საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გავლენას ახდენს ყავა კბილებზე და როგორ დავიცვათ თავი ყავის ნადებისგან
რა გავლენას ახდენს ყავა კბილებზე და როგორ დავიცვათ თავი ყავის ნადებისგან

თქვე­ნი დღე ჭიქა ბედ­ნი­ე­რე­ბით იწყე­ბა? თუ კი, მა­შინ გა­მო­ნაკ­ლი­სი არ ხართ, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი დი­ლას სწო­რედ ჭიქა ყა­ვით იწყებს. თუმ­ცა თუ გი­ფიქ­რი­ათ დი­ლის ეს რუ­ტი­ნა რა გავ­ლენს ახ­დენს თქვენს კბი­ლებ­ზე?

არ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ გე­ტყვით, რომ ყავა თქვენს ტან­საც­მელს ალა­ქა­ვებს. ჰოდა მა­შინ არც ის უნდა იყოს გა­საკ­ვი­რი, რომ ყავა თქვენს კბი­ლებ­ზეც ტო­ვებს ლა­ქებ­სა და ნა­დებს. ეს ჯა­დოს­ნუ­რი სი­თხე შე­ი­ცავს ინ­გრე­დი­ენტს სა­ხე­ლად ტა­ნი­ნი. სწო­რედ ტა­ნი­ნი რჩე­ბა კბილ­ზე და აჩენს ნა­დებს. მას შე­ი­ცავს ჩაი და ღვი­ნოც, ამი­ტომ ამ სამ სას­მელ­თან ბრძო­ლა თით­ქმის ანა­ლო­გი­უ­რად ხდე­ბა.

ტა­ნი­ნი ქმნის ფე­რად ნა­ერ­თებს, რო­მე­ლიც კბილ­ზე ეწე­ბე­ბა. მათი მო­შო­რე­ბა გა­ხეხ­ვის შე­დე­გად კი ხდე­ბა, თუმ­ცა კბილ­ზე ყვი­თელ ლა­ქას მა­ინც ტო­ვე­ბენ. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი ჭიქა ყა­ვის ან ჩაის მი­ღე­ბაც საკ­მა­რი­სია, რომ კბი­ლებ­ზე ნა­დე­ბი გაჩ­ნდეს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ყა­ვის და ჩაის ნა­დე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბა ყა­ვა­ზე უა­რის თქმის გა­რე­შე?

ყა­ვი­სა და ჩაის ნა­დებ­თან ბრძო­ლა

არ შე­გე­შინ­დეთ, თუ ყა­ვის მოყ­ვა­რუ­ლი ხართ. სტო­მა­ტო­ლო­გებს კბი­ლე­ბი­დან ნა­დე­ბის მო­ცი­ლე­ბა შე­უძ­ლი­ათ. თუმ­ცა ეს პრო­ცე­დუ­რა მგრძნო­ბე­ლო­ბას ზრდის და კბი­ლე­ბის სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი წმენ­და მხო­ლოდ წე­ლი­წად­ში ერთხელ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი.

კბი­ლე­ბის გაწ­მენ­და სახ­ლშიც შე­გიძ­ლი­ათ, ამი­სათ­ვის კბი­ლე­ბი სა­ცხო­ბი სო­დით თვე­ში ერთხელ უნდა გა­მო­ი­ხე­ხოთ.

ჩა­მოთ­ვლი­ლი პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბას შეძ­ლებთ ასე­ვე, თუ სპე­ცი­ა­ლურ კბი­ლის პას­ტას გა­მო­ი­ყე­ნებთ.WHITE GLO-ს კბი­ლის პას­ტა სპე­ცი­ა­ლუ­რად ყა­ვი­სა და ჩაის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის იდე­ა­ლუ­რად წმენ­დს ტა­ნი­ნე­ბის­გან დარ­ჩე­ნილ სიყ­ვით­ლეს. მისი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ფორ­მუ­ლა მიკ­რო მა­თეთ­რე­ბე­ლი ნა­წი­ლა­კე­ბით ებ­რძვის დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ყა­ვი­სა და ჩაის მოხ­მა­რე­ბის­გან გა­ჩე­ნილ სიყ­ვით­ლეს. ექ­სკლუ­ზი­უ­რი დამ­ცა­ვი ფორ­მუ­ლა კი იცავს კბი­ლებს სიყ­ვით­ლის ხე­ლა­ხა­ლი წარ­მო­შო­ბის­გან და უზ­რუნ­ველ­ყოფს ბუ­ნებ­რი­ვი სი­თეთ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს კბი­ლის ჯაგ­რის­საც, WHITE GLO-ს კბი­ლის პას­ტა სპე­ცი­ა­ლუ­რად ყა­ვი­სა და ჩაის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი კბი­ლის ჯაგ­რი­სიც მოყ­ვე­ბა. კბი­ლე­ბის გა­ხეხ­ვა კი დღე­ში ორ­ჯერ, მი­ნი­მუმ 2 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა მოხ­დეს.

ყა­ვის კი­დევ ერთი მავ­ნებ­ლო­ბა

რო­გორც სხვა ნე­ბის­მი­ერ სას­მელს, გარ­და წყლი­სა, ყა­ვას შე­უძ­ლია პი­რის ღრუ­ში ბაქ­ტე­რი­ე­ბი გა­ა­ჩი­ნოს. ბაქ­ტე­რი­ე­ბი კი კბი­ლი­სა და ემა­ლის ერო­ზი­ას იწ­ვე­ვენ. სა­ბო­ლო­ოდ კბი­ლე­ბი თხე­ლი და მგრძნო­ბი­ა­რე ხდე­ბა. ყა­ვას ასე­ვე შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს უსი­ა­მოვ­ნო სუ­ნიც, რად­გან ის ეკ­რო­ბა ენა­საც. სწო­რედ ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­მო­ი­ყე­ნოთ სპე­ცი­ა­ლუ­რი, ყა­ვის ნა­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კბი­ლის პას­ტა და რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­იწ­მინ­დოთ ენაც.

ყა­ვი­სა და ჩაის ნა­დე­ბის­გან თა­ვის დაც­ვა

ეცა­დეთ, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 2 ჭი­ქა­ზე მეტი ყავა და მუქი ჩაი არ მი­ირ­თვათ. ის შე­გიძ­ლი­ათ მწვა­ნე ჩაით ჩა­ა­ნაც­ვლოთ. სა­სურ­ვე­ლია, თუ ყა­ვას ნა­ღე­ბი­სა და შაქ­რის გა­რე­შე მი­ირ­თმევთ, რად­გან ეს ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი ბაქ­ტე­რი­ე­ბის გამ­რავ­ლე­ბას უწყობს ხელს. ყავა სწრა­ფად და­ლი­ეთ და ამ პრო­ცესს სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნუ გა­წე­ლავთ. ასე ბაქ­ტე­რი­ებს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცემთ. ყა­ვის და­ლე­ვის შემ­დეგ კი აუ­ცი­ლებ­ლად და­ლი­ეთ ჭიქა წყა­ლი. ცივი ყავა საწ­რუ­პით და­ლი­ეთ. ასე უფრო ნაკ­ლე­ბი შე­ხე­ბა ექ­ნე­ბა კბი­ლებ­თან. კბი­ლე­ბი ყა­ვის და­ლე­ვი­დან 30 წუ­თის შემ­დეგ გა­ი­ხე­ხეთ. არ და­გა­ვი­წყდეთ ყავა მჟა­ვაა, ნე­ბის­მი­ე­რი მჟა­ვის მი­ღე­ბის შემ­დეგ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ კბი­ლე­ბის გა­ხეხ­ვა კი ემა­ლის და­სუს­ტე­ბას იწ­ვევს.

სხვა საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც ნა­დებს იწ­ვევს

ყა­ვი­სა და ჩაის გარ­და, კბი­ლებ­ზე ნა­დებს კი­დევ არა­ერ­თი სას­მე­ლი და საკ­ვე­ბი იწ­ვევს. მათი ნა­წი­ლი კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

· წი­თე­ლი ღვი­ნო

· კენკრა

· პო­მი­დო­რი და პო­მიდვ­რის სო­უ­სი

· გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლი

· კან­ფე­ტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

რა გავლენას ახდენს ყავა კბილებზე და როგორ დავიცვათ თავი ყავის ნადებისგან

რა გავლენას ახდენს ყავა კბილებზე და როგორ დავიცვათ თავი ყავის ნადებისგან

თქვენი დღე ჭიქა ბედნიერებით იწყება? თუ კი, მაშინ გამონაკლისი არ ხართ, რადგან ადამიანების დიდი ნაწილი დილას სწორედ ჭიქა ყავით იწყებს. თუმცა თუ გიფიქრიათ დილის ეს რუტინა რა გავლენს ახდენს თქვენს კბილებზე?

არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ყავა თქვენს ტანსაცმელს ალაქავებს. ჰოდა მაშინ არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ყავა თქვენს კბილებზეც ტოვებს ლაქებსა და ნადებს. ეს ჯადოსნური სითხე შეიცავს ინგრედიენტს სახელად ტანინი. სწორედ ტანინი რჩება კბილზე და აჩენს ნადებს. მას შეიცავს ჩაი და ღვინოც, ამიტომ ამ სამ სასმელთან ბრძოლა თითქმის ანალოგიურად ხდება.

ტანინი ქმნის ფერად ნაერთებს, რომელიც კბილზე ეწებება. მათი მოშორება გახეხვის შედეგად კი ხდება, თუმცა კბილზე ყვითელ ლაქას მაინც ტოვებენ. დღის განმავლობაში ერთი ჭიქა ყავის ან ჩაის მიღებაც საკმარისია, რომ კბილებზე ნადები გაჩნდეს.

საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა ყავის და ჩაის ნადებისგან თავის არიდება ყავაზე უარის თქმის გარეშე?

ყავისა და ჩაის ნადებთან ბრძოლა

არ შეგეშინდეთ, თუ ყავის მოყვარული ხართ. სტომატოლოგებს კბილებიდან ნადების მოცილება შეუძლიათ. თუმცა ეს პროცედურა მგრძნობელობას ზრდის და კბილების სტომატოლოგიური წმენდა მხოლოდ წელიწადში ერთხელ არის რეკომენდებული.

კბილების გაწმენდა სახლშიც შეგიძლიათ, ამისათვის კბილები საცხობი სოდით თვეში ერთხელ უნდა გამოიხეხოთ.

ჩამოთვლილი პრობლემების თავიდან არიდებას შეძლებთ ასევე, თუ სპეციალურ კბილის პასტას გამოიყენებთ.WHITE GLO-ს კბილის პასტა სპეციალურად ყავისა და ჩაის მოყვარულებისთვის იდეალურად წმენდს ტანინებისგან დარჩენილ სიყვითლეს. მისი რევოლუციური ფორმულა მიკრო მათეთრებელი ნაწილაკებით ებრძვის დროთა განმავლობაში ყავისა და ჩაის მოხმარებისგან გაჩენილ სიყვითლეს. ექსკლუზიური დამცავი ფორმულა კი იცავს კბილებს სიყვითლის ხელახალი წარმოშობისგან და უზრუნველყოფს ბუნებრივი სითეთრის შენარჩუნებას. დიდი მნიშვნელობა აქვს კბილის ჯაგრისსაც, WHITE GLO-ს კბილის პასტა სპეციალურად ყავისა და ჩაის მოყვარულებისთვის სპეციალური კბილის ჯაგრისიც მოყვება. კბილების გახეხვა კი დღეში ორჯერ, მინიმუმ 2 წუთის განმავლობაში უნდა მოხდეს.

ყავის კიდევ ერთი მავნებლობა

როგორც სხვა ნებისმიერ სასმელს, გარდა წყლისა, ყავას შეუძლია პირის ღრუში ბაქტერიები გააჩინოს. ბაქტერიები კი კბილისა და ემალის ეროზიას იწვევენ. საბოლოოდ კბილები თხელი და მგრძნობიარე ხდება. ყავას ასევე შეუძლია გამოიწვიოს უსიამოვნო სუნიც, რადგან ის ეკრობა ენასაც. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ სპეციალური, ყავის ნადების საწინააღმდეგო კბილის პასტა და რეგულარულად გაიწმინდოთ ენაც.

ყავისა და ჩაის ნადებისგან თავის დაცვა

ეცადეთ, დღის განმავლობაში 2 ჭიქაზე მეტი ყავა და მუქი ჩაი არ მიირთვათ. ის შეგიძლიათ მწვანე ჩაით ჩაანაცვლოთ. სასურველია, თუ ყავას ნაღებისა და შაქრის გარეშე მიირთმევთ, რადგან ეს ინგრედიენტები ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს. ყავა სწრაფად დალიეთ და ამ პროცესს საათების განმავლობაში ნუ გაწელავთ. ასე ბაქტერიებს მთელი დღის განმავლობაში მუშაობის საშუალებას არ მისცემთ. ყავის დალევის შემდეგ კი აუცილებლად დალიეთ ჭიქა წყალი. ცივი ყავა საწრუპით დალიეთ. ასე უფრო ნაკლები შეხება ექნება კბილებთან. კბილები ყავის დალევიდან 30 წუთის შემდეგ გაიხეხეთ. არ დაგავიწყდეთ ყავა მჟავაა, ნებისმიერი მჟავის მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ კბილების გახეხვა კი ემალის დასუსტებას იწვევს.

სხვა საკვები, რომელიც ნადებს იწვევს

ყავისა და ჩაის გარდა, კბილებზე ნადებს კიდევ არაერთი სასმელი და საკვები იწვევს. მათი ნაწილი კი ასე გამოიყურება:

· წითელი ღვინო

· კენკრა

· პომიდორი და პომიდვრის სოუსი

· გაზიანი სასმელი

· კანფეტი

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი