პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ნენსკრა ჰიდროს“ კონტრაქტორი კომპანიის მენეჯერი - სვანეთში დაზიანებული გზისა და ხიდების რეაბილიტაცია და „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
„ნენსკრა ჰიდროს“ კონტრაქტორი კომპანიის მენეჯერი - სვანეთში დაზიანებული გზისა და ხიდების რეაბილიტაცია და „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

სვა­ნეთ­ში, ნენ­სკრას ხე­ო­ბა­ში სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გზი­სა და ხი­დე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და „ნენ­სკრა ჰე­სის“ მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნა­მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სს ნენ­სკრა ჰიდ­როს სამ­შე­ნებ­ლო კონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნია “ქარ­თუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო კონ­სორ­ცი­უ­მის“ შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის მე­ნე­ჯერ­მა გი­ორ­გი ჩა­ლა­თაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მარ­თა­ლია წელს სტი­ქი­ის გა­მე­ო­რე­ბამ მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბი გარ­კვე­ულ­წი­ლად შე­ა­ყოვ­ნა, თუმ­ცა გა­სუ­ლი წელს მომ­ხდა­რი სტი­ქი­ის შე­დე­გად ჩა­მო­ტა­ნი­ლი მა­სის გაწ­მენ­დით სა­მუ­შა­ო­ე­ბი წელს დას­რულ­დე­ბა.

„შარ­შან­დე­ლი სტი­ქი­ის მიერ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხი­დე­ბის რე­კონ­სტრუქ­ცია გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ვი­წყეთ. და­ახ­ლო­ე­ბით 9 კი­ლო­მეტ­რის გზა იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, წა­ღე­ბუ­ლი იყო ტიტა-პა­პა­ლა­რას ხიდი, რო­მე­ლიც ახლა აღ­დგა. ნენ­სკრას კა­ლა­პო­ტი და­ახ­ლო­ე­ბით 5 კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზე უკვე მო­წეს­რიგ­და. მეს­ტი­ის გად­მო­სახ­ვე­ვი­დან კაშხლამ­დე 11 ხიდი უნდა აშენ­დეს, რო­მე­ლიც 100 ტონა ტვირ­თმზი­დო­ბის იქ­ნე­ბა, სწო­რედ ამ ხი­დებ­მა უნდა გა­ა­ტა­რონ გვი­რაბ გამ­ყვა­ნი მან­ქა­ნე­ბი. 7 ივ­ნისს მომ­ხდარ­მა სტი­ქი­ამ კი­დევ შეგ­ვა­ყოვ­ნა, თუმ­ცა წელს სა­მუ­შა­ო­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად დას­რულ­დე­ბა“, - გან­მარ­ტავს გი­ორ­გი ჩა­ლა­თაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, გა­სუ­ლი წლის 5 ივ­ლისს „ნენ­სკრა ჰე­სის“ კაშ­ხა­ლი აშე­ნე­ბუ­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ჭუ­ბე­რი მომ­ხდარ სტი­ქი­ას გა­და­ურ­ჩე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, იგეგ­მე­ბა თუ არა ნენ­სკრას ხე­ო­ბა­ში სტი­ქი­ის გან­მე­ო­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის ად­რე­უ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის სის­ტე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, ჩა­ლა­თაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის სენ­სო­რუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და­მონ­ტაჟ­დე­ბა.

„შარ­შან ჰესი აშე­ნე­ბუ­ლი რომ ყო­ფი­ლი, მდი­ნა­რე ნენ­სკრას გა­და­კეტ­ვა მოხ­დე­ბო­და და იმ მა­სას, რო­მე­ლიც ოკ­რი­ლი­დან ჩა­მო­ვი­და ნენ­სკრას კა­ლა­პო­ტი გა­ა­ტა­რებ­და და გა­უძ­ლებ­და. სტი­ქი­ის თა­ვის ასა­რი­დებ­ლად წყლის დო­ნის ადი­დე­ბის, ღვარ­ცო­ფის მო­ვარ­დნის და სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბის წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრის­თვის და­მონ­ტაჟ­დე­ბა სენ­სო­რუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა,“-გა­ნა­ცხა­და „ქარ­თუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო კონ­სორ­ცი­უ­მის“ შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის მე­ნე­ჯერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ( EIB, EBRD, ADB), რომ­ლე­ბიც პრო­ექ­ტის ინ­ვეს­ტო­რე­ბად მო­ი­აზ­რე­ბი­ან, წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ატა­რე­ბენ აუ­დიტს, რო­მე­ლიც ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბას მო­ი­ცავს.

„წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის, ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის და აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის მიერ მოწ­მდე­ბა ის სტან­დარ­ტე­ბი რომ­ლი­თაც უნდა იხელ­მძღვა­ნე­ლოს საპ­რო­ექ­ტო კომ­პა­ნი­ამ და მის­მა კონ­ტრაქ­ტორ­მა. მოწ­მდე­ბა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით - შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბი, შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი, გა­რე­მოს დაც­ვის ნორ­მე­ბი, მშე­ნებ­ლო­ბის ხა­რის­ხი, ად­გი­ლობ­რივ­თა და­საქ­მე­ბა და მათი რა­ო­დე­ნო­ბა. პრო­ექ­ტის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რომ და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ში 80% ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის წილი უნდა იყოს. ერთი აუ­დი­ტი მარ­ტში ჩა­ტარ­და, ისევ 10 ივ­ნისს უნდა ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, თუმ­ცა 7 ივ­ნი­სის სტი­ქი­ამ აუ­დი­ტის გეგ­მუ­რი შე­მოწ­მე­ბა სექ­ტემ­ბრამ­დე გა­და­ა­ვა­და“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ჩა­ლა­თაშ­ვილ­მა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

„ნენსკრა ჰიდროს“ კონტრაქტორი კომპანიის მენეჯერი - სვანეთში დაზიანებული გზისა და ხიდების რეაბილიტაცია და „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

„ნენსკრა ჰიდროს“ კონტრაქტორი კომპანიის მენეჯერი - სვანეთში დაზიანებული გზისა და ხიდების რეაბილიტაცია და „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

სვანეთში, ნენსკრას ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზისა და ხიდების რეაბილიტაცია და „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სს ნენსკრა ჰიდროს სამშენებლო კონტრაქტორი კომპანია “ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა გიორგი ჩალათაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მართალია წელს სტიქიის გამეორებამ მიმდინარე სამუშაოები გარკვეულწილად შეაყოვნა, თუმცა გასული წელს მომხდარი სტიქიის შედეგად ჩამოტანილი მასის გაწმენდით სამუშაოები წელს დასრულდება.

„შარშანდელი სტიქიის მიერ დაზიანებული ხიდების რეკონსტრუქცია გასული წლის ნოემბერში დავიწყეთ. დაახლოებით 9 კილომეტრის გზა იყო დაზიანებული, წაღებული იყო ტიტა-პაპალარას ხიდი, რომელიც ახლა აღდგა. ნენსკრას კალაპოტი დაახლოებით 5 კილომეტრის მანძილზე უკვე მოწესრიგდა. მესტიის გადმოსახვევიდან კაშხლამდე 11 ხიდი უნდა აშენდეს, რომელიც 100 ტონა ტვირთმზიდობის იქნება, სწორედ ამ ხიდებმა უნდა გაატარონ გვირაბ გამყვანი მანქანები. 7 ივნისს მომხდარმა სტიქიამ კიდევ შეგვაყოვნა, თუმცა წელს სამუშაოები აუცილებლად დასრულდება“, - განმარტავს გიორგი ჩალათაშვილი.

მისივე თქმით, გასული წლის 5 ივლისს „ნენსკრა ჰესის“ კაშხალი აშენებული რომ ყოფილიყო, ჭუბერი მომხდარ სტიქიას გადაურჩებოდა.

რაც შეეხება კითხვას, იგეგმება თუ არა ნენსკრას ხეობაში სტიქიის განმეორებიდან გამომდინარე, სტიქიური მოვლენების ადრეული შეტყობინებების სისტემების გამოყენება, ჩალათაშვილი აცხადებს, რომ სტიქიური უბედურების პრევენციისთვის სენსორული მოწყობილობები დამონტაჟდება.

„შარშან ჰესი აშენებული რომ ყოფილი, მდინარე ნენსკრას გადაკეტვა მოხდებოდა და იმ მასას, რომელიც ოკრილიდან ჩამოვიდა ნენსკრას კალაპოტი გაატარებდა და გაუძლებდა. სტიქიის თავის ასარიდებლად წყლის დონის ადიდების, ღვარცოფის მოვარდნის და სტიქიური უბედურებების წინასწარ განსაზღვრისთვის დამონტაჟდება სენსორული მოწყობილობა,“-განაცხადა „ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ( EIB, EBRD, ADB), რომლებიც პროექტის ინვესტორებად მოიაზრებიან, წელიწადში ორჯერ ატარებენ აუდიტს, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს.

„წელიწადში ორჯერ ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და აზიის განვითარების ბანკის მიერ მოწმდება ის სტანდარტები რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს საპროექტო კომპანიამ და მისმა კონტრაქტორმა. მოწმდება ყველა მიმართულებით - შრომითი უფლებები, შრომის უსაფრთხოების ნორმები, გარემოს დაცვის ნორმები, მშენებლობის ხარისხი, ადგილობრივთა დასაქმება და მათი რაოდენობა. პროექტის ვალდებულებაა, რომ დასაქმებულთა რაოდენობაში 80% ადგილობრივების წილი უნდა იყოს. ერთი აუდიტი მარტში ჩატარდა, ისევ 10 ივნისს უნდა ჩამოსულიყვნენ, თუმცა 7 ივნისის სტიქიამ აუდიტის გეგმური შემოწმება სექტემბრამდე გადაავადა“, - განაცხადა გიორგი ჩალათაშვილმა.

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი