მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კლასელებს ფიზიკის გაკვეთილებს ხშირად ჩავუტარებ" - გაიცანით 9 წლის ბიჭუნა წალენჯიხიდან, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო
"კლასელებს ფიზიკის გაკვეთილებს ხშირად ჩავუტარებ" - გაიცანით 9 წლის ბიჭუნა წალენჯიხიდან, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო

ქა­ი­ან ბელ­ქა­ნი­ამ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე კოს­მოს­ზე, პლა­ნე­ტებ­სა და გა­ლაქ­ტი­კა­ზე სა­უბ­რით და­ი­პყრო. ვი­დეო 9 წლის ბი­ჭუ­ნას მე­ზო­ბელ­მა "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­ავ­რცე­ლა და მას უამ­რა­ვი გა­ზი­ა­რე­ბა ჰქონ­და. ქა­ი­ა­ნი წა­ლენ­ჯი­ხის მე­ო­რე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლეა, ის მე­ო­თხე კლას­ში გა­და­ვი­და. ცხოვ­რობს დე­დას­თან და ბე­ბი­ას­თან ერ­თად. რო­გორც მე­ზობ­ლებ­მა ად­გილ­ზე გვი­თხრეს, ბავ­შვის მამა თურ­ქეთ­ში სა­მუ­შა­ოდ არის წა­სუ­ლი, ხოლო დე­დას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს. პა­ტა­რას ძი­რი­თა­დად ბე­ბია უვ­ლის.

ქა­ი­ა­ნი მეც­ნი­ე­რე­ბის შეს­წავ­ლა­სა და კოს­მო­ნავ­ტო­ბა­ზე ოც­ნე­ბობს. სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და "იუ­თუ­ბი­ზე" ეძებს, უყ­ვარს ფი­ზი­კა და მა­თე­მა­ტი­კა. ასე­ვე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია გე­ოგ­რა­ფი­ით. დაგ­რო­ვილ ცოდ­ნას, ცხრა წლის ქა­ი­ა­ნი მე­გობ­რებ­საც უზი­ა­რებს და ამ­ბობს, რომ ის მა­ღალ კლას­ში ფი­ზი­კის გაკ­ვე­თი­ლებ­საც ჩა­ა­ტა­რებს.

ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი ბი­ჭუ­ნა AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა:

"ამ ყვე­ლაფ­რის სწავ­ლა ორი წლის წინ და­ვი­წყე, რო­დე­საც მე­ო­რე კლას­ში ვი­ყა­ვი - და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მე­ა­თე პლა­ნე­ტით. სხვე­ბიც ვი­ცო­დი, მაგ­რამ მათი სა­ხე­ლე­ბი არ მახ­სოვ­და. მე­ა­თე პლა­ნე­ტა არის ისე­თი პლა­ნე­ტა, რო­მე­ლიც ყვე­ლის მსგავ­სი ფორ­მის არის. პლა­ნე­ტებ­მა ის მზის სის­ტე­მი­დან გა­ა­ძე­ვეს. ზო­გა­დად, ფი­ზი­კის სწავ­ლას სკო­ლა­ში მე­თერ­თმე­ტე კლას­ში იწყე­ბენ, მაგ­რამ ამ საგ­ნის სწავ­ლა შენ თვი­თო­ნაც შე­გიძ­ლია. რო­დე­საც მე მე­ტერ­თმე­ტე კლას­ში გა­და­ვალ, ვფიქ­რობ, ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი არ დამ­ჭირ­დე­ბა. ჩემს კლა­სე­ლებს ფი­ზი­კის გაკ­ვე­თი­ლებს ხში­რად ჩა­ვუ­ტა­რებ. ეს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა, თე­მას კარ­გად ავუხ­სნი რად­გან მა­ნამ­დე ძა­ლინ ბევ­რს ვის­წავ­ლი. ახლა რაც ვიცი, იმ­დე­ნი ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბელს არ ეცო­დი­ნე­ბა", - ამ­ბობს ქა­ი­ან ბელ­ქა­ნია.

იგი წიგ­ნე­ბით სავ­სე თა­რო­ზე ოც­ნე­ბობს. ამ­ბობს, რომ მას ჯერ მხო­ლოდ ერთი წიგ­ნი აქვს.

"წიგ­ნე­ბი არ მაქვს, მაგ­რამ მინ­და რომ ბევ­რი მქონ­დეს. ფილ­მებს ვუ­ყუ­რებ, მაგ­რამ წიგ­ნე­ბი ყო­ველ­თვის თა­ვი­ანთ სი­ლა­მა­ზეს ინარ­ჩუ­ნე­ბენ. მინ­და, რომ წიგ­ნე­ბის თარო მქონ­დეს. თუ თარო და წიგ­ნე­ბი გექ­ნე­ბა, გექ­ნე­ბა სი­ლა­მა­ზეც და ეს პრი­მი­ტი­უ­ლად გა­და­ე­ცე­მა სა­ტურნს და იუ­პი­ტერს. ისეთ ნივ­თი­ე­რე­ბებს, რომ­ლე­ბიც შე­ი­ცა­ვენ ბგე­რებს ან ნა­წი­ლა­კურ სფე­რო­ებს" - ამ­ბობს ბელ­ქა­ნია.

თა­ვი­სუ­ფალ დროს ცხრა წლის ქა­ი­ა­ნი მე­გობ­რებ­თან ერ­თად ატა­რებს. გარ­და დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბი­სა, ის მე­გობ­რებ­თან ერ­თად ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებს უვ­ლის. ამ­ბობს, რომ ორი კატა და ოთხი ძაღ­ლი ჰყავს. ერთ-ერთი მათ­გა­ნი სა­ხე­ლად "ჯესი" მე­გობ­რებ­მა ქუ­ჩა­ში იპო­ვეს და ის სა­ერ­თოა.

00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"კლასელებს ფიზიკის გაკვეთილებს ხშირად ჩავუტარებ" - გაიცანით 9 წლის ბიჭუნა წალენჯიხიდან, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო

"კლასელებს ფიზიკის გაკვეთილებს ხშირად ჩავუტარებ" - გაიცანით 9 წლის ბიჭუნა წალენჯიხიდან, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო

ქაიან ბელქანიამ ინტერნეტსივრცე კოსმოსზე, პლანეტებსა და გალაქტიკაზე საუბრით დაიპყრო. ვიდეო 9 წლის ბიჭუნას მეზობელმა "ფეისბუქზე" გაავრცელა და მას უამრავი გაზიარება ჰქონდა. ქაიანი წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეა, ის მეოთხე კლასში გადავიდა. ცხოვრობს დედასთან და ბებიასთან ერთად. როგორც მეზობლებმა ადგილზე გვითხრეს, ბავშვის მამა თურქეთში სამუშაოდ არის წასული, ხოლო დედას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. პატარას ძირითადად ბებია უვლის.

ქაიანი მეცნიერების შესწავლასა და კოსმონავტობაზე ოცნებობს. საჭირო ინფორმაციას ბიბლიოთეკაში და "იუთუბიზე" ეძებს, უყვარს ფიზიკა და მათემატიკა. ასევე დაინტერესებულია გეოგრაფიით. დაგროვილ ცოდნას, ცხრა წლის ქაიანი მეგობრებსაც უზიარებს და ამბობს, რომ ის მაღალ კლასში ფიზიკის გაკვეთილებსაც ჩაატარებს.

ინტერნეტსივრცეში პოპულარული ბიჭუნა AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

"ამ ყველაფრის სწავლა ორი წლის წინ დავიწყე, როდესაც მეორე კლასში ვიყავი - დაინტერესებული ვიყავი მეათე პლანეტით. სხვებიც ვიცოდი, მაგრამ მათი სახელები არ მახსოვდა. მეათე პლანეტა არის ისეთი პლანეტა, რომელიც ყველის მსგავსი ფორმის არის. პლანეტებმა ის მზის სისტემიდან გააძევეს. ზოგადად, ფიზიკის სწავლას სკოლაში მეთერთმეტე კლასში იწყებენ, მაგრამ ამ საგნის სწავლა შენ თვითონაც შეგიძლია. როდესაც მე მეტერთმეტე კლასში გადავალ, ვფიქრობ, ფიზიკის მასწავლებელი არ დამჭირდება. ჩემს კლასელებს ფიზიკის გაკვეთილებს ხშირად ჩავუტარებ. ეს ძალიან მარტივი იქნება, თემას კარგად ავუხსნი რადგან მანამდე ძალინ ბევრს ვისწავლი. ახლა რაც ვიცი, იმდენი ფიზიკის მასწავლებელს არ ეცოდინება", - ამბობს ქაიან ბელქანია.

იგი წიგნებით სავსე თაროზე ოცნებობს. ამბობს, რომ მას ჯერ მხოლოდ ერთი წიგნი აქვს.

"წიგნები არ მაქვს, მაგრამ მინდა რომ ბევრი მქონდეს. ფილმებს ვუყურებ, მაგრამ წიგნები ყოველთვის თავიანთ სილამაზეს ინარჩუნებენ. მინდა, რომ წიგნების თარო მქონდეს. თუ თარო და წიგნები გექნება, გექნება სილამაზეც და ეს პრიმიტიულად გადაეცემა სატურნს და იუპიტერს. ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც შეიცავენ ბგერებს ან ნაწილაკურ სფეროებს" - ამბობს ბელქანია.

თავისუფალ დროს ცხრა წლის ქაიანი მეგობრებთან ერთად ატარებს. გარდა დაგროვილი ცოდნის გაზიარებისა, ის მეგობრებთან ერთად შინაურ ცხოველებს უვლის. ამბობს, რომ ორი კატა და ოთხი ძაღლი ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი სახელად "ჯესი" მეგობრებმა ქუჩაში იპოვეს და ის საერთოა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ