მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელონ მასკი მუშაობს ჩიპის შექმნაზე, რომელიც მობილურ ტელეფონს ტვინს დაუკავშირებს
ელონ მასკი მუშაობს ჩიპის შექმნაზე, რომელიც მობილურ ტელეფონს ტვინს დაუკავშირებს

Space X-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორს, ელონ მასკს, ადა­მი­ა­ნის ტვინ­ში Bluetooth-ის სა­ფუძ­ველ­ზე მო­მუ­შა­ვე იმპლან­ტის ჩა­ა­მონ­ტა­ჟე­ბა სურს. მისი მტკი­ცე­ბით, მო­წყო­ბი­ლო­ბა ტე­ლე­პა­ტი­ურ უნა­რებს გა­ნა­ვი­თა­რებს და და­ზი­ა­ნე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ტო­რულ ფუნ­ქცი­ას აღად­გენს.

მას­კის თქმით, მის მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში მცი­რე ზო­მის ჩიპი იქ­ნე­ბა ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც 1000 სა­დე­ნით იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის სის­ქე ადა­მი­ა­ნის თმის ღე­რის სის­ქის 1/10 იქ­ნე­ბა.

ჩიპი აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა USB-C პორ­ტით, იმა­ვე ადაპ­ტე­რით, რო­მე­ლიც Apple-ის Macbook-ებ­შია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და Bluebooth-ის მეშ­ვე­ო­ბით მცი­რე ზო­მის კომ­პი­უ­ტერს და­უ­კავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­მა ყუ­რის ირ­გვლივ უნდა ატა­როს, ასე­ვე სმარ­ტფონ­საც.

VIDEO : ელონ მას­კი ქმნის ჩიპს, რო­მე­ლიც სმარ­ტფონს ტვინს და­უ­კავ­ში­რებს - გა­ი­გეთ მეტი მი­ლი­არ­დე­რის გი­ჟუ­რი იდე­ის შე­სა­ხებ

„თუ გვინ­და, რომ ტვინს რა­ი­მე და­უ­კავ­ში­როთ მა­შინ ლო­გი­კუ­რი სურ­ვი­ლი გვექ­ნე­ბა, რომ ის დიდი ზო­მის არ იყოს“- გან­მარ­ტა მასკმა.

Neuralink-მა, სტარ­ტაპ­მა, რო­მე­ლიც და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია ელონ მას­კის მიერ, გან­მარ­ტა, რომ მო­წყო­ბი­ლო­ბა იმ ადა­მი­ა­ნებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ, ვი­საც მეხ­სი­ე­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა სურთ, ან მათ, ვი­საც ინ­სულ­ტი აქვთ გა­და­ტა­ნი­ლი, ასე­ვე კი­ბოს პა­ცი­ენ­ტებ­მა, პა­რა­ლი­ზე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა.

ჩიპი iPhone-ის აპ­ლი­კა­ცი­ას­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც თა­ვად მომ­ხმა­რე­ბე­ლი გა­ა­კონ­ტრო­ლებს.

მო­წყო­ბი­ლო­ბას ადა­მი­ა­ნის ტვინ­ში სტარ­ტა­პის მიერ აწყო­ბი­ლი რო­ბო­ტი ჩა­ა­მონ­ტა­ჟებს. ის თა­ვის ქა­ლა­ში 2 მი­ლი­მეტ­რის სის­ქის ხვრელს გა­ა­კე­თებს, რომლშიც ჩიპი მო­თავ­სდე­ბა.

თა­ვად ჩი­პის ზე­და­პირ­ზე არა­ნა­ი­რი სა­დე­ნი არ არის, ამი­ტომ იმის საფრ­თხე, რომ ადა­მი­ა­ნის თავ­ზე რა­ი­მე სა­ხის სა­დე­ნე­ბი ჩა­მო­ე­კი­დე­ბა არ არ­სე­ბობს.

ცდე­ბი 2020 წლის ბო­ლომ­დე და­ი­წყე­ბა. მას­კის თქმით, უკა­ნას­კნე­ლი პრო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას ადა­მი­ან­ზე და­დე­ბი­თი ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის მიზ­ნით. "ტეს­ლას" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა სტარ­ტაპ­ში 100 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

კრი­ტი­კო­სე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან, რომ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ტექ­ნო­ლო­გი­ურ გი­გან­ტებს იმ­დე­ნად ენ­დო­ბი­ან, რომ მო­ნა­ცე­მე­ბი პირ­და­პირ ტვი­ნი­დან გას­ცენ. მათი თქმით, მა­შინ რო­დე­საც მო­წყო­ბი­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა და­ეხ­მა­როს სხვა­დას­ხვა ტი­პის გო­ნებ­რი­ვი და­ზი­ა­ნე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს, ტვი­ნი­დან გა­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ადა­მი­ა­ნებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის, მათი მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის დიდ ცდუ­ნებ­სა და რისკსაც ქმნის. ადა­მი­ა­ნე­ბი პერ­სო­ნა­ლუ­რად უნდა გა­ნა­გებ­დნენ მათ­ზე არ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუმ­ცა ეს, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, დღე­საც კი არ ხდე­ბა, ამის თქმის სა­ფუძ­ველს კი, სულ მცი­რე, უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში Facebook-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სკან­და­ლე­ბი გვაძ­ლევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

ელონ მასკი მუშაობს ჩიპის შექმნაზე, რომელიც მობილურ ტელეფონს ტვინს დაუკავშირებს

ელონ მასკი მუშაობს ჩიპის შექმნაზე, რომელიც მობილურ ტელეფონს ტვინს დაუკავშირებს

Space X-ის აღმასრულებელ დირექტორს, ელონ მასკს, ადამიანის ტვინში Bluetooth-ის საფუძველზე მომუშავე იმპლანტის ჩაამონტაჟება სურს. მისი მტკიცებით, მოწყობილობა ტელეპატიურ უნარებს განავითარებს და დაზიანებების მქონე ადამიანებში მოტორულ ფუნქციას აღადგენს.

მასკის თქმით, მის მოწყობილობაში მცირე ზომის ჩიპი იქნება ჩამონტაჟებული, რომელიც 1000 სადენით იქნება დაკავშირებული. თითოეული მათგანის სისქე ადამიანის თმის ღერის სისქის 1/10 იქნება.

ჩიპი აღჭურვილი იქნება USB-C პორტით, იმავე ადაპტერით, რომელიც Apple-ის Macbook-ებშია გამოყენებული და Bluebooth-ის მეშვეობით მცირე ზომის კომპიუტერს დაუკავშირდება, რომელიც ადამიანმა ყურის ირგვლივ უნდა ატაროს, ასევე სმარტფონსაც.

VIDEO : ელონ მასკი ქმნის ჩიპს, რომელიც სმარტფონს ტვინს დაუკავშირებს - გაიგეთ მეტი მილიარდერის გიჟური იდეის შესახებ

„თუ გვინდა, რომ ტვინს რაიმე დაუკავშიროთ მაშინ ლოგიკური სურვილი გვექნება, რომ ის დიდი ზომის არ იყოს“- განმარტა მასკმა.

Neuralink-მა, სტარტაპმა, რომელიც დაფინანსებულია ელონ მასკის მიერ, განმარტა, რომ მოწყობილობა იმ ადამიანებმა შეიძლება გამოიყენონ, ვისაც მეხსიერების გაძლიერება სურთ, ან მათ, ვისაც ინსულტი აქვთ გადატანილი, ასევე კიბოს პაციენტებმა, პარალიზებულმა ადამიანებმა.

ჩიპი iPhone-ის აპლიკაციასთან იქნება დაკავშირებული, რომელსაც თავად მომხმარებელი გააკონტროლებს.

მოწყობილობას ადამიანის ტვინში სტარტაპის მიერ აწყობილი რობოტი ჩაამონტაჟებს. ის თავის ქალაში 2 მილიმეტრის სისქის ხვრელს გააკეთებს, რომლშიც ჩიპი მოთავსდება.

თავად ჩიპის ზედაპირზე არანაირი სადენი არ არის, ამიტომ იმის საფრთხე, რომ ადამიანის თავზე რაიმე სახის სადენები ჩამოეკიდება არ არსებობს.

ცდები 2020 წლის ბოლომდე დაიწყება. მასკის თქმით, უკანასკნელი პროექტი მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ადამიანზე დადებითი ზეგავლენის მოხდენის მიზნით. "ტესლას" აღმასრულებელმა დირექტორმა სტარტაპში 100 მილიონი დოლარის ინვესტირება განახორციელა.

კრიტიკოსები დარწმუნებულები არ არიან, რომ მომხმარებლები ტექნოლოგიურ გიგანტებს იმდენად ენდობიან, რომ მონაცემები პირდაპირ ტვინიდან გასცენ. მათი თქმით, მაშინ როდესაც მოწყობილობა შეიძლება დაეხმაროს სხვადასხვა ტიპის გონებრივი დაზიანების მქონე ადამიანებს, ტვინიდან გაცემული ინფორმაცია ადამიანებზე ზემოქმედების, მათი მანიპულირების დიდ ცდუნებსა და რისკსაც ქმნის. ადამიანები პერსონალურად უნდა განაგებდნენ მათზე არსებულ ინფორმაციას, თუმცა ეს, ხშირ შემთხვევაში, დღესაც კი არ ხდება, ამის თქმის საფუძველს კი, სულ მცირე, უკანასკნელ პერიოდში Facebook-თან დაკავშირებული სკანდალები გვაძლევს.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ