უკვე სამი თვე გავიდა, რაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა და უძველესი ისტორიული ნაგებობა მთლიანად განადგურებას გადაურჩა. Time წერს, რომ დღემდე არის საშიშროება, ჭერის თაღები ჩამოინგრეს და ტაძრის სტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდეს.
მთავარი არქიტექტორი გამოცემასთან საუბრისას ამბობს, რომ რისკი მცირეა, თუმცა საფრთხის ბოლომდე შესწავლა წლის ბოლომდე შეუძლებელი იქნება.
სპეციალისტები ნოტრ-დამის აღსადგენად აქტიურად მუშაობენ, ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 5 წელიწადში უნდა დასრულდეს.
ნახეთ, Time-ის ფოტოები, როგორ გამოიყურება ტაძარი ხანძრიდან სამი თვის შემდეგ.