პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხენისთვის თოკის მოხსნა დავაპირე და სახეში წიხლი გამომიქანა..." - უსინათლო კაცის მძიმე ცხოვრება და 41 წლის ასაკში ნასწავლი ხელობა
"ცხენისთვის თოკის მოხსნა დავაპირე და სახეში წიხლი გამომიქანა..." - უსინათლო კაცის მძიმე ცხოვრება და 41 წლის ასაკში ნასწავლი ხელობა

უყუ­რებ ამ ადა­მი­ანს და კი­დევ ერთხელ რწმუნ­დე­ბი - შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ არ­სე­ბობს! იმე­და ბალ­ხა­მიშ­ვი­ლი ლა­მის მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა შშმ პი­რია - უსი­ნათ­ლოა, მხედ­ვე­ლო­ბა 18 წლი­სამ, ტრავ­მის შე­დე­გად და­კარ­გა. ახლა 41 წლი­საა და ამ­ბობს, რომ მთე­ლი ეს წლე­ბი მძი­მე ყო­ფა­ში გა­ა­ტა­რა, ახლა იმე­დი ჩა­ე­სა­ხა და ახა­ლი ხე­ლო­ბის შეს­წავ­ლა შეძ­ლო.

თა­ვი­სი მძი­მე წარ­სუ­ლი­სა და ახა­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ იმე­და ბალ­ხა­მიშ­ვილ­მა AMBEBI.GE-ს უამ­ბო:

"18 წლამ­დე 100%-იანი მხედ­ვე­ლო­ბა მქონ­და, კას­პში "პა­სი­ოლ­კის" და­სახ­ლე­ბას ეძა­ხი­ან და იქ მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი, ცხვრე­ბი გვყავ­და. ერთხე­ლაც, ბავ­შვე­ბი ცხე­ნით ჯი­რი­თობ­დნენ, მერე გა­უშ­ვი­ათ, თოკ­მობ­მუ­ლი თი­ვებ­ში შე­სუ­ლა. თო­კის მოხ­სნა და­ვა­პი­რე და ცხენ­მა წიხ­ლი გა­მო­მი­ქა­ნა. სა­ხე­ში მომ­ხვდა - თვა­ლი, ცხვი­რი და წარ­ბი გა­მი­ტე­ხა, მხედ­ვე­ლო­ბა მხო­ლოდ ცალ თვალ­ში მქონ­და...

ორ­თა­ჭა­ლა­ში კლი­ნი­კა­ში რომ წა­მიყ­ვა­ნეს, ექი­მის არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მმა უა­რე­სად და­მაბრმა­ვა... გა­მი­კე­რა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი თვა­ლი, არა­და, უნდა ამო­ე­ღო. ამის გამო ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი წა­ვი­და და და­ჩირ­ქე­ბა მე­ო­რე თვალ­ზეც გა­და­ვი­და. ეს ჩირ­ქი ახ­ლაც არის და მე­უბ­ნე­ბი­ან, შან­სი იმის, რომ და­ი­ნა­ხო, მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში გაქვს, როცა ეს ჩირ­ქი თა­ვი­სით გა­მო­ი­დევ­ნე­ბაო. ოპე­რა­ცია არ შე­იძ­ლე­ბა, მოკ­ლედ, თუ თა­ვი­სით გა­იწ­მინ­და, მა­შინ და­ვი­ნა­ხავ...

- რო­გორ ცხოვ­რობ­დით მას შემ­დეგ, რაც ეს მძი­მე ამ­ბა­ვი შე­გემ­თხვათ?

- წა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში, იმ იმე­დით, რომ შშმ პირს დახ­მა­რე­ბას აქ უფრო აღ­მო­მი­ჩენ­დნენ, მაგ­რამ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა მა­ინც ვერ ამ­ცდა... ბოლო დროს თით­ქოს ამო­ვი­სუნ­თქე, თუმ­ცა ეს მთავ­რო­ბა რომ მო­ვი­და, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა მო­მიხ­სნეს და ერთი წელი მში­ე­რი დამ­ტო­ვეს. მერე ვი­ჩივ­ლე, დახ­მა­რე­ბა სა­სა­მარ­თლოს ძა­ლით და­ვიბ­რუ­ნე.

ჩემ­მა მე­ზო­ბელ­მა, რო­მე­ლიც ხე­ლო­ბას სწავ­ლობ­და, მი­თხრა: რას ზი­ხარ სახ­ლში, ადე­ქი, ხე­ლო­ბა მა­ინც ის­წავ­ლეო და აფ­რი­კის და­სახ­ლე­ბა­ში, კო­ლე­ჯში "სპექტრი" გა­მო­მიშ­ვა. მე და ჩემი ცოლი მი­ვე­დით. ვი­ფიქ­რე, ჯერ ფი­ლე­ბის და­გე­ბას ვის­წავ­ლი, მერე სხვა რა­მეს-მეთ­ქი, თა­ნაც კას­პში ჩემი მშობ­ლე­ბის სახ­ლი მაქვს, რო­მე­ლიც გა­სა­კე­თე­ბე­ლია და ასე ნელ-ნელა შე­იძ­ლე­ბა ვუშ­ვე­ლო-მეთ­ქი... მოკ­ლედ, ხე­ლო­ბა ვის­წავ­ლე. რო­გორც მას­წავ­ლებ­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, უკვე ხე­ლო­სა­ნი ხარ და არა­ფე­რი გჭირ­დე­ბა ია­რა­ღე­ბის გარ­დაო.

სწავ­ლა შარ­შან ოქ­ტომ­ბერ­ში და­ვი­წყე, ჯერ თე­ო­რია გა­ვი­ა­რე. რამ­დენ კვად­რატ­ზე რამ­დე­ნი ფილა, მეტ­ლა­ხია სა­ჭი­რო, რო­გორ გან­ვა­ზა­ვოთ ცე­მენ­ტი და ქვი­შა, წე­ბო­ცე­მენ­ტის­გან რო­გო­რი მასა უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ მუ­შა­ო­ბა შევ­ძლოთ და ა.შ.

მერე ვის­წავ­ლე რო­გორ უნდა მი­ვუდ­გე ადა­მი­ანს, მას­თან საქ­მი­ა­ნი კო­მუ­ნი­კა­ცია რომ შევ­ძლო, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა გა­ვი­ა­რეთ... გა­სულ მა­ისს უკვე პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ვი­წყეთ. სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში სას­წავ­ლო კურსს სა­ერ­თოდ ვამ­თავ­რებ და იმა­საც მე­უბ­ნე­ბი­ან - დიპ­ლო­მის კან­დი­და­ტი ხარო. რა ვიცი, თუ იქ­ნე­ბა, კარ­გია, თუმ­ცა მე იქ დიპ­ლო­მის­თვის არ მივ­სულ­ვარ.

- დამ­ხმა­რე არა­ვინ გყავთ?

- არა­ვინ. მშობ­ლე­ბი, დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი არ მყავს. კას­პში რო­გორც გი­თხა­რით, მაქვს დედ-მა­მის და­ტო­ვე­ბუ­ლი ძვე­ლი სახ­ლკა­რი. მყავს მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც ასე­ვე შშმ პი­რია და 15 წლის გო­გო­ნა. მე­უღ­ლეც უსი­ნათ­ლოა, ცალი თვა­ლი არ აქვს. სკო­ლა-ინ­ტერ­ნატ­ში ბავ­შვი ლურ­სმნი­ა­ნი ფიც­რით თა­მა­შობ­და, მო­უქ­ნე­ვია და თვალ­ში მოხ­ვდა... მუ­შა­ობ­და, 100 ლარი ჰქონ­და ხელ­ფა­სი და სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­უშ­ვეს. თუ გინ­და, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა გინ­და, სამ­სა­ხუ­რი არ უნდა გქონ­დე­სო... ახლა იმის მე­ში­ნია, ხე­ლო­ბა რომ ვის­წავ­ლე, სად­მე საქ­მე რომ ავი­ღო და ვი­მუ­შაო, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა ისევ არ მო­მიხ­სნან.

კომ­პი­უ­ტე­რი მინ­დო­და, ჩემი შვი­ლის­თვის და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მივ­მარ­თე, ასე­ვე მე­რი­ას, უარი მი­ვი­ღე... გა­ნათ­ლე­ბას ხომ გა­ფი­ნან­სებთ, ხე­ლო­ბა გას­წავ­ლეთ, რაღა გინ­დაო? ამი­ტომ მინ­და, ისე­თი მთავ­რო­ბა გვყავ­დეს, რომ ჩემ­ნა­ირ ხალ­ხს მეტი დახ­მა­რე­ბა და თა­ნად­გო­მა აღ­მო­უ­ჩი­ნოს. მინ­და, პარ­ლა­მენ­ტში ბევ­რი პარ­ტია არ­სე­ბობ­დეს პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გზით მი­სუ­ლი, რომ ვე­რა­ნა­ირ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ ვერ შეძ­ლოს ადა­მი­ა­ნე­ბის ჩაგ­ვრა.

- ახლა ამ ხე­ლო­ბით და­ი­წყებთ მუ­შა­ო­ბას?

- დიდ ობი­ექ­ტებ­ზე ჩქა­რა ითხო­ვენ და­გე­ბას, მე ჩქა­რა ვერ ვა­გებ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ვერ ვხე­დავ და ამ დროს უფ­რო­სი თავ­ზე მად­გას და მაჩ­ქა­რებს. მე ნელა და ხა­რის­ხი­ა­ნად ვმუ­შა­ობ. ფი­ლე­ბი, კა­ფე­ლი შე­მიძ­ლია და­ვა­გო, ოღონდ, არ უნდა ამაჩ­ქა­რონ. თუ კლი­ენ­ტი ჩემ­ნა­ი­რი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მას ფულს ხე­ლო­ბა­ში არც გა­მო­ვარ­თმევ. მა­მა­ჩე­მიც ხე­ლო­სა­ნი იყო, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს და მე­ზობ­ლებს თან­ხას არ არ­თმევ­და - უფა­სოდ უკე­თებ­და. თუმ­ცა, ხომ გი­თხა­რით, იმი­სიც მე­ში­ნია, ამ საქ­მის გამო სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა არ დავ­კარ­გო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ცხენისთვის თოკის მოხსნა დავაპირე და სახეში წიხლი გამომიქანა..." - უსინათლო კაცის მძიმე ცხოვრება და 41 წლის ასაკში ნასწავლი ხელობა

"ცხენისთვის თოკის მოხსნა დავაპირე და სახეში წიხლი გამომიქანა..." - უსინათლო კაცის მძიმე ცხოვრება და 41 წლის ასაკში ნასწავლი ხელობა

უყურებ ამ ადამიანს და კიდევ ერთხელ რწმუნდები - შეუძლებელი არაფერია, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს! იმედა ბალხამიშვილი ლამის მთელი ცხოვრებაა შშმ პირია - უსინათლოა, მხედველობა 18 წლისამ, ტრავმის შედეგად დაკარგა. ახლა 41 წლისაა და ამბობს, რომ მთელი ეს წლები მძიმე ყოფაში გაატარა, ახლა იმედი ჩაესახა და ახალი ხელობის შესწავლა შეძლო.

თავისი მძიმე წარსულისა და ახალი ცხოვრების შესახებ იმედა ბალხამიშვილმა AMBEBI.GE-ს უამბო:

"18 წლამდე 100%-იანი მხედველობა მქონდა, კასპში "პასიოლკის" დასახლებას ეძახიან და იქ მეურნეობაში ვმუშაობდი, ცხვრები გვყავდა. ერთხელაც, ბავშვები ცხენით ჯირითობდნენ, მერე გაუშვიათ, თოკმობმული თივებში შესულა. თოკის მოხსნა დავაპირე და ცხენმა წიხლი გამომიქანა. სახეში მომხვდა - თვალი, ცხვირი და წარბი გამიტეხა, მხედველობა მხოლოდ ცალ თვალში მქონდა...

ორთაჭალაში კლინიკაში რომ წამიყვანეს, ექიმის არაპროფესიონალიზმმა უარესად დამაბრმავა... გამიკერა დაზიანებული თვალი, არადა, უნდა ამოეღო. ამის გამო ანთებითი პროცესი წავიდა და დაჩირქება მეორე თვალზეც გადავიდა. ეს ჩირქი ახლაც არის და მეუბნებიან, შანსი იმის, რომ დაინახო, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაქვს, როცა ეს ჩირქი თავისით გამოიდევნებაო. ოპერაცია არ შეიძლება, მოკლედ, თუ თავისით გაიწმინდა, მაშინ დავინახავ...

- როგორ ცხოვრობდით მას შემდეგ, რაც ეს მძიმე ამბავი შეგემთხვათ?

- წამოვედი თბილისში, იმ იმედით, რომ შშმ პირს დახმარებას აქ უფრო აღმომიჩენდნენ, მაგრამ გაჭირვებული ცხოვრება მაინც ვერ ამცდა... ბოლო დროს თითქოს ამოვისუნთქე, თუმცა ეს მთავრობა რომ მოვიდა, სოციალური დახმარება მომიხსნეს და ერთი წელი მშიერი დამტოვეს. მერე ვიჩივლე, დახმარება სასამართლოს ძალით დავიბრუნე.

ჩემმა მეზობელმა, რომელიც ხელობას სწავლობდა, მითხრა: რას ზიხარ სახლში, ადექი, ხელობა მაინც ისწავლეო და აფრიკის დასახლებაში, კოლეჯში "სპექტრი" გამომიშვა. მე და ჩემი ცოლი მივედით. ვიფიქრე, ჯერ ფილების დაგებას ვისწავლი, მერე სხვა რამეს-მეთქი, თანაც კასპში ჩემი მშობლების სახლი მაქვს, რომელიც გასაკეთებელია და ასე ნელ-ნელა შეიძლება ვუშველო-მეთქი... მოკლედ, ხელობა ვისწავლე. როგორც მასწავლებლები მეუბნებიან, უკვე ხელოსანი ხარ და არაფერი გჭირდება იარაღების გარდაო.

სწავლა შარშან ოქტომბერში დავიწყე, ჯერ თეორია გავიარე. რამდენ კვადრატზე რამდენი ფილა, მეტლახია საჭირო, როგორ განვაზავოთ ცემენტი და ქვიშა, წებოცემენტისგან როგორი მასა უნდა გავაკეთოთ, რომ მუშაობა შევძლოთ და ა.შ.

მერე ვისწავლე როგორ უნდა მივუდგე ადამიანს, მასთან საქმიანი კომუნიკაცია რომ შევძლო, სამოქალაქო განათლება გავიარეთ... გასულ მაისს უკვე პრაქტიკული სამუშაოები დავიწყეთ. სექტემბერ-ოქტომბერში სასწავლო კურსს საერთოდ ვამთავრებ და იმასაც მეუბნებიან - დიპლომის კანდიდატი ხარო. რა ვიცი, თუ იქნება, კარგია, თუმცა მე იქ დიპლომისთვის არ მივსულვარ.

- დამხმარე არავინ გყავთ?

- არავინ. მშობლები, დედმამიშვილები არ მყავს. კასპში როგორც გითხარით, მაქვს დედ-მამის დატოვებული ძველი სახლკარი. მყავს მეუღლე, რომელიც ასევე შშმ პირია და 15 წლის გოგონა. მეუღლეც უსინათლოა, ცალი თვალი არ აქვს. სკოლა-ინტერნატში ბავშვი ლურსმნიანი ფიცრით თამაშობდა, მოუქნევია და თვალში მოხვდა... მუშაობდა, 100 ლარი ჰქონდა ხელფასი და სამსახურიდან გამოუშვეს. თუ გინდა, სოციალური დახმარება გინდა, სამსახური არ უნდა გქონდესო... ახლა იმის მეშინია, ხელობა რომ ვისწავლე, სადმე საქმე რომ ავიღო და ვიმუშაო, სოციალური დახმარება ისევ არ მომიხსნან.

კომპიუტერი მინდოდა, ჩემი შვილისთვის და განათლების სამინისტროს მივმართე, ასევე მერიას, უარი მივიღე... განათლებას ხომ გაფინანსებთ, ხელობა გასწავლეთ, რაღა გინდაო? ამიტომ მინდა, ისეთი მთავრობა გვყავდეს, რომ ჩემნაირ ხალხს მეტი დახმარება და თანადგომა აღმოუჩინოს. მინდა, პარლამენტში ბევრი პარტია არსებობდეს პროპორციული არჩევნების გზით მისული, რომ ვერანაირმა უმრავლესობამ ვერ შეძლოს ადამიანების ჩაგვრა.

- ახლა ამ ხელობით დაიწყებთ მუშაობას?

- დიდ ობიექტებზე ჩქარა ითხოვენ დაგებას, მე ჩქარა ვერ ვაგებ. წარმოიდგინეთ, ვარ ადამიანი, რომელიც ვერ ვხედავ და ამ დროს უფროსი თავზე მადგას და მაჩქარებს. მე ნელა და ხარისხიანად ვმუშაობ. ფილები, კაფელი შემიძლია დავაგო, ოღონდ, არ უნდა ამაჩქარონ. თუ კლიენტი ჩემნაირი გაჭირვებული იქნება, მას ფულს ხელობაში არც გამოვართმევ. მამაჩემიც ხელოსანი იყო, გაჭირვებულებს და მეზობლებს თანხას არ ართმევდა - უფასოდ უკეთებდა. თუმცა, ხომ გითხარით, იმისიც მეშინია, ამ საქმის გამო სოციალური დახმარება არ დავკარგო...

პარლამენტთან მოქალაქეები სანთლებით და ყვავილებით მიდიან - როგორია ვითარება ამ დროისთვის ადგილზე

აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცველებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება იყო

"გაილახნენ ჟურნალისტები... თავად იქცეოდნენ გამომწვევად, ეს ცემას არ ამართლებს, მაგრამ პასუხისმგებელია როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე" - მეუფე დავითი 5 ივლისის მოვლენებზე