სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა გვარამიას ნაცვლად, "რუსთავი 2"-ს ხალვაშის ადვოკატი უხელმძღვანელებს
ნიკა გვარამიას ნაცვლად, "რუსთავი 2"-ს ხალვაშის ადვოკატი უხელმძღვანელებს

ქი­ბარ ხალ­ვა­ში „რუს­თა­ვი 2“-ს ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტზე ნიკა გვა­რა­მი­ას შემ­ცვლე­ლად თა­ვის ად­ვო­კატ პა­ა­ტა სა­ლი­ას ასა­ხე­ლებს.

რო­გორც ხალ­ვა­ში სა­კუ­თარ გან­ცხა­დე­ბა­ში გან­მარ­ტავს, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სა­ლი­ას პირ­ვე­ლი რი­გის ამო­ცა­ნა იქ­ნე­ბა, უზ­რუნ­ველ­ყოს არ­ხის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბა და ამავდრო­უ­ლად, მო­ახ­დი­ნოს კომ­პა­ნი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ვი­თა­რე­ბის შეს­წავ­ლა.

„არ ვა­პი­რებ შე­ვე­ხო არ­ხის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კას. გა­მო­ხატ­ვი­სა და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი. არ ჩა­ვე­რე­ვი „რუს­თა­ვი2”-ის ჟურ­ნა­ლი­ტე­ბის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რი გამჭვირ­ვა­ლო­ბით. ამავდრო­უ­ლად, ვი­ზურ­ნებ თა­ნამ­შრო­მელ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს შე­ვუ­წყობ მათ ამ საქ­მე­ში.

იმე­დი მაქვს, რომ კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ადეკ­ვა­ტუ­რად შეხ­ვდე­ბი­ან სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, გა­აგ­რძე­ლე­ბენ თა­ვი­ანთ პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას და ჩვენ ყვე­ლა­ნი ერ­თად ვიზ­რუ­ნებთ, რომ „რუს­თა­ვი2“ იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი არხი.

ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ანს. ნიკა გვა­რა­მია, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში არის იმ რე­ჟი­მის და­ნიშ­ნუ­ლი, რო­მელ­მაც წა­მარ­თვა კომ­პა­ნია, ვე­ღარ გა­აგ­რძე­ლებს კომ­პა­ნი­ა­ში საქ­მი­ა­ნო­ბას ვერც ჟურ­ნა­ლის­ტის და ვერც, ცხა­დია, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის სტა­ტუ­სით. მის ნაც­ვლად კომ­პა­ნი­ას უხელ­მძღვა­ნე­ლებს ჩემი ად­ვო­კა­ტი პა­ა­ტა სა­ლია, რო­მელ­საც პირ­ველ ეტაპ­ზე ვუ­სა­ზღვრავ მკა­ფიო ამო­ცა­ნას - უზ­რუნ­ველ­ყოს არ­ხის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბა და ამავდრო­უ­ლად, მო­ახ­დი­ნოს კომ­პა­ნი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ვი­თა­რე­ბის შეს­წავ­ლა, რის­თვი­საც მო­იწ­ვი­ოს მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე სა­ერ­თა­შო­რი­სო აუ­დი­ტო­რუ­ლი კომ­პა­ნია“, - აცხა­დებს ქი­ბარ ხალ­ვა­ში.

პა­ა­ტა სა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გად ცნო­ბი­ლი და საკ­მა­ოდ მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი ად­ვო­კა­ტია. მას იუ­რი­დი­ულ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის თით­ქმის 20-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. არის იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია "გა­ბუ­ნია და პარტნი­ო­რე­ბის" ერთ-ერთი მთა­ვა­რი პარტნი­ო­რი.

სა­ლი­ას პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა მო­ი­ცავს ფი­ნან­სურ და ბიზ­ნეს­სექ­ტორს, იცავს ად­გი­ლობ­რი­ვი და უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის უფ­ლე­ბებს. ფლობს ოთხ ენას - ინ­გლი­სურს, რუ­სულს, ფრან­გულ­სა და ბერ­ძნულს. რაც შე­ე­ხე­ბა მის გა­ნათ­ლე­ბას, კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნე­სის, ვაჭ­რო­ბი­სა და კო­მერ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლობ­და, მა­გის­ტრის ხა­რის­ხი 2013 წელს, ჩი­კა­გო-კენ­ტის ამე­რი­კუ­ლი სა­მარ­თლის სკო­ლა­ში და­იც­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები
ავტორი:

ნიკა გვარამიას ნაცვლად, "რუსთავი 2"-ს ხალვაშის ადვოკატი უხელმძღვანელებს

ნიკა გვარამიას ნაცვლად, "რუსთავი 2"-ს ხალვაშის ადვოკატი უხელმძღვანელებს

ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ს ხელმძღვანელის პოსტზე ნიკა გვარამიას შემცვლელად თავის ადვოკატ პაატა სალიას ასახელებს.

როგორც ხალვაში საკუთარ განცხადებაში განმარტავს, ტელეკომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სალიას პირველი რიგის ამოცანა იქნება, უზრუნველყოს არხის შეუფერხებელი მუშაობა და ამავდროულად, მოახდინოს კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების შესწავლა.

„არ ვაპირებ შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას. გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იქნება გარანტირებული. არ ჩავერევი „რუსთავი2”-ის ჟურნალიტების პროფესიულ საქმიანობაში. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობით. ამავდროულად, ვიზურნებ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე და ყველანაირად ხელს შევუწყობ მათ ამ საქმეში.

იმედი მაქვს, რომ კომპანიის თანამშრომლები ადეკვატურად შეხვდებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გააგრძელებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას და ჩვენ ყველანი ერთად ვიზრუნებთ, რომ „რუსთავი2“ იყოს წარმატებული და პოპულარული არხი.

ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს. ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში არის იმ რეჟიმის დანიშნული, რომელმაც წამართვა კომპანია, ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას ვერც ჟურნალისტის და ვერც, ცხადია, გენერალური დირექტორის სტატუსით. მის ნაცვლად კომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი ადვოკატი პაატა სალია, რომელსაც პირველ ეტაპზე ვუსაზღვრავ მკაფიო ამოცანას - უზრუნველყოს არხის შეუფერხებელი მუშაობა და ამავდროულად, მოახდინოს კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების შესწავლა, რისთვისაც მოიწვიოს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია“, - აცხადებს ქიბარ ხალვაში.

პაატა სალია საქართველოში კარგად ცნობილი და საკმაოდ მაღალანაზღაურებადი ადვოკატია. მას იურიდიულ სფეროში მოღვაწეობის თითქმის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. არის იურიდიული კომპანია "გაბუნია და პარტნიორების" ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი.

სალიას პრაქტიკული საქმიანობა მოიცავს ფინანსურ და ბიზნესსექტორს, იცავს ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების უფლებებს. ფლობს ოთხ ენას - ინგლისურს, რუსულს, ფრანგულსა და ბერძნულს. რაც შეეხება მის განათლებას, კავკასიის უნივერსიტეტში საერთაშორისო ბიზნესის, ვაჭრობისა და კომერციის მიმართულებით სწავლობდა, მაგისტრის ხარისხი 2013 წელს, ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლაში დაიცვა საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები