მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილის პირველი კომენტარი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხზე - "კითხვები არ არსებობს"
ბიძინა ივანიშვილის პირველი კომენტარი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხზე - "კითხვები არ არსებობს"

"ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე კი­თხვე­ბი არ არ­სე­ბობს" - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ბა­თუმ­ში, პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, 20-21 ივ­ნი­სის ღა­მეს ლე­გი­ტი­მუ­რად იყო ძალა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

„200 კაცს აღ­მო­სავ­ლეთ­ში აგ­რო­ვე­ბენ და 200 და­სავ­ლეთ­ში უყ­რი­ან თავს. ამით იმის თქმა მინ­და, რომ ხალ­ხი ბრძე­ნია და ყვე­ლა­ფერს ამ­ჩნევს.

21 ივ­ნი­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და მისი დამ­ქა­შე­ბი, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ თუ პა­ტა­რა პარ­ტი­ე­ბი, მას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლე­ბი, და­ჟი­ნე­ბით ითხო­ვენ გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მას. არც ვა­შინგტონ­ში და არც ევ­რო­პა­ში, სა­დაც ნა­ხეს ეს კად­რე­ბი, არ­სად კი­თხვა არ აღიძ­რა ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ა­ზე. ლე­გი­ტი­მუ­რი ძალა იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და არა­ვის კი­თხვა არ აქვს. ლე­გი­ტი­მა­ცი­ა­ზე კი­თხვა რომ აღ­ძრუ­ლი­ყო, ამ შემ­თხვე­ვა­ში დად­გე­ბო­და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი.

არ­სა­ი­დან ამის მსგავ­სი კი­თხვა არ ის­მის - არც ევ­რო­პა­ში, არც ელ­ჩებ­თან, ვიცი ვა­შინგტო­ნის პო­ზი­ცი­აც. შე­სა­ბა­მი­სად, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე კი­თხვა არ არ­სე­ბობს“, - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

ამას­თან, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო ინ­ფორ­მა­ცია, რომ 20-21 ივ­ნისს დე­მონ­სტრან­ტე­ბის რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი­თა და გა­ზით დაშ­ლის ბრძა­ნე­ბა პი­რა­დად მან გას­ცა.

„ასეთ სი­სუ­ლე­ლეს მხო­ლოდ „ნა­ცე­ბი“ თუ იტყვი­ან. რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რომ შუ­ა­ღა­მეს პო­ლი­ცი­ე­ლებ­თან მქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია და ბრძა­ნებს გავ­ცემ­დი? - ეს სიბ­რიყ­ვეა. ჟურ­ნა­ლის­ტებს არ გა­ყე­ნებთ შე­უ­რა­ცხყო­ფას, თქვე­ნი კი­თხვა კი არ არის ბრიყ­ვუ­ლი, ეს სიბ­რიყ­ვე მათ­გან მო­დის,“ - აღ­ნიშ­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ბიძინა ივანიშვილის პირველი კომენტარი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხზე - "კითხვები არ არსებობს"

ბიძინა ივანიშვილის პირველი კომენტარი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხზე - "კითხვები არ არსებობს"

"შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვები არ არსებობს" - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, 20-21 ივნისის ღამეს ლეგიტიმურად იყო ძალა გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ.

„200 კაცს აღმოსავლეთში აგროვებენ და 200 დასავლეთში უყრიან თავს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხალხი ბრძენია და ყველაფერს ამჩნევს.

21 ივნისიდან მოყოლებული ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დამქაშები, „ევროპული საქართველო“ თუ პატარა პარტიები, მასთან ასოცირებულები, დაჟინებით ითხოვენ გახარიას გადადგომას. არც ვაშინგტონში და არც ევროპაში, სადაც ნახეს ეს კადრები, არსად კითხვა არ აღიძრა ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. ლეგიტიმური ძალა იყო გამოყენებული და არავის კითხვა არ აქვს. ლეგიტიმაციაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი.

არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის - არც ევროპაში, არც ელჩებთან, ვიცი ვაშინგტონის პოზიციაც. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არ არსებობს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ 20-21 ივნისს დემონსტრანტების რეზინის ტყვიებითა და გაზით დაშლის ბრძანება პირადად მან გასცა.

„ასეთ სისულელეს მხოლოდ „ნაცები“ თუ იტყვიან. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამეს პოლიციელებთან მქონდა კომუნიკაცია და ბრძანებს გავცემდი? - ეს სიბრიყვეა. ჟურნალისტებს არ გაყენებთ შეურაცხყოფას, თქვენი კითხვა კი არ არის ბრიყვული, ეს სიბრიყვე მათგან მოდის,“ - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები