სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვიდი შვილის დედა ევროკომისიის პრეზიდენტი გახდა - ვინ არის ურსულა ფონ დერ ლაიენი
შვიდი შვილის დედა ევროკომისიის პრეზიდენტი გახდა - ვინ არის ურსულა ფონ დერ ლაიენი

გერ­მა­ნი­ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნი ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე აირ­ჩი­ეს. კენ­ჭისყრა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში ჩა­ტარ­და. მე­მარ­ცხე­ნე-ცენ­ტრის­ტი პო­ლი­ტი­კო­სი ჟან კლოდ იუნ­კერს 1 ნო­ემ­ბრი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჩა­ა­ნაც­ვლებს.

იგი პირ­ვე­ლი ქალი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ი­კა­ვებს. კენ­ჭისყ­რის დროს მას მხა­რი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევრთა ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­მა და­უ­ჭი­რა. ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენს 374 ხმა სჭირ­დე­ბო­და, თუმ­ცა, მას 383-მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი.

ურ­სუ­ლა იყო, ასე­ვე, პირ­ვე­ლი ქალი, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი გახ­და. თა­ნამ­დე­ბო­ბას ის 2013 წლი­დან იკა­ვებ­და.

60 წლის პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც ბრი­უ­სელ­ში და­ი­ბა­და, გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რის უახ­ლო­ე­სი თა­ნა­მებ­რძო­ლია და ფიქ­რობ­დნენ, რომ ის ან­გე­ლა მერ­კელს შეც­ვლი­და.

ფონ დერ ლა­ი­ე­ნი 13 წლის იყო, რო­დე­საც მისი ოჯა­ხი ბრი­უ­სე­ლი­დან გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. მან ლონ­დო­ნის ეკო­ნო­მი­კის სკო­ლა და­ამ­თავ­რა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ჰა­ნო­ვერ­ში მე­დი­ცი­ნას და­ე­უფ­ლა.

ურ­სუ­ლა შვი­დი შვი­ლის დე­დაა, რაც გერ­მა­ნი­ის­თვის საკ­მა­ოდ უჩ­ვე­უ­ლოა. პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა 43 წლის ასაკ­ში და­ი­წყო, ის მერ­კე­ლის პარ­ტი­ის წევ­რი გახ­და.

ურ­სუ­ლა ფონ დერ ლე­ი­ე­ნი შვი­ლებ­თან ერ­თად, 2013 წელი

ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მის შე­სა­ხებ 2005 წელს შე­ი­ტყო, რო­დე­საც მერ­კელ­მა ის სა­ო­ჯა­ხო სა­კი­თხე­ბის, ასა­კო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ქა­ლე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის ფე­დე­რა­ლურ მი­ნის­ტრად და­ნიშ­ნა. ოთხი წლის შემ­დეგ ის ბუნ­დეს­ტაგ­ში აირ­ჩი­ეს. 2013 წლამ­დე კი ფონ დერ ლა­ი­ე­ნი შრო­მი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­კი­თხე­ბის მი­ნის­ტრი იყო.

ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნი ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტის პოსტს ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­კა­ვებს.

„ნდო­ბა, რო­მე­ლიც მე გა­მო­მი­ცხა­დეთ, არის ნდო­ბა ევ­რო­პი­სად­მი. ჩემი მუ­შა­ო­ბა იწყე­ბა ამ წუ­თი­დან. მო­დით, ვი­მუ­შა­ვოთ ერ­თად კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად “, - გა­ნა­ცხა­და მან კენ­ჭისყ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

შვიდი შვილის დედა ევროკომისიის პრეზიდენტი გახდა - ვინ არის ურსულა ფონ დერ ლაიენი

შვიდი შვილის დედა ევროკომისიის პრეზიდენტი გახდა - ვინ არის ურსულა ფონ დერ ლაიენი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს. კენჭისყრა ევროპარლამენტში ჩატარდა. მემარცხენე-ცენტრისტი პოლიტიკოსი ჟან კლოდ იუნკერს 1 ნოემბრიდან ოფიციალურად ჩაანაცვლებს.

იგი პირველი ქალი იქნება, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს. კენჭისყრის დროს მას მხარი ევროპარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტმა დაუჭირა. ურსულა ფონ დერ ლაიენს 374 ხმა სჭირდებოდა, თუმცა, მას 383-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი.

ურსულა იყო, ასევე, პირველი ქალი, რომელიც გერმანიის თავდაცვის მინისტრი გახდა. თანამდებობას ის 2013 წლიდან იკავებდა.

60 წლის პოლიტიკოსი, რომელიც ბრიუსელში დაიბადა, გერმანიის კანცლერის უახლოესი თანამებრძოლია და ფიქრობდნენ, რომ ის ანგელა მერკელს შეცვლიდა.

ფონ დერ ლაიენი 13 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ბრიუსელიდან გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. მან ლონდონის ეკონომიკის სკოლა დაამთავრა, მოგვიანებით კი ჰანოვერში მედიცინას დაეუფლა.

ურსულა შვიდი შვილის დედაა, რაც გერმანიისთვის საკმაოდ უჩვეულოა. პოლიტიკური კარიერა 43 წლის ასაკში დაიწყო, ის მერკელის პარტიის წევრი გახდა.

ურსულა ფონ დერ ლეიენი შვილებთან ერთად, 2013 წელი

ფართო საზოგადოებამ მის შესახებ 2005 წელს შეიტყო, როდესაც მერკელმა ის საოჯახო საკითხების, ასაკოვანი მოქალაქეების, ქალებისა და ახალგაზრდების ფედერალურ მინისტრად დანიშნა. ოთხი წლის შემდეგ ის ბუნდესტაგში აირჩიეს. 2013 წლამდე კი ფონ დერ ლაიენი შრომისა და საზოგადოებრივი საკითხების მინისტრი იყო.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს ხუთი წლის განმავლობაში დაიკავებს.

„ნდობა, რომელიც მე გამომიცხადეთ, არის ნდობა ევროპისადმი. ჩემი მუშაობა იწყება ამ წუთიდან. მოდით, ვიმუშავოთ ერთად კონსტრუქციულად “, - განაცხადა მან კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე