პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს 20-მდე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ვაკანსიებსა და სტაჟირებას სთავაზობს - "სტუდენტებს გვაქვს შესაძლებლობა, ვემსახუროთ ქვეყანას"
შსს 20-მდე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ვაკანსიებსა და სტაჟირებას სთავაზობს - "სტუდენტებს გვაქვს შესაძლებლობა, ვემსახუროთ ქვეყანას"

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სტუ­დენ­ტუ­რი და­საქ­მე­ბის მე­ო­რე ფო­რუ­მი გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ნინო ჯა­ვა­ხა­ძემ გახ­სნა. სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის და­საქ­მე­ბის ფო­რუ­მი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აკა­დე­მი­ის ბა­ზა­ზე ჩა­ტარ­და. სა­მი­ნის­ტროს სტრუქ­ტუ­რულ­მა და­ნა­ყო­ფებ­მა ახალ­გაზ­რდებს 400-მდე აქ­ტი­უ­რი ვა­კან­სია და სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მა შეს­თა­ვა­ზეს.

ფო­რუ­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­საქ­მე­ბის მსურ­ველ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბა პო­ზი­ტი­უ­რად შე­ა­ფა­სეს და გა­ნა­ცხა­დეს, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ მათ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­მი­ნის­ტრო­ში და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ნია ქავ­თა­რა­ძე, გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი: "დიდი მად­ლო­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აკა­დე­მი­ას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სტუ­დენ­ტე­ბის­თვის და­საქ­მე­ბის ფო­რუ­მი, რად­გან მათ ჰქონ­დეთ თა­ვი­ან­თი გა­ნათ­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სწო­რად რე­ა­ლიზ­დნენ და აირ­ჩი­ონ ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, ის სტრუქ­ტუ­რე­ბი სა­დაც მათ ყვე­ლა­ზე მე­ტად სურთ, რომ გა­ნათ­ლე­ბა პრაქ­ტი­კა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ. სტუ­დენ­ტის­თვის ეს არის ძა­ლი­ან დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მათ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თონ. ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ამ სტარტს სხვა სტრუქ­ტუ­რე­ბი თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი აი­ღე­ბენ. მე ვარ სა­მარ­თლის სკო­ლის სტუ­დენ­ტი და ეს ფო­რუ­მი მაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­ვეც­ნო თი­თო­ე­უ­ლი სტრუქ­ტუ­რის თუნ­დაც სტა­ჟი­რე­ბის მო­ნა­ცე­მებს, და­საქ­მე­ბის მო­ნა­ცე­მებს და გა­ვა­კე­თო არ­ჩე­ვა­ნი თუ სად ვხე­დავ ჩემს პრო­ფე­სი­ას მო­მა­ვალ­ში".

კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი ზა­ქა­რია მე­გუთ­ნიშ­ვი­ლი: "პირ­ველ რიგ­ში მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აკა­დე­მი­ას ასე­თი მას­პინ­ძლო­ბი­სა და დახ­ვედ­რის­თვის. ასე­ვე დიდი მად­ლო­ბა მათ იმის­თვის, რომ გა­ა­ფორ­მეს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან მე­მო­რან­დუ­მი, რის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ჩვენ სტუ­დენ­ტებს, იუ­რის­ტებს გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ გავ­ხდეთ სტა­ჟი­ო­რე­ბი, შემ­დეგ დავ­საქმდეთ აქ და ვემ­სა­ხუ­როთ ჩვენს ქვე­ყა­ნას".

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ სტუ­დენ­ტუ­რი და­საქ­მე­ბის ფო­რუ­მის მი­ზა­ნია სის­ტე­მა­ში ახალ­გაზ­რდა, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მო­ზიდ­ვა და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

შსს 20-მდე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ვაკანსიებსა და სტაჟირებას სთავაზობს - "სტუდენტებს გვაქვს შესაძლებლობა, ვემსახუროთ ქვეყანას"

შსს 20-მდე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ვაკანსიებსა და სტაჟირებას სთავაზობს - "სტუდენტებს გვაქვს შესაძლებლობა, ვემსახუროთ ქვეყანას"

შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტური დასაქმების მეორე ფორუმი გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გახსნა. საქართველოს უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე ჩატარდა. სამინისტროს სტრუქტურულმა დანაყოფებმა ახალგაზრდებს 400-მდე აქტიური ვაკანსია და სტაჟირების პროგრამა შესთავაზეს.

ფორუმის დასრულების შემდეგ დასაქმების მსურველმა ახალგაზრდებმა ღონისძიება პოზიტიურად შეაფასეს და განაცხადეს, რომ განათლების მიღების დასრულების შემდგომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამინისტროში დასაქმების შესაძლებლობა.

ნია ქავთარაძე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული: "დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას. მოგეხსენებათ მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი, რადგან მათ ჰქონდეთ თავიანთი განათლების დასრულების შემდეგ სწორად რეალიზდნენ და აირჩიონ ის დაწესებულებები, ის სტრუქტურები სადაც მათ ყველაზე მეტად სურთ, რომ განათლება პრაქტიკაში განახორციელონ. სტუდენტისთვის ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ მათ სწორი არჩევანი გააკეთონ. ძალიან კარგი იქნება თუ ამ სტარტს სხვა სტრუქტურები თუ ორგანიზაციები აიღებენ. მე ვარ სამართლის სკოლის სტუდენტი და ეს ფორუმი მაძლევს შესაძლებლობას გავეცნო თითოეული სტრუქტურის თუნდაც სტაჟირების მონაცემებს, დასაქმების მონაცემებს და გავაკეთო არჩევანი თუ სად ვხედავ ჩემს პროფესიას მომავალში".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ზაქარია მეგუთნიშვილი: "პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ასეთი მასპინძლობისა და დახვედრისთვის. ასევე დიდი მადლობა მათ იმისთვის, რომ გააფორმეს სასწავლო დაწესებულებებთან მემორანდუმი, რის საშუალებითაც ჩვენ სტუდენტებს, იურისტებს გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავხდეთ სტაჟიორები, შემდეგ დავსაქმდეთ აქ და ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას".

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სტუდენტური დასაქმების ფორუმის მიზანია სისტემაში ახალგაზრდა, მოტივირებული და კვალიფიციური კადრების მოზიდვა და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავება.