება შთაგონების წყარო. მე არ ვგულისხმობ იმას, რომ ყველამ 2 000 კილომეტრი უნდა გაიაროს. მნიშვნელოვანია, ვაკეთოთ ის, რაც ერთი შეხედვით შეუძლებლად გვეჩვენება. მე ვუთმობ ამ მოგზაურობას სამ თვეს, ყოველდღე საშუალოდ 35 კილომეტრს გავდივარ. როგორი ამინდიც არ უნდა იყოს - სიცხე იქნება თუ წვიმა, გზას მაინც ვაგრძელებ, რათა სიმბოლური ხიდი ავაშენო.

- თვეზე მეტია მოგზაურობთ და ამ მოგზაურობისას ყველაზე მეტად შთამბეჭდავი რა გახსენდებათ?

- ხალხი! არასოდეს დამავიწყდება, როგორ მხვდებიან ყველგან, სადაც არ უნდა ვიყო - პოლონეთში, უკრაინაში... შევდივარ კაფეში, აინტერესებთ ვინ ვარ, მეკითხებიან ყველაფერს, ყველა ცდილობს გამიმასპინძლდეს, გამომელაპარაკოს. ამ პროექტის ფარგლებში 26 კომპანია გახდა ჩემი პარტნიორი, ისინი მაფინანსებენ აღჭურვილობით, ფინანსებით. ბევრი მაძლევს რჩევებს, როგორ გავიარო ეს გზა ისე, რომ ჩემს ორგანიზმს ზიანი არ მივაყენო. ჩემს გარშემო უკვე შეიკრა ადამიანების წრე, რომლებიც ძალიან მეხმარებიან. ჩვენ მივდივართ ერთი მიზნისკენ - თბილისისკენ!

- თქვენ უკვე გაიარეთ 1000 კილომეტრზე მეტი. ეს დაგეგმილი მარშუტის ნახევარია და გრაფიკს უკვე წინ უსწრებთ. ფიზიკურად როგორ მოემზადეთ ამ მოგზაურებისთვის?

- ფიზიკურად მომზადება დავიწყე მაშინ, როცა გადავწყვიტე მოგზაურობის განხორციელება. თვენახევარი ინტენსიურად დავდიოდი სპორტულ დარბაზში, მყავდა ტრენერი. სპორტით პროფესიონალურ დონეზე არასოდეს ვყოფილვარ დაკავებული და ასეთი გრძელი მარშრუტის გავლა ფეხით ბუნებრივია, ფიზიკურად რთულია, მაგრამ მორალურად ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს ხალხის მხრიდან, ამიტომ ყოველ დღე მაქვს შთაგონება - გავაგრძელო გზა საქართველოსკენ!

- ეს არის გზა ოცნებისკენ? თქვენი ოცნება საქართველოა?

- რთული შეკითხვაა. საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს გულში. წარმოშობით ვარ ქართველი, იქ მყავს ნათესავები, მეგობრები... ყოველ წელს ჩავდივარ, მაგრამ ფეხით პირველად მივდივარ. საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს რადარში, სადაც არ უნდა ვიყო.

- საქართველოში 25 აგვისტოს იქნებით. ვიცით, რომ თან მიგაქვთ მხარდაჭერის წერილები...

- დიახ, ვილნიუსის მერმა მისწერა წერილი თბილისის მერს, ქალაქ ტრაკაიდან კი მომაქვს წერილი მცხეთაში. ლვოვის მერმა დაუწერა წერილი თბილისის მერს. ჩემი მეგობრები ხშირად ხუმრობით ამბობენ, რომ ეს ისტორიული მომენტია არა მხოლოდ იმიტომ რომ ორი ათასი კილომეტრიანი სიმბოლური ხიდი შენდება ფეხით, არამედ იმიტომ რომ, ეს წერილები მოაქვს მსოფლიოში ყველაზე ნელ ფოსტალიონს.

სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის უკრაინიდან, თამთა გუგუშვილი

რატომ შეიყვანეს საპატრიარქოში სამხედრო მანქანები - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტებას აკეთებს

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ საგაზაფხულო შეთავაზება მაისშიც გაგრძელდება

როგორ ავიღოთ სწრაფი სესხი 24/7-ზე სფეისში?