საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვაპირებ შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას, ცვლილება შეეხება მხოლოდ ნიკა გვარამიას" - ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს
"არ ვაპირებ შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას, ცვლილება შეეხება მხოლოდ ნიკა გვარამიას" - ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

დღეს, სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ სა­ბო­ლოო წერ­ტი­ლი და­უს­ვა ჩემს მრა­ვალ­წლი­ან და­ვას სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნი­სათ­ვის და და­ა­დას­ტუ­რა, რომ 2017 წლის 2 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად კა­ნო­ნი­ე­რი იყო. დღეს აღარ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი ეჭვი, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის ერ­თა­დერ­თი კა­ნო­ნი­ე­რი მე­სა­კუთ­რე მე ვარ და რომ ეს კომ­პა­ნია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ წა­მარ­თვეს, - ამის შე­სა­ხებ „რუს­თა­ვი 2“-ის წი­ლის მფლო­ბე­ლის, ქი­ბარ ხალ­ვა­შის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

ხალ­ვაშ­მა სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­ავ­რცე­ლა:

„დღეს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ გა­ა­უქ­მა მის მი­ერ­ვე და­წე­სე­ბუ­ლი დრო­ე­ბი­თი შე­ზღუდ­ვა. ახლა უკვე სა­ბო­ლო­ოდ მოხ­სნი­ლია უკა­ნას­კნე­ლი ბა­რი­ე­რი, ვი­ნა­ი­დან სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს რეგ­ლა­მენ­ტთ დრო­ე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბის რო­გორც და­წე­სე­ბის, ისე გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ სა­ჩივ­რდე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვალ­დე­ბუ­ლია, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღას­რუ­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლი­თაც და­ვიბ­რუ­ნე ტე­ლე­კომ­პა­ნია.

აქვე კი­დევ ერთხელ ხაზს გა­ვუს­ვამ იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ტო­ვებს არა­ნა­ი­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტერპრე­ტე­ა­ცი­ის სივ­რცეს და ცალ­სა­ხად ადას­ტუ­რებს, რომ ეს გა­მარ­ჯვე­ბა სა­მარ­თლი­ან და კონ­კუ­რენ­ტულ ბრძო­ლა­ში მო­ვი­პო­ვე და რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თლსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში არ დარ­ღვე­უ­ლა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცით და­ცუ­ლი არ­ცერ­თი უფ­ლე­ბა.

ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ეტა­ზე მთა­ვა­რი კი­თხვა, რაც ჩემს მი­მართ შე­საძ­ლოა არ­სე­ბობ­დეს, მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, თუ რა იქ­ნე­ბა ჩემი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი და რო­გორ წარ­მო­მიდ­გე­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის მო­მა­ვა­ლი.

ამ კი­თხვა­ზე საკ­მა­ოდ მკა­ფიო პა­სუ­ხი მაქვს!

არ ვა­პი­რებ შე­ვე­ხო არ­ხის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კას. გა­მო­ხატ­ვი­სა და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი. არ ჩა­ვე­რე­ვი „რუს­თა­ვი2”-ის ჟურ­ნა­ლი­ტე­ბის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რი გამჭვირ­ვა­ლო­ბით. ამავდრო­უ­ლად, ვი­ზურნ­ვებ თა­ნამ­შრო­მელ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და ყველ­ნა­ი­რად ხელს შე­ვუ­წყობ მათ ამ საქ­მე­ში.

იმე­დი მაქვს, რომ კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ადეკ­ვა­ტუ­რად შეხ­ვდე­ბი­ან სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, გა­აგ­რძე­ლე­ბენ თა­ვი­ანთ პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას და ჩვენ ყვე­ლა­ნი ერ­თად ვიზ­რუ­ნებთ, რომ „რუს­თა­ვი2“ იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი არხი.

ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ანს. ნიკა გვა­რა­მია, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში არის იმ რე­ჟი­მის და­ნიშ­ნუ­ლი, რო­მელ­მაც წა­მარ­თვა კომ­პა­ნია, ვე­ღარ გა­აგ­რძე­ლებს კომ­პა­ნი­ა­ში საქ­მი­ა­ნო­ბას ვერც ჟურ­ნა­ლის­ტის და ვერც, ცხა­დია, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის სტა­ტუ­სით. მის ნაც­ვლად კომ­პა­ნი­ას უხელ­მძღვა­ნე­ლებს ჩემი ად­ვო­კა­ტი პა­ა­ტა სა­ლია, რო­მელ­საც პირ­ველ ეტაპ­ზე ვუ­სა­ზღვრავ მკა­ფიო ამო­ცა­ნას - უზ­რუნ­ველ­ყოს არ­ხის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბა და ამავდრო­უ­ლად, მო­ახ­დი­ნოს კომ­პა­ნი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ვი­თა­რე­ბის შეს­წავ­ლა, რის­თვი­საც მო­იწ­ვი­ოს მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე სა­ერ­თა­შო­რი­სო აუ­დი­ტო­რუ­ლი კომ­პა­ნია.

მსურს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს, თა­ნა­მებ­რძოლს და პირ­ველ რიგ­ში ჩემს ოჯახს ამ მრა­ვალ­წლი­ან ბრძო­ლა­ში მხარ­და­ჭე­რი­სა და თა­ნად­გო­მი­სათ­ვის!

ეს დიდი გა­მარ­ჯვე­ბაა, მაგ­რამ ეს არ არის მხო­ლოდ ერთი კა­ცის გა­მარ­ჯვე­ბა. მე, ქი­ბარ ხალ­ვაშ­მა, დღეს სა­ბო­ლო­ოდ გა­ვი­მარ­ჯვე იმ ათო­ბით ათა­სი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის სა­ხე­ლით, ვი­საც მო­ძა­ლა­დე რე­ჟიმ­მა სხვა­დას­ხვა დროს წა­არ­თვა სი­ცო­ცხლე, ჯან­მრთე­ლო­ბა და შრო­მით მო­პო­ვე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა, შე­უ­ლა­ხა ღირ­სე­ბა!

ამ კონ­ტექ­სტში, არ შე­მიძ­ლია, პირ­ველ რიგ­ში არ ვახ­სე­ნო და­ვით დვა­ლი და ჯარ­ჯი აქი­მი­ძე, რად­გან მე დღეს მათი სა­ხე­ლი­თაც გა­ვი­მარ­ჯვე. ყო­ველ­თვის მი­მაჩ­ნდა, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ის დაბ­რუ­ნე­ბი­სათ­ვის ჩვენ ერ­თად უნდა გვებ­რძო­ლა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის აღ­დგე­ნის­თვის ბრძო­ლა­ში, სა­წყის ეტაპ­ზე ვერ შედ­გა, დღეს, რო­დე­საც გა­ვი­მარ­ჯვე, კვლავ მზად ვარ, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო მათი ინ­ტე­რე­სი.

ამ ეტაპ­ზე რთუ­ლია დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი, რად­გან პირ­ველ რიგ­ში გა­სარ­კვე­ვია, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ კომ­პა­ნი­ას ვი­ბა­რებთ“, - ნათ­ქვა­მია ქი­ბარ ხალ­ვა­შის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

"არ ვაპირებ შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას, ცვლილება შეეხება მხოლოდ ნიკა გვარამიას" - ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

"არ ვაპირებ შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას, ცვლილება შეეხება მხოლოდ ნიკა გვარამიას" - ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა ჩემს მრავალწლიან დავას სამართლიანობის აღდგენისათვის და დაადასტურა, რომ 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერი იყო. დღეს აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე მე ვარ და რომ ეს კომპანია მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამართვეს, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის წილის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის განცხადებაშია ნათქვამი.

ხალვაშმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა:

„დღეს სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა მის მიერვე დაწესებული დროებითი შეზღუდვა. ახლა უკვე საბოლოოდ მოხსნილია უკანასკნელი ბარიერი, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტთ დროებით ღონისძიების როგორც დაწესების, ისე გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ საჩივრდება და საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც დავიბრუნე ტელეკომპანია.

აქვე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმ გარემოებას, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ტოვებს არანაირი განსხვავებული ინტერპრეტეაციის სივრცეს და ცალსახად ადასტურებს, რომ ეს გამარჯვება სამართლიან და კონკურენტულ ბრძოლაში მოვიპოვე და რომ საქართველოში მართლსაჯულების განხორციელების პროცესში არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცით დაცული არცერთი უფლება.

ბუნებრივია, ამ ეტაზე მთავარი კითხვა, რაც ჩემს მიმართ შესაძლოა არსებობდეს, მდგომარეობს იმაში, თუ რა იქნება ჩემი პირველი ნაბიჯები და როგორ წარმომიდგენია „რუსთავი 2“-ის მომავალი.

ამ კითხვაზე საკმაოდ მკაფიო პასუხი მაქვს!

არ ვაპირებ შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას. გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იქნება გარანტირებული. არ ჩავერევი „რუსთავი2”-ის ჟურნალიტების პროფესიულ საქმიანობაში. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობით. ამავდროულად, ვიზურნვებ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე და ყველნაირად ხელს შევუწყობ მათ ამ საქმეში.

იმედი მაქვს, რომ კომპანიის თანამშრომლები ადეკვატურად შეხვდებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გააგრძელებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას და ჩვენ ყველანი ერთად ვიზრუნებთ, რომ „რუსთავი2“ იყოს წარმატებული და პოპულარული არხი.

ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს. ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში არის იმ რეჟიმის დანიშნული, რომელმაც წამართვა კომპანია, ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას ვერც ჟურნალისტის და ვერც, ცხადია, გენერალური დირექტორის სტატუსით. მის ნაცვლად კომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი ადვოკატი პაატა სალია, რომელსაც პირველ ეტაპზე ვუსაზღვრავ მკაფიო ამოცანას - უზრუნველყოს არხის შეუფერხებელი მუშაობა და ამავდროულად, მოახდინოს კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების შესწავლა, რისთვისაც მოიწვიოს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია.

მსურს მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, თანამებრძოლს და პირველ რიგში ჩემს ოჯახს ამ მრავალწლიან ბრძოლაში მხარდაჭერისა და თანადგომისათვის!

ეს დიდი გამარჯვებაა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი კაცის გამარჯვება. მე, ქიბარ ხალვაშმა, დღეს საბოლოოდ გავიმარჯვე იმ ათობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის სახელით, ვისაც მოძალადე რეჟიმმა სხვადასხვა დროს წაართვა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შრომით მოპოვებული ქონება, შეულახა ღირსება!

ამ კონტექსტში, არ შემიძლია, პირველ რიგში არ ვახსენო დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, რადგან მე დღეს მათი სახელითაც გავიმარჯვე. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ტელევიზიის დაბრუნებისათვის ჩვენ ერთად უნდა გვებრძოლა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა საკუთარი უფლებების აღდგენისთვის ბრძოლაში, საწყის ეტაპზე ვერ შედგა, დღეს, როდესაც გავიმარჯვე, კვლავ მზად ვარ, მაქსიმალურად გავითვალისწინო მათი ინტერესი.

ამ ეტაპზე რთულია დეტალებზე საუბარი, რადგან პირველ რიგში გასარკვევია, თუ რა მდგომარეობაში მყოფ კომპანიას ვიბარებთ“, - ნათქვამია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ