პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წლების წინ მისმა ძმამ თავი მოიკლა... მამამ შვილის საფლავზე ჩამოიხრჩო თავი" - რას ყვებიან თბილისში დაღუპული არასრულწლოვანი მუშის შესახებ
"წლების წინ მისმა ძმამ თავი მოიკლა... მამამ შვილის საფლავზე ჩამოიხრჩო თავი" - რას ყვებიან თბილისში დაღუპული არასრულწლოვანი მუშის შესახებ

16 ივ­ლისს, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მომ­ხდარ კი­დევ ერთ უბე­დურ შემ­თხვე­ვას მუშა ემსხვერ­პლა. გარ­დაც­ვლი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო - 17 წლის გი­ორ­გი ბეშ­კე­ნა­ძე, რო­მე­ლიც ლა­გო­დე­ხი­დან თბი­ლის­ში სა­მუ­შა­ოდ ჩა­მო­ვი­და, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ლიფ­ტის შახ­ტა­ში ჩა­ვარ­და და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ლა­გო­დეხ­ში, იმ სოფ­ლის ბი­ნად­რე­ბი, სა­დაც გი­ორ­გი ცხოვ­რობ­და, ამ­ბო­ბენ, რომ ბეშ­კე­ნა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი მძი­მე ეკო­ნო­მი­კურ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობ­და და არას­რულ­წლო­ვა­ნი ბიჭი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო სკო­ლა მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა, რათა ოჯა­ხი ერ­ჩი­ნა:

"ჩემი მე­ზო­ბე­ლი იყო ეს ბიჭი... ამ ოჯახ­ში ტრა­გე­დია აქამ­დეც მოხ­და - და­ახ­ლო­ე­ბით 7 წლის წინ გი­ორ­გის ძმამ თავი მო­იკ­ლა, მა­შინ ისიც არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო. შვი­ლის სიკ­ვდი­ლი უმ­ძი­მე­სი დარ­ტყმა იყო ოჯა­ხის­თვის და 4 წლის თავ­ზე, მა­მამ შვი­ლის საფ­ლავ­ზე ჩა­მო­იხ­რჩო თავი... მას შემ­დეგ ოჯა­ხის რჩე­ნას გი­ორ­გი ცდი­ლობ­და. რო­გორც ვიცი, სკო­ლა­შიც აღარ და­დი­ო­და ამის გამო... დღი­უ­რად ეხ­მა­რე­ბო­და ად­გი­ლობ­რი­ვებს, მი­ზე­რუ­ლი თან­ხა 15-20 ლარი რომ ეშო­ვა და სა­კუ­თა­რი თავი და დედა ერ­ჩი­ნა", - გა­ნუ­ცხა­დეს ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა AMBEBI.GE-ს.

ოჯა­ხის მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­შიც. სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბეშ­კე­ნა­ძე­ე­ბი ხში­რად სარ­გებ­ლობ­დნენ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მე­ბით. თუმ­ცა, ბო­ლოს ერთი წელი მათ სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლის აპა­რა­ტის­თვის აღარ მი­უ­მარ­თავთ:

"ოჯა­ხი სო­ფელ გვიმ­რი­ა­ნი­და­ნაა, ეს სო­ფე­ლი აფე­ნის თემ­ში შე­დის. მა­მის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, ბეშ­კე­ნა­ძე­ებს ფი­ნან­სუ­რად ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ და ჩვენ რაც შეგ­ვეძ­ლო, ვეხ­მა­რე­ბო­დით. მივ­დი­ო­დით ოჯახ­ში, ვი­ცო­დით მათი მდგო­მა­რე­ო­ბა. ეს ბი­ჭიც სულ შრო­მობ­და, მაგ­რამ ერთი წე­ლია ოჯა­ხი სო­ფელ გვიმ­რი­ან­ში აღარ ცხოვ­რობ­და, გვერ­დით სო­ფელ­ში გა­და­ვიდ­ნენ დე­ი­დის სახ­ლში სა­ცხოვ­რებ­ლად. მას შემ­დეგ დახ­მა­რე­ბის­თვი­საც აღარ მო­უ­მარ­თავთ", - აღ­ნიშ­ნა სოფ­ლის რწმუ­ნე­ბულ­მა გია გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა მშე­ნებ­ლო­ბას, სა­დაც არას­რულ­წლო­ვა­ნი მუშა და­ი­ღუ­პა, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა იქ რამ­დე­ნი­მე დარ­ღვე­ვა აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლის მაია მი­ქა­ი­ას თქმით, შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში არის ნორ­მა, რომ დამ­საქ­მე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, არ და­ა­საქ­მოს ობი­ექ­ტზე, მო­მა­ტე­ბუ­ლი საფრ­თხის შემ­ცველ, მძი­მე, მავ­ნე და სა­შიშ პი­რო­ბე­ბი­ან სა­მუ­შა­ო­ებ­ზე არას­რულ­წლო­ვა­ნი. მან იმ დარ­ღვე­ვებ­ზეც ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც მშე­ნე­ბა­რე კორ­პუს­ში გა­მოვ­ლინ­და:

"პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ობი­ექ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ლიფ­ტის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, კერ­ძოდ, ბა­გი­რის შეც­ვლა. სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რის გა­რე­შე, ასე­ვე, ობი­ექ­ტზე სხვა და­საქ­მე­ბუ­ლებ­მა ვერ წარ­მო­ად­გი­ნეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლი­თაც ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ სა­მუ­შა­ო­ებს.

რაც შე­ე­ხე­ბა სწავ­ლე­ბის ნა­წილს, იყო თუ არა და­საქ­მე­ბუ­ლი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, რო­გორ უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­გორც ჩვენ­თვის ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, დამ­საქ­მე­ბე­ლი მხო­ლოდ ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რი გან­მარ­ტე­ბე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, არ ტარ­დე­ბო­და სრულ­ყო­ფი­ლი სწავ­ლე­ბა.

ვე­ლო­დე­ბით, რომ კომ­პა­ნია მოგ­ვაწ­ვდის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას და სწო­რედ ამ დო­კუ­მენ­ტე­ბის შეს­წავ­ლით, ობი­ექ­ტის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დგომ ექ­ნე­ბა ინ­სპექ­ცი­ას სა­შუ­ა­ლე­ბა, და­დოს სრულ­ყო­ფი­ლი დას­კვნა, თუ რამ გა­მო­იწ­ვია უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა. უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ამის თქმა შე­იძ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მი­ქა­ი­ამ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლის მე- 2 ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც სამ­თო სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"წლების წინ მისმა ძმამ თავი მოიკლა... მამამ შვილის საფლავზე ჩამოიხრჩო თავი" - რას ყვებიან თბილისში დაღუპული არასრულწლოვანი მუშის შესახებ

"წლების წინ მისმა ძმამ თავი მოიკლა... მამამ შვილის საფლავზე ჩამოიხრჩო თავი" - რას ყვებიან თბილისში დაღუპული არასრულწლოვანი მუშის შესახებ

16 ივლისს, მშენებლობაზე მომხდარ კიდევ ერთ უბედურ შემთხვევას მუშა ემსხვერპლა. გარდაცვლილი არასრულწლოვანი იყო - 17 წლის გიორგი ბეშკენაძე, რომელიც ლაგოდეხიდან თბილისში სამუშაოდ ჩამოვიდა, მშენებლობაზე ლიფტის შახტაში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

AMBEBI.GE-სთან საუბარში ლაგოდეხში, იმ სოფლის ბინადრები, სადაც გიორგი ცხოვრობდა, ამბობენ, რომ ბეშკენაძეების ოჯახი მძიმე ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობდა და არასრულწლოვანი ბიჭი იძულებული იყო სკოლა მიეტოვებინა, რათა ოჯახი ერჩინა:

"ჩემი მეზობელი იყო ეს ბიჭი... ამ ოჯახში ტრაგედია აქამდეც მოხდა - დაახლოებით 7 წლის წინ გიორგის ძმამ თავი მოიკლა, მაშინ ისიც არასრულწლოვანი იყო. შვილის სიკვდილი უმძიმესი დარტყმა იყო ოჯახისთვის და 4 წლის თავზე, მამამ შვილის საფლავზე ჩამოიხრჩო თავი... მას შემდეგ ოჯახის რჩენას გიორგი ცდილობდა. როგორც ვიცი, სკოლაშიც აღარ დადიოდა ამის გამო... დღიურად ეხმარებოდა ადგილობრივებს, მიზერული თანხა 15-20 ლარი რომ ეშოვა და საკუთარი თავი და დედა ერჩინა", - განუცხადეს ადგილობრივებმა AMBEBI.GE-ს.

ოჯახის მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ ადგილობრივ თვითმმართველობაშიც. სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, ბეშკენაძეები ხშირად სარგებლობდნენ სოციალური დახმარების პროგრამებით. თუმცა, ბოლოს ერთი წელი მათ სოფლის რწმუნებულის აპარატისთვის აღარ მიუმართავთ:

"ოჯახი სოფელ გვიმრიანიდანაა, ეს სოფელი აფენის თემში შედის. მამის სიკვდილის შემდეგ, ბეშკენაძეებს ფინანსურად ძალიან გაუჭირდათ და ჩვენ რაც შეგვეძლო, ვეხმარებოდით. მივდიოდით ოჯახში, ვიცოდით მათი მდგომარეობა. ეს ბიჭიც სულ შრომობდა, მაგრამ ერთი წელია ოჯახი სოფელ გვიმრიანში აღარ ცხოვრობდა, გვერდით სოფელში გადავიდნენ დეიდის სახლში საცხოვრებლად. მას შემდეგ დახმარებისთვისაც აღარ მოუმართავთ", - აღნიშნა სოფლის რწმუნებულმა გია გაფრინდაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

რაც შეეხება მშენებლობას, სადაც არასრულწლოვანი მუშა დაიღუპა, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა იქ რამდენიმე დარღვევა აღმოაჩინეს.

დეპარტამენტის წარმომადგენლის მაია მიქაიას თქმით, შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანულ კანონში არის ნორმა, რომ დამსაქმებელი ვალდებულია, არ დაასაქმოს ობიექტზე, მომატებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე არასრულწლოვანი. მან იმ დარღვევებზეც ისაუბრა, რომელიც მშენებარე კორპუსში გამოვლინდა:

"პირველადი მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ობიექტზე მიმდინარეობდა ლიფტის სარემონტო სამუშაოები, კერძოდ, ბაგირის შეცვლა. სამუშაოები მიმდინარეობდა პასუხისმგებელი პირის გარეშე, ასევე, ობიექტზე სხვა დასაქმებულებმა ვერ წარმოადგინეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლითაც ახორციელებდნენ სამუშაოებს.

რაც შეეხება სწავლების ნაწილს, იყო თუ არა დასაქმებული ინფორმირებული, როგორ უნდა განეხორციელებინა სამუშაოები, როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, დამსაქმებელი მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტებებით შემოიფარგლებოდა. შესაბამისად, არ ტარდებოდა სრულყოფილი სწავლება.

ველოდებით, რომ კომპანია მოგვაწვდის დოკუმენტაციას და სწორედ ამ დოკუმენტების შესწავლით, ობიექტის დათვალიერების შემდგომ ექნება ინსპექციას საშუალება, დადოს სრულყოფილი დასკვნა, თუ რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა. უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა სამუშაოები, ამის თქმა შეიძლება", - განაცხადა მიქაიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე- 2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო