პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ
ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მთა­ვა­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა ახალ ხელ­მძღვა­ნელ­ზე ისე გა­და­ა­ფორ­მა, რო­გორც 2-ოთა­ხი­ა­ნი "ხრუშ­ჩოვ­კა", ერთ სა­ათ­ში და ამას მი­ა­ყო­ლა ერთ სა­ათ­ში მე­ნე­ჯმენ­ტის შეც­ვლაც, - ამის შე­სა­ხებ “რუს­თა­ვი 2“-ის უკვე ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია აცხა­დებს, რო­მე­ლიც თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, არ­ხის ახა­ლი მე­სა­კუთ­რის, ქი­ბარ ხალ­ვა­შის მო­თხოვ­ნით, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

გვა­რა­მია არ აკონ­კრე­ტებს, რა იქ­ნე­ბა მისი შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯი და აცხა­დებს, რომ "რა მოხ­დე­ბა, ამას ცოტა ხან­ში ეტყვის სა­ზო­გა­დო­ე­ბას".

"რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პოს­ტი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი გვა­რა­მია მი­იჩ­ნევს, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მე­სა­კუთ­რედ ქი­ბარ ხალ­ვა­შის გა­ფორ­მე­ბი­თა და არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის შეც­ვლის მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბით, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ორი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა.

"წუ­ლუ­კი­ა­ნი ორგზის დამ­ნა­შა­ვეა ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, თან სპრინ­ტე­რუ­ლი წე­სით ამ­ყა­რებს და­ნა­შა­უ­ლებს, და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნის სტა­ტის­ტი­კა აქვს სა­ო­ცა­რი. სე­რი­ო­ზუ­ლი ტემ­პი აქვს აკ­რე­ფი­ლი. ასე­თი აკ­რე­ფი­ლი ტემ­პით ალ­ბათ, გა­უშ­ვებს შემ­დე­გი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცი­ხე­ში, იქ­ნე­ბა შემ­დე­გი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცხა­დია, იქ­ნე­ბა პრო­და­სავ­ლუ­რი, აღარ იქ­ნე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი" - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

ნიკა გვა­რა­მი­ამ კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. ასე­ვე, გვა­რა­მი­ას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი არის ის თავ­შე­კა­ვე­ბა, რა­საც და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი იჩე­ნენ.

"რა მოხ­დე­ბა, ამას ცოტა ხან­ში ვე­ტყვით სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ამას ცოტა და­ფიქ­რე­ბა გვჭირ­დე­ბა, იმი­ტომ, რომ და­მაბ­ნე­ვე­ლი იყო სტრას­ბურ­გის სა­ო­ცა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პირ­და­პირ კო­მენ­ტა­რი არ მაქვს. და­მაბ­ნე­ვე­ლია ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის, ჯერ­ჯე­რო­ბით, თავ­შე­კა­ვე­ბა, რო­მე­ლიც არ მი­მაჩ­ნია გა­მარ­თლე­ბუ­ლად, თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბი, ამ სა­კი­თხში მა­ინ­ცდა­მა­ინც კომ­პე­ტენ­ტუ­რი არ ვარ. თუმ­ცა, ვე­ლო­დე­ბით, იმე­დი გვაქვს რომ რა­ი­მე იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, სრუ­ლი­ად არა­და­მაბ­ნე­ვე­ლი და გა­სა­გე­ბია, ლავ­რო­ვის და პუ­ტი­ნის მო­თხოვ­ნი­თაც კი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ და­ხურ­ვა მისი მთა­ვა­რი სა­ძულ­ვე­ლი არა არ­ხის, არა­მედ მთა­ვა­რი სა­ძულ­ვე­ლი მიზ­ნის, ამ ქვე­ყა­ნა­ში მას უფრო სა­ძულ­ვე­ლი არა­ფე­რი არ ჰქონ­და, ვიდ­რე "რუს­თა­ვი 2"-ის...

იმე­დი მაქვს, რომ შევ­ძლებ რა­ღაც­ნა­ი­რად ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბო, არ ჩა­მო­მე­შა­ლოს ეს ფა­სე­უ­ლო­ბა­თა სის­ტე­მა და გა­და­ვი­დე სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ზე. მო­ცე­მუ­ლო­ბას ჩვენ შე­ვე­გუ­ეთ ეგ­რე­ვე, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სრუ­ლი­ად არ და­ვე­თან­ხმეთ, მაგ­რამ გა­მო­ვი­ყე­ნეთ ის ხვრე­ლე­ბი, რო­მე­ლიც იყო ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში, იყო კონ­ტრაქ­ტში, მაგ­რამ ეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რამ­დე­ნა­დაც წვი­მა, რომ წა­მო­ვა ამ­ბრო­ლა­ურ­ში, მა­გა­ლი­თად. აბ­სო­ლუ­ტუ­რად იდენ­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს იმ სა­კი­თხი­სად­მი და ამ ქვეყ­ნის მთა­ვა­რი და გა­დამ­წყვე­ტი მე­დი­ის მი­მართ, ისე გა­და­ა­ფორ­მა, რო­გორც 2-ოთა­ხი­ა­ნი "ხრუშ­ჩოვ­კა", ერთ სა­ათ­ში, ამას მი­ა­ყო­ლა ერთ სა­ათ­ში მე­ნე­ჯმენ­ტის შეც­ვლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­მარ­თა მა ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე კომ­პე­ტენ­ტურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტურ­მა გუნ­დმა,“ - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

ნიკა გვა­რა­მი­ას თქმით, სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრძო­ლა გაგ­რძელ­დე­ბა, თუმ­ცა, რო­გო­რი იქ­ნე­ბა "რუს­თა­ვი 2"-ის მდგო­მა­რე­ო­ბა, ამ კი­თხვა­ზე, მისი თქმით, პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს.

"ვერ ვი­ტყვი იმას, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს ეს ველი არ მო­უ­სუფ­თა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, კი ბა­ტო­ნო, მო­უ­სუფ­თა­ვა და ვერ გე­ტყვით იმას, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით, რამე შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ბა­რი­ე­რე­ბი ჩვენ­მა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა პარტნი­ო­რებ­მა, ვი­საც შე­უძ­ლია პრო­ცე­სებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა ეფექ­ტი­ა­ნად და მხო­ლოდ მათ შე­უძ­ლი­ათ, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით რამე შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ბა­რი­ე­რე­ბი დად­გა.

იმე­დი მაქვს, რომ ჩვე­ნი გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი საქ­მე სტრას­ბურ­გში წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა და ეს ბა­რი­ე­რე­ბიც აქ და­იდ­გმე­ბა, მაგ­რამ ეს იმე­დი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ, მა­ნამ­დე რო­გო­რი იქ­ნე­ბა „რუს­თა­ვი 2“-ის მდგო­მა­რე­ო­ბა და ზო­გა­დად, მე­დი­ის მდგო­მა­რე­ო­ბა და დე­მოკ­რა­ტი­ის, ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს", - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ „რუს­თა­ვი 2“-თან სა­უ­ბარ­ში.

მისი თქმით, სა­მარ­თლებ­რივ და­ვას გეგ­მას მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­მარ­ჯვე­ბა შე­საძ­ლოა არა ხვალ, არა­მედ „ოდეს­ღაც“ დად­გეს.

„კონ­ტრაქ­ტზე მე ვი­და­ვებ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და ეს იქ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე თვის თუ წე­ლი­წა­დის ან წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის მერე, მო­ვი­გებ 5 მი­ლი­ონს ოდეს­ღაც და ჩავ­დებ ახალ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში“, - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ „რუს­თა­ვი 2“-თან სა­უ­ბარ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა
ავტორი:

ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ

ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ

ხელისუფლებამ მთავარი მედიასაშუალება ახალ ხელმძღვანელზე ისე გადააფორმა, როგორც 2-ოთახიანი "ხრუშჩოვკა", ერთ საათში და ამას მიაყოლა ერთ საათში მენეჯმენტის შეცვლაც, - ამის შესახებ “რუსთავი 2“-ის უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომელიც თანამდებობიდან, არხის ახალი მესაკუთრის, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით, რამდენიმე საათის წინ გათავისუფლდა.

გვარამია არ აკონკრეტებს, რა იქნება მისი შემდგომი ნაბიჯი და აცხადებს, რომ "რა მოხდება, ამას ცოტა ხანში ეტყვის საზოგადოებას".

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გათავისუფლებული გვარამია მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაშის გაფორმებითა და არხის გენერალური დირექტორის შეცვლის მოთხოვნის დაკმაყოფილებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღის განმავლობაში ორი დანაშაული ჩაიდინა.

"წულუკიანი ორგზის დამნაშავეა ერთი დღის განმავლობაში, თან სპრინტერული წესით ამყარებს დანაშაულებს, დანაშაულების ჩადენის სტატისტიკა აქვს საოცარი. სერიოზული ტემპი აქვს აკრეფილი. ასეთი აკრეფილი ტემპით ალბათ, გაუშვებს შემდეგი ხელისუფლება ციხეში, იქნება შემდეგი ხელისუფლება ცხადია, იქნება პროდასავლური, აღარ იქნება ბიძინა ივანიშვილი" - განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. ასევე, გვარამიასთვის მოულოდნელი არის ის თავშეკავება, რასაც დასავლელი პარტნიორები იჩენენ.

"რა მოხდება, ამას ცოტა ხანში ვეტყვით საზოგადოებას, ამას ცოტა დაფიქრება გვჭირდება, იმიტომ, რომ დამაბნეველი იყო სტრასბურგის საოცარი გადაწყვეტილება, პირდაპირ კომენტარი არ მაქვს. დამაბნეველია ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ჯერჯერობით, თავშეკავება, რომელიც არ მიმაჩნია გამართლებულად, თუმცა, შეიძლება ვცდები, ამ საკითხში მაინცდამაინც კომპეტენტური არ ვარ. თუმცა, ველოდებით, იმედი გვაქვს რომ რაიმე იქნება. თუმცა, სრულიად არადამაბნეველი და გასაგებია, ლავროვის და პუტინის მოთხოვნითაც კი ბიძინა ივანიშვილის მიერ დახურვა მისი მთავარი საძულველი არა არხის, არამედ მთავარი საძულველი მიზნის, ამ ქვეყანაში მას უფრო საძულველი არაფერი არ ჰქონდა, ვიდრე "რუსთავი 2"-ის...

იმედი მაქვს, რომ შევძლებ რაღაცნაირად ჩამოვაყალიბო, არ ჩამომეშალოს ეს ფასეულობათა სისტემა და გადავიდე სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე. მოცემულობას ჩვენ შევეგუეთ ეგრევე, გადაწყვეტილებას სრულიად არ დავეთანხმეთ, მაგრამ გამოვიყენეთ ის ხვრელები, რომელიც იყო ამ გადაწყვეტილებაში, იყო კონტრაქტში, მაგრამ ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც წვიმა, რომ წამოვა ამბროლაურში, მაგალითად. აბსოლუტურად იდენტური დამოკიდებულება აქვს იმ საკითხისადმი და ამ ქვეყნის მთავარი და გადამწყვეტი მედიის მიმართ, ისე გადააფორმა, როგორც 2-ოთახიანი "ხრუშჩოვკა", ერთ საათში, ამას მიაყოლა ერთ საათში მენეჯმენტის შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ მიმართა მა ქვეყნის ყველაზე კომპეტენტურმა ჟურნალისტურმა გუნდმა,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება, თუმცა, როგორი იქნება "რუსთავი 2"-ის მდგომარეობა, ამ კითხვაზე, მისი თქმით, პასუხი არ არსებობს.

"ვერ ვიტყვი იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოს ეს ველი არ მოუსუფთავა საქართველოს ხელისუფლებას, კი ბატონო, მოუსუფთავა და ვერ გეტყვით იმას, რომ ჯერჯერობით, რამე შემაკავებელი ბარიერები ჩვენმა ყველაზე მნიშვნელოვანმა პარტნიორებმა, ვისაც შეუძლია პროცესებზე ზემოქმედება ეფექტიანად და მხოლოდ მათ შეუძლიათ, რომ ჯერჯერობით რამე შემაკავებელი ბარიერები დადგა.

იმედი მაქვს, რომ ჩვენი გასაჩივრებული საქმე სტრასბურგში წარმატებით დასრულდება და ეს ბარიერებიც აქ დაიდგმება, მაგრამ ეს იმედი განხორციელდება რამდენიმე თვის შემდეგ, მანამდე როგორი იქნება „რუსთავი 2“-ის მდგომარეობა და ზოგადად, მედიის მდგომარეობა და დემოკრატიის, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“-თან საუბარში.

მისი თქმით, სამართლებრივ დავას გეგმას მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება შესაძლოა არა ხვალ, არამედ „ოდესღაც“ დადგეს.

„კონტრაქტზე მე ვიდავებ ჩვეულებრივად და ეს იქნება რამდენიმე თვის თუ წელიწადის ან წელიწადნახევრის მერე, მოვიგებ 5 მილიონს ოდესღაც და ჩავდებ ახალ ტელევიზიაში“, - განაცხადა გვარამიამ „რუსთავი 2“-თან საუბარში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ