საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიცვლება თუ არა "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა და მენეჯმენტი? -  პაატა სალიას კომენტარი
შეიცვლება თუ არა "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა და მენეჯმენტი? -  პაატა სალიას კომენტარი

ქი­ბარ ხალ­ვა­შის ად­ვო­კა­ტი პა­ა­ტა სა­ლია აცხა­დებს, რომ ის მზად არის „რუს­თა­ვი 2“-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვოს.

თუმ­ცა, რო­გორც სა­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­სა­ნიშ­ნი პი­რის კან­დი­და­ტუ­რას, მის და­ნიშ­ვნას, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, წეს­დე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, პარტნი­ორ­თა კრე­ბა წყვეტს.

კი­თხვა­ზე, თა­ნახ­მაა თუ არა სა­ლია და­ი­კა­ვოს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა, სა­ლი­ამ უპა­სუ­ხა:

„იმ ფარ­გლებ­ში, რა ფარ­გლე­ბიც გან­მი­სა­ზღვრა ბა­ტონ­მა ხალ­ვაშ­მა, მე თა­ნახ­მა ვარ“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლი­ამ.

კი­თხვა­ზე, შე­იც­ვლე­ბა თუ არა „რუს­თა­ვი 2“-ის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა და მე­ნე­ჯმენ­ტის ცვლი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით რას ჰპირ­დე­ბა „რუს­თა­ვი 2“-ის თა­ნამ­შრომ­ლებს, პა­ა­ტა სა­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და:

„რუს­თა­ვი2-ის თა­ნამ­შრომ­ლებს ქი­ბარ ხალ­ვა­ში და­პირ­და ერთ რა­მეს, რომ არ შე­იც­ვლე­ბა არა­ფე­რი მათ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ერ­თა­დერთ ცვლი­ლე­ბას, რა­საც გეგ­მავს, ეს არის დღე­ვან­დე­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, და­ნარ­ჩენ ნა­წილ­ში არა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბა არ იგეგ­მე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლი­ამ.

პა­ა­ტა სა­ლია არ აკონ­კრე­ტებს, ეთან­ხმე­ბა თუა რა „რუს­თა­ვი 2“-ის ამ­ჟა­მინ­დელ სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კას და კიხ­თ­ვა­ზე, მის­თვის მი­სა­ღე­ბია თუ არა ის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა, რა­საც „რუს­თვის 2“ ამ დრო­ის­თვის ახორ­ცი­ე­ლებს, პა­სუ­ხობს, რომ ის არ ჩა­ე­რე­ვა არ­ხის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა­ში, რად­გან ეს მხო­ლოდ რუს­თა­ვი2-ში მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გან­სა­სა­ზღვრია.

„მე ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ გა­ვა­კე­თებ არა­ნა­ირ კო­მენ­ტარს, სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა არის მას­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გან­სა­სა­ზღვრი, ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა მოს­წონ­დეს, ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა არა და მე არ ვა­პი­რებ ამა­ზე რა­ი­მე კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თო. მე არ შე­ხე­ბი სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კას, არ ჩა­ვე­რე­ვი მას შემ­დეგ, რაც ჩა­ვი­ბა­რებ მე­ნე­ჯმენტს და დავ­რე­გის­ტრირ­დე­ბი რო­გორც კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლი­ამ.

პა­ა­ტა სა­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ს “დიდი ოთხე­უ­ლი­დან” მოწ­ვე­უ­ლი აუ­დი­ტორ­თა ჯგუ­ფი შე­ა­მოწ­მებს. რო­გორც სა­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, ქი­ბარ ხალ­ვაშს სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე მას­თან ჯერ კონ­კრე­ტუ­ლად არ უსა­უბ­რია და ამას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში აპი­რებს.

„ქი­ბარ ხალ­ვა­შის მიერ დღეს გავ­რცე­ლე­ბულ წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ის აპი­რებს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი. მის ნაც­ვლად და­ნიშ­ნოს ახა­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და გა­ნუ­სა­ზღვროს მას კონ­კრე­ტუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი. მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თოს იქეთ­კენ, რომ არ­ხმა გა­აგ­რძე­ლოს მუ­შა­ო­ბა, არ იყოს შე­ფერ­ხე­ბა, არ იყოს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­რე­ვა. პა­რა­ლე­ლუ­რად გან­ხორ­ცი­ელ­დეს შე­მოწ­მე­ბა. აუ­დი­ტო­რე­ბი იქ­ნენ მოწ­ვე­უ­ლი “დიდი ოთხე­უ­ლი­დან“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა პარტნი­ორ­თა კრე­ბის მოწ­ვე­ვას, რო­გორც სა­ლია აცხა­დებს, მა­შინ, რო­დე­საც ყვე­ლა პარტნი­ო­რი შე­იძ­ლე­ბა ეთან­ხმე­ბო­დეს დღის წეს­რიგს, პარტნი­ორ­თა კრე­ბის მოწ­ვე­ვა არც არის ხოლ­მე სა­ჭი­რო.

„ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა პარტნი­ო­რის წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბა საკ­მა­რი­სია. მე ახლა გა­ვი­გე, რომ და­რე­გის­ტრირ­და, და­ნარ­ჩე­ნი ხალ­ვა­შის გა­და­სა­წყვე­ტია. მე მას და­ვუ­კავ­შირ­დე­ბი რო­გორც კი მექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ვკი­თხავ რას აპი­რებს“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქი­ბარ ხალ­ვაშ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ნიკა გვა­რა­მი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მის შემ­ცვლე­ლად სა­კუ­თა­რი ად­ვო­კა­ტის, პა­ა­ტა სა­ლი­ას და­ნიშ­ვნა და­ა­ა­ნონ­სა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

შეიცვლება თუ არა "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა და მენეჯმენტი? -  პაატა სალიას კომენტარი

შეიცვლება თუ არა "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა და მენეჯმენტი? -  პაატა სალიას კომენტარი

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია აცხადებს, რომ ის მზად არის „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავოს.

თუმცა, როგორც სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნი პირის კანდიდატურას, მის დანიშვნას, გათავისუფლებას, წესდების შესაბამისად, პარტნიორთა კრება წყვეტს.

კითხვაზე, თანახმაა თუ არა სალია დაიკავოს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობა, სალიამ უპასუხა:

„იმ ფარგლებში, რა ფარგლებიც განმისაზღვრა ბატონმა ხალვაშმა, მე თანახმა ვარ“, - განაცხადა სალიამ.

კითხვაზე, შეიცვლება თუ არა „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა და მენეჯმენტის ცვლილების მიმართულებით რას ჰპირდება „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს, პაატა სალიამ განაცხადა:

„რუსთავი2-ის თანამშრომლებს ქიბარ ხალვაში დაპირდა ერთ რამეს, რომ არ შეიცვლება არაფერი მათთან მიმართებაში. ერთადერთ ცვლილებას, რასაც გეგმავს, ეს არის დღევანდელი გენერალური დირექტორის გათავისუფლება, დანარჩენ ნაწილში არანაირი ცვლილება არ იგეგმება“, - განაცხადა სალიამ.

პაატა სალია არ აკონკრეტებს, ეთანხმება თუა რა „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელ სარედაქციო პოლიტიკას და კიხთვაზე, მისთვის მისაღებია თუ არა ის სარედაქციო პოლიტიკა, რასაც „რუსთვის 2“ ამ დროისთვის ახორციელებს, პასუხობს, რომ ის არ ჩაერევა არხის სარედაქციო პოლიტიკაში, რადგან ეს მხოლოდ რუსთავი2-ში მომუშავე ჟურნალისტების განსასაზღვრია.

„მე ამასთან დაკავშირებით არ გავაკეთებ არანაირ კომენტარს, სარედაქციო პოლიტიკა არის მასში დასაქმებული ჟურნალისტების განსასაზღვრი, ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს, ვიღაცას შეიძლება არა და მე არ ვაპირებ ამაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. მე არ შეხები სარედაქციო პოლიტიკას, არ ჩავერევი მას შემდეგ, რაც ჩავიბარებ მენეჯმენტს და დავრეგისტრირდები როგორც კომპანიის დირექტორი“, - განაცხადა სალიამ.

პაატა სალიას განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს “დიდი ოთხეულიდან” მოწვეული აუდიტორთა ჯგუფი შეამოწმებს. როგორც სალიამ აღნიშნა, ქიბარ ხალვაშს სამომავლო გეგმებზე მასთან ჯერ კონკრეტულად არ უსაუბრია და ამას უახლოეს მომავალში აპირებს.

„ქიბარ ხალვაშის მიერ დღეს გავრცელებულ წერილში აღნიშნულია, რომ ის აპირებს გაათავისუფლოს გენერალური დირექტორი. მის ნაცვლად დანიშნოს ახალი გენერალური დირექტორი და განუსაზღვროს მას კონკრეტული ამოცანები. მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოს იქეთკენ, რომ არხმა გააგრძელოს მუშაობა, არ იყოს შეფერხება, არ იყოს ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევა. პარალელურად განხორციელდეს შემოწმება. აუდიტორები იქნენ მოწვეული “დიდი ოთხეულიდან“, - განაცხადა სალიამ.

რაც შეეხება პარტნიორთა კრების მოწვევას, როგორც სალია აცხადებს, მაშინ, როდესაც ყველა პარტნიორი შეიძლება ეთანხმებოდეს დღის წესრიგს, პარტნიორთა კრების მოწვევა არც არის ხოლმე საჭირო.

„ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა პარტნიორის წერილობითი განცხადება საკმარისია. მე ახლა გავიგე, რომ დარეგისტრირდა, დანარჩენი ხალვაშის გადასაწყვეტია. მე მას დავუკავშირდები როგორც კი მექნება შესაძლებლობა და ვკითხავ რას აპირებს“, - განაცხადა სალიამ.

შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლება და მის შემცვლელად საკუთარი ადვოკატის, პაატა სალიას დანიშვნა დააანონსა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ