კონფლიქტები
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„რუსთავი 2“-ის თანამშრომლები ხალვაშის განცხადებას არ ენდობიან - მოვუწოდებთ რეესტრს არ დაარეგისტრიროს გენერალური დირექტორის ცვლილება“
„რუსთავი 2“-ის თანამშრომლები ხალვაშის განცხადებას არ ენდობიან - მოვუწოდებთ  რეესტრს არ დაარეგისტრიროს გენერალური დირექტორის ცვლილება“

სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო და პო­ლი­ტი­კუ­რი პროგ­რა­მე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ. არ­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ ნიკა გვა­რა­მი­ას და აცხა­დე­ბენ, რომ "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი არ­ხის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის მთა­ვა­რი გა­რან­ტია.

გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მთა­ვარ ბას­ტი­ონს, სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ს, ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში მარ­ტოს ტო­ვებს, ჩვენს იმედ­გაც­რუ­ე­ბას იწ­ვევს.

ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ჩვე­ნი ღრმა რწმე­ნით, მთა­ვარ პრობ­ლე­მას და საფრ­თხეს არ­ხის­თვის, მე­დი­ა­სივ­რცის­თვის და სა­ბო­ლოო ჯამ­ში მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის­თვის, სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მე­ბის და მთლი­ა­ნად "რუს­თა­ვი 2"-ის კრი­ტი­კუ­ლი სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის შეც­ლა წარ­მო­ად­გენს.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ ნიკა გვა­რა­მი­ას ყოფ­ნა გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პოსტზე და მისი შრო­მი­თი კონ­ტრაქ­ტი იყო "რუს­თა­ვი 2"-ის სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მთა­ვა­რი გა­რან­ტი, რად­გა­ნაც ნიკა გვა­რა­მია გა­მო­ხა­ტავს, იცავს და იბ­რძვის იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის, რომ­ლე­ბის­თვი­საც იბ­რძვის "რუს­თა­ვი 2"-ის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი. მისი კონ­ტრაქ­ტი კი "რუს­თა­ვი 2"-თან, რო­მე­ლიც ძა­ლა­შია 2020 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე არის და­მა­ტე­ბი­თი გა­რან­ტია თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის­თვის, რომ არხზე არ შე­იც­ვლე­ბა მე­ნე­ჯმენ­ტი და შე­სა­ბა­მი­სად ჩვე­ნი სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი.

ქი­ბარ ხალ­ვა­შის გან­ცხა­დე­ბა, რომ ის არ აპი­რებს არც სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის და არც კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შეც­ვლას გარ­და გვა­რა­მი­ა­სი, არ იწ­ვევს ჩვენ­ში ნდო­ბას და ეს გა­მოჩ­ნდა პირ­ვე­ლი­ვე წუ­თებ­ში, რო­დე­საც სა­ჯა­რო რე­ესტრში, ტე­ლე­ვი­ზი­ის წი­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის მისი ად­ვო­კა­ტი და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, არ­ხის მო­მა­ვა­ლი დი­რექ­ტო­რი, პა­ა­ტა სა­ლია მი­ვი­და სამ­თავ­რო­ბო მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად ისე, რომ "რუს­თა­ვი 2"-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის­თვის არც კი უც­ნო­ბე­ბია და ჩვე­ნი პრო­დი­უ­სე­რე­ბის სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბის­თვი­საც არ უპა­სუ­ხია. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ხალ­ვა­ში, წარ­მო­ად­გენს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მთე­ლი თა­ვის ძა­ლე­ბით, ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბით და ძა­ლა­უფ­ლე­ბის ყვე­ლა შტოს გა­მო­ყე­ნე­ბით იბ­რძო­და "რუს­თა­ვი 2"-ის წი­ნა­აღ­მდეგ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხა­რეს. იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის მხა­რეს, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ცდი­ლობს შეც­ვა­ლოს "რუს­თა­ვი 2"-ის კრი­ტი­კუ­ლი სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა.

"კუ­რი­ე­რის" ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი სა­კუ­თარ პი­როვ­ნულ და პრო­ფე­სი­ულ მიზ­ნად ისა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლურ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის, ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დამ­კვიდ­რე­ბის­თვის და ოკუ­პან­ტის, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას. ჩვენ არ მი­ვიჩ­ნევთ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და მის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი ქი­ბარ ხალ­ვა­ში, იზი­ა­რე­ბენ ამ მიზ­ნებს და ეთან­ხმე­ბი­ან მიზ­ნე­ბის­კენ სწრაფ­ვის ჩვენს სუ­ლის­კვე­თე­ბას.

სწო­რედ ამი­ტომ, ჩვე­ნი პო­ზი­ცია არის შემ­დე­გი: ქი­ბარ ხალ­ვა­შის მიერ მა­უ­წყე­ბელ­ში მე­ნე­ჯმენ­ტის შეც­ვლა იქ­ნე­ბა "კუ­რი­ე­რის" და მთლი­ა­ნად არ­ხის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის შეც­ვლის­კენ მი­მარ­თუ­ლი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, რაც ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

მო­ვუ­წო­დებთ იუს­ტი­ცი­ის სა­მინ­სიტ­როს სა­ჯა­რო რე­ესტრს, არ და­ა­რე­გის­ტრი­როს მე­სა­კუთ­რე­ე­ბის ცვლი­ლე­ბა, ვიდ­რე "რუს­თა­ვი 2," არ გა­მო­ი­ყე­ნებს უფ­ლე­ბას გა­ა­სა­ჩივ­როს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს დიდ პა­ლა­ტა­ში.

მო­ვუ­წო­დებთ იუს­ტი­ცი­ის სა­მინ­სიტ­როს სა­ჯა­რო რე­ესტრს არ და­ა­რე­გის­ტრი­როს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ცვლი­ლე­ბა, რად­გან ნიკა გვა­რა­მი­ას არ­სე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტი მე­ნე­ჯმენ­ტის ცვლი­ლე­ბას 2020 წლის ბო­ლომ­დე არ ით­ვა­ლის­წი­ნებს და ეს იქ­ნე­ბა კა­ნონ­დარ­ღვე­ვა.

ამ ბრძო­ლა­ში ჩვენ ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბი ვართ და ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას არ­ხის მოქ­მედ მე­ნე­ჯმენ­ტთან ერ­თად სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბამ­დე."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

„რუსთავი 2“-ის თანამშრომლები ხალვაშის განცხადებას არ ენდობიან - მოვუწოდებთ რეესტრს არ დაარეგისტრიროს გენერალური დირექტორის ცვლილება“

„რუსთავი 2“-ის თანამშრომლები ხალვაშის განცხადებას არ ენდობიან - მოვუწოდებთ  რეესტრს არ დაარეგისტრიროს გენერალური დირექტორის ცვლილება“

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. არხის თანამშრომლები მხარდაჭერას უცხადებენ ნიკა გვარამიას და აცხადებენ, რომ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი არხის სარედაქციო პოლიტიკის მთავარი გარანტია.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში დასავლური ღირებულებების მთავარ ბასტიონს, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ს, ამ ღირებულებებისთვის ბრძოლაში მარტოს ტოვებს, ჩვენს იმედგაცრუებას იწვევს.

ასეთ ვითარებაში ჩვენი ღრმა რწმენით, მთავარ პრობლემას და საფრთხეს არხისთვის, მედიასივრცისთვის და საბოლოო ჯამში მთლიანად ქვეყნისთვის, საინფორმაციო პოლიტიკური გადაცემების და მთლიანად "რუსთავი 2"-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცლა წარმოადგენს.

მიგვაჩნია, რომ ნიკა გვარამიას ყოფნა გენერალური დირექტორის პოსტზე და მისი შრომითი კონტრაქტი იყო "რუსთავი 2"-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი, რადგანაც ნიკა გვარამია გამოხატავს, იცავს და იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებისთვისაც იბრძვის "რუსთავი 2"-ის ყველა თანამშრომელი. მისი კონტრაქტი კი "რუსთავი 2"-თან, რომელიც ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრამდე არის დამატებითი გარანტია თითოეული თანამშრომლისთვის, რომ არხზე არ შეიცვლება მენეჯმენტი და შესაბამისად ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული.

ქიბარ ხალვაშის განცხადება, რომ ის არ აპირებს არც სარედაქციო პოლიტიკის და არც კომპანიის თანამშრომლების შეცვლას გარდა გვარამიასი, არ იწვევს ჩვენში ნდობას და ეს გამოჩნდა პირველივე წუთებში, როდესაც საჯარო რეესტრში, ტელევიზიის წილების რეგისტრაციისთვის მისი ადვოკატი და როგორც თავად ამბობს, არხის მომავალი დირექტორი, პაატა სალია მივიდა სამთავრობო მედიის წარმომადგენლებთან ერთად ისე, რომ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურისთვის არც კი უცნობებია და ჩვენი პროდიუსერების სატელეფონო ზარებისთვისაც არ უპასუხია. მიგვაჩნია, რომ ხალვაში, წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც მთელი თავის ძალებით, ყველა შესაძლებლობით და ძალაუფლების ყველა შტოს გამოყენებით იბრძოდა "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ, "ქართული ოცნების" მხარეს. იმ პოლიტიკური ჯგუფის მხარეს, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის პირველივე დღიდან ცდილობს შეცვალოს "რუსთავი 2"-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა.

"კურიერის" ყველა თანამშრომელი საკუთარ პიროვნულ და პროფესიულ მიზნად ისახავს საქართველოს დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაციისთვის, ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისთვის და ოკუპანტის, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნება" და მის მიერ მხარდაჭერილი ქიბარ ხალვაში, იზიარებენ ამ მიზნებს და ეთანხმებიან მიზნებისკენ სწრაფვის ჩვენს სულისკვეთებას.

სწორედ ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის შემდეგი: ქიბარ ხალვაშის მიერ მაუწყებელში მენეჯმენტის შეცვლა იქნება "კურიერის" და მთლიანად არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ მიმართული პირველი ნაბიჯი, რაც ჩვენთვის მიუღებელია.

მოვუწოდებთ იუსტიციის სამინსიტროს საჯარო რეესტრს, არ დაარეგისტრიროს მესაკუთრეების ცვლილება, ვიდრე "რუსთავი 2," არ გამოიყენებს უფლებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში.

მოვუწოდებთ იუსტიციის სამინსიტროს საჯარო რეესტრს არ დაარეგისტრიროს გენერალური დირექტორის ცვლილება, რადგან ნიკა გვარამიას არსებული კონტრაქტი მენეჯმენტის ცვლილებას 2020 წლის ბოლომდე არ ითვალისწინებს და ეს იქნება კანონდარღვევა.

ამ ბრძოლაში ჩვენ ერთსულოვნები ვართ და ვაგრძელებთ ბრძოლას არხის მოქმედ მენეჯმენტთან ერთად საბოლოო გამარჯვებამდე."

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ