სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიცვალებული მინით დახურულ აკლდამაში იწვა... დედა 6 თვეში ერთხელ ხელახლა უკეთებდა ბალზამირებას" - საოცარი ისტორიები კუკიის სასაფლაოდან
"მიცვალებული მინით დახურულ აკლდამაში იწვა... დედა 6 თვეში ერთხელ ხელახლა უკეთებდა ბალზამირებას" - საოცარი ისტორიები კუკიის სასაფლაოდან

სტუ­დენ­ტი გუ­რან­და ბე­ნი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს კუ­კი­ის სა­საფ­ლა­ო­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი უძ­ვე­ლე­სი საფ­ლა­ვე­ბის ფო­ტო­ებს, რო­მელ­თაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია აქვთ.

მათ შო­რის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლია შიშ­ვე­ლი მა­მა­კა­ცის ქან­და­კე­ბა, რო­მე­ლიც ჩა­კე­ტილ კარ­ზე აკა­კუ­ნებს:

"კა­კუ­ნი სა­მო­თხის კარ­ზე... ევ­რო­პის ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში ეს ძეგლი იქ­ნე­ბო­და მუ­ზე­უმ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი თქვენც ხე­დავთ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. მე­საფ­ლა­ვემ მი­თხრა, ხში­რად ვა­სუფ­თა­ვებთ, სა­ნა­ხა­ვად ბევ­რჯერ მო­დი­ან, მაგ­რამ მის და­კონ­სერ­ვე­ბას ან მუ­ზე­უმ­ში გა­და­ტა­ნას არა­ვინ ფიქ­რობ­სო... საკ­მა­ოდ ძვე­ლი საფ­ლა­ვია, არც სა­ხე­ლი არ არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი და არც არა­ვინ აკი­თხავს პატ­რო­ნი. გა­სა­ო­ცა­რი ოს­ტა­ტო­ბი­თაა შექ­მნი­ლი, კუნ­თე­ბიც კი გა­მოკ­ვე­თი­ლია..." - წერს ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა.

ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია კი­დევ ერთი საფ­ლა­ვის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც სა­საფ­ლა­ოს შე­სას­ვლე­ლი­დან არც ისე შორს მდე­ბა­რე­ობს. რო­გორც გუ­რან­და ბე­ნი­ძე ყვე­ბა, ეს არის აკ­ლდა­მა, სა­დაც ახალ­გაზ­რდა კაცი და მისი დედა გა­ნის­ვე­ნე­ბენ...

რო­დე­საც 1943 წელს სა­მა­მუ­ლო ომში და­ვით ვა­შა­კი­ძე და­ი­ღუ­პა და დე­დის­თვის შვი­ლის და­ღუპ­ვის ცნო­ბა მი­უ­ტა­ნი­ათ, მას სახ­ლი გა­უ­ყი­დია, შვი­ლის ცხე­და­რი ჩა­მო­უს­ვე­ნე­ბია, კუ­კი­ა­ზე­ და­უკ­რძა­ლავს და თვი­თო­ნაც იქ და­უ­დია ბინა... კე­დელ­ზე დაჭ­რი­ლი, მწო­ლი­ა­რე ჯა­რის­კა­ცია გა­მო­სა­ხუ­ლი, რო­მელ­საც ჭრი­ლო­ბი­დან სის­ხლი სდის. დე­დას საფ­ლავ­ზე სი­ნათ­ლეც გა­უყ­ვა­ნია...

მიც­ვა­ლე­ბუ­ლი მი­ნით და­ხუ­რულ აკ­ლდა­მა­ში იწვა, სა­დაც კი­ბეც ჩა­დი­ო­და. ყო­ველ ექვს თვე­ში ერთხელ დე­დას ექი­მი მიჰ­ყავ­და და ცხე­დარს ხე­ლახ­ლა უკე­თებ­და ბალ­ზა­მი­რე­ბას... იქვე კი ტახ­ტი იდგა, სა­დაც დედა იძი­ნებ­და. ასე გრძელ­დე­ბო­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. რო­დე­საც ქალი გარ­და­იც­ვა­ლა, შვი­ლის გულ­ზე და­მარ­ხეს და საფ­ლა­ვი მი­წით ამო­ავ­სეს. გარ­დაც­ვლილ ქალ­ბა­ტონს ჭი­რი­სუ­ფა­ლი არ ჰყო­ლია. ის სა­საფ­ლა­ოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ა­პა­ტი­ოს­ნეს და მი­წას მი­ა­ბა­რეს...

კუ­კი­ის სა­საფ­ლა­ოს უზარ­მა­ზა­რი ტე­რი­ტო­რია უჭი­რავს და თუ იმა­საც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ის ყვე­ლა­ზე ძვე­ლი სა­საფ­ლა­ოა (ოთხ სა­უ­კუ­ნეს ით­ვლის), წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი და ტკი­ვი­ლია აქ და­მარ­ხუ­ლი. პეტ­რე (ბი­ჭი­კო) მი­ნა­სი­ა­ნი სა­საფ­ლა­ო­ზე 20 წელ­ზე მეტ­ხანს მუ­შა­ობ­და, ის კუ­კი­ის სა­საფ­ლა­ოს მიმ­დე­ბა­რედ ცხოვ­რობს და შე­სა­ბა­მი­სად, უამ­რა­ვი საფ­ლა­ვის ის­ტო­რია იცის... აი, რას ყვე­ბო­და "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში მე­საფ­ლა­ვე:

"უამ­რა­ვი ქან­და­კე­ბა გაქ­რა. ზოგი მო­ი­პა­რეს, ზოგ­მაც დროს ვერ გა­უძ­ლო, მაგ­რამ უძ­ვე­ლე­სი, თეთრ მარ­მა­რი­ლო­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი ქან­და­კე­ბე­ბი კი­დევ არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი. თეთ­რი მარ­მა­რი­ლო სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მო­ი­პო­ვე­ბა და ქან­და­კე­ბებს იტა­ლი­ა­სა და საფ­რან­გეთ­ში უკ­ვეთ­დნენ იქა­ურ ოს­ტა­ტებს. აქ სტა­ლი­ნის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე, ეკატ­ერი­ნეა დაკ­რძა­ლუ­ლი. ასე­ვე, იტა­ლი­ე­ლი ფონ­ტა­ნა როსი, რო­მელ­მაც ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი­ აა­შე­ნა, კი­დევ - ადოლფ რო­ლო­ფი, ის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის დი­რექ­ტო­რი გახ­ლდათ.

სა­ინ­ტე­რე­სო საფ­ლა­ვი აქვს ნორ­ვე­გი­ელ დაგ­ნი პში­ბი­შევ­სკას, რო­მე­ლიც ედ­ვარდ მუნ­კის მუზა იყო... ბევ­რი გვთხოვს, წი­ნაპ­რის და­კარ­გუ­ლი საფ­ლა­ვი­ ვა­პოვ­ნი­ნოთ. მა­გა­ლი­თად, თბი­ლი­სის ყო­ფილ მერს, ნიკო ლე­კიშ­ვილს ბე­ბია-ბა­ბუ­ის საფ­ლა­ვი ვა­პოვ­ნი­ნეთ. აქ 1773 წელს რუ­სეთ-ოს­მა­ლე­თი­სა და 1877 წელს რუ­სეთ-თურ­ქე­თის ომში და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის საფ­ლა­ვე­ბიც არის.

- ამ­ბო­ბენ, ფი­როს­მა­ნის საფ­ლა­ვიც აქ არის...

- ამ­ბო­ბენ, რომ აქ არის დაკ­რძა­ლუ­ლი, მაგ­რამ არა მგო­ნია, მისი პოვ­ნა ოდეს­მე ვინ­მემ შეძ­ლოს. ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ "მი­ხე­ი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­დან" გა­მო­ას­ვე­ნეს­ და უახ­ლო­ეს სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს. უახ­ლო­ე­სი ან კუ­კია გახ­ლავთ, ან - პეტ­რე-პავ­ლეს სა­საფ­ლაო, თუმ­ცა, კუ­კია უფრო ახ­ლო­საა.

უთ­ვის­ტო­მო­ებს სა­საფ­ლა­ოს ღო­ბის­ ძი­რას ასაფ­ლა­ვებ­დნენ და არც წარ­წე­რას უკე­თებ­დნენ. სა­დაც მა­შინ­დე­ლი სა­საფ­ლა­ოს ღობე იყო, ახლა იქ მო­სახ­ლე­ო­ბა ცხოვ­რობს. ალ­ბათ, რო­მე­ლი­ღაც სახ­ლის ქვეშ არის მო­ყო­ლი­ლი წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

ფოტო: გუ­რან­და ბე­ნი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"მიცვალებული მინით დახურულ აკლდამაში იწვა... დედა 6 თვეში ერთხელ ხელახლა უკეთებდა ბალზამირებას" - საოცარი ისტორიები კუკიის სასაფლაოდან

"მიცვალებული მინით დახურულ აკლდამაში იწვა... დედა 6 თვეში ერთხელ ხელახლა უკეთებდა ბალზამირებას" - საოცარი ისტორიები კუკიის სასაფლაოდან

სტუდენტი გურანდა ბენიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს კუკიის სასაფლაოზე გადაღებული უძველესი საფლავების ფოტოებს, რომელთაც განსაკუთრებული ისტორია აქვთ.

მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია შიშველი მამაკაცის ქანდაკება, რომელიც ჩაკეტილ კარზე აკაკუნებს:

"კაკუნი სამოთხის კარზე... ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ეს ძეგლი იქნებოდა მუზეუმში, საქართველოში კი თქვენც ხედავთ რა მდგომარეობაშია. მესაფლავემ მითხრა, ხშირად ვასუფთავებთ, სანახავად ბევრჯერ მოდიან, მაგრამ მის დაკონსერვებას ან მუზეუმში გადატანას არავინ ფიქრობსო... საკმაოდ ძველი საფლავია, არც სახელი არ არის შემორჩენილი და არც არავინ აკითხავს პატრონი. გასაოცარი ოსტატობითაა შექმნილი, კუნთებიც კი გამოკვეთილია..." - წერს ახალგაზრდა გოგონა.

ასევე განსაკუთრებულია კიდევ ერთი საფლავის ისტორია, რომელიც სასაფლაოს შესასვლელიდან არც ისე შორს მდებარეობს. როგორც გურანდა ბენიძე ყვება, ეს არის აკლდამა, სადაც ახალგაზრდა კაცი და მისი დედა განისვენებენ...

როდესაც 1943 წელს სამამულო ომში დავით ვაშაკიძე დაიღუპა და დედისთვის შვილის დაღუპვის ცნობა მიუტანიათ, მას სახლი გაუყიდია, შვილის ცხედარი ჩამოუსვენებია, კუკიაზე დაუკრძალავს და თვითონაც იქ დაუდია ბინა... კედელზე დაჭრილი, მწოლიარე ჯარისკაცია გამოსახული, რომელსაც ჭრილობიდან სისხლი სდის. დედას საფლავზე სინათლეც გაუყვანია...

მიცვალებული მინით დახურულ აკლდამაში იწვა, სადაც კიბეც ჩადიოდა. ყოველ ექვს თვეში ერთხელ დედას ექიმი მიჰყავდა და ცხედარს ხელახლა უკეთებდა ბალზამირებას... იქვე კი ტახტი იდგა, სადაც დედა იძინებდა. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში. როდესაც ქალი გარდაიცვალა, შვილის გულზე დამარხეს და საფლავი მიწით ამოავსეს. გარდაცვლილ ქალბატონს ჭირისუფალი არ ჰყოლია. ის სასაფლაოს თანამშრომლებმა გააპატიოსნეს და მიწას მიაბარეს...

კუკიის სასაფლაოს უზარმაზარი ტერიტორია უჭირავს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ის ყველაზე ძველი სასაფლაოა (ოთხ საუკუნეს ითვლის), წარმოიდგინეთ, რამდენი სიყვარული და ტკივილია აქ დამარხული. პეტრე (ბიჭიკო) მინასიანი სასაფლაოზე 20 წელზე მეტხანს მუშაობდა, ის კუკიის სასაფლაოს მიმდებარედ ცხოვრობს და შესაბამისად, უამრავი საფლავის ისტორია იცის... აი, რას ყვებოდა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში მესაფლავე:

"უამრავი ქანდაკება გაქრა. ზოგი მოიპარეს, ზოგმაც დროს ვერ გაუძლო, მაგრამ უძველესი, თეთრ მარმარილოში გამოკვეთილი ქანდაკებები კიდევ არის შემორჩენილი. თეთრი მარმარილო საქართველოში არ მოიპოვება და ქანდაკებებს იტალიასა და საფრანგეთში უკვეთდნენ იქაურ ოსტატებს. აქ სტალინის პირველი მეუღლე, ეკატერინეა დაკრძალული. ასევე, იტალიელი ფონტანა როსი, რომელმაც ფუნიკულიორი ააშენა, კიდევ - ადოლფ როლოფი, ის ბოტანიკური ბაღის დირექტორი გახლდათ.

საინტერესო საფლავი აქვს ნორვეგიელ დაგნი პშიბიშევსკას, რომელიც ედვარდ მუნკის მუზა იყო... ბევრი გვთხოვს, წინაპრის დაკარგული საფლავი ვაპოვნინოთ. მაგალითად, თბილისის ყოფილ მერს, ნიკო ლეკიშვილს ბებია-ბაბუის საფლავი ვაპოვნინეთ. აქ 1773 წელს რუსეთ-ოსმალეთისა და 1877 წელს რუსეთ-თურქეთის ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავებიც არის.

- ამბობენ, ფიროსმანის საფლავიც აქ არის...

- ამბობენ, რომ აქ არის დაკრძალული, მაგრამ არა მგონია, მისი პოვნა ოდესმე ვინმემ შეძლოს. ოფიციალურ დოკუმენტში მითითებულია, რომ "მიხეილის საავადმყოფოდან" გამოასვენეს და უახლოეს სასაფლაოზე დაკრძალეს. უახლოესი ან კუკია გახლავთ, ან - პეტრე-პავლეს სასაფლაო, თუმცა, კუკია უფრო ახლოსაა.

უთვისტომოებს სასაფლაოს ღობის ძირას ასაფლავებდნენ და არც წარწერას უკეთებდნენ. სადაც მაშინდელი სასაფლაოს ღობე იყო, ახლა იქ მოსახლეობა ცხოვრობს. ალბათ, რომელიღაც სახლის ქვეშ არის მოყოლილი წაიკითხეთ ვრცლად

ფოტო: გურანდა ბენიძე

"საქართველოს მოქალქეებს აღარ დაჭირდებათ არალეგალური გზების ძიება ისრაელში სამუშაოდ ჩამოსასვლელად" - რა სიახლეზე წერს ელჩი ლაშა ჟვანია

ვინ იყვნენ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენ კომისიაში იმ დროს, რა პერიოდითაც პროკურატურა დაინტერესდა?

covid-19-ის მქონე რომელ პაციენტს მიენიჭება 10 დღის შემდეგ გამოჯანმრთელებულის სტატუსი - რა აჩვენა კვლევამ და რას ითვალისწინებს ახალი პროტოკოლი