ქიბარ ხალვაშს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას "რუსთავი 2"-ის საქმეზე უკვე ულოცავენ. ინტერნეტმომხმარებლები ბიზნესმენს პოსტებით პირადად მიმართავენ და ულოცავენ, "რომ სამართლიანობა აღდგა".
"ქიბარ ხალვაში, გილოცავთ სამართლიანობის აღდგენას! გისურვებთ გამარჯვებებს! თანამედროვეობის დიდგორის ბძოლა მოგებულია"
"გილოცავთ, სამართალმა პური ჭამა"
"სტრასბურგმა თქვა, რომ რუსთავი 2 #შენია"
"სულით და გულით გილოცავთ ბოროტებაზე გამარჯვებას"
"Kibar Khalvashi ცოტაღა დარჩა რუსთავი2-ის სრულ დაბრუნებამდე. გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას!"
"გილოცავთ ბატონო ქიბარ, წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას გისურვებთ თქვენს ტელევიზიაში ერთად ვაკეთოთ საქვეყნო საქმე"
"საქართველომ ტესტი ჩააბარა და ეს არ არის მარტო ქიბარ ხალვაშის გამარჯვება და აქ დამარცხდა არა რუსთავი 2, არამედ სრულიად ნაც მოძრაობა მისი სატელიტებით და სექტანტებით!!! დღეს სრულიად საქართველოს უპასუხა სტრასბურგმა რომ იგი გამარჯვებულია!!გილოცავ ქიბარ, შენთან ერთად ჩვენც შვებით ამოვისუნთქეთ!!!" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები ქიბარ ხალვაშის "ფეისბუქის" გვერდზე.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება. სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა.
ევროსასამართლო არ წყვეტს ვის ეკუთვნის "რუსთავი 2." დავის საგანი იყო, ისარგებლეს თუ არა არხმა და მისმა მფლობელებმა ქვეყნის შიგნით მიმდინარე სასამართლო განხილვების დროს სამართლიანი სასამართლოთი. ასევე "რუსთავი 2"-თან მიმართებაში დაირღვა თუ არა გამოხატვის თავისუფლება.