პოლიტიკა
მეცნიერება
მსოფლიო

14

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 22:28-ზე, მთვარე კუროშია – კარგია მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა; ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის კარგი დრო ოჯახის შესაქმნელად. კარგია განქორწინება, უსიამოვნო პროცედურა სწრაფი და უმტკივნეულო იქნება. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. იმუნური სისტემა დასუსტებულია. გაუფრთხილდით ხერხემალს. მოერიდეთ ქირურგიული ჩარევას. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად კამპანიას იწყებს
“ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად კამპანიას იწყებს

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო­სა და „ვი­სოლ ჯგუფს“ შო­რის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და. მე­მო­რან­დუ­მის თა­ნახ­მად, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რიზ­მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, უნი­კა­ლუ­რი ბუ­ნე­ბის გაც­ნო­ბი­სა და უსაფრ­თხო ტუ­რიზ­მის ხელ­შე­სა­წყო­ბად, გრძელ­ვა­დი­ან სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას იწყე­ბენ.

მე­მო­რან­დუმს ხელი და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რე ვა­ლე­რი­ან მჭედ­ლი­ძემ, „ვი­სო­ლის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ვა­სილ ხო­რა­ვამ და „ვენ­დი­სა“ და „დან­კი­ნის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი მშვილ­და­ძემ მო­ა­წე­რეს.

„“ვი­სოლ ჯგუ­ფი­სათ­ვის“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რიზ­მის ხელ­შე­წყო­ბა შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის პო­ლი­ტი­კის ძი­რი­თა­დი საზ­რუ­ნა­ვია. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტით გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან ერ­თად გვსურს, ხელი შე­ვუ­წყოთ რო­გორც შიდა ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას, ისე უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვას, სა­ქარ­თვე­ლოს უნი­კა­ლუ­რი ტუ­რის­ტუ­ლი რე­სურ­სე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის აქ­ტი­უ­რი გავ­რცე­ლე­ბი­თა და მოგ­ზა­უ­რო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კამ­პა­ნი­ით.

პა­რა­ლე­ლუ­რად, „ვი­სოლ ჯგუ­ფი“ ცდი­ლობს წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის მხრივ და ჩქა­როს­ნუ­ლი ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის გო­რი­სა და არ­გვე­თას მო­ნაკ­ვეთ­ზე „დას­ვე­ნე­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრე­ბის“ შექ­მნით, სა­დაც ყვე­ლა სა­ჭი­რო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა ერთ სივ­რცე­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, მოგ­ზა­უ­რო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით გა­ცი­ლე­ბით უფრო კომ­ფორ­ტულს და სა­სი­ა­მოვ­ნოს ხდის. დღე­ი­სათ­ვის ტუ­რიზ­მის ხელ­შემ­წყო­ბი მსგავ­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის შექ­მნა სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვე­ლო­ვა­ნია, შე­სა­ბა­მი­სად, გვე­ა­მა­ყე­ბა, რომ „ვი­სოლ ჯგუფს“ თა­ვი­სი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის მდგრად გან­ვი­თა­რე­ბა­ში,“ - გა­ნა­ცხა­და ვა­სილ ხო­რა­ვამ.

ვა­ლე­რი­ან მჭედ­ლი­ძის თქმით, სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბებ­თან ერ­თად, აქ­ცენ­ტე­ბი გა­კეთ­დე­ბა და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

„მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში ბევ­რი აქ­ტი­ვო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რაც ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეკო­ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით. ეს კამ­პა­ნია იქ­ნე­ბა იმოგ­ზა­უ­რე "ვი­სოლ ჯგუფ­თან" ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, რაც მოგ­ვეხ­მა­რე­ბა ქვეყ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და ეკო­ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით.“ - გა­ნა­ცხა­და ვა­ლე­რი­ან მჭედ­ლი­ძემ.

„ვენ­დი­სა“ და „დან­კი­ნის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის გი­ორ­გი მშვილ­და­ძის შე­ფა­სე­ბი­თაც, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი ქვეყ­ნის ტუ­რიზ­მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მხრივ მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, მომ­ზად­დე­ბა ვი­დეო-ბლო­გე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს უნი­კა­ლუ­რი ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ. ბლო­გის წამ­ყვა­ნე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნო­ბენ რო­გორც პო­პუ­ლა­რულ მარ­შრუ­ტებს, ასე­ვე სამ­თხო-სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლი­კებს და და­ეხ­მა­რე­ბი­ან, აღ­მო­ა­ჩი­ნონ ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი. ამას­თან, მა­ყუ­რებ­ლებს ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ი­ღონ ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ.

სა­თავ­გა­და­სავ­ლო ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის ჯონი კა­პა­ნა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ვი­დეო-ბლო­გე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ ტუ­რის­ტებს მარ­შუ­ტებ­თან, სერ­ვი­სებ­თან და სხვა მსგავს სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი აღარ გა­უჩ­ნდე­ბათ. მი­სი­ვე თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ხაზი სე­ზო­ნუ­რო­ბას გა­ეს­ვას.

„ყვე­ლა და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის შე­სა­ხებ მი­ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას პო­ტენ­ცი­ურ მოგ­ზა­ურ­სა თუ დამ­სვე­ნე­ბელს, რათა მან მარ­ტი­ვად შეძ­ლოს ყვე­ლა იმ სა­სურ­ვე­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შუ­ტის მო­ძი­ე­ბა და სერ­ვი­სის შე­სა­ხებ ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა. მას აღარ უნდა დარ­ჩეს შე­კი­თხვა, რო­დე­საც გა­და­წყვეტს ამა თუ იმ და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წას­ვლას, რა უნდა წა­ი­ღოს, რა ტა­რი­ფე­ბია, რო­გო­რი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შუ­ტე­ბია, და­მა­ტე­ბით რა სერ­ვისს სთა­ვა­ზობს და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რია და ა.შ.“ - აღ­ნიშ­ნა ჯონი კა­პა­ნა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი 87 სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ის და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ას მო­ი­ცავს, რაც ჯა­მუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს 9,2%-ს ფარ­თობს შე­ად­გენს. და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი აერ­თი­ა­ნებს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით უნი­კა­ლუ­რი ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მორ­ჩე­ულ ბუ­ნებ­რივ მემ­კვიდ­რე­ო­ბას. მათ შო­რი­საა: პრო­მე­თეს მღვი­მე, მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნი, ოკა­ცეს კა­ნი­ო­ნი, ყაზ­ბე­გის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი, მტი­რა­ლას ეროვ­ნუ­ლი პარ­კი, კოლ­ხე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი, ბორ­ჯომ-ხა­რა­გა­უ­ლის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი, ვაშ­ლო­ვა­ნის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი, ლა­გო­დე­ხის და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი.

ავ­ტო­რი: ნა­თია ჩა­დუ­ნე­ლი

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საკითხს
ავტორი:

“ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად კამპანიას იწყებს

“ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ტურიზმის ხელშესაწყობად დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად კამპანიას იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და „ვისოლ ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ორგანიზაციები საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, უნიკალური ბუნების გაცნობისა და უსაფრთხო ტურიზმის ხელშესაწყობად, გრძელვადიან საინფორმაციო კამპანიას იწყებენ.

მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ, „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ და „ვენდისა“ და „დანკინის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მშვილდაძემ მოაწერეს.

„“ვისოლ ჯგუფისათვის“ საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობა შექმნილი ვითარების ფონზე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ძირითადი საზრუნავია. აღნიშნული პროექტით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად გვსურს, ხელი შევუწყოთ როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას, ისე უცხოელი ტურისტების მოზიდვას, საქართველოს უნიკალური ტურისტული რესურსების შესახებ ინფორმაციის აქტიური გავრცელებითა და მოგზაურობის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიით.

პარალელურად, „ვისოლ ჯგუფი“ ცდილობს წვლილი შეიტანოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორისა და არგვეთას მონაკვეთზე „დასვენებისა და მომსახურების ცენტრების“ შექმნით, სადაც ყველა საჭირო მომსახურების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი, მოგზაურობას საქართველოში და საქართველოს გავლით გაცილებით უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის. დღეისათვის ტურიზმის ხელშემწყობი მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა სტრატეგიულად მნიშველოვანია, შესაბამისად, გვეამაყება, რომ „ვისოლ ჯგუფს“ თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებაში,“ - განაცხადა ვასილ ხორავამ.

ვალერიან მჭედლიძის თქმით, სხვა მიმართულებებთან ერთად, აქცენტები გაკეთდება დაცულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების წესების დაცვის მიმართულებით.

„მემორანდუმის ფარგლებში ბევრი აქტივობა განხორციელდება, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკოტურიზმის განვითარების კუთხით. ეს კამპანია იქნება იმოგზაურე "ვისოლ ჯგუფთან" ერთად საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, რაც მოგვეხმარება ქვეყნის პოპულარიზაციისა და ეკოტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.“ - განაცხადა ვალერიან მჭედლიძემ.

„ვენდისა“ და „დანკინის“ გენერალური დირექტორის გიორგი მშვილდაძის შეფასებითაც, აღნიშნული პროექტი ქვეყნის ტურიზმის პოპულარიზაციის მხრივ მეტად მნიშვნელოვანია.

პროექტის ფარგლებში, მომზადდება ვიდეო-ბლოგები საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიების შესახებ. ბლოგის წამყვანები საზოგადოებას გააცნობენ როგორც პოპულარულ მარშრუტებს, ასევე სამთხო-საფეხმავლო ბილიკებს და დაეხმარებიან, აღმოაჩინონ ახალი მიმართულებები. ამასთან, მაყურებლებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მოგზაურობასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების შესახებ.

სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელის ჯონი კაპანაძის განმარტებით, ვიდეო-ბლოგების ნახვის შემდეგ ტურისტებს მარშუტებთან, სერვისებთან და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით კითხვები აღარ გაუჩნდებათ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხაზი სეზონურობას გაესვას.

„ყველა დაცული ტერიტორიის შესახებ მივაწვდით ინფორმაციას პოტენციურ მოგზაურსა თუ დამსვენებელს, რათა მან მარტივად შეძლოს ყველა იმ სასურველი ტურისტული მარშუტის მოძიება და სერვისის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება. მას აღარ უნდა დარჩეს შეკითხვა, როდესაც გადაწყვეტს ამა თუ იმ დაცულ ტერიტორიაზე წასვლას, რა უნდა წაიღოს, რა ტარიფებია, როგორი ტურისტული მარშუტებია, დამატებით რა სერვისს სთავაზობს დაცული ტერიტორია და ა.შ.“ - აღნიშნა ჯონი კაპანაძემ.

საქართველოს დაცული ტერიტორიები 87 სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას მოიცავს, რაც ჯამურად საქართველოს 9,2%-ს ფართობს შეადგენს. დაცული ტერიტორიები აერთიანებს ქვეყნის მასშტაბით უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ბუნებრივ მემკვიდრეობას. მათ შორისაა: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, მტირალას ეროვნული პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები.

ავტორი: ნათია ჩადუნელი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი