ავტორი:

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ბლექ სი არენაზე“ 7 სექტემბერს გაიხსნება

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ბლექ სი არენაზე“ 7 სექტემბერს გაიხსნება

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 2019 წლის 7-9 სექტემბერს, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს მესამედ გამართავს.

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, ევროპული და ქართული ანსამბლების ერთობლივი კონცერტით, „ბლექ სი არენაზე“ 2019 წლის 7 სექტემბერს „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში გაიხსნება.

შეკვეთილში მდებარე არენაზე მსმენელის წინაშე წარდგებიან ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, საქართველოდან და უცხოეთიდან. საფრანგეთს (კორსიკა) – Spartimu წარმოადგენს, იტალიას (სარდინია) კი – Castelsardo . საქართველოს სახელით მაყურებლის წინაშე წარდგებიან: „ბერმუხა“ (აჭარა); „შილდა“ (კახეთი); ტრიო „შალვა ჩემო“ (გურია); „რიჰო“ (სვანეთი), „ბასიანი“ და „ქართული ხმები“ (თბილისი); ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; ბათუმის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი - „ბათუმი“.

ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციასა და შენარჩუნებას. უნიკალური მრავალხმიანობის, სიმღერის, გალობის, ცეკვისა და ტრადიციების მქონე საქართველოს საშუალება ეძლევა, უმასპინძლოს განსხვავებული სტილისა და მანერის შემსრულებლებს. საქართველო - მრავალხმიანობის სამშობლო - აქციოს ქართული და მსოფლიო ფოლკლორის მუდმივი შეხვედრისა და დაახლოების ადგილად.

ფესტივალი რაჭაში, ონსა და ამბროლაურში გაგრძელდება , - გაიმართება ქართული და უცხოური ანსამბლებისა და ჯგუფების კონცერტები. საქართველოს წარადგენენ: „ფესვები“ (აჭარა), „შილდა“ (კახეთი); ტრიო „შალვა ჩემო“ (გურია); „იავნანა“, „საგალობელი“, „რაჭა“ (რაჭა); „სალაღობო“ (ლეჩხუმი); „ლილე“, „ლაგუშედა“ (ზემო და ქვემო სვანეთი): „ძირიანი“, „ჩვენებურები“ (თბილისი).

რაჭაში ოთხი უცხოური ანსამბლი წარდგება მსმენელის წინაშე: Spartimu (საფრანგეთი),– Castelsardo (იტალია), Koniakow (პოლონეთი), - Ačkups (ლატვია). რაჭაშივეა დაგეგმილია ცნობილი ეთნომუსიკოლოგების - პოლო ვალეხოსა და რენატო მორელის სემინარები. უცხოელი და ქართველი სტუმრებისთვის, რაჭველ შემსრულებლებთან ერთად, მასტერკლასებს ჩაატარებს ახალგაზრდა რაჭველი ლოტბარი თორნიკე სხიერელი.

ქალაქ ამბროლაურში გაიმართება ადგილობრივ მეწარმეთა ეკოლოგიურად სუფთა აგროპროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. ქართული მრავალხიამიანობა, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური საგანძური, 2001 წელს იუნესკომ არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარა.

ღონისძიების პარტნიორი: „ლიდერფუდი“

მედიამხარდაჭერა: იმედი, „ფორტუნა“, „არ დაიდარდო“, ჟურნალი ოქეი, ჯორჯია თუდეი, მარკეტერ.ჯი, პოპმიუზიკ ჯი, პალიტრანიუსი, ამბები ჯი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება