პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საჯარო რეესტრი - "რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრე ქიბარ ხალვაშია, 40%-ის - შპს "პანორამა"
საჯარო რეესტრი - "რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრე ქიბარ ხალვაშია, 40%-ის - შპს "პანორამა"

სა­ჯა­რო რე­ესტრის ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, შპს სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის 60% წი­ლის მე­სა­კუთ­რე ბიზ­ნეს­მე­ნი ქი­ბარ ხალ­ვა­შია.

შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი უკვე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია და დო­კუ­მენ­ტა­ცია სა­ჯა­რო რე­ესტრის ვებ-გვერ­დზე უკვე ატ­ვირ­თუ­ლია.

ამა­ვე დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის თა­ნახ­მად, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის 40%-ს შპს „პა­ნო­რა­მა“ ფლობს.

"სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი გან­ცხა­დე­ბი­სა და გან­ცხა­დე­ბა­ზე თან­დარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს დიდი პა­ლა­ტის 2017 წლის 2 მარ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მი­ღე­ბუ­ლი იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შპს „სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ს (სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო ნო­მე­რი: 211352016) რე­გის­ტრი­რე­ბულ მო­ნა­ცე­მებ­ში ცვლი­ლე­ბის, კერ­ძოდ, შპს „სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ს კა­პი­ტალ­ში 60% წი­ლის მე­სა­კუთ­რედ ქი­ბარ ხალ­ვა­ში­სა (პი­რა­დი ნო­მე­რი:

61002000543) და 40% წი­ლის მე­სა­კუთ­რედ შპს „პა­ნო­რა­მა“-ს (სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო ნო­მე­რი: 205033328) რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში შე­დის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან 30 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის ვა­და­ში შე­იძ­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რდეს სა­სა­მარ­თლოს წე­სით", - ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტში რო­მე­ლიც სა­ჯა­რო რე­ესტრის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი.

15:17 სა­ათ­ზე გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, არ­ხის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად კვლავ ნიკა გვა­რა­მია რჩე­ბა. დო­კუ­მენ­ტი სა­იტ­ზე რო­გორც ქარ­თულ ასე­ვე ინ­გლი­სურ ენებ­ზეა ატ­ვირ­თუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

საჯარო რეესტრი - "რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრე ქიბარ ხალვაშია, 40%-ის - შპს "პანორამა"

საჯარო რეესტრი - "რუსთავი 2"-ის 60% წილის მესაკუთრე ქიბარ ხალვაშია, 40%-ის - შპს "პანორამა"

საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 60% წილის მესაკუთრე ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშია.

შესაბამისი ცვლილებები უკვე განხორციელებულია და დოკუმენტაცია საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე უკვე ატვირთულია.

ამავე დოკუმენტაციის თანახმად, ტელეკომპანიის 40%-ს შპს „პანორამა“ ფლობს.

"საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და განცხადებაზე თანდართული საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 211352016) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების, კერძოდ, შპს „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს კაპიტალში 60% წილის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაშისა (პირადი ნომერი:

61002000543) და 40% წილის მესაკუთრედ შპს „პანორამა“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205033328) რეგისტრაციის შესახებ. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოს წესით", - ნათქვამია დოკუმენტში რომელიც საჯარო რეესტრის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.

15:17 საათზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, არხის გენერალურ დირექტორად კვლავ ნიკა გვარამია რჩება. დოკუმენტი საიტზე როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენებზეა ატვირთული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ