ავტორი:

შეუკვეთე ჩირი და მიიღე სახლში - „ჩიკორმა“ თბილისში უფასო მიტანის სერვისი დანერგა

შეუკვეთე ჩირი და მიიღე სახლში - „ჩიკორმა“ თბილისში უფასო მიტანის სერვისი დანერგა

თუ ჩირს ოჯახისთვის მოიხმართ, მის შესაძენად სუპერმარკეტში ან ბაზარში წასვლა აღარ მოგიწევთ - ქართული ხილის მწარმოებელმა კომპანია „ჩიკორმა“ თბილისის მასშტაბით უფასო მიტანის სერვისი უკვე დანერგა. კომპანიაში აცხადებენ, რომ სექტემბრიდან შესაძლოა, უფასო მიტანის სერვისის არეალიც გაიზაროს, თუმცა რომელი ქალაქი მოხვდება ამ სიაში, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც კომპანიის დირექტორი ვატო დემურიშვილი აცხადებს, ამ სერვისის ამოქმედების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რომ მომხმარებლისთვის მათი პროდუქცია შედარებით დაბალ ფასად მიეწოდებინათ.

„ვიდრე პროდუქცია მომხმარებლამდე მივა, ის ბევრ შუალედურ რგოლს გადის, რაც მას აძვირებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დამატებითი ხარჯებისგან აგვერიდებინა თავი და მომხმარებლისთვის ჩირი იაფად მიგვეწოდებინა. პროექტი, რომელიც ოჯახებისთვის ჩირის უფასო მიტანას გულისხმობს, პირველ ივნისს ჩავუშვით, სახელიც „საოჯახო“ დავარქვით“, - განაცხადა დემურიშვილმა.

„ქარელის ხილის“ ჩირი ადგილობრივ ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით იყიდება. ამ ეტაპზე „ჩიკორის“ ბრენდით 12 სახეობის ჩირი გამოდის, 4 სახეობის ჩირი კი შოკოლადში ამოვლებული სახით. „ქარელის ხილის“ მიერ შემოთავაზებულ პროდუქციებს შორის არის - ქლიავის ჩირი, ქლიავის ჩირი შოკოლადში, გარგრის ჩირი შოკოლადში, ხურმის ჩირი, ხურმის და ატმის მიქსი, ნესვის ჩირი, საზამთროს ჩირი და ა.შ. „ჩიკორის“ ჩირი ბაზარზე 100-200 გრამიან შეფუთვით იყიდება.

„ქარელის ხილის“ მთავარი პრიორიტეტია 100%-ით ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისაგან დაამზადოს ჩირი. საწარმოს მიერ გამოყენებული ნედლეული სრულად მოყვანილია საქართველოს რაიონებში. კომპანია წარმოებისას იყენებს HACCP-ის და ISO-ს სტანდარტებს.

იმისათვის, რომ „ჩიკორის“ საოჯახო პაკეტი შედარებით დაბალ ფასად იყიდოთ და თანაც სახლიდან გაუსვლელად, უნდა დარეკოთ შემდეგ ნომერზე - 599 991 419 და შეუკვეთოთ, ან შეკვეთა კომპანიის „ფეისბუქ“ გვერდიდან გააკეთოთ. ყველა პროცედურის გავლის შემდეგ, თქვენ ჩირს სახლში მოგართმევენ.

„სერვისი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მომხმარებელი ძალიან კმაყოფილია ამ პროექტით, რადგან ხვდებიან იმ ლოგიკას, რაც ჩვენ ამ პროექტში ჩავდეთ, ვგულისხმობ ზედმეტ ხარჯებს. სექტემბრიდან ვფიქრობთ, რომ ეს სერვისი საქართველოს სხვა რეგიონებშიც განვავითაროთ“, - განაცხადა ვატო დემურიშვილმა.

ამასთან, როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ჩიკორზე“ მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რაც განპირობებულია ჩირის გემური თვისებებით.

„ადგილობრივ ბაზარზე ფაქტობრივად, ადგილობრივი მწარმოებელი კონკურენტები არ გვყავს. ძირითადი კონკურენტია იმპორტირებული ჩირი. მათთან მიმართებით გვაქვს ძალიან კარგი ფასი, ჩვენი პროდუქტი 20-25%-ით უფრო იაფია. თანაც, ქართულ ხილს საკმაოდ გამორჩეული გემური თვისებები აქვს და არომატით ძალიან კარგია. გათვლა გვაქვს პრემიუმ-ხარისხზე და ვიყენებთ მხოლოდ პირველი ხარისხის ნაწარმს. მეორე და მესამე ხარისხი, რასაც სხვა კომპანიები იყენებენ და რასაც შემდგომი გადამუშავება ჰქვია, ჩვენ არ ვიყენებთ“, - დასძინა დემურიშვილმა.

„ქარელის ხილი“ „სინერჯი კაპიტალის“ პორტფელური კომპანიაა. კომპანიებს შორის პარტნიორობის ხელშეკრულება 2018 წლის დეკემბერში გაფორმდა. „სინერჯი კაპიტალი“ ეძებს ზრდის განსაკუთრებული პოტენციალის მქონე კომპანიებს და კაპიტალში შესვლითა და საბრუნავ საშუალებებში ინვესტირებით, ასევე მართვის სისტემების მოწესრიგებით ეხმარება მათ ღირებულების გაზრდაში.

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი