მწვანე ჩაი კენკრით, ხილის ჩაი დარიჩინით და ხილის ჩაი გამომშრალი ჩირით - „ჩაიმანიას“ ამ და კიდევ ბევრი საინტერესო სახეობის შეძენა მომხმარებელს კომპანიის ყველა სავაჭრო წერტილზე შეუძლია. ტრადიციული და უკვე არსებული ასორტიმენტის ანალოგიურად, ჩაის ეს სახეობებიც არომატულია და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.
„ჩაიმანიას“ პროდუქცია გერმანიიდან შემოაქვს, სადაც ჩაის, როგორც პროდუქტის დამუშავება ხდება. თავად ჩაი კი არის როგორც ჩინური, ასევე იაპონური, ინდური და ა.შ. პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, კომპანიაც ასორტიმენტს ზრდის და მომხმარებელს 3 თვეში ერთხელ ახალ გემოებს ახვედრებს.
ამჯერად ჩამოსული ასორტიმენტიდან განსაკუთრებით გამოსაყოფია: „ხილის ბაღი“, „ორქიდეა“ და „გლინტვეინი“.
„ხილის ბაღი“ - ჩაის ეს სახეობა მოიცავს გამომშრალ ჩირებს, შესაბამისად, არის კოფეინის გარეშე და ბავშვებისთვისაც სასიამოვნო დასალევია. ეს სახეობა ცივი ჩაისთვისაც გამოიყენება.
„ორქიდეა“ - ეს არის მწვანე ჩაი ხილით - მარწყვის, მოცხარის, ალუბლის და ჟოლოს დანამატით. „ორქიდეას“ ისეთივე სასარგებლო თვისებები აქვს, როგორც მწვანე ჩაის, თანაც, დანამატებთან ერთად უფრო სასიამოვნო დასალევია. მწვანე ჩაი კი არის ძალიან კარგი ოქსიდანტი, დამამშვიდებელი, ხელს უწყობს წონის კორექციას და ნივთიერებათა ცვლას.
„გლინტვეინი“ - ესეც ხილის ჩაია და გამოიყენება როგორც ცხელი, ასევე ცივი ჩაის შემთხვევაში. მასში შედის - კარკადე, ვაშლი, ასკილი, დარიჩინი, მიხაკი და ფორთოხლის ნატეხები. კარკადე - ეს არის ორგანიზმის გამწმენდი, ასკილი - კარგია თირკმელებისთვის და დარიჩინი დამამშვიდებლად. საერთო ჯამში, ჩაის ეს სახეობა სისხლის მიმოქცევისთვის და ორგანიზმის გაწმენდისთვის შესანიშნავი საშუალებაა.
ცნობისათვის, „ჩაიმანია“ ბაზარზე 2006 წლიდან არის. მომხმარებელს სთავაზობს 100-ზე მეტი სახეობის უმაღლესი ხარისხის ჩაისა და ჩაისებრ სასმელებს მთელი მსოფლიოდან, ასევე ყავას, მათთან დაკავშირებულ აქსესუარებს და ისეთ ქართულ პროდუქციას, როგორიცაა ჩირი „ჩიკორი“, „შიკოლის“ ხელნაკეთი შოკოლადი, „ესტიას“ ჭურჭელი და სხვ. ამდროისთვის ბრენდი თბილისში 8 სავაჭრო წერტილით არის წარმოდგენილი. „ჩაიმანიას“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია - „გუდვილი“ დიღომის, ვაკის და ქავთარაძის ფილიალებში, ასევე თბილისი მოლში, “ვაკის კარფურში“, სავაჭრო ცენტრი GTC და აგროჰაბის ორივე ფილიალში.
2019 წლიდან „ჩაიმანიას“ წილობრივი პარტნიორი „სინერჯი კაპიტალი“ გახდა და მისი მხარდაჭერით კომპანია მასშტაბის მნიშვნელოვნად გაზრდას და გაფართოებას გეგმავს.
„სინერჯი კაპიტალი“ სააქციო საზოგადოებაა, რომელიც „სინერჯი ჯგუფის“ინიციატივით შეიქმნა. ორგანიზაცია ეძებს ზრდის განსაკუთრებული პოტენციალის მქონე კომპანიებს და კაპიტალში შესვლითა და საბრუნავ საშუალებებში ინვესტირებით, ასევე მართვის სისტემების მოწესრიგებით ეხმარება მათ ღირებულების გაზრდაში.
NS