პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომღერლობას გავაგრძელებ მსოფლიო სცენებზე!" - რას ჰყვება უკნაინულ "ვოისში" გამარჯვებული  ალექსანდრე ზაზარაშვილი და რა გეგმები აქვს
"მომღერლობას გავაგრძელებ მსოფლიო სცენებზე!" - რას ჰყვება უკნაინულ "ვოისში" გამარჯვებული  ალექსანდრე ზაზარაშვილი და რა გეგმები აქვს

12 წლის ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ბავ­შვო „ვო­ი­სის“ 2019 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, ამ პა­ტა­რა ბიჭ­მა უზარ­მა­ზა­რი პუბ­ლი­კის მო­ხიბ­ვლა და ურ­თუ­ლეს კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა შეძ­ლო. ალექ­სან­დრეს სა­კონ­კურ­სო ციებ-ცხე­ლე­ბას ჩვენ თვალ­ყურს ვა­დევ­ნებ­დით და პე­რი­ო­დუ­ლად გაწ­ვდი­დით მას­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას. ამი­ტომ ნი­ჭი­ერ ბი­ჭუ­ნას ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი უკვე კარ­გად იც­ნობს.

ალექ­სან­დრე გა­მაჯ­ვე­ბის შემ­დეგ AMBEBI.GE-სთან ახლა უკვე ემო­ცი­ის გა­რე­შე აფა­სებს და აა­ნა­ლი­ზებს იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან ამ­ბავს, რაც მის ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­და. ჩვენ მას ბულ­გა­რეთ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით.

რა­ტომ არ ეგო­ნა, რომ გა­ი­მარ­ჯვებ­და, რა იყო მისი გა­მარ­ჯვე­ბის მთავ­რი მი­ზე­ზი და რა სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი აქვს უკ­რა­ი­ნის ქარ­თველ ხმას.

„ის, რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­და, ბევრ რა­მეს ნიშ­ნავს, ეს არის ის რა­ღაც, რი­თაც და­ვამ­ტკი­ცე, რომ მე ეს შე­მიძ­ლია! მა­ნამ­დე ძა­ლი­ან ბევ­რჯერ ვცა­დე, მაგ­რამ რა­ღაც მი­ზე­ზე­ბის გამო, არ გა­მო­მი­ვი­და. ახლა კი უკვე გა­მო­მი­ვი­და და ვარ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი!

ეს ისე­თი პრო­ექ­ტია, რო­მელ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც ურ­თუ­ლე­სია. ამ შოუს კონ­კურ­სან­ტებს რომ ვხდე­ბო­დი, მათ­გან ვი­გებ­დი, რომ ქას­თინ­გებ­ზე 4 წელი უვ­ლი­ათ, რომ პრო­ექ­ტში მოხ­ვედ­რი­ლიყ­ვნენ.

ვფიქ­რობ, ჩემი გა­მარ­ჯვე­ბის მთავ­რი მი­ზე­ზი ის არის, რომ სა­კუ­თა­რი უნა­რე­ბით, ხმით და ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით და­ვამ­ტკი­ცე, რა შე­მიძ­ლია!.. პირ­ველ ტურ­ში მე თვი­თონ ვარ­ჩევ­დი, რა უნდა მემ­ღე­რა, შემ­დეგ ტუ­რებ­ზე უკვე მენ­ტო­რებ­თან ერ­თად.

რო­გორც ად­რეც გი­თხა­რით, არ მე­გო­ნა, თუ გა­ვი­მარ­ჯვებ­დი, რა­საც კონ­კურ­სან­ტებ­თან სა­უ­ბა­რი ამ­ძაფ­რებ­და, რად­გან მათ­გან ვი­გებ­დი, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო მას­ში მო­ნა­წი­ლო­ბა. სირ­თუ­ლე ისიც იყო, რომ სხვა ქვეყ­ნი­დან ვი­ყა­ვი ჩა­სუ­ლი, თან, პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი იქ. მარ­თლა არ იყო მარ­ტი­ვი.

ჯერ კი­დევ არ მაქვს კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი, რაც მოხ­და, რომ ამ პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვარ", - გვე­უბ­ნე­ბა ალექ­სან­დრე. ის სა­კუ­თარ თავ­ში ერთი დიდ პლუ­სად იმას მი­იჩ­ნევს, რაც ძა­ლი­ან მოს­წონს კი­დეც, რომ არ არის ერ­თფე­რო­ვა­ნი და ბევრ ჟანრს ირ­გებს, მათ შო­რის, ფოლკ­ლორს, კლა­სი­კას.

„ვმღე­რი ასე­ვე ოპე­რას, კლა­სი­კურ მუ­სი­კას, სა­დაც დიდი წარ­მა­ტე­ბა მაქვს. ცოტა ხან­ში ამე­რი­კა­ში „კარ­ნე­გი ჰოლ­ში“ უნდა გა­ვემ­გზავ­რო. ერთ-ერთ მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე, რო­მელ­შიც გა­ვი­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ასე და­მა­სა­ჩუქ­რეს. კლა­სი­კურ მუ­სი­კას გო­რის ვანო მუ­რა­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა­ში ქალ­ბა­ტონ მაყ­ვა­ლა ხორ­ბა­ლა­ძეს­თან ვე­უფ­ლე­ბი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით იტა­ლი­ა­ში კონ­კურ­სზე „მო­მავ­ლის ვარ­სკვალ­ვებ­ში“ ერთხელ უკვე ვი­ყა­ვი“.

ალექ­სან­დრემ უკ­რა­ი­ნა­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი მი­ი­ღო, მაგ­რამ თუ რას დას­თან­ხმდა და რა გეგ­მე­ბი აქვს, ამის თქმის­გან ჯერ­ჯე­რო­ბით თავს იკა­ვებს: „ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი სა­ი­დუმ­ლოა, რა­საც ძა­ლი­ან მალე გა­ვი­გებთ... გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­ში რამ­დე­ნი­მე დღე დავ­რჩი და მერე და­სას­ვე­ნებ­ლად ბულ­გა­რეთ­ში წა­მო­ვე­დი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არ ვყო­ფილ­ვარ. ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი მაქვს მალე ჩა­ვი­დე, მე­ნატ­რე­ბა ჩემი ქვე­ყა­ნა. მიყ­ვარ­ხართ ყვე­ლა, მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რის­თვის. აგ­ვის­ტოს ბო­ლომ­დე აქ ვიქ­ნე­ბი“.

- რას ფიქ­რობ, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით აპი­რებ სა­მო­მავ­ლოდ შენი ნი­ჭის გან­ვი­თა­რე­ბას?

- მომ­ღე­ლო­ბას გა­ვაგ­რძე­ლებ მსოფ­ლიო სცე­ნებ­ზე!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს
ავტორი:

"მომღერლობას გავაგრძელებ მსოფლიო სცენებზე!" - რას ჰყვება უკნაინულ "ვოისში" გამარჯვებული  ალექსანდრე ზაზარაშვილი და რა გეგმები აქვს

"მომღერლობას გავაგრძელებ მსოფლიო სცენებზე!" - რას ჰყვება უკნაინულ "ვოისში" გამარჯვებული  ალექსანდრე ზაზარაშვილი და რა გეგმები აქვს

12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი უკრაინული საბავშვო „ვოისის“ 2019 წლის გამარჯვებულია, ამ პატარა ბიჭმა უზარმაზარი პუბლიკის მოხიბვლა და ურთულეს კონკურსში გამარჯვება შეძლო. ალექსანდრეს საკონკურსო ციებ-ცხელებას ჩვენ თვალყურს ვადევნებდით და პერიოდულად გაწვდიდით მასზე ინფორმაციას. ამიტომ ნიჭიერ ბიჭუნას ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს.

ალექსანდრე გამაჯვების შემდეგ AMBEBI.GE-სთან ახლა უკვე ემოციის გარეშე აფასებს და აანალიზებს იმ მნიშვნელოვან ამბავს, რაც მის ცხოვრებაში მოხდა. ჩვენ მას ბულგარეთში დავუკავშირდით.

რატომ არ ეგონა, რომ გაიმარჯვებდა, რა იყო მისი გამარჯვების მთავრი მიზეზი და რა სამომავლო გეგმები აქვს უკრაინის ქართველ ხმას.

„ის, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ბევრ რამეს ნიშნავს, ეს არის ის რაღაც, რითაც დავამტკიცე, რომ მე ეს შემიძლია! მანამდე ძალიან ბევრჯერ ვცადე, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, არ გამომივიდა. ახლა კი უკვე გამომივიდა და ვარ გამარჯვებული!

ეს ისეთი პროექტია, რომელში მონაწილეობაც ურთულესია. ამ შოუს კონკურსანტებს რომ ვხდებოდი, მათგან ვიგებდი, რომ ქასთინგებზე 4 წელი უვლიათ, რომ პროექტში მოხვედრილიყვნენ.

ვფიქრობ, ჩემი გამარჯვების მთავრი მიზეზი ის არის, რომ საკუთარი უნარებით, ხმით და ვოკალური მონაცემებით დავამტკიცე, რა შემიძლია!.. პირველ ტურში მე თვითონ ვარჩევდი, რა უნდა მემღერა, შემდეგ ტურებზე უკვე მენტორებთან ერთად.

როგორც ადრეც გითხარით, არ მეგონა, თუ გავიმარჯვებდი, რასაც კონკურსანტებთან საუბარი ამძაფრებდა, რადგან მათგან ვიგებდი, რომ ძალიან რთული იყო მასში მონაწილობა. სირთულე ისიც იყო, რომ სხვა ქვეყნიდან ვიყავი ჩასული, თან, პირველად ვიყავი იქ. მართლა არ იყო მარტივი.

ჯერ კიდევ არ მაქვს კარგად გააზრებული, რაც მოხდა, რომ ამ პროექტის გამარჯვებული ვარ", - გვეუბნება ალექსანდრე. ის საკუთარ თავში ერთი დიდ პლუსად იმას მიიჩნევს, რაც ძალიან მოსწონს კიდეც, რომ არ არის ერთფეროვანი და ბევრ ჟანრს ირგებს, მათ შორის, ფოლკლორს, კლასიკას.

„ვმღერი ასევე ოპერას, კლასიკურ მუსიკას, სადაც დიდი წარმატება მაქვს. ცოტა ხანში ამერიკაში „კარნეგი ჰოლში“ უნდა გავემგზავრო. ერთ-ერთ მუსიკალურ ფესტივალზე, რომელშიც გავიმარჯვების შემდეგ ასე დამასაჩუქრეს. კლასიკურ მუსიკას გორის ვანო მურადელის სახელობის სკოლაში ქალბატონ მაყვალა ხორბალაძესთან ვეუფლები. ამ მიმართულებით იტალიაში კონკურსზე „მომავლის ვარსკვალვებში“ ერთხელ უკვე ვიყავი“.

ალექსანდრემ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ საინტერესო შემოთავაზებები მიიღო, მაგრამ თუ რას დასთანხმდა და რა გეგმები აქვს, ამის თქმისგან ჯერჯერობით თავს იკავებს: „ამ კითხვაზე პასუხი საიდუმლოა, რასაც ძალიან მალე გავიგებთ... გამარჯვების შემდეგ უკრაინაში რამდენიმე დღე დავრჩი და მერე დასასვენებლად ბულგარეთში წამოვედი. საქართველოში ჯერ არ ვყოფილვარ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს მალე ჩავიდე, მენატრება ჩემი ქვეყანა. მიყვარხართ ყველა, მადლობა მხარდაჭერისთვის. აგვისტოს ბოლომდე აქ ვიქნები“.

- რას ფიქრობ, რა მიმართულებით აპირებ სამომავლოდ შენი ნიჭის განვითარებას?

- მომღელობას გავაგრძელებ მსოფლიო სცენებზე!

მაკა ზამბახიძე და მიხეილ ჩოხელი დაქორწინდნენ - ფოტოები ჯვრისწერიდან

"გილოცავთ, თქვენ მოხვდით შოუშიო... სიხარულისგან ვკიოდი!" - რას ყვება 17 წლის მარიამ ჟორდანია, რომელმაც უკრაინულ "ვოისში" ფურორი მოახდინა

„ნიაზ დიასამიძე და 33ა“-ს კონცერტი ‘Silk Factory Studio”-ში 21 თებერვალს ჩატარდება