საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1000 დოლარი სამედიცინო უნივერსიტეტში ჩარიცხვის სანაცვლოდ - დაკავებულია უნივერსიტეტის თანამშრომელი და მოქალაქე
1000 დოლარი სამედიცინო უნივერსიტეტში ჩარიცხვის სანაცვლოდ - დაკავებულია უნივერსიტეტის თანამშრომელი და მოქალაქე

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ქრთა­მის აღე­ბი­სა და ქრთა­მის აღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის ფაქ­ტზე, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი გია ო. და მო­ქა­ლა­ქე ლილი ჯ. და­ა­კა­ვეს, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სუს-იდან აც­ნო­ბეს.

„გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრო­მელ­მა გია ო-მ, ლილი ჯ-ს დახ­მა­რე­ბით, ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტის ჩა­რი­ცხვი­სათ­ვის სა­ჭი­რო გა­სა­უბ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბით გა­სავ­ლე­ლად, მო­ქა­ლა­ქეს ქრთა­მის სა­ხით გა­მო­არ­თვა 1000 აშშ დო­ლა­რი, რა დრო­საც სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ისი­ნი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა ქრთა­მის აღე­ბი­სა და ქრთა­მის აღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 338-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 6-დან 9 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს).

გა­მო­ძი­ე­ბას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო აწარ­მო­ებს.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

1000 დოლარი სამედიცინო უნივერსიტეტში ჩარიცხვის სანაცვლოდ - დაკავებულია უნივერსიტეტის თანამშრომელი და მოქალაქე

1000 დოლარი სამედიცინო უნივერსიტეტში ჩარიცხვის სანაცვლოდ - დაკავებულია უნივერსიტეტის თანამშრომელი და მოქალაქე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გია ო. და მოქალაქე ლილი ჯ. დააკავეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სუს-იდან აცნობეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელმა გია ო-მ, ლილი ჯ-ს დახმარებით, ამავე უნივერსიტეტში აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის საჭირო გასაუბრების წარმატებით გასავლელად, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 1000 აშშ დოლარი, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

გურჯაანში 16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

"შევცდი... არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა" - დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს პატიმრობა შეეფარდა

ჰაკერები, ინტერნეტ ტოტალიზატორების საშუალებით, მოქალაქეების ანგარიშებიდან თანხებს ხსნიდნენ - დაკავებულია 4 პირი