საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"7 წლის ბიჭი შეშუპდა... პაციენტმა ძლივს მიასწრო კლინიკამდე" - პრეპარატი, რომელიც ბავშვისთვის ტილების მოსაშორებლად არ უნდა გამოიყენოთ
"7 წლის ბიჭი შეშუპდა... პაციენტმა ძლივს მიასწრო კლინიკამდე" - პრეპარატი, რომელიც ბავშვისთვის ტილების მოსაშორებლად არ უნდა გამოიყენოთ

სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუქ­ში“ მშობ­ლებს შო­რის მწვა­ვე დის­კუ­სი­აა ძაღ­ლის ან­ტი­პა­რა­ზი­ტულ პრე­პა­რატ „ბარ­სის­თან“ და­კავ­ში­რე­ბით. რო­გორც „ფე­ის­ბუქ­ში“ ზო­გი­ერ­თი მომ­ხმა­რე­ბე­ლი იუ­წყე­ბა, მშო­ბელ­თა ნა­წი­ლი ცხო­ვე­ლის­თვის გან­კუთ­ვნილ პრე­პა­რატს ბავ­შვე­ბის პა­რა­ზი­ტე­ბის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად იყე­ნებს, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა, ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გიც კი გა­მო­იწ­ვი­ოს.

"SOS ქა­ლაქ­ში ბავ­შვე­ბის ჩუმი სიკ­ვდი­ლია! და მას უცო­დი­ნა­რო­ბა ქვია! ბარ­სი ძაღ­ლის რწყი­ლის წა­მა­ლი, რო­მე­ლიც იყი­დე­ბა მხო­ლოდ ვეტ-აფ­თი­აქ­ში, ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ე.წ დე­დე­ბის მიერ ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას შვი­ლებ­ზე! ჰოდა სა­ნამ, "თეკ­ლამ მირ­ჩია კარ­გი­ას" პრინ­ცი­პით შვილს მო­წამ­ლავთ, წა­ი­კი­თხეთ რა არის!

"ბარ­სი" ესაა რწყი­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნივ­თი­ე­რე­ბა ფიპ­რო­ნი­ლი, მე­სა­მე დო­ნის ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც ლეკვსაც კი კლავს, ეს ნივ­თი­ე­რე­ბა წლო­ბით არ გა­მო­დის ორ­გა­ნიზ­მი­დან, ილე­ქე­ბა ცხი­მო­ვან უჯრე­დებ­ში და გა­მოს­ცემს სუნს, რო­მელ­საც ვერ იტა­ნენ მწე­რე­ბი. სწო­რედ ესაა ამ 2 წვე­თის მოქ­მე­დე­ბა, ანუ თქვენ წამ­ლავთ შვილს, რომ ტილი არ მი­ე­კა­როს და სხვა­საც ურ­ჩევთ!

გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი აქვს: მწვა­ვე ალერ­გია, თმის ბუ­დობ­რი­ვი ცვე­ნა, ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვა, ბი­ჭებ­ში სა­ს­ქე­სო ჰორ­მო­ნის დის­ბა­ლან­სი და ლე­ი­კე­მია! ვინც არ იცით გა­ი­გეთ, რომ თქვენ კლავთ შვი­ლებს ნელი სიკ­ვდი­ლით!" - წერს აღ­შფო­თე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც თა­ვად დე­დაა და სხვა მშობ­ლე­ბის­გან გა­ი­გო ბარ­სის მოხ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ.

იმის გა­სარ­კვე­ვად, ყი­დუ­ლო­ბენ თუ არა მშობ­ლე­ბი ძაღ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ პრე­პა­რატს, იმის­თვის რომ შვი­ლებს ტი­ლე­ბი მო­ა­შო­რონ, ამ შე­კი­თხვით AMBEBI.GE-მ ქა­ლა­ქის რამ­დე­ნი­მე მსხვილ ვეტ-აფ­თი­აქს მი­მარ­თა.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, „ბარ­სის“ ბუმი დიდი ხა­ნია გრძელ­დე­ბა. ერთ-ერთ ვეტ აფ­თი­აქ­ში გან­გვი­მარ­ტეს, რომ პრე­პა­რატ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა რამ­დე­ნი­მე წლის წინ იყო. მა­თი­ვე თქმით, მომ­ხმა­რებ­ლებს „ბარ­სის“ და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სებს ყო­ველ­თვის დე­ტა­ლუ­რად უხ­სნიდ­ნენ და თუ შე­ი­ტყობ­დნენ, რომ ბავ­შვის­თვის უნ­დო­დათ, აღარ ყიდ­დნენ.

„ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრე­პა­რა­ტია, რო­მე­ლიც 2-3 კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი ლეკ­ვე­ბის­თვის პა­რა­ზი­ტე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. უბ­რა­ლოდ, ჩვენ არ ვაძ­ლევთ მათ, ვინც გვე­უბ­ნე­ბა, რომ ბავ­შვე­ბის­თვის უნ­დათ. ადრე იყო ბუმი და ახლა ხში­რად აღარ მო­დი­ან“, - აღ­ნიშ­ნეს ვეტ-აფ­თი­აქ­ში.

AMBEBI.GE-ს ზოო ინ­ვენ­ტა­რი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ მსხვილ კომ­პა­ნი­ა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, რომ „ბარ­სი­ზე“ მო­თხოვ­ნა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კომ­პა­ნი­ას მი­მარ­თა­ვენ ისე­თი მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც, რო­მელ­თაც პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა ადა­მი­ან­ზე სურთ.

„ეს პრე­პა­რა­ტი ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას შე­მო­აქვს და მო­თხოვ­ნა ნელ-ნელა გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ თუ ვინ­მე პირ­და­პირ გვე­უბ­ნე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნის­თვის, ბავ­შვის­თვის მი­აქვს, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ვა­ტანთ და ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბით, რომ არ შე­იძ­ლე­ბა.

თუმ­ცა, თუ მომ­ხმა­რე­ბელს „ბარ­სი“ ისე მი­აქვს, რომ მისი მოხ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ საქ­მის კურ­სში არ ჩაგ­ვა­ყე­ნა, ჩვენ არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ შეგ­ვიძ­ლია. ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბით შე­ზღუდ­ვე­ბის შე­სა­ხებ, რომ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, როცა ცხო­ვე­ლი არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. პრე­პა­რა­ტი ორ­გა­ნიზ­მში შე­დის სი­თხის სა­ხით და კლავს პა­რა­ზი­ტებს, ამი­ტომ მისი ადა­მი­ან­ზე გა­მო­ყე­ნე­ბა ნამ­დვი­ლად საფრ­თხის­შემ­ცვე­ლია“, - გან­მარ­ტეს ვე­ტაფ­თი­აქ­ში.

მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ათო­ბით ბავ­შვთან აქვს შე­ხე­ბა, AMBEBI.GE-ს რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ უამ­ბობს, რო­მე­ლიც „ბარ­სის“ გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად დად­გა:

"7 წლის ბი­ჭის შემ­თხვე­ვა მი­ვი­და ანა­ფი­ლაქ­სი­ურ შო­კამ­დე, რო­მე­ლიც იყო უძ­ლი­ე­რე­სი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია. რო­გორც კი და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ ბავ­შვი შე­შუპ­და და ძი­ლი­ა­ნო­ბა სჭირ­და და გან­მი­მარ­ტეს, რომ 15 წუ­თის წინ „ბარ­სი“ წა­უს­ვეს, მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­და­ვაყ­ვა­ნი­ნე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. პა­ცი­ენ­ტმა ძლივს მი­ას­წრო კლი­ნი­კამ­დე, რად­გან შე­იძ­ლე­ბო­და შემ­თხვე­ვა ლე­ტა­ლუ­რად დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ასე­თი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია ბავ­შვს წას­მი­დან და­ახ­ლო­ე­ბით, 15 წუთ­ში გა­ნუ­ვი­თარ­და“, - იხ­სე­ნებს ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, კი­დევ ერთ შემ­თხვე­ვა­ში, 5 წლის გო­გო­ნას „ბარ­სის“ წას­მის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ბუ­დობ­რი­ვი თმის ცვე­ნა და­ე­წყო:

„გო­გო­ნას თმის გამ­ყოფ ხაზ­ში ანუ კან­ზე, სა­დაც „ბარ­სი“ და­ას­ხეს, და­ე­წყო თმის ბუ­დობ­რი­ვი ცვე­ნა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა არ დას­რულ­და ლე­ტა­ლუ­რად, რად­გან დრო­უ­ლად მი­მარ­თეს ექიმს, მშობ­ლებ­მა ბავ­შვებს შე­ამ­ჩნი­ეს უჩ­ვე­უ­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა. შე­ამ­ჩნი­ეს, რომ ყუ­რე­ბის არე­ებ­ში ბავ­შვს და­ე­წყო შე­შუ­პე­ბა. არ­სე­ბობს ასე­თი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გან­ვი­თა­რე­ბა­დი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი.

პრე­პა­რა­ტი ორ­გა­ნიზ­მში ძა­ლი­ან სწრა­ფად იწო­ვე­ბა, მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი გა­და­დის სის­ხლში და გან­სა­კუთ­რე­ბით კი, პრე­პა­რატ­ში არ­სე­ბუ­ლი შე­და­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ფიპ­რო­ნი­ლი იწ­ვევს ასეთ რე­აქ­ცი­ებს“, - გან­მარ­ტა პე­დი­ატრმა.

ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლის თქმით, პრე­პა­რა­ტის ნე­ბის­მი­ე­რი ოდე­ნო­ბით ბავ­შვზე გა­მო­ყე­ნე­ბა არის და­უშ­ვე­ბე­ლი.

„ეს პრე­პა­რა­ტი ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის­თვის არის შექ­მნი­ლი. ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, „რა მოხ­და, ჩვენც ხომ ძუ­ძუმ­წოვ­რებს ვე­კუთ­ვნით“, მაგ­რამ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ამის გა­მო­ყე­ნე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ზე, იმი­ტომ რომ შე­ი­ცავს ისეთ მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბას, რო­გო­რი­ცაა ფიპ­რო­ნი­ლი.

მახ­სოვს, რომ 2017 წელს, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან მი­ლი­ო­ნო­ბით ქათ­მის კვერ­ცხი რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან სწო­რედ იმი­ტომ ამო­ი­ღეს, რომ იქ აღ­მოჩ­ნდა ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ფიპ­რო­ნი­ლი. ეს ნივ­თი­ე­რე­ბა არის კარ­ცე­რო­გე­ნი და ხელს უწყობს სიმ­სივ­ნუ­რი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. მას ახა­სი­ა­თებს ან­ტი­ან­დრო­გე­ნუ­ლი მოქ­მე­დე­ბა ანუ ისი­ნი მა­მა­კა­ცის ჰორ­მო­ნე­ბის წარ­მო­შო­ბას უშ­ლი­ან ხელს. ეს ალ­ბათ, „ბარ­სის“ მოქ­მე­დე­ბის უფრო შემ­დგო­მი ეფექ­ტე­ბია.

რო­გორც მე ვიცი, „ბარ­სი“ არის რუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტი. იყი­დე­ბა მხო­ლოდ ზოო-აფ­თი­ა­ქებ­ში. არის შე­და­რე­ბით იაფი, ვიდ­რე ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებ­ზე და­ტი­ლი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

პრე­პა­რა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ცხო­ვე­ლე­ბის­თვის მზად­დე­ბა და პრე­პა­რა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მზად­დე­ბა, ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან. ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და გან­სა­კუთ­რე­ბით, ბავ­შვე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით არის და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და შე­და­რე­ბით, ნაკ­ლე­ბად შე­ი­ცავს მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბებს. მათ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია შრო­მე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბი, რო­მე­ლიც გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ეს პრე­პა­რა­ტე­ბი ბავ­შვთა პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ზოო-მა­ღა­ზი­ა­ში ნა­ყი­დი პრე­პა­რა­ტის ადა­მი­ან­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ, რა თქმა უნდა, არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია და მისი მოხ­მა­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა“ - გან­გვი­მარ­ტავს მე­დი­კო­სი.

მი­სი­ვე თქმით, „ბარ­სი“ იმ­დე­ნად მავ­ნეა, რომ რო­დე­საც ცხო­ველს ვას­ხამთ, აი­ვან­ზე ან ეზო­ში უნდა გა­ვიყ­ვა­ნოთ, მის ახ­ლოს საკ­ვე­ბი არ უნდა მი­ვი­ღოთ და ბავ­შვე­ბი უნდა მო­ვა­რი­დოთ.

ამას­თან, როცა ბავ­შვს პე­დი­კუ­ლო­ზი ანუ და­ტი­ლი­ა­ნე­ბა აწუ­ხებს, უნდა მივ­მარ­თოთ პე­დი­ატრს, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მის პრე­პა­რატს გვირ­ჩევს.

„ადრე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო ასე­თი შე­ხე­დუ­ლე­ბა, რომ პე­დი­კუ­ლო­ზი ანუ და­ტი­ლი­ა­ნე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად და­უ­ბა­ნელ და მო­უვ­ლელ თმა­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ტი­ლებ­მაც შე­იც­ვა­ლეს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი და სუფ­თა, და­ბა­ნილ თმა­შიც ვრცელ­დე­ბი­ან. რა თქმა უნდა, ეს პრობ­ლე­მა მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი არ არის, მაგ­რამ ტი­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ონ დაკ­ბე­ნა, კა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა.

თუ ბავ­შვი გა­და­მე­ტე­ბუ­ლად იფხანს თავს, ზა­ფხულ­ში დიდი თმა აქვს და თავი უხურ­დე­ბა (ეს პი­რო­ბე­ბი მოს­წონთ ტი­ლებს გავ­რცე­ლე­ბის­თვის), აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­და­ა­მოწ­მონ მშობ­ლებ­მა და თვი­თონ აღ­მო­ა­ჩე­ნენ, აწუ­ხებს თუ არა ბავ­შვს და­ტი­ლი­ა­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა პე­დი­ატრმა.

პრო­ფე­სო­რი ცალ­სა­ხად ურ­ჩევს მშობ­ლებს, რომ ბავ­შვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თუნ­დაც პე­დი­კუ­ლო­ზის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად, პრე­პა­რა­ტე­ბი ძა­ლი­ან ფრთხი­ლად შე­არ­ჩი­ონ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
1

ადამიანებზე რომ არ შეიძლება გასაგებია, თუ კითხვა არ იცის ადამიანმა ის ხომ უნდა გაარჩიოს რა ახატია ზედ, მაგრამ ცხოველებმა რაღა დააშავეს ასეთ მომწამვლელ სითხეს რომ უსმევთ..? არ შეიძლება ცხოველებისთვისაც ცოტა ხარისხიანი შემოვიდეს..?

მააა
0

როგორ არის შესაძლებელი ადამიანებზე ტილის მოშორება

 

ავტორი:

"7 წლის ბიჭი შეშუპდა... პაციენტმა ძლივს მიასწრო კლინიკამდე" - პრეპარატი, რომელიც ბავშვისთვის ტილების მოსაშორებლად არ უნდა გამოიყენოთ

"7 წლის ბიჭი შეშუპდა... პაციენტმა ძლივს მიასწრო კლინიკამდე" - პრეპარატი, რომელიც ბავშვისთვის ტილების მოსაშორებლად არ უნდა გამოიყენოთ

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მშობლებს შორის მწვავე დისკუსიაა ძაღლის ანტიპარაზიტულ პრეპარატ „ბარსისთან“ დაკავშირებით. როგორც „ფეისბუქში“ ზოგიერთი მომხმარებელი იუწყება, მშობელთა ნაწილი ცხოველისთვის განკუთვნილ პრეპარატს ბავშვების პარაზიტებისგან გასათავისუფლებლად იყენებს, რამაც შეიძლება, ლეტალური შედეგიც კი გამოიწვიოს.

"SOS ქალაქში ბავშვების ჩუმი სიკვდილია! და მას უცოდინარობა ქვია! ბარსი ძაღლის რწყილის წამალი, რომელიც იყიდება მხოლოდ ვეტ-აფთიაქში, ფართოდ გამოიყენება ე.წ დედების მიერ ყველაზე ძვირფას შვილებზე! ჰოდა სანამ, "თეკლამ მირჩია კარგიას" პრინციპით შვილს მოწამლავთ, წაიკითხეთ რა არის!

"ბარსი" ესაა რწყილების საწინააღმდეგო ნივთიერება ფიპრონილი, მესამე დონის ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც ლეკვსაც კი კლავს, ეს ნივთიერება წლობით არ გამოდის ორგანიზმიდან, ილექება ცხიმოვან უჯრედებში და გამოსცემს სუნს, რომელსაც ვერ იტანენ მწერები. სწორედ ესაა ამ 2 წვეთის მოქმედება, ანუ თქვენ წამლავთ შვილს, რომ ტილი არ მიეკაროს და სხვასაც ურჩევთ!

გვერდითი ეფექტები აქვს: მწვავე ალერგია, თმის ბუდობრივი ცვენა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ბიჭებში სასქესო ჰორმონის დისბალანსი და ლეიკემია! ვინც არ იცით გაიგეთ, რომ თქვენ კლავთ შვილებს ნელი სიკვდილით!" - წერს აღშფოთებული ინტერნეტმომხმარებელი, რომელიც თავად დედაა და სხვა მშობლებისგან გაიგო ბარსის მოხმარების შესახებ.

იმის გასარკვევად, ყიდულობენ თუ არა მშობლები ძაღლებისთვის განკუთვნილ პრეპარატს, იმისთვის რომ შვილებს ტილები მოაშორონ, ამ შეკითხვით AMBEBI.GE-მ ქალაქის რამდენიმე მსხვილ ვეტ-აფთიაქს მიმართა.

როგორც აღმოჩნდა, „ბარსის“ ბუმი დიდი ხანია გრძელდება. ერთ-ერთ ვეტ აფთიაქში განგვიმარტეს, რომ პრეპარატზე განსაკუთრებული მოთხოვნა რამდენიმე წლის წინ იყო. მათივე თქმით, მომხმარებლებს „ბარსის“ დანიშნულებასა და გამოყენების წესებს ყოველთვის დეტალურად უხსნიდნენ და თუ შეიტყობდნენ, რომ ბავშვისთვის უნდოდათ, აღარ ყიდდნენ.

„ჩვეულებრივი პრეპარატია, რომელიც 2-3 კილოგრამიანი ლეკვებისთვის პარაზიტების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. უბრალოდ, ჩვენ არ ვაძლევთ მათ, ვინც გვეუბნება, რომ ბავშვებისთვის უნდათ. ადრე იყო ბუმი და ახლა ხშირად აღარ მოდიან“, - აღნიშნეს ვეტ-აფთიაქში.

AMBEBI.GE-ს ზოო ინვენტარისა და მედიკამენტების იმპორტიორ მსხვილ კომპანიაში განუცხადეს, რომ „ბარსიზე“ მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. მათივე განმარტებით, კომპანიას მიმართავენ ისეთი მომხმარებლებიც, რომელთაც პრეპარატის გამოყენება ადამიანზე სურთ.

„ეს პრეპარატი ჩვენს ორგანიზაციას შემოაქვს და მოთხოვნა ნელ-ნელა გაიზარდა, მაგრამ თუ ვინმე პირდაპირ გვეუბნება, რომ ადამიანისთვის, ბავშვისთვის მიაქვს, არავითარ შემთხვევაში არ ვატანთ და ყველას ვეუბნებით, რომ არ შეიძლება.

თუმცა, თუ მომხმარებელს „ბარსი“ ისე მიაქვს, რომ მისი მოხმარების შესახებ საქმის კურსში არ ჩაგვაყენა, ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ყოველთვის ვეუბნებით შეზღუდვების შესახებ, რომ მისი გამოყენება არ შეიძლება, როცა ცხოველი არის დაავადებული. პრეპარატი ორგანიზმში შედის სითხის სახით და კლავს პარაზიტებს, ამიტომ მისი ადამიანზე გამოყენება ნამდვილად საფრთხისშემცველია“, - განმარტეს ვეტაფთიაქში.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ინგა მამუჩიშვილი, რომელსაც ყოველდღიურად ათობით ბავშვთან აქვს შეხება, AMBEBI.GE-ს რამდენიმე შემთხვევის შესახებ უამბობს, რომელიც „ბარსის“ გამოყენების შედეგად დადგა:

"7 წლის ბიჭის შემთხვევა მივიდა ანაფილაქსიურ შოკამდე, რომელიც იყო უძლიერესი ალერგიული რეაქცია. როგორც კი დამირეკეს და მითხრეს, რომ ბავშვი შეშუპდა და ძილიანობა სჭირდა და განმიმარტეს, რომ 15 წუთის წინ „ბარსი“ წაუსვეს, მომენტალურად გადავაყვანინე საავადმყოფოში. პაციენტმა ძლივს მიასწრო კლინიკამდე, რადგან შეიძლებოდა შემთხვევა ლეტალურად დასრულებულიყო. წარმოიდგინეთ, ასეთი ალერგიული რეაქცია ბავშვს წასმიდან დაახლოებით, 15 წუთში განუვითარდა“, - იხსენებს ინგა მამუჩიშვილი.

მისივე თქმით, კიდევ ერთ შემთხვევაში, 5 წლის გოგონას „ბარსის“ წასმის შემდეგ, რამდენიმე წუთში ბუდობრივი თმის ცვენა დაეწყო:

„გოგონას თმის გამყოფ ხაზში ანუ კანზე, სადაც „ბარსი“ დაასხეს, დაეწყო თმის ბუდობრივი ცვენა. საბედნიეროდ, არცერთი შემთხვევა არ დასრულდა ლეტალურად, რადგან დროულად მიმართეს ექიმს, მშობლებმა ბავშვებს შეამჩნიეს უჩვეულო მდგომარეობა. შეამჩნიეს, რომ ყურების არეებში ბავშვს დაეწყო შეშუპება. არსებობს ასეთი დაუყოვნებლივ განვითარებადი ალერგიული რეაქციები.

პრეპარატი ორგანიზმში ძალიან სწრაფად იწოვება, მავნე ნივთიერებები გადადის სისხლში და განსაკუთრებით კი, პრეპარატში არსებული შედარებით დიდი ოდენობით ფიპრონილი იწვევს ასეთ რეაქციებს“, - განმარტა პედიატრმა.

ინგა მამუჩიშვილის თქმით, პრეპარატის ნებისმიერი ოდენობით ბავშვზე გამოყენება არის დაუშვებელი.

„ეს პრეპარატი ძუძუმწოვრებისთვის არის შექმნილი. ადამიანები ამბობენ, „რა მოხდა, ჩვენც ხომ ძუძუმწოვრებს ვეკუთვნით“, მაგრამ წარმოუდგენელია ამის გამოყენება ადამიანებზე, იმიტომ რომ შეიცავს ისეთ მავნე ნივთიერებას, როგორიცაა ფიპრონილი.

მახსოვს, რომ 2017 წელს, ევროკავშირის ქვეყნებიდან მილიონობით ქათმის კვერცხი რეალიზაციიდან სწორედ იმიტომ ამოიღეს, რომ იქ აღმოჩნდა ძალიან მცირე რაოდენობით ფიპრონილი. ეს ნივთიერება არის კარცეროგენი და ხელს უწყობს სიმსივნური პროცესების განვითარებას. მას ახასიათებს ანტიანდროგენული მოქმედება ანუ ისინი მამაკაცის ჰორმონების წარმოშობას უშლიან ხელს. ეს ალბათ, „ბარსის“ მოქმედების უფრო შემდგომი ეფექტებია.

როგორც მე ვიცი, „ბარსი“ არის რუსული პრეპარატი. იყიდება მხოლოდ ზოო-აფთიაქებში. არის შედარებით იაფი, ვიდრე ის საშუალებები, რომელიც ადამიანებზე დატილიანების შემთხვევაში გამოიყენება.

პრეპარატები, რომლებიც ცხოველებისთვის მზადდება და პრეპარატები, რომლებიც ადამიანებისთვის მზადდება, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ადამიანებისთვის და განსაკუთრებით, ბავშვებისთვის განკუთვნილი საშუალებები ყოველთვის განსაკუთრებით არის დამუშავებული და შედარებით, ნაკლებად შეიცავს მავნე ნივთიერებებს. მათზე ჩატარებულია შრომები, საერთაშორისო კვლევები, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ეს პრეპარატები ბავშვთა პრაქტიკაში გამოვიყენოთ. ზოო-მაღაზიაში ნაყიდი პრეპარატის ადამიანზე ზემოქმედების შესახებ, რა თქმა უნდა, არ არსებობს არანაირი ინფორმაცია და მისი მოხმარება არ შეიძლება“ - განგვიმარტავს მედიკოსი.

მისივე თქმით, „ბარსი“ იმდენად მავნეა, რომ როდესაც ცხოველს ვასხამთ, აივანზე ან ეზოში უნდა გავიყვანოთ, მის ახლოს საკვები არ უნდა მივიღოთ და ბავშვები უნდა მოვარიდოთ.

ამასთან, როცა ბავშვს პედიკულოზი ანუ დატილიანება აწუხებს, უნდა მივმართოთ პედიატრს, რომელიც შესაბამის პრეპარატს გვირჩევს.

„ადრე გავრცელებული იყო ასეთი შეხედულება, რომ პედიკულოზი ანუ დატილიანება აუცილებლად დაუბანელ და მოუვლელ თმაში უნდა ყოფილიყო. ტილებმაც შეიცვალეს საცხოვრებელი პირობები და სუფთა, დაბანილ თმაშიც ვრცელდებიან. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა მომაკვდინებელი არ არის, მაგრამ ტილებმა შეიძლება გამოიწვიონ დაკბენა, კანის გაღიზიანება.

თუ ბავშვი გადამეტებულად იფხანს თავს, ზაფხულში დიდი თმა აქვს და თავი უხურდება (ეს პირობები მოსწონთ ტილებს გავრცელებისთვის), აუცილებლად უნდა გადაამოწმონ მშობლებმა და თვითონ აღმოაჩენენ, აწუხებს თუ არა ბავშვს დატილიანება“, - აღნიშნა პედიატრმა.

პროფესორი ცალსახად ურჩევს მშობლებს, რომ ბავშვების შემთხვევაში, თუნდაც პედიკულოზისგან თავის დასაღწევად, პრეპარატები ძალიან ფრთხილად შეარჩიონ.

საქართველოში კორონავირუსის 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია 23 პაციენტია - როგორია მონაცემები რეგიონების მიხედვით?

"წამალს ვერ ნიშნავენ, არ იციან რა დაალევინონ... საშინელი ტკივილები აქვს, ვერ დადის" - 20 წლის მარიამს, რომელსაც დიაგნოზს ვერ უსვამენ, დახმარება ესაჭიროება

"დაპირისპირებულთა შორის ჩემი მოსწვალეები რომ დავინახე ცრემლები წამომივიდა" - რას ჰყვებიან ბუკნარელი მასწავლებელი და მოსწავლე, რომელთა ფოტომ ინტერნეტი მოიცვა