ავტორი:

"შურს და ბოღმას აღარ ვგრძნობ..." - რას საქმიანობს სოფო საჟინიანი, რომელმაც წლების წინ მუსიკალური მეგაპროექტი სკანდალით დატოვა

"შურს და ბოღმას აღარ ვგრძნობ..." - რას საქმიანობს სოფო საჟინიანი, რომელმაც წლების წინ მუსიკალური მეგაპროექტი სკანდალით დატოვა

მომღერალი სოფო საჟინიანი ბოლო დროს ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. როგორც გახსოვთ, სოფო 2017 წელს "იქს ფაქტორის" მონაწილე იყო და მისი ფიგურა პროექტში სკანდალის მიზეზი რამდენჯერმე გახდა. ახალგაზრდა მომხიბვლელი მომღერლის გამო მენტორებს კამათიც უწევდათ.

სოფო ამჟამად მუსიკალურ სტუდიას ხელმძღვანელობს, რომელიც 7 თვის წინ გახსნა. ამბობს, რომ შოუბიზნესში არსებულ ინტრიგებს, შურსა და მტრობას ჩამოშორდა, თავის საქმეს აკეთებს თავდაჯერებული, რეალიზებული და ბედნიერი...

- ჩემი აზრით, ძალიან ცუდისკენ მივექანებით - ერთმანეთის სიყვარული აღარ ვიცით. ბანალური ფრაზაა, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე შურს, ბოღმას ვგრძნობ. ჩემი აზრით, მეტი სიყვარული, ურთიერთგაგება, პოზიტივია საჭირო. ყველაზე მეტად მადლიერების გრძნობა გვაკლია. რაც გვაქვს, იმის გამო მადლიერი არასოდეს ვართ. საკუთარ თავში მადლიერების გრძნობის გაძლიერება ახლა უფრო მეტად ვისწავლე. მადლიერი უნდა ვიყო, რადგან ჩვენი ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. უნდა ვეცადოთ, განვლილი გზა სიკეთით სავსე იყოს და არა - ბოროტებით. ჩემი აზრით, თუკი ერთმანეთი გვეყვარება და ერთმანეთისთვის სიკეთის გაკეთებას ყოველდღე ვეცდებით, ცხოვრება უფრო გაიოლდება. ეს საკითხი ძალიან მაწუხებს. განსაკუთრებით, ბოლო დროს, ერთმანეთის მიმართ ხალხის დიდი აგრესია იგრძნობა, რაც უკან გვხევს...

- სიყვარულის ნაკლებობის პრობლემის შესახებ ბევრი რესპონდენტისგან მომისმენია. შენი აზრით, რატომ გახდა ეს საკითხი ასეთი შესამჩნევი?

- საერთოდ, ყოველთვის აპოლიტიკური ვარ. არასოდეს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვემხრობოდი. რაღაცები ვიცი, მაგალითად - ვინ არის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერი და ა.შ. მაგრამ ვცდილობ, პოლიტიკისგან შორს ვიყო, თუმცა ბუნებრივია, აუცილებლად იქნება ისეთი საკითხები, რაც ადამიანს გულს გტკენს, რადგან ეს შენი ქვეყანაა, აქ დაიბადე, გაიზარდე, ცხოვრობ, შენი სამშობლოა... ცუდი თვისებები საზოგადოებაში ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ ამის აღმოფხვრის გზებზე მინდა გითხრათ: რესპონდენტებისგან კი გსმენიათ და ყველა ამბობს ამ ბანალურ ფრაზას, რომ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს, მაგრამ თვითონ ამას არ ცდილობენ, ზუსტად ვიცი. უბრალოდ, ვიღაცებისთვის თვალის ასახვევად, საზოგადოებაზე კარგი შთაბეჭდილების დასატოვებლად ამბობენ, მაგრამ რეალურად, ნათქვამს პრაქტიკაში არ ახორციელებენ, ცარიელი სიტყვები გამოსდით. ყოველთვის გულწრფელი, პოზიტიური უნდა იყო. თუ გრძნობ, რომ მათზე ძლიერი ხარ და რაღაც კუთხით, მათი ცხოვრების შეცვლა შეგიძლია, ეს აუცილებლად უნდა გააკეთო. 25 წლის ვარ. ცხოვრების ყველა ეტაპზე ყოფილან ადამიანები, ვისი ცხოვრებაც სიკეთისკენ, უკეთესობისკენ შემიცვლია. დღემდე ასე ვარ. ვინც მიცნობს, ალბათ, აბსოლუტურად ყველა დამეთანხმება (იღიმის).

- ერთმანეთის მიმართ აგრესია ახსენე. თავად რამ შეიძლება, წონასწორობა დაგაკარგვინოს?

- ჰოროსკოპის ძალიან მჯერა. ზოდიაქოს ნიშნით კურო ვარ, ამიტომ ძალიან მშვიდი გახლავართ. წონასწორობას იშვიათად ვკარგავ. სიყალბეს ვერ ვიტან. ადამიანების ენერგეტიკას სასწაულად ვგრძნობ და ენერგეტიკის დონეზე, ადამიანის "მეს" ვხედავ. ხანდახან უბრალოდ, მინატრია, რომ ვერ ვხედავდე... რატომღაც, ბავშვობიდან აბსოლუტურად ყველა ადამიანთან (მეგობრებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან...) ურთიერთობისას ფრთხილი ვარ, დისტანციას ვიცავ. ვცდილობ, ჩემს პირად სივრცეში არავინ შემოვუშვა. ვგრძნობ, როცა ენერგეტიკა მიბინძურდება, ამიტომ ყალბ ადამიანებს ვერ ვიტან...

- გაბრაზებული როგორი ხარ?

- გაბრაზება არ მიყვარს. ხომ ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული ვარ? აი, როცა ვბრაზდები, ხშირად თავს ვერ ვაკონტროლებ - აფექტის მდგომარეობაში გახლავართ. ბოლო დროს საკუთარი ემოციების გაკონტროლება ვისწავლე. მიხარია, რომ ამ მიმართულებითაც გავიზარდე, რადგან დიდი გამოცდილება მივიღე. ჩემი სასცენო კარიერის, პროექტების განმავლობაში, ბევრ ისეთ პიროვნებასთან მქონდა ურთიერთობა, ვინც ადამიანს პიროვნულად გზრდის, ტკივილით თუ სიხარულით, ცუდით თუ კარგით... საკუთარ თავზე ყოველთვის ვმუშაობ, როგორც მუსიკალური განვითარების, ასევე პიროვნული თვისებების ჩამოყალიბების მიმართულებით. ჩემს ცხოვრებაში ეს საკითხი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მინდა, ჩემი ადამიანური თვისებები სრულყოფილი თუ არა, გარკვეულ დონეზე დახვეწილი მაინც იყოს.

- შენს სამუშაო სფეროში რამდენად იგრძნობა შური, მტრობა, სიყვარულის ნაკლებობა?..

- დაახლოებით 7 თვეა, რაც მუსიკალური სტუდია გავხსენი. მოსწავლეები 4 წლის ასაკიდან (მათ შორის - უფროსი ასაკის ქალბატონებიც) მყავს. ჩემი საქმით ისეთი დაკავებული ვარ, ტვინი სტუდიისკენ ისეთი "გადართული" მაქვს, რომ უარყოფით ემოციებზე საერთოდ არ ვფიქრობ...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ