პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვითარდებოდა მოვლენები "რუსთავი 2"-ის გარშემო სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებამდე
როგორ ვითარდებოდა მოვლენები "რუსთავი 2"-ის გარშემო სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებამდე

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვის 2"-ის საქ­მე­ზე სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცნო­ბი­ლია.

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო მი­იჩ­ნევს, რომ "რუს­თა­ვი 2"-ის საქ­მე­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო, სა­ა­პე­ლა­ციო და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მხრი­დან, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის ნა­წილ­ში დარ­ღვე­ვა არ ყო­ფი­ლა. ამას გარ­და, სა­სა­მარ­თლომ ძა­ლა­ში არ და­ტო­ვა აღ­სრუ­ლე­ბის დრო­ე­ბი­თი შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც 2017 წელს ტე­ლე­კომ­პა­ნია ქი­ბარ ხალ­ვაშს აღარ გა­და­უ­ფორმ­და.

"რუს­თა­ვი 2"-ის საქ­მე ქარ­თულ სა­სა­მარ­თლო­ებ­ში

2012 წლის ნო­ემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი "რუს­თა­ვი 2" ძმებ ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლე­ბის მფლო­ბე­ლო­ბა­შია. ლე­ვან ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლი წი­ლე­ბის 22%-ს ფლობს, გი­ორ­გი ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლი კი - 18%-ს, 9%-იანი წილი კი ნინო ნი­ჟა­რა­ძეს ეკუთ­ვნის.

"რუს­თა­ვი 2"-ის 51%-ს ტე­ლე­კომ­პა­ნია "სა­ქარ­თვე­ლო" ფლობს, რომ­ლის 25%-25%-ს - გი­ორ­გი და ლე­ვან ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლე­ბი, 50%-იან წილს კი ნი­კო­ლოზ ნა­ყო­ფია ფლობს, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის, კობა ნა­ყო­ფი­ას შვი­ლია.

2012 წლის ნო­ემ­ბრი­დან "რუს­თა­ვი 2"-ის დი­რექ­ტო­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა და იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ასე­ვე მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ნიკა გვა­რა­მია გახ­და.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის წი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ პრე­ტენ­ზი­ას რამ­დე­ნი­მე მფლო­ბე­ლი გა­მოთ­ქვამ­და. მათ შო­რის იყო ქი­ბარ ხალ­ვა­შიც, რო­მელ­მაც "რუს­თა­ვი 2-ის" 100%-იანი წილი 2007 წელს გა­ას­ხვი­სა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მფლო­ბე­ლე­ბის - ძმე­ბი ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა და თქვა, რომ წი­ლე­ბი იძუ­ლე­ბით და­ათ­მო­ბი­ნეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ქი­ბარ ხალ­ვაშ­მა სა­მი­ვე ინ­სტან­ცია მო­ი­გო.

2017 წლის 2 მარტს უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ ძა­ლა­ში და­ტო­ვა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ხალ­ვა­ში ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლად გა­მო­ა­ცხა­და. თუმ­ცა, "რუს­თა­ვი 2"-ის იუ­რის­ტებ­მა გა­ნა­ჩე­ნი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რეს. ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ კი საქ­მის გან­ხილ­ვამ­დე და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნამ­დე, 2017 წლის 3 მარტს მხა­რე­ებს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა ჩა­მო­არ­თვა წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

ავტორი:

როგორ ვითარდებოდა მოვლენები "რუსთავი 2"-ის გარშემო სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებამდე

როგორ ვითარდებოდა მოვლენები "რუსთავი 2"-ის გარშემო სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებამდე

ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია.

სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა. ამას გარდა, სასამართლომ ძალაში არ დატოვა აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი, რომლის თანახმადაც 2017 წელს ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს აღარ გადაუფორმდა.

"რუსთავი 2"-ის საქმე ქართულ სასამართლოებში

2012 წლის ნოემბრიდან მოყოლებული "რუსთავი 2" ძმებ ყარამანიშვილების მფლობელობაშია. ლევან ყარამანიშვილი წილების 22%-ს ფლობს, გიორგი ყარამანიშვილი კი - 18%-ს, 9%-იანი წილი კი ნინო ნიჟარაძეს ეკუთვნის.

"რუსთავი 2"-ის 51%-ს ტელეკომპანია "საქართველო" ფლობს, რომლის 25%-25%-ს - გიორგი და ლევან ყარამანიშვილები, 50%-იან წილს კი ნიკოლოზ ნაყოფია ფლობს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კობა ნაყოფიას შვილია.

2012 წლის ნოემბრიდან "რუსთავი 2"-ის დირექტორი განათლებისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ასევე მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამია გახდა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრეტენზიას რამდენიმე მფლობელი გამოთქვამდა. მათ შორის იყო ქიბარ ხალვაშიც, რომელმაც "რუსთავი 2-ის" 100%-იანი წილი 2007 წელს გაასხვისა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელების - ძმები ყარამანიშვილების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და თქვა, რომ წილები იძულებით დაათმობინეს. საქართველოში ქიბარ ხალვაშმა სამივე ინსტანცია მოიგო.

2017 წლის 2 მარტს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ხალვაში ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელად გამოაცხადა. თუმცა, "რუსთავი 2"-ის იურისტებმა განაჩენი სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრეს. ევროპულმა სასამართლომ კი საქმის განხილვამდე და გადაწყვეტილების გამოტანამდე, 2017 წლის 3 მარტს მხარეებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უფლება ჩამოართვა წაიკითხეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ