პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდიდან შეუძლია ქიბარ ხალვაშს რუსთავი 2-ის გადაფორმება - "მხარეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად 3 თვის ვადა აქვს"
როდიდან შეუძლია ქიბარ ხალვაშს რუსთავი 2-ის გადაფორმება - "მხარეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად 3 თვის ვადა აქვს"

„სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის მოხ­სნა და­მო­კი­დე­ბუ­ლია არა სა­ხელ­მწი­ფო­ზე, არა­მედ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მე­სა­კუთ­რე­ზე - ქი­ბარ ხალ­ვაშ­ზე, - ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც „რუს­თა­ვი2“ - ის საქ­მე­ზე სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

მისი თქმით, ახა­ლი მე­სა­კუთ­რის გა­და­სა­წყვე­ტია, რო­დის მოხ­სნის აღ­სრუ­ლე­ბის შემ­ჩე­რე­ბელ მე­ქა­ნიზმს.

„სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­სა­წყვე­ტი არ არის, რო­დის შე­იძ­ლე­ბა შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ მოხ­სნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აღ­სრულ­დეს. ეს მთლი­ა­ნად და­მო­კი­დე­ბუ­ლია ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის იმ მე­სა­კუთ­რე­ზე, რო­მე­ლიც უზე­ნა­სი სა­სა­მარ­თლოს 2017 წლის 2 მარ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, არის ქი­ბარ ხალ­ვა­ში და მისი კომ­პა­ნია. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ ერ­თხმად თქვა, რომ სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა არ დარ­ღვე­უ­ლა, რომ სა­მათ­ლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბა არ დარ­ღვე­უ­ლა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ახალ მე­სა­კუთ­რეს აქვს თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რა­ზეც თა­ვად გვე­ტყვის, ალ­ბათ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, კმა­ყო­ფი­ლი ვართ თუ არა, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ­ტკი­ცებს, რისი მო­ლო­დი­ნიც ჩვენს მხა­რეს ჰქონ­და. ჩვენ მიერ სხვა­დას­ხვა დროს წარ­დგე­ნი­ლი 400-ზე მეტ გვერ­დი­ა­ნი შე­სა­გებ­ლე­ბი, სრუ­ლად იქნა გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი ერო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ და დად­გინ­და, რომ ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნი და სან­დო იყო,“ - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მხა­რეს „რუს­თა­ვი 2“-ს საქ­მე­ზე სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­სა­ჩივ­რებ­ლად 3 თვის ვადა აქვს. რო­გორც წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, გა­სა­ჩივ­რე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის მოხ­სნა.

„რაც შე­ე­ხე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლას, ერ­თა­დერ­თი ნა­წი­ლი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის, რო­მე­ლიც გა­სა­ჩივ­რე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, არის შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის მოხ­სნა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში პირ­და­პირ წე­რია, რომ ვი­ნა­ი­დან „რუს­თა­ვი 2“-ის ყვე­ლა სა­სარ­ჩე­ლო მო­თხოვ­ნა და­უშ­ვებ­ლად იქნა ცნო­ბი­ლი, სა­სა­მარ­თლო აღარ თვლის სა­ჭი­როდ, რომ შე­ჩე­რე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა იყოს ძა­ლა­ში და ის არის მოხ­სნი­ლი. სა­რე­ზო­ლუ­ციო ნა­წი­ლი­დან ჩანს, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბულ იქნა ერ­თხმად და შვი­დი­ვე მო­სა­მარ­თლის ერ­თსუ­ლო­ვა­ნი აზ­რია.

შე­ჩე­რე­ბის მოხ­სნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გა­სა­ჩივ­რე­ბას და ის დღე­ი­დან არის ძა­ლა­ში.

შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ მხა­რე­ე­ბი, თუკი რა­ი­მეს გა­ვა­სა­ჩივ­რებთ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­დან, ეს იქ­ნე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ 6 ხმით ერ­თის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც არ­სე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. სხვა სა­და­ვო აქ არა­ფე­რი ჩანს. გა­სა­ჩივ­რე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი არის შემ­დე­გი: მხა­რეს გა­სა­ჩივ­რე­ბის­თვის 3 თვის ვადა აქვს. თუმ­ცა, დიდი პა­ლა­ტის მიერ გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი საქ­მის გან­ხილ­ვა ავ­ტო­მა­ტუ­რი არ არის. შუ­ა­ში არ­სე­ბობს ე.წ. ფილტრა­ცი­ის კო­ლე­გია, რო­მე­ლიც ან და­უშ­ვებს საქ­მეს გან­სა­ხილ­ვე­ლად დიდ პა­ლა­ტა­ში, ან არ და­უშ­ვებს.

თქვენ გახ­სოვთ, რომ ჩვენ ასე გა­ვა­სა­ჩივ­რეთ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ და ეს საქ­მე მოხ­ვდა იმ 3 თუ 4 პრო­ცენტ საქ­მე­ებ­ში, რო­მე­ლიც ფილტრა­ცი­ის კო­ლე­გი­ამ დიდი პა­ლა­ტის გან­სა­ხილ­ვე­ლად და­უშ­ვა. პრო­ცე­დუ­რა აქაც იქ­ნე­ბა იგი­ვე“, - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

როდიდან შეუძლია ქიბარ ხალვაშს რუსთავი 2-ის გადაფორმება - "მხარეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად 3 თვის ვადა აქვს"

როდიდან შეუძლია ქიბარ ხალვაშს რუსთავი 2-ის გადაფორმება - "მხარეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად 3 თვის ვადა აქვს"

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოხსნა დამოკიდებულია არა სახელმწიფოზე, არამედ ტელეკომპანიის მესაკუთრეზე - ქიბარ ხალვაშზე, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც „რუსთავი2“ - ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაცხადა.

მისი თქმით, ახალი მესაკუთრის გადასაწყვეტია, როდის მოხსნის აღსრულების შემჩერებელ მექანიზმს.

„სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის, როდის შეიძლება შეჩერების შესახებ მოხსნის გადაწყვეტილება აღსრულდეს. ეს მთლიანად დამოკიდებულია ტელეკომპანიის იმ მესაკუთრეზე, რომელიც უზენასი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, არის ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია. ამასთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ერთხმად თქვა, რომ საკუთრების უფლება არ დარღვეულა, რომ სამათლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა და აქედან გამომდინარე, ახალ მესაკუთრეს აქვს თავისი გადაწყვეტილების თავისუფლება, რაზეც თავად გვეტყვის, ალბათ.

რაც შეეხება იმას, კმაყოფილი ვართ თუ არა, ეს გადაწყვეტილება ამტკიცებს, რისი მოლოდინიც ჩვენს მხარეს ჰქონდა. ჩვენ მიერ სხვადასხვა დროს წარდგენილი 400-ზე მეტ გვერდიანი შესაგებლები, სრულად იქნა გაზიარებული ეროპული სასამართლოს მიერ და დადგინდა, რომ ქართული სასამართლოების გადაწყვეტილებები სამართლიანი და სანდო იყო,“ - განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის განცხადებით, მხარეს „რუსთავი 2“-ს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად 3 თვის ვადა აქვს. როგორც წულუკიანმა განაცხადა, გასაჩივრებას არ ექვემდებარება შეჩერების მექანიზმის მოხსნა.

„რაც შეეხება გადაწყვეტილების ძალაში შესვლას, ერთადერთი ნაწილი ამ გადაწყვეტილების, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, არის შეჩერების მექანიზმის მოხსნა. გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ ვინაიდან „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა დაუშვებლად იქნა ცნობილი, სასამართლო აღარ თვლის საჭიროდ, რომ შეჩერების ღონისძიება იყოს ძალაში და ის არის მოხსნილი. სარეზოლუციო ნაწილიდან ჩანს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად და შვიდივე მოსამართლის ერთსულოვანი აზრია.

შეჩერების მოხსნის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას და ის დღეიდან არის ძალაში.

შესაბამისად, ჩვენ მხარეები, თუკი რაიმეს გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებიდან, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ 6 ხმით ერთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არსებითი გადაწყვეტილებაა. სხვა სადავო აქ არაფერი ჩანს. გასაჩივრების პროცედურები არის შემდეგი: მხარეს გასაჩივრებისთვის 3 თვის ვადა აქვს. თუმცა, დიდი პალატის მიერ გასაჩივრებული საქმის განხილვა ავტომატური არ არის. შუაში არსებობს ე.წ. ფილტრაციის კოლეგია, რომელიც ან დაუშვებს საქმეს განსახილველად დიდ პალატაში, ან არ დაუშვებს.

თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ ასე გავასაჩივრეთ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ და ეს საქმე მოხვდა იმ 3 თუ 4 პროცენტ საქმეებში, რომელიც ფილტრაციის კოლეგიამ დიდი პალატის განსახილველად დაუშვა. პროცედურა აქაც იქნება იგივე“, - განაცხადა წულუკიანმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ