პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასტუმროდან გამოყარა ჩემი მეუღლე, ძიძა და 3 წლის ტყუპი გოგონა" - რა შეემთხვა პროფესორ ბუბა კუდავას ოჯახს ყაზბეგში და რას პასუხობს მეპატრონე
"სასტუმროდან გამოყარა ჩემი მეუღლე, ძიძა და 3 წლის ტყუპი გოგონა" - რა შეემთხვა პროფესორ ბუბა კუდავას ოჯახს ყაზბეგში და რას პასუხობს მეპატრონე

ყაზ­ბეგ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნემ ტყუ­პი ბავ­შვე­ბი დე­დას­თან და ძი­ძას­თან ერ­თად სას­ტუმ­რო­დან გა­უშ­ვა, რად­გან მათ ხმა­ურს, შე­საძ­ლოა, უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი შე­ე­წუ­ხე­ბი­ნა - ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" პრო­ფე­სო­რი ბუბა კუ­და­ვა წერს.

"და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ის­ტო­რია შე­ემ­თხვა ჩემს ცოლ-შვილს დღეს სტე­ფან­წმინ­და­ში.

სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როს – Ia's GuestHouse Kazbegi (კოს­ტა­ვას ქ. 53) მე­პატ­რო­ნემ, ქალ­ბა­ტონ­მა ეთერ პა­პი­აშ­ვილ­მა, სას­ტუმ­რო­დან გა­მო­ყა­რა ჩემი მე­უღ­ლე, ძიძა და 3 წლის ტყუ­პი გო­გო­ნა.

მი­ზე­ზი არ გა­ინ­ტე­რე­სებთ?

ბავ­შვე­ბი ხმა­უ­რო­ბე­ნო (!).

ახლა მალე უცხო­ე­ლებს ვე­ლო­დე­ბი და ამ ხმა­უ­რის გამო ბუ­ქინგზე უარ­ყო­ფით შე­ფა­სე­ბას და­მი­წე­რე­ნო (!).

როცა მე­უღ­ლემ მე­პატ­რო­ნეს აუხ­სნა, რომ ასე არ მო­სუ­ლა, ან, უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში, მა­გი­ე­რი სას­ტუმ­რო მა­ინც შე­მო­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა, პა­სუ­ხად ასე­თი ფრა­ზე­ბი მი­ი­ღო:

„ჩემი სახ­ლია და წა­დით ჩემი სახ­ლი­დან“, „მო­უს­ვით აქე­დან“, „თქვენ თვი­თონ შე­არ­ჩი­ეთ სხვა სას­ტუმ­რო“...

ქალ­ბა­ტო­ნო ეთერ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ვერ ხვდე­ბით რა გა­ა­კე­თეთ.

ვერც იმას ხვდე­ბით, რომ 3 წლის ბავ­შვე­ბის კის­კი­სი­სა და ჟი­ვილ-ხი­ვი­ლის გამო არ­ცერ­თი უცხო­ე­ლი უარ­ყო­ფით შე­ფა­სე­ბას არ წერს.

ვერც იმას, რომ ცხოვ­რე­ბა­სა და ბიზ­ნეს­ში მთა­ვა­რი რამ ადა­მი­ა­ნი­სა და საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლია.

რაც არ უნდა გიხ­სნათ, ვე­რა­ფერს გა­ი­გებთ, რად­გან თქვენ 3 წლის ორი გო­გო­ნა გა­მო­აგ­დეთ სას­ტუმ­რო­დან.

მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გექ­ნე­ბათ შან­სი, რომ რამე გა­ი­გოთ:

1. როცა თქვე­ნი სას­ტუმ­როს რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე სა­თა­ნა­დოდ ვიზ­რუ­ნებ (გპირ­დე­ბით!).

2. როცა ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის ფეხ­ქვეშ გა­თელ­ვის­თვის სა­თა­ნა­დო პა­სუხს აგებთ (გპირ­დე­ბით!)." - წერს კუ­და­ვა.

სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნემ კუ­და­ვას პოს­ტის სა­პა­სუ­ხოდ "ფე­ის­ბუქ­ზე" და­წე­რა, რომ ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"მე ვარ ეთერ პა­პი­აშ­ვი­ლი, იმ სას­ტუმ­როს დი­ა­სახ­ლი­სი, რო­მელ­ზეც ბუბა კუ­და­ვა თა­ვის პოს­ტში წერს. რად­გან სიც­რუ­ეს წერს და ამის გამო უამ­რავ ადა­მი­ანს ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ ამ­ხედ­რებს და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ცდი­ლობს ჩემი ბიზ­ნე­სის და­სა­მა­რე­ბას, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნის გა­ნად­გუ­რე­ბას, გა­დავ­წყვი­ტე მო­გიყ­ვეთ რა რო­გორ იყო.

პე­და­გო­გი ქალი ვარ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მძულ­დეს ბავ­შვე­ბი? ჩემს სას­ტუმ­რო­ში ბუბა კუ­და­ვას ცოლ-შვი­ლი კი არ შე­მო­სუ­ლა პირ­ვე­ლად, ხში­რად ვმას­პინ­ძლობ ოჯა­ხებს, მსგავ­სი შემ­თხვე­ვა არა­ვის­თან მქო­ნია, არც ის მგო­ნია, ვინ­მემ აუგი თქვას ჩემ­ზე, ვინც ჩემ­თან ის­ვე­ნებ­და. ბავ­შვე­ბი რომ შე­მო­ვიდ­ნენ ჩემს სას­ტუმ­რო­ში ხელ­ში, მო­ვე­ფე­რე, ძა­ლი­ან საყ­ვარ­ლე­ბი და მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შვე­ბი არი­ან, უბ­რა­ლოდ, ხმა­უ­რობ­დნენ. უცხო­ელ­მა დამ­სვე­ნებ­ლებ­მა შე­ნიშ­ვნა მომ­ცეს. ამის შემ­დეგ ვთხო­ვე ლი­კას, ლიკა, გეხ­ვე­წე­ბი, იქ­ნებ, რო­გორ­მე ბავ­შვე­ბი ცოტა მა­ინც და­ამ­შვი­დო, ტუ­რის­ტე­ბი გა­მექ­ცე­ვი­ან მეთ­ქი. ყვე­ლა დამ­სვე­ნე­ბელს ვცდი­ლობ გა­ვუფრ­თხილ­დე, ვთხო­ვე, იქ­ნებ ოდ­ნავ და­ამ­შვი­დო თქო, რა­ზეც გა­ღი­ზი­ან­და. ტუ­რის­ტე­ბი რომ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შე­ვიდ­ნენ, ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით შე­ვარ­და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და თა­ვი­სი ნივ­თე­ბი მი­ა­წყო გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა ისე, რომ მერე მე მკი­თხეს ტუ­რის­ტებ­მა, ჩვენ ვა­წყე­ნი­ნეთ რამე? რამე ხომ არ და­ვა­შა­ვე­თო? ისევ წი­ვი­ლი, ისევ კი­ვი­ლი, ისევ ვთხო­ვე, იქ­ნებ და­ამ­შვი­დო ბავ­შვე­ბი მეთ­ქი და რო­გორ და­ვამ­შვი­დო 3 წლის ბავ­შვე­ბიო, მთა­ვა­რი ის იყო რომ არ ცდი­ლობ­და, არ შე­ი­წუ­ხა თავი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცია ბავ­შვე­ბის­თვის. მე­ო­რე დი­ლას და­მი­ძა­ხა, აქ დამ­რჩე­ნი მე არა ვარ, მი­შო­ვეთ სხვა ად­გი­ლი და გა­და­ვა­ლო. ვუ­თხა­რი, ვის­თან მი­გიყ­ვა­ნო და რა ვუ­თხრა იმას, ჩემ­თან ხმა­უ­რო­ბენ ძა­ლი­ან, სხვებს აწუ­ხე­ბენ და შენ მი­ი­ღეო? ეს ვუ­თხრა მეთ­ქი? იყა­ვით აქ, უბ­რა­ლოდ იმას გთხოვ, ბავ­შვებს მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ციე, თო­რემ ბავ­შვის ხმა­უ­რი რა სა­ლა­პა­რა­კოა. ამ დროს ამი­ტე­ხა წი­ვი­ლი, კი­ვი­ლი, შენ იცი სა­ერ­თოდ ვინ ვარო? იცი რას წარ­მო­ვად­გე­ნო? ვთხო­ვე, ნუ ყვი­რი, დამ­სვე­ნებ­ლებ­თან უხერ­ხუ­ლია, ნუ ყვი­რი მეთ­ქი და არ მა­ინ­ტე­რე­სებს შენი დამ­სვე­ნე­ბე­ლიო. მის ყვი­რილ­ზე მო­ვიდ­ნენ მე­ზობ­ლე­ბი, ახლა იმათ და­უ­წყო ლან­ძღვა, თქვენ ვინ გე­კი­თხე­ბა­თო. მეც გა­მო­ვე­დი წყო­ბი­დან, არაფ­რით გა­ჩერ­და. გა­ვარ­კვიე მერე რომ გერ­გეტ­შია ად­გი­ლი და იქ არ მინ­და, არ მე­კად­რე­ბაო მანდ ტყე­ში რა მინ­დაო. რომ აღარ მშვიდ­დე­ბო­და, ჩემს მე­ზო­ბელ­თან და­ვა­ბი­ნა­ვეთ. თან­ხაც არ გა­მო­მირ­თმე­ვია. მისი მამა მე­რით მა­ში­ნებ­და, ახლა მე შენ მერს მო­გიყ­ვა­ნო, მი­თხრა. ცუ­დად ვარ, ბუბა კუ­და­ვას პოს­ტის მერე, ისე­თე­ბი ხდე­ბა, არ ვიცი, ამას თუ გა­და­ვი­ტან. რო­გორ შე­გიძ­ლი­ათ მო­ექ­ცეთ ასე ადა­მი­ანს?

რად­გან ბუბა კუ­და­ვას მე­უღ­ლე, ლიკა, მე­მუქ­რე­ბო­და ნა­ხავ რა­საც გი­ზა­მო, ამი­ტომ და­წე­რეს ამ ფორ­მით და ში­ნა­არ­სით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ისე­ვე რო­გორც ჩემ­თვის, ბავ­შვე­ბის თემა მგრძნო­ბი­ა­რეა და შე­სა­ბა­მი­სი რე­აქ­ცი­აც მოყ­ვა. თუთა მა­რი­ა­მის მამა ცრუ­ობ. გა­მი­ხარ­დე­ბო­და სი­მარ­თლის გარ­კვე­ვა რომ გე­ცა­დათ."

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიახ
0

შაე დალოცვილი ზაფხულია მთაში ხარ სახლში რას უზიხართ გადიტ გარეტ, მარა ნიძლავს ჩამოვალ დედიკო ალბატ ფბში იყო თავით შემძვრალი და თავისი ბავშვები ეკიდა! თან მე იცი ვინ ვარო :) შენც ახლა დადიანის ქალი არ მყავდე ვინმე ჯღარკავასი! რამხელა წარმოდგენა აქვტ ისე ამატ თავზე?!

 

აბა
0

ერთი არ მინდა ვისვენებდე და ეგეტი წიოკა ოჯახი შემხვდეს თავ ბედს ვაწყევლინებ მაგ ქალს

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"სასტუმროდან გამოყარა ჩემი მეუღლე, ძიძა და 3 წლის ტყუპი გოგონა" - რა შეემთხვა პროფესორ ბუბა კუდავას ოჯახს ყაზბეგში და რას პასუხობს მეპატრონე

"სასტუმროდან გამოყარა ჩემი მეუღლე, ძიძა და 3 წლის ტყუპი გოგონა" - რა შეემთხვა პროფესორ ბუბა კუდავას ოჯახს ყაზბეგში და რას პასუხობს მეპატრონე

ყაზბეგში მდებარე სასტუმროს მეპატრონემ ტყუპი ბავშვები დედასთან და ძიძასთან ერთად სასტუმროდან გაუშვა, რადგან მათ ხმაურს, შესაძლოა, უცხოელი სტუმრები შეეწუხებინა - ამის შესახებ "ფეისბუქზე" პროფესორი ბუბა კუდავა წერს.

"დაუჯერებელი ისტორია შეემთხვა ჩემს ცოლ-შვილს დღეს სტეფანწმინდაში.

საოჯახო სასტუმროს – Ia's GuestHouse Kazbegi (კოსტავას ქ. 53) მეპატრონემ, ქალბატონმა ეთერ პაპიაშვილმა, სასტუმროდან გამოყარა ჩემი მეუღლე, ძიძა და 3 წლის ტყუპი გოგონა.

მიზეზი არ გაინტერესებთ?

ბავშვები ხმაურობენო (!).

ახლა მალე უცხოელებს ველოდები და ამ ხმაურის გამო ბუქინგზე უარყოფით შეფასებას დამიწერენო (!).

როცა მეუღლემ მეპატრონეს აუხსნა, რომ ასე არ მოსულა, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მაგიერი სასტუმრო მაინც შემოეთავაზებინა, პასუხად ასეთი ფრაზები მიიღო:

„ჩემი სახლია და წადით ჩემი სახლიდან“, „მოუსვით აქედან“, „თქვენ თვითონ შეარჩიეთ სხვა სასტუმრო“...

ქალბატონო ეთერ, დარწმუნებული ვარ, ვერ ხვდებით რა გააკეთეთ.

ვერც იმას ხვდებით, რომ 3 წლის ბავშვების კისკისისა და ჟივილ-ხივილის გამო არცერთი უცხოელი უარყოფით შეფასებას არ წერს.

ვერც იმას, რომ ცხოვრებასა და ბიზნესში მთავარი რამ ადამიანისა და საქმის სიყვარულია.

რაც არ უნდა გიხსნათ, ვერაფერს გაიგებთ, რადგან თქვენ 3 წლის ორი გოგონა გამოაგდეთ სასტუმროდან.

მხოლოდ ამის შემდეგ გექნებათ შანსი, რომ რამე გაიგოთ:

1. როცა თქვენი სასტუმროს რეპუტაციაზე სათანადოდ ვიზრუნებ (გპირდებით!).

2. როცა ბავშვთა უფლებების ფეხქვეშ გათელვისთვის სათანადო პასუხს აგებთ (გპირდებით!)." - წერს კუდავა.

სასტუმროს მეპატრონემ კუდავას პოსტის საპასუხოდ "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"მე ვარ ეთერ პაპიაშვილი, იმ სასტუმროს დიასახლისი, რომელზეც ბუბა კუდავა თავის პოსტში წერს. რადგან სიცრუეს წერს და ამის გამო უამრავ ადამიანს ჩემს წინააღმდეგ ამხედრებს და მიზანმიმართულად ცდილობს ჩემი ბიზნესის დასამარებას, უბრალო ადამიანის განადგურებას, გადავწყვიტე მოგიყვეთ რა როგორ იყო.

პედაგოგი ქალი ვარ, როგორ შეიძლება მძულდეს ბავშვები? ჩემს სასტუმროში ბუბა კუდავას ცოლ-შვილი კი არ შემოსულა პირველად, ხშირად ვმასპინძლობ ოჯახებს, მსგავსი შემთხვევა არავისთან მქონია, არც ის მგონია, ვინმემ აუგი თქვას ჩემზე, ვინც ჩემთან ისვენებდა. ბავშვები რომ შემოვიდნენ ჩემს სასტუმროში ხელში, მოვეფერე, ძალიან საყვარლები და მართლა ძალიან კარგი ბავშვები არიან, უბრალოდ, ხმაურობდნენ. უცხოელმა დამსვენებლებმა შენიშვნა მომცეს. ამის შემდეგ ვთხოვე ლიკას, ლიკა, გეხვეწები, იქნებ, როგორმე ბავშვები ცოტა მაინც დაამშვიდო, ტურისტები გამექცევიან მეთქი. ყველა დამსვენებელს ვცდილობ გავუფრთხილდე, ვთხოვე, იქნებ ოდნავ დაამშვიდო თქო, რაზეც გაღიზიანდა. ტურისტები რომ სამზარეულოში შევიდნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით შევარდა სამზარეულოში და თავისი ნივთები მიაწყო გაღიზიანებულმა ისე, რომ მერე მე მკითხეს ტურისტებმა, ჩვენ ვაწყენინეთ რამე? რამე ხომ არ დავაშავეთო? ისევ წივილი, ისევ კივილი, ისევ ვთხოვე, იქნებ დაამშვიდო ბავშვები მეთქი და როგორ დავამშვიდო 3 წლის ბავშვებიო, მთავარი ის იყო რომ არ ცდილობდა, არ შეიწუხა თავი ყურადღება მიექცია ბავშვებისთვის. მეორე დილას დამიძახა, აქ დამრჩენი მე არა ვარ, მიშოვეთ სხვა ადგილი და გადავალო. ვუთხარი, ვისთან მიგიყვანო და რა ვუთხრა იმას, ჩემთან ხმაურობენ ძალიან, სხვებს აწუხებენ და შენ მიიღეო? ეს ვუთხრა მეთქი? იყავით აქ, უბრალოდ იმას გთხოვ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციე, თორემ ბავშვის ხმაური რა სალაპარაკოა. ამ დროს ამიტეხა წივილი, კივილი, შენ იცი საერთოდ ვინ ვარო? იცი რას წარმოვადგენო? ვთხოვე, ნუ ყვირი, დამსვენებლებთან უხერხულია, ნუ ყვირი მეთქი და არ მაინტერესებს შენი დამსვენებელიო. მის ყვირილზე მოვიდნენ მეზობლები, ახლა იმათ დაუწყო ლანძღვა, თქვენ ვინ გეკითხებათო. მეც გამოვედი წყობიდან, არაფრით გაჩერდა. გავარკვიე მერე რომ გერგეტშია ადგილი და იქ არ მინდა, არ მეკადრებაო მანდ ტყეში რა მინდაო. რომ აღარ მშვიდდებოდა, ჩემს მეზობელთან დავაბინავეთ. თანხაც არ გამომირთმევია. მისი მამა მერით მაშინებდა, ახლა მე შენ მერს მოგიყვანო, მითხრა. ცუდად ვარ, ბუბა კუდავას პოსტის მერე, ისეთები ხდება, არ ვიცი, ამას თუ გადავიტან. როგორ შეგიძლიათ მოექცეთ ასე ადამიანს?

რადგან ბუბა კუდავას მეუღლე, ლიკა, მემუქრებოდა ნახავ რასაც გიზამო, ამიტომ დაწერეს ამ ფორმით და შინაარსით, საზოგადოებისთვის, ისევე როგორც ჩემთვის, ბავშვების თემა მგრძნობიარეა და შესაბამისი რეაქციაც მოყვა. თუთა მარიამის მამა ცრუობ. გამიხარდებოდა სიმართლის გარკვევა რომ გეცადათ."